უკრაინის რევოლუციის იაფი ღირსება _ რას აღიარებენ ქართველი სპეცრაზმელები _

მსოფლიო

უკრაინის რევოლუციის იაფი ღირსება _ რას აღიარებენ ქართველი სპეცრაზმელები _

2017 ნოე 25 17:42:44

იტალიის ტელევიზიის, CANALE 5-ის ეთერში ჟურნალისტ ჯან მიკალესინის დოკუმენტური ფილმი _ „უკრაინა, დამალული ჭეშმარიტება”  გავიდა, რომელშიც ქართველი 3 სნაიპერი აღიარებს, რომ 2014 წელს კიევში, ევრომაიდანზე, ქაოსის გამოსაწვევად  და კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით, ადამიანებს კლავდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ORIENTAL REVIEW ავრცელებს.

„დოკუმენტური ფილმის მიხედვით, ქართველი სამხედრო ოფიცრები ალექსანდრე რევაზიშვილი, კობა ნერგაძე და ზალოგი კვარაცხელია, კიევში, სპეციალური მისიის განსახორციელებლად მამუკა მამულაშვილმა მიიწვია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალიას ახლო მეგობარია.

მათი თქმით, 2014 წლის 15 იანვარს ისინი კიევში ყალბი დოკუმენტებით გაემგზავრნენ და მაიდანზე მივიდნენ. მისიის შესასრულებლად 1000 აშშ დოლარი მიიღეს, ხოლო 5 000 აშშ დოლარი დავალების შესრულების შემდეგ უნდა მიეღოთ.

მათ დაევალათ პოზიციების დაკავება  სასტუმრო „უკრაინასა“ და კონსერვატორიის შენობებში, ამერიკის სამხედრო ოპერატორის, ბრაიან კრისტოფერ ბოიენგერის ხელმძღვანელობით, სხვა სნაიპერებთან ერთად, რომელთა ნაწილი ლიტვადან იყო,  

საკორდინაციო გუნდში, ასევე, შედიოდნენ მამულაშვილი და  ფაშინსკი.

იარაღი ქართველებისგან  და ლიტველებისგან შემდგარ  ჯგუფებს 18 თებერვალს გადაეცათ.

„თითო ჩანთაში 3 ან 4 იარაღი იდო. მაკაროვი, AKM  და ვაზნები“, _ ამბობს ნერგაძე.

მომდევნო დღეს მამულაშვილმა და ფაშინკიმ სნაიპერებს განუმარტეს, რომ მათ მოედანზე უნდა ესროლათ და ქაოსი შეექმნათ.

„როდესაც მამულაშვილი გამოჩნდა,  ვკითხე. სიტუაცია რთულია, ჩვენ უნდა დავიწყოთ სროლა, _ მიპასუხა მან. მაგრამ ვის უნდა ვესროლოთ? _ ვკითხე. მან კი მიპასუხა, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის ვესროდით. _ მნიშვნელობა არ აქვს _ ხეს, ბარიკადს, თუ მოლოტოვზე გამვლელს ვესვრით, მთავარია, პანიკა გამოვიწვიოთ“, _ მითხრა მან.

„ყვირილი მესმოდა. ბევრი დაღუპული და დაჭრილი იყო ქვემოთ. ჩემი ერთადერთი  აზრი იყო მალე ჩამოვსულიყავი, ვიდრე ისინი დამიჭერდნენ“, _ იხსენებს რევაზიშვილი.

4 წლის შემდეგ რევაზიშვილმა და მისმა თანამებრძოლებმა განაცხადეს, რომ დაპირებული 5 000 აშშ დოლარი  არ მიუღიათ და სიმართლის თქმა გადაწყვიტეს იმ ადამიანების შესახებ,  რომლებმაც ისინი „გამოიყენეს და მიატოვეს“.

ეს 3 პირი წარმოადგენენ სამხედრო ოფიცრებს, რომლებიც, უბრალოდ, ბრძანებებს ასრულებდნენ და არ იცოდნენ, თუ ადამიანები უნდა მოეკლათ.

ფაქტები და დრო ამ აღმსარებლობის სინქრონიზებულია კიევში მოქმედ ამჟამინდელ რეჟიმთან.

