დაშლილი მანქანები და დამსხვრეული ფანჯრები_ გერმანული ბომბი ლონდონში
2019 მაი 27 14:23:11
ლონდონში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული ბომბი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას The Daily Mail ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამხედრო ექსპერტებმა ბომბის აფეთქება პოვნის ადგილზევე გადაწყვიტეს, რის გამოც, დაახლოებით 1 500 მოსახლის ევაკუაცია გახორციელდა, თუმცა, ბომბის კონტროლირებადმა აფეთქებამ ქაოსი მაინც გამოიწვია.
აფეთქების შედეგად დაზიანებულია ავტომობილები, საცხოვრებელი სახლების ფანჯრები.
პოლიციის განცხადებით, ზიანი აფეთქების ადგილიდან 50 იარდის რადიუსშია.