მარინ ლე პენი „სამუშაოს“ დაუბრუნდა

gurianews.com

მსოფლიო

მარინ ლე პენი „სამუშაოს“ დაუბრუნდა

2017 მაი 16 12:24:51

მიმდინარე წლის 7 მაისს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ახალგაზრდა ემანუელ მაკრონიმ მთავარ კონკურენტ მარინ ლე პენს დამაჯერებლად აჯობა და უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში საკუთარ ქვეყანას უხელმძღვანელებს.

არჩევნების წაგების შემდეგ ქალბატონი მარინი „უმუშევარი“ არ დარჩენილა. გუშინ გამოცემამ „Le Monde“ გაავრცელა ცნობა რომ ლე პენი საქმიანობას მშობლიურ პარტიაში გააგრძელებს.

ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ქალბატონ მარინს ერთგვარი ტაიმ-აუტი ჰქონდა აღებული და „ეროვნულ ფრონტს“ ვერ ხელმძღვანელობდა. საარჩევნო ბატალიები უკვე დასრულებულია და ლე პენიც მშობლიურ პოლიტიკურ პარტიას დაუბრუნდა.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები უკვე გაიმართა, რუსეთში კი ის 2018 წელს ჩატარდება. რასაკვირველია ყველას აინტერესებს, ამ ქვეყნის ამჟამინდელი პირველი პირი ვლადიმერ პუტინი  საპრეზიდენტო თანამდებობაზე კენჭს კვლავ თუ იყრის. პუტინს ანალოგიური კითხვა გუშინ თანამემამულე ჟურნალისტებმაც დაუსვეს.

„რასაკვირველია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მსურს, მაგრამ ჯერ მზად არ გახლავართ. ნამდვილად არ გადამიწყვეტია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თუ მივიღებ. ნება მომეცით ამ საკითხის შესახებ მიმდინარე წლის დასასრულს ვისაუბრო. იმ დროისთვის საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული მექნება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა ადგილობრივ ტელევიზიებს ინტერვიუ მისცა და განაცხადა რომ უახლოეს მომავალში აშშ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს. ამისი უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მიმართებაში უკან დახევას არ აპირებს და ორ „მოჯანყე“ რესპუბლიკას მხარს ბოლომდე უჭერს.

ცოტა ხნის წინ პუტინი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, გერმანელი პოლიტიკოსი სამშობლოში უშედეგოდ დაბრუნდა. მან უკრაინის საკითხების მიმართ პუტინისგან ახალი მოლაპარაკებების გამართვისა და მდგომარეობის დასტაბილირების მცდელობისთვის ნაბიჯების გადადგმაზე ცივი უარი მიიღო.

ამის შემდეგ საქმეში „მძიმე იარაღი“, დონალდ ტრამპი ჩაერთო, რომელმაც ხისტი პოლიტიკის გამო რუსეთის დასჯა კიდევ ერთხელ მოისურვა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის მიმართ ახალი ამერიკული სანქციები უახლოეს მომავალში ამოქმედდება და იარსებებს იმ დღემდე, სანამ ბატონი პუტინი უკრაინის მიმართ თავის დამოკიდებულებას არ შეცვლის.

პაველ კლიმკინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მასთან პირად საუბარში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ „განდგომილი რეგიონების“ უკრაინის შემადგენლობაში დასაბრუნებლად ყველა შესაძლო ღონეს იხმარს.

დღევანდელ „მიმოხილვას" გერმანიიდან მოსული ერთი სასეირო ამბით დავასრულებთ. ბოლო დღეების განმავლობაში ამ ქვეყნის მოსახლეობის თვალთახედვის არეში მავანი 12 წლის ბიჭუნა მოექცა. ბავშვს ბებიის მონახულება უნდოდა, მაგრამ მშობლები მოუცლელობის გამო ნატვრას ვერ უსრულებდნენ. გამოსავალი მაინც მოიძებნა. მოზარდმა მამას მანქანა აწაპნა და საქსონიიდან ბავარიის მიმართულებით მიმავალ გზას გაუდგა. საინტერესოა რომ ბავშვმა ჩქაროსნულ ტრასაზე 200 კილომეტრი ყოველგვარი ფათერაკის გარეშე გაიარა. საღამოს ბებიის სახლის კარზე დააკაკუნა და „შენს სანახავად მანქანით ჩამოვედიო", - ახარა.

მთელი გერმანია ამ ბიჭზე ლაპარაკობს და მომავალში გამოჩენილი მრბოლელის კარიერას უწინასწარმეტყველებს. რასაკვირველია პოლიციას მოზარდი არ დაუსჯია და მხოლოდ „მსუბუქი გაფრთხილებით" შემოიფარგლა.