ქართველები საუბრისას აცხადებენ, რომ ოპერაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო.

მამულაშვილის ხელმძღვანელი ბაჩო ახალია საქართველოს ლიდერის ახლო მეკავშირე და სანდო პირიიყო, რომელმაც 2012 წელს საპარლამენტო არჩევნები წააგო ციხის სკანდალის გამო.

იმ დროს, როდესაც ქართველი სამეული კიევში ბინძური საქმის შესასრულებლად დაიქირავეს, ახალაიას კრიმინალური დანაშაულის ბრალდებით ასამართლებდნენ.

1 თვით ადრე, 2013 წლის ნოემბერში, მიხეილ სააკაშვილი  სისხლის სამართლის მრავაჯერად დარღვევაში დაადანაშაულეს. მან დატოვა ქვეყანა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დასახლდა.

ის და მისი ჩინოვნიკები, რომლებმაც სამშობლოში მტკივნეული მარცხი განიცადეს, მეზობელ ქვეყანაში სარისკო და ავანიურისტულ პროექტს არ დაიწყებდნენ, თუ ამას დამკვეთები არ აიძულებდნენ.

ყოველშემთხვევაში, უკრაინული კრიზისი დასაწყისში საქართველოში სოროსის დაფინანსებულმა ფონდმა კიევში სპეციალური ოპერაციების აქტიურად ჩატარება დაიწყო.

4 წლის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. პოროშენკოსა და სააკაშვილის დემოკრატიული ალიანსი გატყდა. სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფსიქოპათია და ვერ შეძლებს სტაბილური პოლიტიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ამავ დოროულად, ბაჩო ახალაიას და სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მებრძოლი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა უკრაინის საზღვრის ყალბი პაპორტის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

უკრაინის სპეცსამსახურებმა უკვე განაცხადეს, რომ მისი ექსტრადაცია საქაფრთველოში 40 დღის განმავლობაში მოხდება.

სააკაშვილის პირადი დაცვის რამდენიმე წევრი უკრაინაში დააპატიმრეს და ოქტომბრის ბოლოს სამშობლოში გააძევეს.

ქართველი სნაიპერების ტრიოს იტალიის ტელევიზიაში გამოჩენა ნებაყოფლობითი ბროშურაა მაიდანზე განვითარებული მოვლენების შესახებ მათი დაპატიმრების წინ.

მათ ნათქვამს ადასტურებს სხვა მტკიცებულებებიც. მათ შორის, ოტავას უნივერსიტეტის პროფესორს, ივან ქაჩანოვსკი. (მან ასევე გააკეთა კომენტარი იტალიური დკომენტურ ფილმში.)

სნაიპერებს მათი საჯარო აღმსარებლობა განზრახ მკვლელობებისთვის პასუხიმგებლობებისგან არ ათავისუფლებს.

ისინი ომში არ იყვნენ და შეეძლოთ ბრძანებებს არ დამორჩილებოდნენ. მათ ბინძური სამუშაო ფულისთვის შეასრულეს.

ასევე არ უნდა გათავისუფლდნენ პასუხისგებისგან პოლიტიკოსები, რომლებიც სპეცრაზმელებმა დაასახელეს_ ანდრეი პარიბი, სეგრეი პაშინსკი და ვლადიმერ პარასიუკი“, _ წერს გამოცემა.




