უკრაინაში „გაზპრომი“ 6.4 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს

მსოფლიო

უკრაინაში „გაზპრომი“ 6.4 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს

2017 მაი 17 19:03:18

გუშინ უკრაინულ მასმედიაში გავრცელდა ცნობა რომ ამ ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ რუსული კომპანია „გაზპრომი“ 6.4 მილიარდი დოლარით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ ქვეყნის ანტიმონოპოლიური სამსახურის ოფიციალური წერილის შემდეგ მიიღო.

აღმოჩნდა რომ რუსული „გაზპრომი“ უკრაინულ მხარესთან გაფორმებულ ხელშეკრულებას უხეშად არღვევდა. ეს ეხება როგორც გაზის საფასურს, ასევე  მოწოდებული აირის ხარიხს. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა „გაზპრომი“ მდგომარეობის გამოსწორებას არ ცდილობდა.

აღსანიშნავია რომ დიდი ფულადი ჯარიმის გარდა, უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებულ „გაზპრომის“ ქონებას ყადაღა დაედო, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნება, როდესაც რუსული კონცერნი აღებული ვალდებულებების ზუსტად შესრულებას დაიწყებს.

გუშინ უკრაინულ მასდმედიაში კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. უკრაინული ტელეკომპანია „ZIK"-ის ეთერში, თოქ-შოუ „Наша Україна“-ს წამყვანმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაცხადა, რომ უკრაინის პირველმა პირმა პეტრო პოროშენკომ შესაბამის სამსახურებს, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზნით, მასალების მოძიება დაავალა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადებით, ჩამორთმევისთვის მასალების მოძიების პროცედურა დაწყებულია საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის წინააღმდეგაც, რომელსაც ასევე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

გუშინ თურქულმა გამოცემამ „Haberturk” გაავრცელა ცნობა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელები რუსეთს ახალი ტერაქტებით დაემუქრნენ. გაზეთის ჟურნალისტების მტკიცებით უახლოეს მომავალში „ისლამური სახელმწიფო“ ბოსფორის სრუტეში მყოფ რუსულ სამხედრო ხომალდებზე სარაკეტო დარტყმების მიყენებას გეგმავს. „ისლამისტების“ განცხადებით, მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ერთდროულად 150 სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობა გააჩნიათ.

რასაკვირველია „ისლამისტების“ მუქარა რუსეთმა უპასუხოდ არ დატოვა. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თუ „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარა ნამდვილად განხორციელდება, რუსეთი მოძალადის მიმართ სრული სისასტიკით იმოქმედებს.

ჯერჯერობით, მუქარა რეალობად არ ქცეულა, მაგრამ თურქულმა მხარემ გარკვეული ზომების მიღება უკვე დაიწყო. კერძოდ, ხვალინდელი დღიდან, ბოსფორის სრუტეში გამავალ ყოველ რუსულ ხომალდს რამდენიმე თურქული ვერტმფრენი და ადგილობრივი საზღვაო პოლიციის კატარღა გააცილებს.

მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ვითარებისა, გუშინ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.  რუსული მასმედიისთვის ცნობილი გახდა რომ ორი პრეზიდენტის მოლაპარაკების უმთავრესი თემა იმ უკრაინელი მოქალაქეების ბედი გახლდათ, რომელიც რუსს სამართალდამცველებს დაკავებული ყავთ. როგორც პუტინი, ასევე პოროშენკო პოლიტიკურ პრობლემებს არ შეხებიან.

გუშინვე ამერიკულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ უახლოეს მომავალში, ამ ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი თავისი მომხრე პოლიტიკოსებისთვის ახალ მოძრაობას ჩამოაყალიბებს. მასში ყველა ის ამერიკელი პოლიტიკური ლიდერი გაერთიანდება რომლებიც ქალბატონი ჰილარის იდეებსა და მსოფლმხედველობას იზიარებს. 

 

 

 

 




 ახალი ამბები
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოზარდი, აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც, მოზარდი იძულებული იყო მშობლების დასახმარებლად ჯართი შეეგროვებინა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...