"ევროპის კონტინენტზე ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად 300 ათასი ადამიანი იღუპება"

მსოფლიო

"ევროპის კონტინენტზე ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად 300 ათასი ადამიანი იღუპება"

2019 მარ 14 18:01:20

ორი დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „Daily Mail” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, ევროპის კონტინენტზე ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად 300 ათასი ადამიანი იღუპება.

აღმოჩნდა, რომ  წელიწადში ერთხელ ევროპელები სამსახურს იმ დაავადებების გამო აცდენენ, რაც გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობით არის გამოწვეული. ეს კი ამ კონტინენტის ქვეყნების ეკონომიკას 80-მილიარდ ევროიან ზარალს  აყენებს.

სამწუხაროდ, საქართველოში მომქმედი ეკოლოგიური სამსახურები ჩვენს ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას სათანადოდ არ აშუქებენ. უცნობია ამ ფაქტორის გამო გამო რამდენი ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იმყოფება და თუნდაც თბილისში მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობა როგორი რისკ-ფაქტორის ქვეშ იმყოფება.

საქართველოში შესაბამისი სამსახურები თავს არ იწუხებენ, ევროკომისიის სპეციალურმა კომისიამ კი დაადგინა, რომ ჯანმრთელობისთვის მთავარ საფრთხეს ჰაერში გაფანტული პატარა ნაწილაკები ქმნის, რომლებიც სასუნთქი გზების გავლით სისხლში ხვდება.

აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით სახიფათოა ტყვია, მხუთავი აირი, ბენზოლი და ბუტადიენ 1,3. აგრეთვე ქიმიური ნაერთები, რომლებიც დიზელზე მომუშავე ავტომობილების გამონაბოლქვთან ოზონთან შერევით წარმოიშობა.

ბრიტანელ ჟურნალისტებს და ევროკომისიის შესაბამისი ჯგუფის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მონაცემები არ გააჩნიათ. ამ მიზეზის გამო მათ მიერ დასახელებული ადამიანის სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშ ქვეყნებში ჰოლანდია, ბელგია, იტალია, პოლონეთი და უნგრეთი არის მოხსენიებული.

საინტერესოა, რომ მძიმე ეკოლოგიური პირობების გამო ბელგიელების სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთ წელიწადში 13,6 თვით შემცირდა, ჰოლანდიელებისა კი - 12.7 თვით.

თურმე ევროპის კონტინენტზე საუკეთესო ეკოლოგიური გარემო ფინეთშია.

ევროკომისია უახლოეს მომავალში ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის სპეციალური ზომების მიღებას გეგმავს. შეამცირებენ სათბობის გამოყენების მოცულობას, რომლებსაც ენერგიის ალტერნატიული წყაროებით შეცვლიან. ამის გარდა, შესაძლოა, ქალაქების ძველ უბნებში ავტომობილებით სიარული საერთოდ აიკრძალოს.

საინტერესოა ამ ინიციატივას საქართველოს მთავრობა როგორ გამოეხმაურება. ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე რა მოგახსენოთ. ამ თემაზე ალბათ სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ. ფაქტია, რომ ქვეყანა მსოფლიოდან შემოტანილმა ძველმა ავტომობილებმა წალეკა.

ეს „დრანდულეტები“ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის. ალბათ უპირველეს რიგში „მეორადი მოხმარების“ ავტომობილები უნდა აიკრძალოს.




 ახალი ამბები
  • სერის საარჩევნო უბანიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგოამ წუთებში დასრულდა ხმის დათვლის პროცედურა ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #08 სერის საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნებში მონაწილე 642 ამომრჩევლიდან 492-მა ხმა დავით მდინარაძეს მისცა. 76 ხმა მიიღო ა კობა ზაქარეიშვილმა, ტოგო ჭელიძემ _ 26, კაკო თავდუმაძემ _ ... ...
  • ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 89 საჩივარი დაიწერაკენჭისყრის პროცესთან დაკავშირბით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 89 საჩივარი,_ამის შესახებ ცესკოში განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით,  მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში 6, ხულოში 16, ზუგდიდში 44, ოზურგეთში 1, ხოლო თბილისის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში 1 საჩივარი. საჩივრები დაიწერა, როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი  ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მხრიდან. ანა მიქელაძის განცხადებით, თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით იქნება განხილული და მათზე იქნება შესაბამისი კანონისმიერი ... ...
  • დავით მდინარაძემ რაიცენტრალურის საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოიგოოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა დავით მდინარაძემ რაიცენტრალურის საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოიგო. ამ უბანზე 491 ამომრჩეველი მივიდა, რომელთაგან  340-მა ამომრჩეველმა მხარი მდინარაძეს დაუჭირა. რაიცენტრალუში 113-მა ამომრჩეველმა ევროპული საქართველოს კანდიდატს კობა ზაქარეიშვილს დაუჭირა ... ...
  • დავით მდინარაძემ ანასეულელების გულის მოგებაც შეძლო"ქართული ოცნების" კანდიდატმა დავით მდინარაძემ ანასეულის საარჩევნო უბანიც მოიგო. 444 ამომრჩევლიდან ოცნების კანდიდატს მხარი 280-მა, რაც ამომრცეველთა 65.12%-ს ... ...
  • ირაკლი კობახიძე მთაწმინდაზე მეორე ტურს არ გამორიცხავსსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა იმ საარჩევნო ოქლში, სადაც შუალედური არაჩევნები მიმდინარეობდა, ოცნების კანდიდატები დამაჯერებლად იგებენ პირველ ტურში. კობახიძემ მხოლოდ ერთ _ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არ გამორიცხა მეორე ტური და აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, არ არის გამორიცხული მთაწმინდაზე ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის მეორე ტური გაიმართოს. _ წინასწარი მონაცემებით ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში იგებენ ზუგდიდში, ხულოში, ზესტაფონში, მარნეულში, ჭიათურაში, _ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...