BBC: შეუძლია თუ არა ქართულ ღვინოს გადაიბიროს მსოფლიო ღვინის მომხმარებლები

მსოფლიო

BBC: შეუძლია თუ არა ქართულ ღვინოს გადაიბიროს მსოფლიო ღვინის მომხმარებლები

28 თებ. 2019, 17:08:17

BBC ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ბრიტანული მედია მაუწყებელი სტატიაში ყურადღებას ამახვილებს, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას, საქართველოს, რომელიც ღვინის დაბადების ადგილად მიიჩნევა, მსოფლიოს მასშტაბით აპირებს ექსპორტს, შეუძლია თუ არა გადაიბიროს მსოფლიო ღვინის მომხმარებლები.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ეწვია ქართული ღვინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიას, სადაც 2-ათასტონიანი ქვევრებიდან ღვინოც დააგემოვნა.

"ქვევრში ღვინის დაყენება მისი წარმოების უძველესი ფორმაა, რომელიც ისტორიკოსების თქმით, საქართველოში პირველად ქრისტეშობამდე 5980 წელს იყენებდნენ. საქართველო ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა, რომელიც ყოველთვის ამაყობდა ყურძნის განსხვავებული სახეობებით.

საუკუნეების მანძილზე მეღვინეობა ქართული ეკონომიკის უმთავრესი შემადგენელი იყო, ხოლო ღვინის ექსპორტის დიდი ნაწილი რუსეთში მიემართებოდა, თუმცა, ურთიერთობა რუსეთთან ყოველთვის საქართველოს სასარგებლოდ არ ვითარდებოდა",_აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რო წინანდალი იყო პირველი ღვინო, რომლის წარმოებაც ქვეყანამ ბოთლებში დაიწყო.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ  2006 წელს, როდესაც ქვეყანა რუსეთის ემბარგოს ქვეშ მოექცა, საქართველოში მიიჩნიეს, რომ მომხდარი იყო პოლიტიკური თავდასხმა, ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური პოლიტიკის მიმართ.

საქართველომ ღვინის ექსპორტისთვის სხვა ქვეყების მოძიება დაიწყო და ახლა ექსპორტს 55 ქვეყანაში ეწევა.

2013 წელს რუსეთში ექსპორტის განახლების შემდეგ, რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 62%-მდე შემცირდა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩოლობარგია ამბობს, ძირითადი აქცენტები მიმართულია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებისკენ.

"ჩვენ არ ვართ დიდი სახელმწიფო, ჩვენი წარმოების მაქსიმალური მოცულობა წლიურად 300 მილიონ ბოთლს შეადგენს, რაც ავსტრალიის ერთი დიდი ღვინის საწარმოს პროდუქციის ტოლია. კონკურენციას ვერ გავუწევთ საფრანგეთს, ესპანეთს, ჩილეს და სამხრეთ აფრიკას (სიდიდით), თუმცა ის, რისი შეთავაზებაც  შეგვიძლია, არის უნიკალურობა. ყურძნის ჯიშები და ქვევრის ღვინო - ჩვენი ისტორიაა. ახლა ჩვენი სტრატეგიული ძალისხმევა მიმართულია დასავლეთისა და აზიისკენ და ზოგადად, საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციისკენ”, _ამბობს  ჩოლობარგია.

ღვინის ერთ-ერთი მწარმოებელი არის გია პირადაშვილი, რომლის კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოების ექსპორტი ხდება ბელგიაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ლატვიაში, ნიდერლანდებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნორვეგიაში.

მისი თქმით, ღვინით რესტორნები და ღვინის ბუტიკები მარაგდება.

ამერიკელი ღვინის მაგისტრის, ლიზა გრანიკის თქმით, დასავლეთში სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს დააგემოვნოს და გაიცნოს უძველესი და გამორჩეული ქართული ღვინოები.

მისი თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა არის მდგრადობა რადგან ქართველების უმეტესობა არ ამატებს გოგირდის დიოქსიდს ბოთლის დასაცავად.

"ამიტომ ძნელია, რომ მათ მგზავრობას გაუძლონ",_ამბობს გრანიკი. 

 

 




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?