ბრიტანეთის პარლამენტი დაიკეტა

მსოფლიო

ბრიტანეთის პარლამენტი დაიკეტა

24 მაი. 2017, 14:32:31

ბრიტანეთის პარლამენტი საზოგადოებისთვის დაიკეტა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.

როგორც ცნობილია, პარლამენტში ვიზიტების გაუქმების მიზეზი ორშაბათს მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტი გახდა.

„ბრიტანეთი კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა და შესაძლოა, სხვა თავდასხმა გარდაუვალი იყოს“,_განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ და საჯარო შენობების ირგვლივ დაცვის გაძლიერება ბრძანა.

„ტურები და სხვადასხვა  ღონისძიებები დაუყონებლივ უქმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში სხვა ბრძანების გაცემამდე რჩება“,_ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში 8 ივნისს არჩევნები ტარდება, რის გამოც, პარლამენტი სხდომებს ამ ეტაპზე არ მართავს.

მანჩესტერ არენაზე მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

დიდი ბრიტანეთის შს მინისტრი: თავდასხმის სამიზნე ახალგაზრდები და ბავშვები იყვნენ




 ახალი ამბები
  • „​ნაეკი“​ მაძიებელ მასწავლებლებს პასუხობს, შეძლებენ თუ არა შემოდგომის გამოცდაზე გასვლასმაძიებელ პედაგოგებს შემოდგომის გამოცდაზე გასვლის საშუალება არ მიეცემათ. აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ერთ-ერთი მაძიებლისთვის მიწერილი ოფიციალური წერილიდან ირკვევა. საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ შემოდგომაზე გამოცდა მხოლოდ პრაქტიკოსებისთვის ჩატარდება.   მაძიებელმა მასწავლებლებმა ცოტა ხნის წინ პეტიცია შეადგინეს მოთხოვნით, მასწავლებელთა გამოცდაზე, რომელიც შემოდგომაზე პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის ჩატარდება, დაშვებულიყვნენ. მაძიებლებმა მასწავლებლებმა ხელმოწერების შეგროვების შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს აღნიშნული თხოვნით, რაზეც „ნაეკმა“ პასუხი ოფიციალური წერილით დაუბრუნა.  როგორც ნაეკი მაძიებელ მასწავლებლებს პასუხობს, ამ ეტაპზე, მათი საშემოდგომო გამოცდაზე დაშვება არ იგეგმება._ ამ ეტაპზე, როგორც თქვენთვის ცნობილია, დასრულებულია 2020 წლის და აპელაციის შემდგომი საბოლოო შედეგები ასახულია აპლიკანტთა გვერდზე, _ წერია ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: ჩვენ პირველ რიგში, ვესაუბრებით ჩვენს საზოგადოებას და ნაკლები დრო გვაქვს ოპოზიციასთან კინკლაობისთვის„დღეს ჩვენ მოვისმინეთ როგორ მუშაობს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო. ასევე, ცხადია კოვიდ პანდემიის მართვის პერიოდში არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტის მონაწილეობის გარეშე არ ყოფილა მიღებული,  ზუსტად ვიცით, რა იყო საჭირო, გავაკეთეთ სწრაფი  რეაგირება და მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები, როგორც კი პანდემია დაიწყო",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც  ინტერპელაციის წესით, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მოუსმინეს. არჩილ თალაკვაძემ  მინისტრს პროცედურაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საზოგადოებამ იცის, რა იყო პირველი პასუხი კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის დაწყებისთანავე. „ პირველ რიგში ზრუნვა ადამიანების ჯანმრთელობაზე, მის უსაფრთხოებაზე, შემდეგ იყო პირველი ანტიკრიზისული სოციალური დახმარებები, სადაც საზოგადოების ყველა იმ ჯგუფს, შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმარეთ, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ სახელმწიფოს დახმარება. რასაკვირველია, პანდემიით გამოწვეული კრიზისი გრძელდება მთელ მსოფლიოში და საქართველოც არ არის გამონაკლისი, ამიტომ, კარგია, რომ დღეს ეკონომიკის მინისტრი მობრძანდა პარლამენტში, რეგლამენტის და კანონის სრული დაცვით და მოგვახსენა იმის შესახებ, თუ რას აკეთებს მთავრობა ეკონომიკის მიმართულებით",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის შემდეგ, მმართველი გუნდისთვის უმნიშნელოვანესი ამოცანა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენაა. „ჩვენ კარგად გვესმის, რომ არაერთი ადამიანი ამ მომენტში პირისპირ რჩება ბევრ სოციალურ პრობლემასთან, არაერთმა დაკარგა სამსახური და შემოსავალი, კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური ფონი მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც უარესდება და კარგად გვესმის, რომ ეს არ იქნება ადვილი ამოცანა, რომ ჩვენ დროულად დავაბრუნოთ ჩვენი ეკონომიკა იმ რელსებზე და განვითარების იმ ტემპებში, როგორიც გვქონდა. მართალია ეს იქნება რთული, მაგრამ შესაძლებელი ამოცანა, ჩვენ ამას შევძლებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად! რასაკვირველია, პარლამენტი იქნება განუყოფელი ნაწილი იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების და პროცესის, რასაც ჰქვია პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, პასუხისმგებლობა კრიზისის მართვაზე, ჩვენ პირველ რიგში, ვესაუბრებით ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს საზოგადოებას და ამ წუთას ნაკლები დრო გვაქვს ოპოზიციასთან კინკლაობისთვის, თუმცა, როგორც ხედავთ, მათ კინკლაობაც ვერ შეძლეს და დარბაზი დატოვეს დროზე ადრე",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​ ... ...