საინტერესოა ამ ბიჭს საქართველოში რომ ეცხოვრა და ანალოგიური „მოგზაურობა" თბილისიდან ქუთაისამდე გადაეწყვიტა. ქართველი მძღოლებისა და აქაური მოძრაობის „წესების" შემყურეს, მეეჭვება, დანიშნულების ადგილამდე უხიფათოდ ჩაეღწია...



 ახალი ამბები
  • დაბასა და წაღვერში პანიკაა _ კადრები სტიქიის ზონიდანდაბასა და წაღვერში მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული, ისინი დახმარებას ითხოვენ. წყარო: ტელეკომპანია ... ...
  • პრემიერი: "ხანძართან ბრძოლაში თურქეთი და აზერბაიჯანი ხვალ დილიდან დაგვეხმარება""საქართველოს ხანძართან ბრძოლაში თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან დახმარება ექნება, ტექნიკა მუშაობას დილიდან დაიწყებს", _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტიქიის ზონიდან პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უკვე ესაუბრა თურქულ და აზერბაიჯანულ მხარებს და დამატებითი ტექნიკის მობილიზებაზე თანხმობა მიღებული აქვთ: "ყველა კერაზე, რომელზეც ინფორმაციაა შემოსული, გაგზავნილია სახანძრო ბრიგადები. რაც შეეხება ყველაზე დიდი კერას, იქ საკმაოდ მასშტაბურია ცეცხლი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან, ამისთვის შესაბამისი ძალები გაგვაჩნია", _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ძალებითა და მეზობელი ქვეყნების დახმარებით გაუმკლავდება ამ ... ...
  • ივანიშვილის ნათესავის მეუღლე მერობის კანდიდატად _ „შეიძლება ისედაც მიმეღო შემოთავაზება“"გურია ნიუსის" ინფორმაციით, "ქართული ოცნება" საჩხერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ბენიამენ ფალავანდიშვილს წარადგენს. ფალავანდიშვილი ამჟამად საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებს. როგორც გავარკვიეთ, ფალავანდიშვილის მეუღლე ბიძინა ივანიშვილის ნათესავია, რასაც თავადაც ადასტურებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს მის კანდიდატად დაყენებასთან არაფერ შუაშია. ასევე, უარყოფს, რომ მის კანდიდატურას ლობირება ყოფილი პრემიერის დამ გაუწია. _ ჯერჯერობით, საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ საუბრები არის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ფალავანდიშვილმა. _ ბატონო ბენიამენ, ცოტა ხნის წინ, თანამდებობის და საჩხერის დატოვებას აპირებდით და თანამშრომლებს დაემშვიდობეთ კიდეც ფეისბუქით... _ ეგეთი პოსტი არ გამომიქვეყნებია. _ 18 აპრილს გაქვთ გამოქვეყნებული და ჩვენ ამის ე. წ. "სკრინიც" გვაქვს... _ ადრე კი იყო ეგეთი, რომ არ ვაპირებდი დიდხანს დარჩენას. _ და რამ შეცვალა თქვენი გეგმები და მიზნები? _ მე სამსახურის უფროსად არ ვაპირებდი დარჩენას. რაც შეეხება შეცვლას, შემოთავაზება მივიღე "ქართული ოცნებიდან". _ რა დამსახურებით? ჩვენ გვითხრეს, რომ ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის დაა, რომელიც ლობირებას გიწევთ... _ ეგეთი რაღაცა როგორ შეიძლება ახლა _ რას ქვია ლობირებას მიწევს?! მე, ჯერ ერთი, ჩემი ისა მაქ, მიცნობს ხალხი. არაფერ შუაში არ არის ეგ. საერთოდ არაფერი კავშირი არ მაქვს. _ თქვენი მეუღლე ბიძინა ივანიშვილის ნათესავი ხომ არის? _ მერე რა?! მეუღლე არის, მაგრამ რა კავშირი აქვს მაგას?! მე საჩხერეში ვმუშაობდი და მანამდე 20 წლის სტაჟი მაქვს. აღარ უნდა ვიმუშავო თუ რა შეკითხვაა? _ გინდათ გვითხრათ, რომ მერობის კანდიდატად დაყენებაში ივანიშვილთან ნათესაობამ გავლენა არ იქონია? _ არავითარი შეხება არ მაქვს მაგ პიროვნებასთან. უბრალოდ, მე ჩემი დამსახურება მაქვს, ასე ვფიქრობ. რომც არ იყოს ნათესავი, შეიძლება, ისედაც მიმეღო შემოთავაზება. ხომ მართალია? _ ეს იმ ფონზე, როცა აპრილში მუნიციპალიტეტის დატოვებას აპირებდით? _ ტელეფონზე ეგეთი კომენტარის აღება არ მიმაჩნია სწორად. სხვა რამე შეკითხვა თუ გაქვთ, გიპასუხებთ. _ ჟურნალისტები ტელეფონითაც სვამენ კითხვებს და იღებენ პასუხებს. მინისტრებიც პასუხობენ ჩვენს ზარებს და კომენტარებს გვაძლევენ... რა არის ამაში უცნაური? _ საერთოდ ჯობს, რომ ნათესაობაზე და იმაზე კი არ ვილაპარაკოთ, ის მკითხოთ, რა პრობლემებია, რას ვაპირებთ. ამომრჩეველს აინტერესებს, ნათესავი ვარ თუ არა? _ ფიქრობ, რომ არა? _ დარწმუნებული ვარ, არა, რამდენადაც მე მიცნობენ. მე ჩემი განვლილი პერიოდი მაქვს ისეთი, რომლითაც ვფიქრობ, რომ მიცნობენ. როგორც ნათესავს, სულ არ მიცნობენ. _ და თუ ასე იყო, წასვლას რატომ აპირებდით? _ ეგეთი ინტერვიუს აღება არ მიმაჩნია სწორად. თუ თქვენ გაქვთ რაიმე კონკრეტული კითხვა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, გიპასუხებთ... _ თქვენი პასუხიდან გამოდის, რომ კანდიდატურა უკვე გადაწყვეტილია და სამოქმედო გეგმაც შეგიდგენიათ.. _ რახან თქვენ დამირეკეთ, რაღაც ინფორმაცია გექნებათ, რომელსაც ამ ეტაპზე არც მე არ უარვყოფ, მაგრამ გადაწყვეტილი, როგორც ასეთი, არაა. _ თუ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, სამოქმედო გეგმებზე რატომ უნდა ვისაუბროთ? _ საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა. ეს მოხდება ოფიციალური წარდგენის შემდეგ. _ ეგ ჩვენს კითხვასთან რა შუაშია? ბატონო ბენიამენ, პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ? _ საკმარისად გავეცი შეკითხვებს პასუხი. ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეთ, რომ ასეთი კითხვები ტელეფონზე არ უნდა დასვათ... _ თანამდებობის პირი ხართ, თან მერობას პირებთ და ჩვენგან არც თქვენ უნდა გესწავლებოდეთ საჯარო მოხელის ვალდებულებები... თან, როგორც ვიცით, "ქართული ოცნების" ოფისში ტრენინგებს გადიხართ და ეს არ უსწავლებიათ? არ გეუბნებიან, რომ ჟურნალისტები ტელეფონზეც რეკავენ, სოციალური ქსელებითაც კონტაქტობენ? _ გასაგებია, მაგრამ რამე ვალდებულება მაქვს, რომ ტელეფონზე ანგარიში ჩაგაბაროთ? _ ანგარიშის ჩაბარებას არავინ გთხოვთ... _ იმ კითხვებზე ხომ გიპასუხეთ, რაც საინტერესო იყო? _ ჩვენ რაც გვაინტერესებდა, იმ კითხვებზე არ გვიპასუხეთ.... _ აბა, რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური გამოცდილება მაქვს თუ არა?! _ მერობას აპირებთ და გვაინტერესებს, პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ თუ არა... _ ამ კითხვას უპასუხოთ დავტოვებ. რახან ამდენი იცით ჩემზე, იმედია, ამასაც გაარკვევთ, _ გვითხრა ფალავანდიშვილმა, რომლის ბიოგრაფია საჩხერის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და ასე გამოიყურება: დაბადების თარიღი: 1974 წლის 12 ნოემბერი განათლება: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტორი; სამუშაო გამოცდილება: 1998-2005წწ. სამშენებლო კომპანია "თბილისი 96" არქიტექტორი; 2005-2014 წ.წ. შპს "ელიტა–ბურჯი", არქიტექტორი; 2014 წლიდან დღემდე საჩხერის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; 2015 წლის ივლისიდან გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, ყავს ორი ... ...
  • სოფელ დაბაში მოსახლეობის ნაწილს მსხვილფეხა საქონელი უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავსსოფელ დაბაში მოსახლეობის ნაწილს მსხვილფეხა საქონელი უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავს, ამის შესახებ „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. შსს-ის ცნობით, ცუდი ხილვადობის, დაკვამლიანებისა და ძლიერი ქარის გამო, სპეციალისტების რეკომენდაციით, ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს. უწყების ცნობით, როგორც კი რეკომენდაცია იქნება, ვერტმფრენი ხანძრის ჩაქრობის პროცესში ისევ ჩაერთვება. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა საქართველოში მეორე ვერტმფრენიც გამოგზავნა. უწყების ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი გაძლიერდა, ამ დროისთვის, მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი არ არის. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გუშინ დღისით გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სახანძრო სამუშაოებს ართულებს გაძლიერებული ქარი და დაკვამლიანება გამო, რაც ხელს უშლის მაშველებს ხილვადობაში. საქართველოს მთავრობამ დასახმარებლად მიმართა აზერბაიჯანის მთავრობას, რის შედეგადაც ქართველი მაშველების დასახმარებლად აზერბაიჯანიდან ვერტმფრენები უკვე ადგილზეა.  მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ხანძრამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები. დილის 6 საათიდან ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაშველები, ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე დარჩებიან.  ამ დროისათვის ცეცხლი დაახლოებით 5 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. ... ...
  • სოფელ დაბაში ხანძარი ძლიერდება _ სპეციალისტების რეკომენდაციით ვერტმფრენებმა მუშაობა შეწყვიტესსოფელ დაბაში, ძლიერი ქარის გამო, ხანძარი გაძლიერდა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით ცეცხლი ახლოს მდებარე ტყის მასივს მოედო და არის საშიშროება, რომ წიწვოვანი ხეები დაიწვას.  ის ტერიტორია, სადაც ხანძრის კერებია, მიუვალი ადგილია. შესაბამისად, ტექნიკა ვერ ახერხებს უშუალოდ შემთხვევის ადგილამდე მისვლას. აღსანიშნავია, რომ ცუდი ხილვადობის, დაკვამლიანების და ძლიერი ქარის გამო, სპეციალისტების რეკომენდაციით, ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს, _ ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, როგორც კი რეკომენდაცია იქნება, ვერტმფრენი ხანძრის ჩაქრობის პროცესში ისევ ჩაერთვება. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა საქართველოში მეორე ვერტმფრენიც გამოგზავნა. უწყების ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი გაძლიერდა, ამ დროისთვის, მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი არ არის. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გუშინ დღისით გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სახანძრო სამუშაოებს ართულებს გაძლიერებული ქარი და დაკვამლიანება გამო, რაც ხელს უშლის მაშველებს ხილვადობაში. საქართველოს მთავრობამ დასახმარებლად მიმართა აზერბაიჯანის მთავრობას, რის შედეგადაც ქართველი მაშველების დასახმარებლად აზერბაიჯანიდან ვერტმფრენები უკვე ადგილზეა.  მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ხანძრამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები. დილის 6 საათიდან ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაშველები, ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე დარჩებიან.  ამ დროისათვის ცეცხლი დაახლოებით 5 ჰა-ზე მეტ ფართობზეა ... ...

