რას ამბობენ უკრაინელი პოლიტიკოსები და ექსპერტები სააკაშვილის დეპორტაციის შესახებ

მსოფლიო

რას ამბობენ უკრაინელი პოლიტიკოსები და ექსპერტები სააკაშვილის დეპორტაციის შესახებ

2018 თებ 13 15:30:18

რას ამბობენ უკრაინელი პოლიტიკოსები და ექსპერტები სააკაშვილის დეპორტაციის შესახებ _ არის თუ არა ეს სააკაშვილის, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსის დასასრული? მოქალაქეობის არმქონე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დეპორტაციის პროცესი რას ამბობს უკრაინაში დემოკრატიის  მდგომარეობაზე? არის თუ არა სააკაშვილი განსაკუთრებული შემთხვევა, ან მისი დეპორტაცია არის თუ არა გზავნილი ოპოზიციის ლიდერებისთვის  და სამოქალაქო ჯგუფებისთვის, რომ მომავალში შესაძლოა შემდეგები იყვნენ? _ ამ საკითხებთან დაკავშირებით THE ATLANTIC COUNCIL უკრაინელ პოლიტიკოსებს და ატლანტიკური საბჭოს ექსპერტებს ესაუბრა.

„გურია ნიუსი“ THE ATLANTIC COUNCIL-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს გთავაზობთ.

აივარას აბრომავიციუსი , უკრაინის ყოფილი ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი: „მიშა კარგია თუ ცუდი? ქართველებსაც და უკრაინელებსაც მის შესახებ განსხვავებული  შეხედულებები და დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, მისი დაპატიმრების დროს ზედმეტი სისასტიკე აბსოლუტურად ამაზრზენი და შემაშფოთებელი იყო.  თქვენ არ უნდა დააწვინოთ  ყოფილი პრეზიდენტი იატაკზე და არ უნდა გაიყვანოთ თმის ქაჩვით ლამაზ და ევროპულ ქალაქ კიევში. ეს არ უნდა ხდებოდეს ევროპაში, 21-ე საუკუნეში.

მაიკლ ბიოციურკივი, გლობალურ საქმეთა ანალიტიკოსი:_ „პიარი არასდროს ყოფილა პეტრო პოროშენკოს ძლიერი მხარე, ოლიგარქი პოლიტიკოსი აღმოჩნდა დავოსის ელიტის. დეპორტაცია მიანიშნებს, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია იწყება. აშკარაა, რომ პოროშენკო არის სასოწარკვეთილი და გაღიზიანებული ქარიზმატული და გამაღიზიანებელი მეტოქით.

პოროშენკო ერთი მხრივ აიძულეს. სააკაშვილმა გაახმოვანა, ბევრი უკრაინელის გრძნობა_ რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ძალა მანდატის ამოწურვამდე მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს. საუკეთესო გზა კი მის დასადუმებლად მისი დეპორტაცია იყო.

დღევანდელი ქმედებები ოპოზიციურ ჯგუფებს კარგად არ ემსახურება, რადგან ეს არის სიგნალი, რომ პოროშენკოს ადმინისტრაცია მზადაა მკაცრად ითამაშოს საკუთარი ინტერესებისა და ქვეყნის იმიჯის გამო.

ბრაიან ბონნერი, „კიევპოსტის“ მთავარი რედაქტორი: „ბევრი რამ, რაც მოხდა, არის არასწორი ან უკანონო_ მოქალაქეობის გაუქმება, ექსტრადაცია, დევნა, პრეზიდენტ პოროშენკოსთან დაპირისპირების გამო.

ის მაგალითია, იმისა რასაც „კიევ პოსტი“ უწოდებს „პოლიტიკურ დევნას პოროშენკოს ხანაში,“ როგორც ჩვენი სერიების ნაწილს _ „შეჩერებული სამართალი, იუსტიციის უარყოფა“.

სააკაშვილი მართალია, როცა ყურადღებას ამახვილებს დაუსჯელობაზე,   კორუფციაზე და რეფორმების ხელის შეშლაზე. ვფიქრობ, ზოგიერთი უკრაინელი დაიღალა მისით და როგორც უცხოელს ისე უყურებენ. როგორც ამერიკელს უკრაინაში. ვფიქრობ უცხოელებს შეუძლიათ სამართლიანობის დაცვაში, კანონის უზენაესობაში და სხვა დემოკრატიულ პრინციპებში დახმარება. უკრაინელების უმეტესობა მიესალმება მსგავს მხარდაჭერას. მაგრამ მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ გადაწყვიტონ რა სახის საზოგადოება უნდათ და სურთ თუ არა ბრძოლა.

