საფრანგეთს ახალი ლიდერი მოევლინა

მსოფლიო

საფრანგეთს ახალი ლიდერი მოევლინა

2017 მაი 8 14:31:11

გუშინ, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ვინ იმარჯვებდა - ახალგაზრდა ემანუელ მაკრონი თუ მარინ ლე პენი? წინასწარი გამოკითხვებით მაკრონი დამაჯერებლად ლიდერობდა. საბოლოოდ, მოლოდინისამებრ, მან წარმატებას მიაღწია, იმ დიდი უპირატესობითაც რომელსაც წამყვანი ფრანგი პოლიტიკური მიმომხილველები უწინასწარმეტყველებდნენ.

არჩევნების წინა საღამოს თანამემამულეებს გამოჩენილმა ფრანგმა კინომსახიობმა ბრიჯიტ ბარდომ მიმართა და მოუწოდა რომ არჩევანი მარინ ლე პენის სასარგებლოდ გაეკეთებინათ. ბრიჯიტ ბარდო, რომელიც უსახლკარო ცხოველთა უფლებების უკომპრომისო დამცველია, შიშობდა რომ მაკრონის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საფრანგეთში უსახლკარო ცხოველების დაცვის ამბავი „უკან დაიხევდა“.

„ემანუელ მაკრონს ცხოველები არ უყვარს. დამიჯერეთ, მართალ ინფორმაციას გეუბნებით. მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში უსახლკარო ცხოველთა დამცველები ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. სახელმწიფო გვერდით აღარ დაგვიდგება და ამ მიმართულებით საქმიანობა ძალიან გაგვიჭირდება“, _  განაცხადა პოპულარულმა მსახიობმა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში გუშინ, ადგილობრივი დროით დილის რვა საათზე დაიწო. კანდიდატებიდან საარჩევნო უბანში თავდაპირველად მარინ ლე პენი გამოჩნდა, მოგვიანებით „საკუთარი არჩევანი“ ემანუელ მაკრონიმაც გააკეთა.

დილის ათ საათზე საარჩევნო უბანზე საფრანგეთის ამჟამინდელი პირველი პირი ფრანსუა ოლანდი გამოცხადდა, ცოტა მოგვიანებით კი ანალოგიური ნაბიჯი ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზმაც გადადგა.

ადგილობრივი დროით 13.00 საათზე არჩევნების პირველი შედეგები ცნობილი გახდა. საუბარია საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ მყოფ ქვეყნებზე. კუნძულ მარტინიკაზე მოსახლეობის 77 პროცენტმა ხმა მაკრონის მისცა, გვადელუპაში მან ხმათა 75 პროცენტი დააგროვა, საფრანგეთის გვინეაში კი - 65 პროცენტი.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებს უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. გამოცემა „Le Parisien”-ის ინფორმაციით, 12.00 საათზე პარიზთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქი დრავეის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე 89 წლის მამაკაცი გამოცხადდა. საკუთარი არჩევანის გაკეთების შემდეგ ის შეუძლოდ გახდა და გამოძახებული საექიმო ბრიგადის მოსვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. ექიმების მტკიცებით, მამაკაცს გულმა უმტყუნა.

შუადღეს საფრანგეთში საარჩევნო ვითარება ფრიად დაიძაბა. ლუვრთან ახლოს მდებარე ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბში საეჭვო ჩანთა იპოვეს, რომელშიც ვიდეოკამერის აკუმულატორები აღმოჩნდა. პარიზის პოლიციამ ქმედითი ღონისძიებები მალევე გაატარა და ლუვრის მოედნის მიმდებარე ტერიტორია სასწრაფოდ გადაკეტა, იქ შეკრებილ მოსახლეობას კი ადგილი სასწრაფოდ დაატოვებინა. საბოლოოდ პანიკა უსაფუძვლო აღმოჩნდა და საპრეზიდენტო არჩევნები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

ადგილობრივი დროით 17. 00 საათზე ბელგიურმა გამოცემამ „La Libre Belgique” მიმდინარე არჩევნების იმ დროისათვის არსებული მონაცემები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა რომ ემანუელ მაკრონი ხმათა 63 პროცენტს აგროვებდა. ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა მეორე ბელგიურმა გამოცემამ „Le Soir”.

