როგორ ებრძვიან ბრიტანეთში ყალბ ინფორმაციას

მსოფლიო

როგორ ებრძვიან ბრიტანეთში ყალბ ინფორმაციას

2019 თებ 20 13:03:33

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის  ციფრულმა, კულტურის, მედიისა და სპორტის კომიტეტმა დეზინფორმაციასა და ყალბ ამბებზე საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

კომიტეტის მიერ გაკეთებული ძირითადი დასკვნები ასეთია:

  • გაერთიანებული სამეფოს მთავრობა თავს იკავებს იმ უტყუარი მტკიცებულებების აღიარებისაგან, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს 2016 წლის რეფერენდუმში რუსეთის ჩარევას ადასტურებენ;
  • Facebook-ის წამყვანმა თანამდებობის პირებმა  2018 წლის თებერვალში კომიტეტი შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში (ან ხელმძღვანელების მიერ არ იყვნენ ინფომირებულები), როდესაც განაცხადეს, რომ 2016 წელს კომპანიამ არაფერი იცოდა არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით სოციალურ ქსელში რუსეთის აქტივობების შესახებ;
  • მიუხედავად იმისა, რომ Facebook, ერთი შეხედვით, მოწადინებულია, სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას შეებრძოლოს და გამჭვირვალობის შთაბეჭდილებას ქმნის,  კომპანიის რეკლამების აუდიტისას გაუგებრობა იქმნება. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რეკლამებთან დაკავშირებით ინფორმირებული გადაწვეტილების მისაღებად მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ კონტენტის წყარო და მიზანი;
  • Facebook-მა მიზანმიმართულად დაარღვია მისი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობა და ეს მონაცემები აპლიკაციების შემქმნელებს გადასცა;
  • სადაზღვევო კომპანია Eldon Insurance Ltd და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერი კამპანია Leave.EU (“დატოვე ევროკავშირი”) ურთიერთდაკავშირებული ორგანიზაციებია და მათ შორის  მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უკანონო გაცვლა ხდებოდა;
  • Eldon Insurance Ltd-ს მფლობელის მიერ Leave.EU (“დატოვე ევროკავშირი”) კამპანიისათვის შეწირული უმსხვილესი თანხის წარმომავლობა დაუდგენელია;
  • პოლიტიკური კონსულტაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია Aggregate IQ, რომელიც აშშ საპრეზიდენტო არჩევნებისთვისა და “ბრექსითთან” დაკავშირებული ორგანიზაციებისათვის მუშაობდა, გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმზე მუშაობის პროცესში აგროვებდა, ინახავდა და სხვებს უზიარებდა ბრიტანეთის მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს მათ პოლიტიკურ არჩევანზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით;

ანგარიშში ასახული პრობლემების გადასაჭრელად კომიტეტმა რამდენიმე მკაცრი რეკომენდაცია შეიმუშავა, მათ შორის:

  • ტექნოლოგიური კომპანიებისათვის სავალდებულო ეთიკის კოდექსის შემუშავება, რომელსაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო გაუწევს ზედამხედველობას. ეთიკის კოდექსის საფუძველზე სოციალურ ქსელებს მოუწევთ დამაზიანებელი კონტენტის, მათ შორის დეზინფორმაციის, წყაროს დაბლოკვა;
  • ქვეყნის საარჩევნო კანომდებლობა უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ სავალდებულო გახდეს დაკვეთილი პოლიტიკური რეკლამის დამკვეთისა და რეკლამის განმთავსებლის ღიად მითითების აუცილებლობა;
  • ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე საგარეო ფაქტორების ზემოქმედების გათვალისწინებით, კომიტეტი მოუწოდებს ბრიტანეთის მთავრობას შეცვალოს კანონმდებლობა იმგვარად, რომ  უცხოეთიდან შემოსული შემოწირულობის გზით გაერთიანებული სამეფოს არჩევნებში ჩარევა გამოირიცხოს;
  • რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაერთიანებული სამეფოს საშინაო პოლიტიკაში  ჩარევის გათვალისწინებით, კომიტეტი მოუწოდებს მთავრობას, გამოიძიოს საგარეო ფაქტორების ზემოქმედება 2014 წლის შოტლანდიის რეფერენდუმზე,  2016 წლის რეფერენდუმსა და 2017 წლის არჩევნებზე.

წყარო:




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • 27 მაისს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება (R)27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება. ... ...
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...