როგორ „მიულოცეს“ დონალდ ტრამპს პირველი მაისი

მსოფლიო

როგორ „მიულოცეს“ დონალდ ტრამპს პირველი მაისი

2017 მაი 3 11:53:13

ქალაქ სოჭში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინისა და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის შეხვედრა გაიმართა. რასაკვირველია, ამ მოლაპარაკების დიდი ნაწილი დახურულ კარებს მიღმა შედგა, თუმცა, მასმედიისთვის ცნობილი გახდა. რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა საუბრის ძირითადი დრო მსოფლიოში არსებულ საერთაშორისო მდგომარეობას დაუთმეს. მხარეები შეეხნენ ლიბიაში არსებულ სიტუაციას, განიხილეს უკრაინის პრობლემა. ცნობილი გახდა, რომ ორმხრივი შეთანხმებით სირიაში არსებული მდგომარეობა დღის პროგრამაში შეტანილი არ გახლდათ. რასაკვირველია, პრეზიდენტმა და კანცლერმა დიდი ყურადღება რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებსაც დაუთმეს.

ბოლო დროს ვლადიმერ პუტინს ისტორიულ სამშობლოში კრიტიკოსები მოუმრავლდა. ამისი ნათელი დამადასტურებელია ცოტახნის წინ  რუსეთის მთელ რიგ ქალაქებში ჩატარებული მძლავრი ანტიკორუფციული სახის მანიფესტაციები. ამ ფონზე მოულოდნელიც კი არის რომ ბატონი ვლადიმერი თავის ქვეყანაში თურმე კვლავინდებურად მაღალი რეპუტაციით სარგებლობს.

რუსეთში მოქმედმა „ლავადა ცენტრმა“ ორი დღის წინ მოსახლეობაში სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ რუსეთის მოსახლეობის 64 პროცენტს მომავალში ქვეყნის პრეზიდენტად კვლავ პუტინის ხილვა სურს. წინააღმდეგი მხოლოდ 22 პროცენტი აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ პუტინის შემდეგ „პოპულარობის რეიტინგში“ მოხვედრილმა გენადი ზიუგანოვმა და ვლადიმერ ჟირინოვსკიმ მხოლოდ სამ-სამი პროცენტი დააგროვეს. რუსეთში, ისევე, როგორც საქართველოში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს გაიმართება.

სააგენტო „Reuters”-ის მტკიცებით, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა. ორი ქვეყნის პირველმა პირებმა სირიაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. საინტერესოა, რომ ეს მათი უკვე მესამე სატელეფონო საუბარია. პირველი მიმდინარე წლის იანვარში გაიმართა, მეორე კი აპრილის დასაწყისში. პუტინი და ტრამპი ერთმანეთის პირისპირ მიმდინარე წლის ივლისში, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში წარსდგებიან, სადაც „დიდ ოცეულში“ შემავალი ქვეყნების ლიდერების მორიგი შეხვედრა გაიმართება.

გამოცემა „Ruptly”-ის ცნობით, პირველ მაისს, აშშ-ის ქალაქ ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეთა მორიგი საპროტესტო მანიფესტაცია გაიმართა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა რამდენიმე ასეულმა დემონსტრანტმა მიიღო, რომლებმაც ახალი საემიგრაციო კანონების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრეს.

მსვლელობა „წყნარად“ და ექსცესების გარეშე წარიმართა. ვაშინგტონის პოლიციას საქმე პრაქტიკულად არ ჰქონია.

სანამ პუტინი და დონალდ ტრამპი ტელეფონით ერთმანეთში საუბრობდნენ და სირიის პრობლემებს იხილავდნენ, ესტონეთის პრემიერ მინისტრმა ტაავი რიივასმა რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის გამო დიდი შეშფოთება გამოხატა. ესტონური მასმედიის მტკიცებით, პრემიერ მინისტრი ბალტიისპირეთის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაზრდილი კონტინგენტის ყოფნით ფრიად შეშფოთებულია. ბატონი ტაავი მსოფლიო თანამეგობრობას მიმართავს და რუსეთის მხრიდან სავარაუდო საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

ნამდვილად ვერ გეტყვით ბალტიისპირეთის ქვეყნებს უახლოეს მომავალში რუსული აგრესია თუ ემუქრება. ამას დრო გვიჩვენებს. რადგან სიტყვამ ომი მოიტანა, წერილის დასასრულს ერთ საყურადღებო „ნიუსს“ გაგაცნობთ.

