ბელარუსში სამი დღეა ინტერნეტი გათიშულია

მსოფლიო

ბელარუსში სამი დღეა ინტერნეტი გათიშულია

11 აგვ. 2020, 15:51:08

ბელარუსში ინტერნეტი მესამე დღეა არ მუშაობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

როგორც მედია იუწყება, დაბლოკილია ყველა ძირითადი სოციალური ქსელი, მესენჯერი და საძიებო სისტემა, უცხო ქვეყნიდან ბელარუსულ დომენზე შესვლა კი შეზღუდულია.

ქვეყანაში ინტერნეტის გათიშვასთან დაკავშირებით, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ  შეფერხების მიზეზი უცხო ქვეყნიდან განხოციელებული კიბერშეტევაა, თუმცა ადგილობრივ IT-ექსპერტები და უფლებადამცველები მომხდარში სახელმწიფოს ადანაშაულებენ.

დამოუკიდებელი ორგანიზაცია Netblocks-ი, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს  აწარმოებს, ბელარუსში მონაცემთა გაცვლასთან დაკავშირებით პრობლმებს ადასტურებს.

,,ინტერნეტზე წვდომა ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეიზღუდა. დღის განმავლობაში შეფერხებების მაშტაბი იზრდებოდა. ამან კი საინფორმაციო ვაკუუმი შექმნა, ამ დროს კი ქვეყნის მოსახლეობა გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარებას ცდილობდა“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის აპარატთან შექმნილი ,,კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ბელარუსის ეროვნულ ცენტრში“ აცხადებენ, რომ მთავარი ინტერნეტ-პროვაიდერის, ,,ბელტელკომის“  ინფრასტრუქტურაზე DDOS-შეტევები განხორციელდა. მათივე განცხადებით, კიბერშეტევები, ასევე განხორციელდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და რამდენიმე მედიასაშუალების ვებ-გვერდებზე.

როგორც ცნობილია, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%.

ცენტრალური საარჩევენო კომისიის მიერ მონაცების გამოქვეყნების  შემდეგ ხალხი ქუჩაში გავიდა, სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ კი  წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.  ბელარუსში სამართალდამცავებსა და დემოსტრანეტბს შორის დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვრეპლა, 3 ათასი ადამიანი კი დაკავებულია.

 

 

 




 ახალი ამბები
  • "გპირდებით, რომ ამ არჩევნების შემდეგ ხალხზე ვიზრუნებთ და არა საკუთარ ინტერესებზე"პოლიტიკური მოძრაობა "დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას" ლიდერმა დღეს ქუთაისში დასავლეთ საქართველოს შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და ქუთაისს მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა არსენიძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი კახაბერ ჩახუნაშვილი წარუდგინა. "ერთ რამეს ნამდვილად გპირდებით, რომ ამ არჩევნების შემდეგ აქ მდგომი არცერთი ადამიანი სახელს არ შეირცხვენს და ხალხზე ვიზრუნებთ და არა საკუთარ ინტერესებსა და სიმდიდრეზე", _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე. ... ...
  • "ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს დავით ხვიბლიანის წამება"„ვრცელდება დეზინფორმაციაა იმის შესახებ, რომ თითქოს, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ბანკზე თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, დავით ხვიბლიანის წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა“, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გრძელდება ცილისმწამებლური და ღირსების შემლახავი კამპანია მთლიანად საქართველოს თავდაცვის ძალების და მისი ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, დავით ხვიბლიანის მიმართ. კერძოდ, მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმისას მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირის, დავით ხვიბლიანის წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე ამ დროისთვის იმყოფება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში და მასზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ცილისწამების გამო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გეგმავს მიმართოს სასამართლოს. სამართლებრივ დავას უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამების გამო, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი გეგმავს. პარტიულმა ტელევიზია „მთავარმა არხმა“, 22 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტში, თემურ ხვიბლიანი თავდამსხმელად დაასახელა. დავით და თემურ ხვიბლიანების მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში. გავრცელებული ბრალდებები არის ყოვლად წარმოუდგენელი, მიზანმიმართული სიცრუე და თავდაცვის ძალების ავტორიტეტისა და იმიჯის დისკრედიტაციის მორიგი უშედეგო მცდელობა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად უმნიშვნელოა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მასთან დაკავშირებული მედიისთვის, ადამიანის პირადი ღირსება და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. 22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ... ...
  • ოთხი გარდაცვლილი და ორი დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ბაღდათშიოთხი ადამიანი გარდაიცვალა და ორი მძიმედ დაშავდა ბაღდათში, სოფელ დიმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები ისხდნენ, გზიდან გადავარდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილიაზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და ის იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 21 ოქტომბერს მომხდარი "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით ავრცელებს. უწყება მედიას და საზოგადოებას მოუწოდებს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს. "შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს",- ნათქვამია ... ...
  • “ოცნებას” კოალიცია დასჭირდება, ნაციონალები სათავეში ვერ მოვლენ” – პაატა ზაქარეიშვილიკონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებზე 45%-ზე მეტს ვერ აიღებს. _ ეს არის ძალიან მინიმალური უპირატესობა, რის გამოც მას შეიძლება მოუწიოს რომელიმე პარტიასთან კოალიციაში შესვლა, რაც ნამდვილად არ არის ტრაგედია და ძალიან ნორმალური პროცესია, _ ამბობს ის “ახალ თაობასთან” ინტერვიუში. მისი აზრით, ოპოზიცია ისეთი ძლიერი იქნება, რომ “ქართულ ოცნებას” გასაქანს არ მისცემს. _ ეს კი ნებისმიერ შემთხვევაში “ოცნების” წარუმატებლობა იქნება. 2016 წლის შედეგებს “ქართული ოცნება” ვერ გაიმეორებს. ამიტომ ყველა ასე შეაფასებს, რომ “ქართული ოცნება” დამარცხდა 2016 წლის ფონზე, როცა ჰქონდა მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი და დიდი წარმატება. როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, "ოცნებას" კოალიცია დასჭირდება. – ოცნებას, რა თქმა უნდა, კოალიცია დასჭირდება! თუ კოალიცია არ დასჭირდება, მისთვის კიდევ უარესი. თუ წავა კოალიციის გარეშე, მაშინ მთელ ოპოზიციას აიმხედრებს მის წინააღმდეგ. დღეს ოპოზიციაში ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსია, “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკოსები არ არიან, იქ არიან მხოლოდ მედროვეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს შეჰყურებენ ხელებში და შესციცინებენ თვალებში. აქედან გამომდინარე, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ისე, როგორც ივანიშვილი იტყვის, ივანიშვილმა კი არ იცის, რა გააკეთოს. რომ სცოდნოდა, ამდენ ხანს გააკეთებდა რამეს. “ქართულმა ოცნებამ” სიტუაცია თავად შეიყვანა კრიზისში, ახლა გამოდის და იძახის, მე თუ არ მომცემთ ხმას, ისევ ნაციონალური მოძრაობა მოვაო. ეს ზღაპარია და ნუ ატყუებენ ხალხს! რადგან – თუ 60% გაქვს შენ, “ქართულ ოცნებას”, თუ ამას თავადვე ამბობ და 15% აქვს ნაციონალურ მოძრაობას, როგორ მოვა 15%-იანი პარტია ხელისუფლებაში?! ეს გამორიცხულია. ამიტომ ხალხს ნუ ატყუებენ", _ აღნიშნა ზაქარეიშვილმა. წყარო" "ახალი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...