არქივი

ზაფრანი

"წმინდა" ნიანგი

პაკისტანში მცხოვრები ეთნიკური შიიდები აფრიკელი...

"სანტექნიკის მუზეუმი"

ტეხასის შტატის ქალაქ ალამო ჰეიტსში...

წყალქვეშა იახტა

იტალიელმა დიზაინერებმა შექმნეს წყალქვეშა იახტა...

მკურნალი ფრინველები

ფრინველების ჭიკჭიკი სიამოვნებს არა მარტო...

ხაჭო ქოლესტერინს ებრძვის

განურჩევლად ასაკისა, ხაჭო ყველასათვის სასარგებლოა....

„სუპერტრიუფელი“

ინგლისში "შოკოლადის ეროვნულ კვირეულს" აღნიშნავენ....
კარმიდამო ჩემი

გოგრის სამკურნალო თვისებები

გოგრით ამზადებენ წვნიანს, ფაფას, გარნირს,...

რა უნდა ვიცოდეთ ციანიდის შესახებ მცენარეთა დაცვის საქმეში

ბოლო პერიოდში, ციანიდის ირგვლივ საქართველოში...

როგორ ვიმოქმედოთ ფუტკრის ღალიანობის დასასრულს

აგვისტოსა და სექტემბერში მთავრდება ფუტკრის...

როგორ ვკვებოთ ზაფხულში შინაური ფრინველები

შინაურ, კვერცხისმდებელ ფრინველს რომ მარცვლეულით...

ტყემლის მოდუღების ძველებური წესი

მოსახარშად დადგმულ ტყემალს აუცილებლად ჩააყოლებდნენ...

ჟოლოს ყვავილისა და ნაყოფის სიკეთე ხალხურ მედიცინაში

ჟოლოს გამოყენება, როგორც სამკურნალო, ისე...

ნივრის უნიკალური ნაყენი თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ

ნივრის უთვალავი სიკეთეებიდან, ქრონიკული თავის...

როგორ დავამყნოთ ციტრუსი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პრივატიზაციით...

ზაფხული და მორწყვის თავისებურება

მცენარის განვითარებისთვის, ერთწლოვანია იგი თუ...

ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება სიდერატებით (მწვანე სასუქი)

სიდერატების თესვა ყველაზე შედეგიანია 15...