რუსული მასმედიის მტკიცებით, ცოტა ხნის წინ სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორმა პოლტავჩენკომ მოსალოდნელი ომის შემთხვევაში ქალაქის მოსახლეობის პურის მომარაგების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ომს დაიწყებს, სანკტ-პეტერბურგელები დღეში 300 გრამ პურს მიიღებენ. საინტერესოა, რომ ლენინგრადის ბლოკადის დღეებში, რომელიც 872 დღე გაგრძელდა, პურის ნორმა თითოეული ადამიანისთვის 125-800 გრამის ფარგლებში მერყეობდა.

საკითხავია, რა ისეთი უჭირს რუსეთის ეკონომიკას, რომ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში საკუთარი მოსახლეობისთვის დღეში მხოლოდ 300 გრამი პურის დარიგება შეუძლია. საინტერესოა ისიც, პუტინი ომს ვისთან იწყებს და ზემოთმოყვანილი ბრძანების მიღება რატომ დასჭირდათ.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი ნორჩი მხატვრების წარმატება "ზამთრის ვერნისაჟზე"მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მეცხრე გამოფენა-კონკურსი _ „ზამთრის ვერნისაჟი“ მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მიერ მიერ დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით. ნომინაციაში ,,საუკეთესო ფერწერა'' დაჯილდოვდა პაპუნა ჯინჭარაძე (მე- 5 კლასი), ნომინაციაში ,,საუკეთესო კომპოზიცია'' _ ლუკა ფუტკარაძე (მე-3 კლასი); ნომინაციაში ,,საუკეთესო ნახატი’’ _ ნანა კვინტრაძე (მე-6 კლასი); ნომინაციაში ,,მნახველის სიმპათია’’ _ ანასტასია კობიძე (მე-4 კლასი). ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის ყველა მონაწილე ცენტრის მიერ დაჯილდოვდა სიგელებით გამოფენაზე ... ...
  • ხანძარი ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერშიხანძარი იყო ცოტა ხნის ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა. ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო მუშაობდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ჰექტარი დაიწვა. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი ... ...
  • „ვითხოვთ სამართალს“ _ აქცია ავტობანის მშენებლობაზე ლანჩხუთში, სუფსის მოსახლეობამ ავტობანთან დაკავშირებით აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რომ თანხა, რომელიც სახელმწიფომ მათ კუთვნილი მიწების დათმობის სანაცვლოდ გადაუხადა მიზერულია და საკითხით დაინტერესებას პრემიერ მინისტრს თხოვენ. სუფსის ადმინისტრაციის მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო მუხტი იმ ფართობების კომპენსირების თანხაზე, სადაც ავტომაგისტრალმა უნდა გაიაროს, არახალია _ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოს მიერ ერთ კვ/მეტრზე შეთავაზებული ფასი. ისინი ხელისუფლებას მოსახლეობის აბუჩად აგდებაში დებენ ბრალს და გაცილებით მეტი თანხის გადახდას ითხოვენ. საქმე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთებს ეხება, რომლებიც "ფოთი-გრიგოლეთის" 14-კილომეტრიანი მონაკვეთის საზღვრებში ავტობანის მშენებლობის პროექტში მოხვდა. აქედან, "გრიგოლეთი-ქობულეთის ზოლი 10 კილომეტრია. „ჩვენი კერძო საკუთრება (მიწის ნაკვეთები) მიზერულ ფასებად მუქარითა და იძულებაში ჩაყენებით დაგვათმობინეს. დღემდე ვითხოვთ სამართალს, გენპროკურატურასაც მივმართეთ საქმის ჯეროვანი გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ 11 თვეა იძიებენ და ახლა ირკვევა, რომ საქმე შესასწავლად სუფსის პოლიციისთვის გადმოუგზავნიათ. დიდი ალბათობით თანამდებობის პირებმა მიითვისეს ჩვენი კუთვნილი სოლიდური თანხები და ამიტომაც ეტყობა საქმის ჩაფარცხვის სურვილი აქვთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხათუნა გუჯაბიძე. ხათუნა გუჯაბიძის თქმით, ფართობების კომპენსირების თანხის თაობაზე სუფსის მოსახლეობის მხრიდან ინფორმირებულია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. „ჩვენ ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით მივაწოდეთ გია ვოლსკისა და თეა წულუკიანს, დაგვპირდნენ საკითხით დავინტერესდებითო, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ წასულა. წულუკიანი მაშინ  დაგვპირდა, რომ საქმეს გენპროკურატურისგან გამოითხოვდა და პასუხს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მეშვეობით შეგვატყობინებდა, ბევრჯერ მოვიკითხეთ მერიაში მინისტრისგან გამოგზავნილი პასუხი, მაგრამ დღემდე არააფერი ჩანს“-  ამბობს ხათუნა გუჯაბიძე. მიწის იმ მესაკუთრეები,  რომელთა ნაკვეთებიც მოექცა გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის პროექტში, საკუთარ პრეტენზიებს „გურია ნიუსთან“ საუბარში აფიქსირებენ: -"მონაკვეთის საზღვრები იწყება ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით. ნაკვეთებს მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის. მოსახლეობას გვქონდა დიდი მოლოდინი, რომ ამ ნაკვეთებში სახელმწიფო სოლიდურ თანხას გადაგვიხდიდა და ღირსეულად მოგვექცეოდა, მაგრამ მოხდა პირიქით. სუფსის საზღვრებში განლაგებული მიწის ნაკვეთები (ე. წ. "ნაოჩვანი"), რომლებიც წარმოადგენს 32 ოჯახის კერძო საკუთრებას, მდებარეობს პრესტიჟულ ადგილზე, დანიშნულებით _ სასოფლო-სამეურნეო, მოხვდა ავტობანის მშენებლობის პროექტში. ამ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეებთან მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და არც გზის დეპარტამენტის მხრიდან არანაირ შეხვედრას, შემოთავაზებას და კონსულტაციას ადგილი არ ჰქონია. დეპარტამენტის წარმომადგენლები გვაძალებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ჩვენი საკუთრების დათმობას ასეთ მიზერულ ფასად და მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს სახელმწიფო ჩამოართმევდა საკუთრებას _ პროექტის განხორციელების ხელის შეშლასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებამ ისე შეაშინა და პანიკაში ჩააგდო სოფლის მოსახლეობა საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომ მათმა ერთმა ნაწილმა, რომლებიც ბანკის ვალებში იხრჩობოდნენ, ამ უსამართლო და ძალით თავსმოხვეულ "ხელშეკრულებას" ხელი მოაწერა.  ჩვენ გვქონდა სიტყვიერი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთში, ე.წ. "ლოტში", რომელიც, დაახლოებით, 10-კილომეტრიან ზოლს მოიცავს, ჩვენი ნაკვეთების შემდეგ განლაგებულ ნაკვეთებში (რომელიც შედის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში), მესაკუთრეებს გადაუხადეს გაცილებით სოლიდური თანხები 1კვ. მეტრში. ზოგან 25060 ლარი ერთ კვ, მეტრში, ზოგან კი 40-დან 120 ლარამდე“-ამბობს მიღებული კომპენსაციით უკმაყოფილო მოსახლეობა და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას ... ...
  • საზარელი ტრაგედია ვანში - 26 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლავანში, სოფელ მუქედეში 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. ავთანდილ გუბერიძის განცხადებით,სუიციდის ფაქტი 16 თებერვალს მოხდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზიზეზი, უცნობია.  შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის 31-ე წლისთავი (R)ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა,''ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის'' წევრებმა და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის 31-ე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, ზღვის უბანში, ავღანეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან, მამა ვახტანგმა (გოგოლაძე) დაღუპული მეომრების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. საგანგებოდ ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს "არმი ჰოლში" საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბრიგადის გენერალი, ირაკლი ძნელაძე, ''ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის'' თავმჯდომარე, ნუგზარ კახნიაური, ავღანეთის ომის ვეტერანები, ავღანეთში სამშვიდობო მისიის მონაწილე ჯარისკაცები, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დოკუმენტური ფილმის „სადაურსა სად წაიყვან'' ჩვენება, რომელშიც მოთხრობილი იყო საუკუნეების განმავლობაში ავღანეთში წარმოებულ ომებში ქართველი მებრძოლების მონაწილეობის და იმ განსაკუთრებული წვლილის შესახებ, რომელიც დღეს შეაქვთ ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა, საბჭოთა ჯარებმა, 1989 წლის 15 თებერვალს დატოვეს. ავღანეთში, 9 წლის განმავლობაში, საქართველოდან 5000-მდე ჯარისკაცი იბრძოდა, 128 დაიღუპა, 6 კი _დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...