  • აქ.ახლა, აღმოაჩინე "საქართველო - მუზეუმი" (R)თიბისიმ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, ანიმაციური ვიდეორგოლი - „საქართველო - მუზეუმი" შექმნა. ანიმაციისთვის სცენარი მწერალმა - აკა მორჩილაძემ დაწერა. პროექტზე სტუდია „ანიმატორმა" იმუშავა, სამხატვრო მიმართულება ტჰეცრუხ.ტვ-ს ეკუთვნის. სპეციალურად ვიდეორგოლისთვის დაიწერა საუნდტრეკი, რომლის მუსიკა NIMIთ_თA-მ, ტექსტი კი ერეკლე დეისაძემ შექმნა. ანიმაციაში ასევე გამოყენებულია Kayakata-ს Sisona Darchia [TBA Rework].  ანიმაციის მიზანი მუზეუმის საცავებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოებაში პოპულარიზაცია და ახალი თაობისთვის მისი თანამედროვე და ინოვაციური გზით გაცნობაა. „საქართველო - მუზეუმი" მთავარი მოქმედი გმირის - ნიკოს და მასთან ერთად მაყურებლის საქართველოს წარსულში მოგზაურობაა. ანიმაცია სამუზეუმო ექსპონატების დახმარებით გვიამბობს საიდან დაიწყო და როგორ განვითარდა ჩვენი ერის ისტორია დასაბამიდან დღემდე. მართალია, ანიმაციის მთავარი გმირი წარმოსახვით მოგზაურობაშია, თუმცა ის ექსპონატები, რომელსაც ის აღმოაჩენს და შემდეგ მათთან ერთად ახალ გზებზე მიდის, აქ და ახლა, ჩვენთან სულ ახლოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშია დაცული. ზეზვა და მზია, მცირე ზოლებიანი ვეშაპის ჩონჩხი, შესაბნევები ცხენის გამოსახულებით, დიადემა და სასაფეთქლეები, არწივის ფიგურა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის სანაწილე გულსაკიდი ჯვარი, თრიალეთის თასი, დავით კაკაბაძის იმერული „პეიზაჟი", ფიროსმანის „გოგონა ბუშტით", საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ასლი და სხვა - ანიმაციაში გამოყენებული ამ არტეფაქტებისა თუ ექსპონატების აღმოჩენა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშია შესაძლებელი. „ანიმაცია თავისთავად რაღაც ხალისს გულისხმობს. სისწრაფესაც, მოქნილობასაც. დროც ცოტა აქვს. ცოტა თამაშსაც უნდა ჰგავდეს. ამიტომ, ვიფიქრე, რომ ამბის სწრაფად და ხალისიანად მოსაყოლად კომპიუტერული თამაში გამოდგებოდა - იპოვი ნივთს და ახალი კარი გაიღება. რაღაცით, ჩვენი ისტორიაც ასეა: ყველა ეპოქას თავისი გასაღები აქვს. საინტერესო საფიქრალი იყო. ჩვენი თავგადასავალი მართლაც დიდია და რამდენიმე წუთში ანიმაციური სისხარტით მისი გადმოცემა თუ გამოვიდა, ხომ კარგი", - მწერალი, აკა მორჩილაძე. ანიმაცია - საქართველო - მუზეუმი" თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა, კულტურული მემკვიდრეობა და ციფრული ტექნოლოგიები. საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისის მიზანია მუზეუმის საცავებში დაცული საგანძური, რომელიც საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ცენტრალური შემადგენელი ნაწილი და წარსულის საუკეთესო მატიანეა, ინოვაციური ინსტრუმენტების დახმარებით ციფრულ ფორმატებში გადაიყვანოს და ახალ თაობას მისთვის გასაგები, სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი ფორმით გააცნოს. აღმოაჩინე „საქართველო - მუზეუმი" აქ, ახლა - https://www.facebook.com/tbcbank/videos/vb.331543856187/1028342370922136/?type=2&theater  ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება- უახლოესი პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება ... ...
  • 24 პედაგოგი და 100-მდე მოსწავლე თვითიზოლაციაშია - რომელი სკოლის მასწავლებელს დაუდასტურდა​ ვირუსი24 პედაგოგი და 100-მდე მოსწავლე თვითიზოლაციაშია. დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან კორონავირუსის ინფექცია ერთ-ერთი სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა კოვიდ 19-ის ინფექცია. ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატრიკეთის სკოლაში მუშაობს. სკოაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია, მოსწავლეები და მასწავლებლები კი თვითიზოლაციაში არიან. ის დღეს იმერეთში გამოვლენილი შემთხვევებიდან ერთ-ერთია. ინფორმაციას ადასტურებს წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი. ჩხეტიანის ინფორმაციით, პედაგოგმა ვირუსზე პირველადი ტესტი გუშინ ჩაიტარა, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა. მეორე ტესტის პასუხს ელოდებიან. ამ დროისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია და 100-მდე მოსწავლე და 24 პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება. მიმდინარეობს წყაროს და კონტაქტების დაზუსტება. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...