CNN: რუსეთის კავშირი ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობასთან, რაზეც გერმანია დუმს

მსოფლიო

CNN: რუსეთის კავშირი ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობასთან, რაზეც გერმანია დუმს

4 ნოე. 2019, 14:20:03

რუსეთის კავშირი ბერლინში მომხდარ საქმესთან, რომელზეც გერმანიას საუბარი არ სურს_ ამ სათაურით აქვეყნებს CNN  სტატიას, რომელიც საუბარი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზეა.

ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში მეჩეთში მიდიოდა, როდესაც  ელექტრო ველოსიპედით მიმავალი კაცი მიუახლოვდა და ახლო მანძილიდან ორჯერ თავში, ერთხელ კი მხარში ესროლა.

ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა, ბრალდებული კი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას  რუსეთის პასპორტი აღმოაჩნდა. მომხდარმა გერმანია-რუსეთის რთული ურთიერთობის შესახებ არასასიამოვნო კითხვები წამოჭრა.

მაუწყებლის ცნობით, შემთხვევიდან 2 თვე გავიდა, გამოძიება კი დასრულებული არ არის. მკვლელი არ საუბრობს, კრემლი მონაწილეობას უარყოფს, გერმანია კი მოსკოვისკენ თითს არ იშვერს.

ხანგოშვილის მკვლელობამ საგონებელში ჩააგდო ევროპაში მცხოვრები ათობით ათასი სხვა ჩეჩენი მიგრანტი. ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს ხანგოშვილის მკვლელობაზე გერმანიის რეაგირებას.

ხანგოშვილი დიდი ხნის განმავლობაში იყო ძებნილი. ის რუსეთ- ჩეჩნეთის მეორე ომში მონაწილეობდა. მართალია, 2005 წელს მან წინააღმდეგობის მოძრაობა დატოვა, მაგრამ მის მიმართ მტრობა არ შეწყდა.

როგორც გამოცემა წერს 2000-იანი წლების ბოლოს ხანგოშვილი საქართველოში დასახლდა და მკვლელობის მცდელობებიც მაშინ დაიწყო.

გამოცემასთან ინტერვიუში საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის მკვლევარი, ალექსანდრე კვახაძე ამბობს, რომ ხანგოშვილის მკვლელობის მცდელობა თბილისშიც განხორციელდა.

კვახაძეს თქმით, პირველი შემთხვევა 2009 წელს მოხდა, როდესაც მისი მოწამვლა  სცადეს. 

2015 წელს ხანგოშვილი ავტომობილით გადაადგილდებოდა საბურთალოზე, როდესაც ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც კვახაძე ამბობს, ახალი ხელისუფლება ამბობდა, რომ თავდასხმის ამსახველი კადრები არ არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა ქალაქის ცენტრალურ უბანში მოხდა.

კვახაძეს თქმით, ხანგოშვილი დარწმუნებული იყო, რომ მის მოკვლას  რუსეთის დაზვერვა ცდილობდა და ვარაუდობდა, რომ საქართველოს უსაფრთხოების ძალებმა მათ ოპერაციის ჩატარების ნება დართეს.

2015 წელს ხანგოშვილმა თავშესაფარი უკრაინაში მიიღო, თუმცა, როგორც მისი ყოფილი მეუღლე ამბობს, იქაც ემუქრებოდნენ.

ხანგოშვილი იძულებული გახდა გადარჩენის მიზნით თავშესაფარი ევროპაში ეძებნა და 2016 წელს გერმანიაში ჩავიდა.

სადაც, როგორც ადამიანის უფლებების დამცველი მანსურ სადულაევი ამბობს, ხანგოშვილმა სამჯერ მიმართა ხელისუფლებას თავშესაფრის მისაღებად, მაგრამ სამჯერვე უარი უთხრეს.

როგორც მაუწყებელი წერს, ჩეჩენი მიგრანტები გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში უამრავი პრობლემის წინაშე დგანან.

მაუწყებლის ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული 6 თვის განმავლობაში იქნება და  ამ დროის გასვლის შემდეგ თუ მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება ვერ მოხდა, გაათავისუფლებენ.




 ახალი ამბები
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...
  • ავარია ქვაბღასთან _ როგორია დაშავებულების მდგომარეობაბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან. „ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე. ჩვენს კითხვაზე, ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ნოდარ ირემაძე გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად. „წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია. მთავარია, მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე. 6 დაშავებულიდან 2 _ მამაკაცი და ქალი "ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე: „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ. 4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" შეიყვანეს. „მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 პაციენტი უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას. „4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 _ უკვე გავწერეთ და 3 _ რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში მასაც გავწერთ“, _ ამბობს ... ...
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...
  • შაქარაშვილის საქმე- დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ უკვე არსებულ კლასიფიკაციას  დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მცხეთაში, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მაშველებმა მის ცხედარს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში მიაგნეს. "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...