ამასობაში სკანდალურად ცნობილმა „WiKiLeaks“-მა მორიგი სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. მისი მტკიცებით, აშშ-ის ყოფილი პირველი პირი ბარაკ ობამა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში უხეშად ერეოდა და ემანუელ მაკრონის მხარს იჭერდა. გამოცემის ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ აშშ-ის პრეზიდენტის თანამდედობაზე ყოფნისას  ბარაკ ობამას მრჩევლები მაკრონის წინასაარჩევნო კომპანიაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ.

ადგილობრივი დროით 19. 00 საათზე (პარიზში 20. 00 საათზე) საარჩევნო უბნები დაიკეტა. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა რომ საფრანგეთის ახალი პირველი პირის თანამდებობას ემანუელ მაკრონი დაიკავებს.

მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 66,06% მიიღო. „ეროვნული ფრონტის" ლიდერს, მარინ ლე პენს კი ამომრჩეველთა 33,94%-მა დაუჭირა მხარი.

მაკრონს წარმატება ერთ-ერთმა პირველმა მისმა კონკურენტმა, მარინ ლე პენმა მიულოცა. მოგვიანებით ანალოგიური ნაბიჯი აშშ-ის პირველმა პირმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა.

 

 




 ახალი ამბები
  • სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა - კახა კალაძედედაქალაქის მერი კახა კალაძე, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. თბილისის მერის განცხადებით, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომელიც აქციის ორგანიზატორებს მიეცათ, პროცესები კანონის ჩარჩოებს გასცდა. მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებდნენ, რომ პარლამენტის ბლოკირება უკანონო ქმედება იყო, თუმცა მათ სიტუაციის გამწვავება სცადეს. როგორც მერი ამბობს, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.  "მინდა გამოვეხმაურო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს. ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს. დღეს, დილიდან, ამ ადამიანებმა, სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა. პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად. აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა. ამისთვის გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს. ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია," - განაცხადა კახა ... ...
  • თალაკვაძე პარლამენტის ჭიშკარზე მოხსნილ ბოქლომს და ჯაჭვს ოპოზიციას უბრუნებსპარლამენტის პიკეტის მოხსნის შემდეგ ბიუროს სხდომა გაიხსნა. არჩილ თალაკვაძემ გაჭრილი ბოქლომი და ჯაჭვი ბიუროს სხდომაზე მიიტანა და თქვა, რომ მას ოპოზიციას უბრუნებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კვლავ ძალაშია გადაწყვეტილება, რომ პროპორციული წესით არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.  რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მოთხოვნას, არჩილ თალაკვაძის თქმით, შეკრების უფლება დაცული იქნება, სამწუხარო კი ის არის, რომ ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა აქცია.  პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება სცდება კონსტიტუციის მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების ფარგლებს.  „გუშინ პირადად დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ მანიფესტაციის მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, ასევე შევთავაზე მათ პარლამენტში გადაგვეტანა დისკუსია და ყველა იმ საკითხზე, რომელზეც მათ აქვთ პოზიცია, განგვეხილა პარლამენტში“, - განაცხადა პარლამენტის ... ...
  • ალეკო ელისაშვილი: "აუდეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად"რა ბიუროს სხდომა, ამად გიღირთ, ასეთი ჩატარებული სხდომა გიღრდათ? რამდენჯერ გამოიყვანეთ სპეცრაზმი ბიუროს სხდომის ჩასატარებლად. აუდეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, _ თქვა ალეკო ... ...
  • პარლამენტში ბიურის სხდომა დაიწყოპარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პარლამენტში მედიის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტში დაგეგმილი კომიტეტის და ბიურის სხდომები ჩაიშალა. ბიუროს სხდომა 15:00 საათზე უნდა გამართულიყო. პარლამენტარებმა საკანონმდებლო შენობაში შესვლა ცოტა ხნის წინ, მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც სპეზრამმა ჭავლის გამოყენებით, პარლამენტის პიკეტირებული შესასვლელები გაათავისუფლა და აქცია ... ...
  • სამართალდამცავები მედიას მუშაობაში ხელს უშლიანსამართალდამცავების მხრიდან ალეკო ელისაშვილის წაყვანას ინციდენტი მოჰყვა. ელისაშვილთან ერთად რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისინი მედიას მუშაობაში ხელს ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?