მაიკლ კარპენტერი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ბაიდენის ცენტრის უფროსი და ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე: „სააკაშვილის დეპორტაცია ცუდი იქნება, როგორც უკრაინისთვის, ასევე, საქართველოსთვის. როდესაც კანონი გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დაღუპვას იწვევს. სააკაშვილი ღრმად პოლარიზებული ფიგურაა და ვერც უკრაინა და ვერც საქართველო სარგებელს ვერ ნახავს გადაწყვეტილებით, რომელიც მხოლოდ დიდ პოლიტიკურ პოლარიზაციას გამოიწვევს“.

პიტერ დიკინსონი, „ატლანტიკური საბჭოს“ და „ბიზნესუკრაინის“ გამომცემელი: „სააკაშვილის მიმართ უხეში და არაკომპეტენტური მოპყრობით უკრაინის ხელისუფლების მხრიდა,ნ დასრულდა თვითმმართველობაზე მიყენებული ჭრილობით. მისი დეპორტაცია მაშინვე უნდა მომხდარიყო, როცა შემოდგომაზე ქვეყანაში უკანონოდ შევიდა. ამის ნაცვლად, მას თავისუფლად გადაადგილება შეეძლო. უკანონო და ქაოტური გარემოს შთაბეჭდილება შეიქმნა. სააკაშვილის მაღალი საერთაშორისო პროფილი უკრაინის მნიშვნელოვან ნეგატიურ საჯაროობას უზრუნველყოფს. ის დარწმუნებულია, რომ მედიის მაღალი ყურადღების ქვეშ იქნება და მაქსიმალურად ეცდება შეინარჩუნოს.

სავარაუდოდ, ის შეეცდება უკრაინის პოლიტიკაში დაბრუნებას, რადგან ეს მისი ერთადერთი იმედია. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა რომ აკადემიური ცხოვრება დაიწყოს.

მაქსიმ ერისთავი: ატლანტიკური საბჭოს არარეზიდენტი მკვლევარი და „ჰრომადსკ ინთერნეიშენალის“ თანადამფუძნებელი: „ერთ-ერთი გზაა შეინარჩუნოს საკითხები,  როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ და დეპორტაცია ცალკე თემა  იყოს. უკრაინის პოლიტიკაში მისი ხშირი დესტრუქციული როლი არ შეიძლება იყოს კონტიგენტი მოქალაქეობის შეწყვეტისთვის და შემდეგ საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის. სააკაშვილი და მისი პარტია არასდროს ყოფილა პოპულარული ამომრჩევლებში, მაგრამ პრეზიდენტმა პოროშენკომ მასზე ხელაღებით სერიოზული ზიანი მიაყენა უკრაინის დემოკრატიის საფუძველს. მან ასევე 2019 წლის არჩევნებისთვის ყველა კონკურენტს გამაფრთხილებელი შეტყობინება გაუგზავნა, რომ ნებისმიერი განსხვავებული აზრს არ დაინდობენ. სააკაშვილი, ანტიკორუფციული აქტივისტები და ჟურნალისტები პრეზიდენტის თავდასხმის პირველი ხაზი გახდა, რომელიც შეშინებულია მისი რეიტინგის დაშლისა და შანსების შემცირებით.

დაიან ფრანცისი, კანადაში „ეროვნული პოსტის“ რედაქტორი: სააკაშვილის საგა დაიწყო, როდესაც პოროშენკომ მას მნიშვნელოვანი საქმე მისცა, შემდეგ კი სრულფასოვანი მოქალაქეობა მიანიჭა. რამდენიმე თვეში სააკაშვილი გადადგა და პოროშენკო კორუფციაში და მის წინააღმდეგ კამპანიაში დაადანაშაულა. გასაკვირი არ არის, რომ პოროშენკო დაელოდა სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებას და შემდეგ უკრაინის მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვა. შემოდგომაზე, სააკაშვილმა დრამატულად დაარღვია უკრაინის საზღვარი პოლონეთთან, რომ მოქალაქეობის შესანარჩუნებლად სამართლიანი ბრძოლა გაეგრძელებინა და საამისოდ,  ლტოლვილის სტატუსი მიეღო. რასაც მოჰყვა კეისტოუნ-კოპსის სასამართლოების სერია და პოლიციამ სცადა მისი დაკავება, დაპატიმრება, შეურაცხყოფა მისი და მისი  მომხრეების. ახლა ის დეპორტირებულია პოლონეთში. უკრაინის სასამართლოებმა დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი, არ მისცეს სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსი, რადგან ის პოლიტიკური მტერია. ეს დარღვევები სხვა დარღვევებთან ერთად ილუსტრირებაა, რომ, კანონის უზენაესობა ჯერ კიდევ არ არის უკრაინაში. ეს ოლიგარქიაა.

