ინტერპოლის პრეზიდენტი იპოვეს _ ის დაპატიმრებულია

მსოფლიო

ინტერპოლის პრეზიდენტი იპოვეს _ ის დაპატიმრებულია

2018 ოქტ 8 08:44:28

მენგ ჰუნვეი, ინტერპოლის გაუჩინარებული პრეზიდენტი ჩინეთში სამართალდამცავებმა დააპატიმრეს. მან ინტერპოლის პრეზიდენტის თანამდებობის პოსტი დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას THE NYTIMES ავრცელებს.

ჩინეთის ანტიკორუფციული უწყების განცხადებით, მენგ ჰუნვეის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს. მას ბრალი კანონის დარღვევაში ედება.

შეგახსენებთ, რომ მენგ ჰუნვეი ჩინეთში სექტემბრის ბოლოს ჩავიდა, რის შემდეგად ოჯახმა მასთან დაკავშირება ვერ შეძლო.

მაუწყებლის ცნობით, მენგ ჰუნვეის ცოლმა მეუღლესთან კავშირის გაწყვეტამდე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით დანის სურათი  მიიღო, რის გამოც, ჩათვალა, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა და საფრანგეთის პოლიციას მიმართა.

ინტერპოლის განცხადებით, პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ვიცე-პრეზიდენტი კიმ ჩონ იანი შეასრულებს, ახლ პრეზიდენტს კი ნოემბერში, ინტერპოლის გენერალური ასამბლეის 87-ე სესიაზე აირჩევენ. 

 




 ახალი ამბები
  • საპროკურორო საბჭო პირველ სხდომას გამართავს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატურების წარმოსადგენად გამოცხადებული  ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების დასრულების  შემდეგ, 2020 წლის  22 იანვარს, 13:00 საათზე,  საპროკურორო საბჭო პირველ სხდომას გამართავს. საპროკურორო საბჭო, სხდომაზე შეამოწმებს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილი 17 პირის  ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას და საპროკურორო საბჭოსთვის,   2019 წლის 16 დეკემბრის N2 განკარგულების N1 დანართის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტების სისრულეს.    სხდომაზე საპროკურორო საბჭოს წევრები, ასევე,  იმსჯელებენ  გენერალური პროკურორობის   კანდიდატის შერჩევის წესზე  და მასთან დაკავშირებულ ... ...
  • მორიგი კრიტიკა ხელისუფლებას კონგრესმენებისგანამერიკელმა სენატორებმა პრემიერმინისტრ გახარიას მორიგი წერილი გამოუგზავნეს, სადაც შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო. წერილის შესახებ ინფორმაცია კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა გაავრცელა. მისი თქმით, წერილის ავტორები სენატორები ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკოლი არიან. „პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციით გამოწვეული დიდი შეშფოთების გამო საქართველოს პრემიერს წერილი გავუგზავნეთ. აღნიშნული ფაქტორები საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე სვლაში პრობლემას უქმნის,“_წერს კონგრესმენი კიზინგერი სოციალურ ქსელ „თვითერში“. ... ...
  • დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერი გარდაიცვალადამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერმინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა. ის 86 წლის იყო. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე თენგიზ სიგუა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. 1992 წლის 8 ნოემბერს სიგუა საქართველოს პრემიერმინისტრად დაინიშნა, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს მას შემდეგ გადადგა, რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო. 2011 წელს "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში თენგიზ სიგუამ განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო: „ჩვენ დავიწყეთ ომი 2008 წელს. ჩვენ დავიწყეთ ცხინვალის დაბომბვა, რამაც ჩარევის უფლება მისცა რუს სამშვიდობოებსა და რუსეთის ... ...
  • ქართული ცეკვის დედოფლის ჩუმად ჩავლილი დაბადების დღე19 იანვარი ქართული ცეკვის დედოფლის, ნინო რამიშვილის დაბადების დღეა. "მე სულ ვცეკვავდი, სულ", _ ამბობდა ნინო, _ "ეს ჩემში ადრეული ბავშვობიდან იდო. დედა ხედავდა ამას და საბალეტო სტუდიაში მიმაბარა...  როდესაც პერინის სტუდიაში მივდიოდი, ხშირად სრული სერიოზულობით  მიფიქრია, ალბათ, რა მოსაწყენია ცხოვრება იმათთვის, ვინც არ ცეკვავს". ნინო  რამიშვილმა მეუღლესთან - ილიკო სუხიშვილთან ერთად 1945 წელს შექმნა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აღადგინა, შექმნა, დადგა დღეს ასე საამაყო ქართული ცეკვების  ფეიერვერკი.... მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ დღემდე, თაობიდან თაობას გადაეცემა ქართული ცეკვის ჯადოსნური ხიბლი, ცეკვის, რომლითაც მთელი მსოფლიო გვიცნობს და აღფრთოვანებული გვიკრავს ტაშს.....  “ეროვნული ბალეტის“ ყველაზე ცეცხლოვანი ვარსკვლავის - ნინო რამიშვილის სახელი ცოტა ხნის წინ მიენიჭა მის მშობლიურ ჩოხატაურში ხელოვნების სასახლეს, თუმცა, სამწუხაროდ, ჭეშმარიტად დიდი ხელოვანის დაბადების დღის და 110 წლის იუბილეს აღნიშვნა  კულტურის სფეროში მომუშავე მრავალრიცხოვან მოხელეებს არც კი გახსენებიათ.  გთავაზობთ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ქალბატონი ნინო თავად გვიამბობს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ. წყარო: სუხიშვილები - ... ...
  • ლანჩხუთში საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატება იგეგმებალანჩხუთის საკრებულოში ამ ეტაპისთვის განხილვის სტადიაშია საკითხი, რომელიც მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთათვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდას ითვალისწინებს. როგორც გაირკვა, პროექტების მიხედვით, იგეგმება პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების სახელფასო ფონდის მოწესერიგება კანონის შესაბამისად. დღის წესრიგის შესაბამისად, სწორედ აღნიშნული საკითხები განიხილეს ოპოზიციური ფრაქციის ,,ძალა ერთობაშიას“ სხდომაზე. როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა, ლელა ჩახვაძემ  „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, ის და მისი ფრაქციის წევრები არანაირი მატების წინააღმდეგი არ არიან და მიაჩნიათ, რომ ხელფასების მატება სხვა კატეგორიებსაც უნდა შეეხოთ. „წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იგეგმება ხელფასების მატება მერიასა და საკრებულოში სამსახურების უფროსებისა და მთავარი სპეციალისტებისთვის. როგორც ვიცი, სამსახურის უფროსის ხელფასი, რომელიც ახლა 1500 ლარითაა განსაზღვრული, ფრაქციის თავმჯდომარეთა თანამდებობრივ სარგოს უნდა გაუთანაბრდეს, რომელიც 1700 ლარს შეადგენს. ჩვენი ფრაქცია, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არაა წინააღმდეგი ამ მატების, თუმცა, აქვე დავაყენეთ საკითხი, რომ კანონის შესაბამისად, მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსს სპეციალიტებსაც შეეხოთ სახელფასო ფონდის მოწესრიგება. ასევე, აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ  საბავშვო ბაღში დასაქმებულებს: აღმზრდელებს, მზარეულობს, ძიძებს და ყველა აქ მომუშავეს გაეზარდოთ ანაზღაურება“, _ ამბობს ლელა ჩახვაძე, რომლის თქმითაც, ლანჩხუთელი საჯარო მოხელეებისთვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდა თებერვლიდან იგეგმება, მანამდე კი საკითხზე საკრებულოში ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...