რას ამბობენ ლიტვაში რუსეთის მიერ წამოწყებულ კამპანიაზე

მსოფლიო

რას ამბობენ ლიტვაში რუსეთის მიერ წამოწყებულ კამპანიაზე

2017 აპრ 3 17:48:11

THE INDEPENDENT-ის ინფორმაციით, ლიტვაში შიშობენ, რომ კრემლის დეზინფორმაციის კამპანიის მიზანი ბალტიისპირეთის დესტაბილიზაციაა.

ლიტვის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთს 24 საათში შეუძლია განახორციელოს თავდასხმა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და ნატო-ს პარამეტრების რეაგირება შეზღუდოს.

მათივე განცხადებით, რეგიონში SU-30 მოიერიშე თვითმფრინავის და სარაკეტო სისტემების განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს ბალტიის ზღვაში  თითქმის ყველა გემი მიზანში ამოიღოს.

„ისინი ამბობენ, რომ ვილნიუსი არ უნდა ეკუთვნოდეს ლიტვას, რადგან პირველი და მეორე მსოფლიომ ომების დროს ის პოლონეთს ეკავა. რა თქმა უნდა ეს ისტორიაა, მაგრამ რუსეთი ამ საბაბს იყენებს“,_ ამბობს ლიტვის თავდაცვის მინისტრი, იმუნდას არობლისი.

მაუწყებლის ინფორმაციით, კარობლისი რეგიონში შექმნილ ვითარებას საშინელს უწოდებს და ამბობს, რომ ისტორია შეიძლება განმეორდეს და რუსეთმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყოს.

მისივე თქმით, დეზინფორმაცია ვრცელდება რუსული  ტელე არხებით, მაგრამ არც პოლიტიკოსები ერიდებიან.

მაუწყებლის ცნობით, ის ასევე პარალელს ავლებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასთან.

„რუსეთის მიერ კალინგრადში სამხედრო ბაზის აშენება ნატო-სთვის სიგნალი იყო რომ გაეუმჯობესებინა თავისი გადაწყვეტილებების სიჩქარე“,_ამბობს თავდაცვის მინისტრი და აღნიშნავს, რომ „ნატოს რეაქცია არ არის ისეთი სწრაფი, როგორიც ჩვენ გვსურს“.

როგორც ცნობილია, წლის დასაწყისში გერმანიამ ლიტვაში 1 000-ზე მეტი სამხედრო და საბრძოლო ტექნიკა გაგზავნა.

ქვეყანაში ასევე ბელგიის, ხორვატიის, საფრანგეთის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების და ნორვეგიის სამხედროები არიან განლაგებული.

გავრცელებული ცნობით, ბალტიის საჰაერო სივრცეში 4 ჰოლანდიური F-16-ია განთავსებული.

როგორც ცნობილია, ნატო-ს საბრძოლო დანაყოფები ასევე - ესტონეთში, ლატვიაში და პოლონეთში იმყოფებიან.

 

 

 




 ახალი ამბები
  • სიცოცხლე გრძელდება! _ ჩოხატაურში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა„სიცოცხლე გრძელდება! დღეს გურიას და საქართველოს კიდევ ერთი სიცოცხლე შეემატა, მედალფას ჩოხატაურის კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა. ღმერთმა გაამრავლოს საქართველო და ამ რთულ მდგომარეობაში მრავალი სიხარული და ბედნიერი დღეები შემატებოდეს!”,_ აღნიშნულ ინფორმაციას შპს „მედალფას“ ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი ... ...
  • "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა(ფოტოები) "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის" ხელმძღვანელი, სალომე ფაცაცია ... ...
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი გახარიას მადლობას უხდისჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა. განცხადება „ტვიტერზე“ ტედროს გებრეიესუსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც მან გლობალურ პანდემიაზე გაამახვილა ყურადღება. „ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას 7 აპრილის ... ...
  • დაკეტილი მაღაზიები და ქუჩები ადამიანების გარეშე _ ჩოხატაური 9-ის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)დღეს კომენდანტის საათის გამოცხადებიდან მერვე დღეა. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს _ "ჩოხატაური 9-ის ... ...
  • ხელფასის 1/3 StopCoV ფონდში _ საკრებულოს მაღალჩინოსანთა გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” , საკრებულოს კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესაა ვირუსი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და თანადგომა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს. ასევე საკრებულოს თითოეული წევრი აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოამარაგებენ“,- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...