ადრიან კარატნიცკი, ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერი: მილენიუმის დასაწყისში სააკაშვილი რეფორმების და დემოკრატიის საერთაშორისო ხატია. დღეს საქართველოში მისი რეპუტაცია შეუმჩნეველია ბევრი იმედგაცრუებულია ავტორიტარიზმის და ეკონომიკური ქრონიზმით, რაც პრეზიდენტად მისი მეორე ვადით ყოფნის დროს მოხდა. უკრაინაშიც კი მისი პოპულარობა იკლებს.

ერთი რამ გარკვეულია, სააკაშვილის კარიერა ციცაბო დაღმართზეა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ისევ ოცნებობს ახალ რევოლუციებზე, რამაც შესაძლოა გააცოცხლოს მისი პოლიტიკური ბედი. მაგრამ მისი სწრაფი კლება უკრაინის პლურალისტური პოლიტიკის არასწორი შეფასების შედეგია, ქვეყნის სადაც ადამიანები არასდროს იხდიან კერპად თავიანთ ლიდერებს.

სერგი ლეშჩენკო, პარლამენტარი პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან და ყოფილი ჟურნალისტი: „მნიშვნელობა არ აქვს, ეს იგივე პროცესია, რომელიც დაიწყო ანტიკორუფციული ცენტრის თავმჯდომარის ვიტალი შაბუნინის და ფინანსთა მინისტრის დენილიუკის შემთხვევაში და შემდეგია სააკაშვილი“.

ვიოლეტა მოსკალუ, უკრაინის გლობალური ფონდის დამფუძნებელი: სააკაშვილი ისტორიულ როლს ასრულებს უკრაინაში დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მისმა გამბედაობამ და უკომპრომისო ბრძოლამ უკრაინის პრეზიდენტი და მისი მოკავშირეები აიძულა ნიღბები ჩამოეხსნათ და ჭეშმარიტი ბუნება ეჩვენებინათ. ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი კორუმპირებული, ოლიგარქიული და ანტიდემოკრატიული კლანის ინტერესების დასაცავად. ახალგაზრდა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებმა გაიგეს, რომ ამ უკანონო ქმედებებით საფრთხე ემუქრება ბანკოვას მიერ კიევს. ფაქტობრივად, #YouAreNext პოპულარულია სოციალურ მედიაში.

მე შევხვდი მიშას დეპორტაციამდე 1 დღით ადრე და მისი შეტყობინება ნათელი იყო : „უკრაინას სჭირდება უკომპრომისო ლიდერები ამ კორუმპირებული კლანიდან გასათავისუფლებლად, ჩვენი ქვეყანა უკეთეს მომავალს იმსახურებს“. არ შემიძლია რომ არ დავეთანხმო“.

პოლ ნილანდი, დამფუძნებელი: გასაგებია, რომ სააკაშვილი არ არის ოპოზიციის ლიდერი უკრაინაში. ჯგუფი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს რიცხვით ძალიან მცირეა და ისინი არ ემუქრებიან რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას.

სააკაშვილის მოქმედება არის გვიანი შოუ, რომ დემოკრატია რეალურად ცოცხალია უკრაინაში. ის 4 თვის წინ იულია ტიმოშენკოს ძალასთან  ერთად ჩაატარა მარში, რის შემდეგაც პარლამენტთან საპროტესტო ბანაკის დადგმა გამოიწვია. ის ჯერ კიდევ არსებობს და ხალხს თავისუფლად შეკრება შეუძლია. ბოლო მარში სააკაშვილმა 4 თებერვალს გამართა.  დემოკრატიას უკრაინაში საფრთხე არ ემუქრება.

ალექს რიაბჩინი, პარლამენტარი, პარტია „სამშობლო“: „არ ვარ სააკაშვილის ფანი, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი, მაგრამ ვაფასებ, რაც მან საქართველოში გააკეთა. მან ვერ მოიტანა დაპირებული შედეგები ოდესაში. მისი საუბრები იყო ემოციური, ხშირად იქცეოდა უპასუხისმგებლოდ და მისი პოლიტიკური აქტივობის ეჭვქვეშ დაყენება შეიძლება.  „კორუფციას“, „ომს“, „ოლიგარქების“ გარდა უკრაინის გაზეთების სათაურებს დაემატება „ტირანია“, „დემოკრატიის უარყოფა“, რაც არ იქნება კარგი, როგორც მმართველი გუნდისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.

ვიქტორია ვოიციცკა, „სამოპომიჩის“ პარტიის წევრი: „მთავრობამ გამოიყენა სააკაშვილი და მისი სახელი როდესაც სჭირდებოდათ იდეის გაყიდვა, რომ ახალ უკრაინას აშენებდნენ. მას შემდეგ რაც ის გახდა ტვირთი კორუმპირებული მაღალი პირებისთვის გადაწყვიტეს რომ სასტიკი გზით დაეღწიათ მისგან თავი.  მისი დაკავების დროს გამოყენებული სისასტიკე არაადამიანურია. ადამიანის ღირსების დარღვევის ყველაზე უარესი მაგალითია. არასაჭირო ძალის დემონსტრირება მკაფიო გზავნილია, არ იქნება ლიმიტი, მორალი, როცა საქმე  პოლიტიკური ოპონენტებს ეხება. უკრაინაში ავტოკრატიული მმართველობის ზამთარო მოვიდა.




 ახალი ამბები
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.წ. ერთხმად ცნო დამნაშავედ. ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულ ვ.წ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით მოწმე, ასევე გამოკვლეულ იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი და ბრალდებულის ტანსაცმელი, რომელზეც მოკლულ გ.რ.-ს სისხლია აღმოჩენილი. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 მარტს, ღამის საათებში, ვ.წ. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული  ქ. თბილისში, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე მდებარე გ.რ.-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა და გ.რ.-ს, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღი თავის არეში მიაბჯინა და ესროლა. შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით შემთხვევის ადგილიდან მასრა აიღო და მიიმალა. სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცავებმა ვ.წ. მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ვ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  12 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • "არჩევნები მოაგებინეს და ახალ საქმეს „უკერავენ“_ ლანჩხუთელების თანადგომა გია თვალავაძეს„არჩევნები მოაგებინეს და ახლა ცდილობენ, ახალი საქმე შეკერონ გია თვალავაძის წინააღმდეგ, რომ ქრთამის აღების ბრალი წაუყენონ. ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით გამოჩნდება ჩვენს ქვეყანაში რამდენადაა შესაძლებელი სიმართლის დადგენა და უდანაშაულობის დამტკიცება“, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბარში ლანჩხუთელთა გარკვეული ნაწილი, რომლებიც  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის, გია თვალავაძის მხარდასაჭერად საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას საჯაროდ ითხოვენ.  „ვიცით, ამ გაზეთს ხმა მთავრობამდეც მიუწვდება და გვინდა მათ ჩვენი ხმაც გავაგონოთ. გია თვალავაძე ორიოდე თვის წინ დააკავეს, თუმცა, მაშინვე ცხადი იყო, რომ ბრალი შეთითხნილი იყო. მისი პიროვნების გათვალისწინებით, შეუძლებელია, ის ჩართული ყოფილიყო „სააფთიაქო ნარკომანიაში“, – ამბობენ რიგითი ლანჩხუთელები და იმასაც დასძენენ, რომ თავის დროზე ლანჩხუთელთა ერთსულოვნებითა და პროტესტით, ხელისუფლება იძულებული გახდა, თვალავაძისთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალა, რამაც არჩევნების შედეგზე საკმაო გავლენა იქონია. სამწუხაროდ, გია თვალავაძის სახელი რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გაჟღერდა არასასიამოვნო კონტექსტში.  საინტერესოა, ვის და რატომ აქვს ასეთი დიდი ინტერესი ამ ადამიანის მიმართ.  რა გამოდის, არჩევნები მოაგებინეს და ახლა ახალ საქმეს „უკერავენ“, რომ ქრთამის აღების ბრალი წაუყენონ?!  თუ საჭირო გახდა, ისევ გამოვალთ ქუჩაში, ბევრად მეტი, ვიდრე ორი თვის წინ და ჩვენი რაიონის საამაყო შვილს გვერდით დავუდგებითო. საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის ოთხ დეკემბერს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნ.ჯ. დააკავეს, რომელსაც სასამართლომ მოგვიანებით პატიმრობა შეუფარდა. სუს-ის ინფორმაციით, აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსის, გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნ. ჯ-ს დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ. ჯამში ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა  4 094 709 ლარი შეადგინა, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა პასუხისგებაში 21 პირი მისცეს. 24 ოქტომბერს   დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს. მოსამართლემ მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 20 000 ლარის გირაოთი შეუცვალა ქრთამის აღების ფაქტთან გია თვალავაძის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.  „მე ვიცავ ბრალდებულ გია თვალავაძეს, რომელსაც სულ ახლახანს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდა სრულიად უკანონო პატიმრობიდან. შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო, რომ გია თვალავაძეს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო რაიმე სახის ქრთამის აღების ფაქტთან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, სარგებლობს ძალიან კარგი რეპუტაციით და არასდროს არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ ყოფილა. როგორც ჩანს, ადგილი აქვს მცდელობას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულ გია თვალავაძეს როგორმე შეუკოწიწონ ახალი საქმე და წაუყენონ ბრალდება ქრთამის აღების მუხლით. ნებისმიერი მსგავსი მცდელობა იქნება წარუმატებელი, ვინაიდან შეუძლებელია ადამიანს დაუმტკიცო იმ დანაშაულის ჩადენა, რომელთანაც მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. როგორც ბრალდებულის ადვოკატი, კარგად ვიცნობ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მისგან ქრთამის აღებას ადასტურებს. იმდენად არარეალურია გია თვალავაძისთვის ქრთამის აღების დაბრალება, ბრალდების მხარის მხრიდან მისი ამ დანაშაულთან დაკავშირების ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება. დაცვის მხარე აუცილებლად არგუმენტირებულ პასუხს გასცემს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას და ყველა ნათლად დაინახავს გია თვალავაძის სიმართლეს. კანონის ფარგლებში გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს და არ დავუშვებთ უდანაშაულო, ღირსეული ადამიანის დასჯას", - ამბობს ტარიელ კაკაბაძე და  სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გია თვალავაძის დისკრედიტაციის მცდელობად მიიჩნევს. სუს-ის მიერ ზემონახსენებ ინფორმაციას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება გია თვალავაძის კიდევ ერთი ადვოკატი ლალი აფციაური. „პროკურატურა და ჟურნალისტებო!!! გია თვალავაძის მიმართებაში უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს?? თუ აღკვეთის შეცვლის საფასურად მიღებული ჩვენებები მიგაჩნიათ მტკიცებულებად??? არ გამოვა უდანაშაულო ადამიანის დასჯა!!! ოცნებაააააააააა... ოცნებაააააა!!!!! ჯანმრთელობა შევწირეთ უსამართლობასთან ბრძოლას!!!! არაფრის დათმობას არ ვაპირებ!!!!“-წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ლალი ... ...
  • თბილისში ავტომობილი გაიტაცესთბილისში წერეთლის გამზირზე ავტომობილი გაიტაცეს. როგორც ცნობილია, შემთხვევის დროს მისი მფლობელი მანქანიდან თანხის ჩასარიცხად იყო გადასული. გატაცებიდან ცოტა ხანში პირი, რომელმაც ავტომობილი გაიტაცა ავარიაში მოყვა და 5 მანქანა დაამტვრია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ავტომობილის გამტაცებელი პირი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ... ...
  • საქართველოში ძლიერ ნალექს ელოდებიანგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. „11 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 12-13 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“,_წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული მ.ა. თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ჰეროინს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

სასიყვარულო წერილები ზოდიაქოს ნიშნებისგან

ვერძი _  "მე ძალიან ვეჭვიანობ და...

ადამიანის გატაცება და ასტროლოგია

ვერძი. მთელი ცხოვრების მანძილზე ვერძი...

რა საფრთხე ახლავს ბურთის თავით თამაშს

თავით თამაში ფეხბურთის დროს ჩვეულებრივი...

პირველი ჭკვიანი სექს-რობოტი ქალებისთვის

ქალებისთვის შესაძლებელი ჭკვიანი სექს-რობოტების შეძენა...

რატომ უნდა შეწყვიტოთ სახლში ფეხსაცმლით სიარული

ყველას გვიყვარს ლამაზი და მოხდენილი...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...