 ახალი ამბები
  • "ამიერიდან, ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად შეიცვლება" _ რა გეგმები აქვს ლადო აფხაზავას"უღრმესი მადლობა ჩემო გულშემატკივრებო, ეს დღეები ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობდი თქვენგან. ყველა თქვენთაგანის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ საზოგადოებისთვის" _ წერს სოციალურ ქსელში მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელებული ლადო აფხაზავა. მისივე თქმით,  მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგი, რომელიც დუბაიში დღეს გამოვლინდა, საქართველოში აუცილებლად ჩამოვა: "ვულოცავ  პიტერ ტაბიჩის 2019 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას. ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელი და პიროვნებაა და დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს. მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი მე მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე. ამიერიდან, ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად შეიცვლება და ჩემი მასწავლებლობის მიღმა ყველაფერს გავაკეთებ. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიო ასპარეზზე. მე უკვე მიზნად დავისახე მეტი საერთოშაორისო ცოდნა და გამოცდილება მოვიზიდო საქართველოში და ამით ხელი შევუწყო უკეთეს განათლებას. ამ გლობალურ მოძრაობაში გაერთიანებამ თვალნათლივ დამანახა, რომ მნიშვნელოვანია გლობალურ პროცესებში ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების მეტად გაზიარება. კიდევ ერთხელ ვულოცავ პიტერს ამ აღიარებას!!! ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში!" _ წერს ... ...
  • მიხეილ ბატიაშვილი: ლადო აფხაზავა გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ყველანი“ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს მე და დარწმუნებული ვარ თითოეულ ქართველს. რა თქმა უნდა, ის გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო. დღეს ლადო მსოფლიოს 179 ქვეყნის 10 000 აპლიკანტიდან შერჩეულ 10 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად იდგა სცენაზე. აქ, განათლების გლობალურ ფორუმზე, საკუთარი უნიკალურობით, მსოფლიოს მან კიდევ ერთხელ გააცნო საქართველო! დიდი მადლობა მას მთელი საქართველოს სახელით, ვულოცავ კიდევ ერთხელ ამ დიდ მიღწევას, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა." _ განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. დღეს, დუბაიში, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე „Global Teacher 2019“-ის გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა. გამარჯვებული გახდა პიტერ ტაბიჩი, მასწავლებელი კენიიდან.  2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის, წელს ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებოდა. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, მინისტრმა პირადად მიულოცა მას მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვედრა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება ... ...
  • მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი პედაგოგი გახდაკენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა. "პიტერი ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს, თითქმის ყოველი მესამე მოსწავლე ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს, ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება. პიტერი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს. შეცვალო სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი კომპიუტერია, ცუდი ინტერნეტი და 58 მოსწავლეზე მხოლოდ ერთი მასწავლებელი მოდის, იოლი ამოცანა არ არის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეებმა, სკოლამდე რომ მიაღწიონ, 7 კილომეტრი უნდა გაიარონ ფეხით გზაზე, რომელიც წვიმის სეზონზე გაუვალი ხდება. პიტერმა შექმნა ტალანტებისა და სამეცნიერო კლუბები სკოლაში, ეხმარებოდა მოსწავლეებს კვლევითი პროექტების შექმნაში. კენიის სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე პიტერის მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც სმენა და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ გაზომონ საგნები. პეტერის მოსწავლეებმა მიიღეს ჯილდო ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოებიდან, მას შემდეგ, რაც გამოიყენეს ადგილობრივი მცენარე ელექტროენერგიის მისაღებად. ამჟამად პიტერის სკოლის მათემატიკოსთა გუნდი ემზადება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური გამოფენისთვის, რომელიც წელს, არიზონაში, აშშ-ში გაიმართება. პიტერი და მისი კოლეგები დასვენების დღეებში ინდივიდუალურ გაკვეთილებს უტარებენ ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან. სამი წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა, დისციპლინის დარღვევის შემთხვევები კვირაში 30-დან სამამდე შემცირდა. იტერი ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს, თითქმის ყოველი მესამე მოსწავლე ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს, ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება. პიტერი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს", _ წერს მასზე "ბათუმელები". პიტერმა ჯილდოდ მილიონი დოლარი მიიღო. ამ კონკურსზე წელს პირველად მონაწილეობდა საქართველო, რომლის წარმომადგენელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო ათ მასწავლებელში დასახელდა და დღეს, დუბაიში, დაჯილდოების ცერემონიალზე იმყოფებოდა. ლადომ მოახერხა და ორი დღის განმავლობაში, მსოფლიოს საქართველო სხვა კუთხით გააცნო _ იქ მყოფ კოლეგებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა და მასტერკლაებიც ჩაატარა. "მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ ეს გზავნილი საქართველოს საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მფლობელმა, ლადო აფხაზავამ მის გულშემატკივრებს გუშინ გამოუგზავნა. ამავე თემაზე: რა ხდება დუბაიში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულის დასახელებამდე (ვიდეო) "მილიონი ჩემთვის არ მინდა" _ 24 მარტს მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდება „ჩემი ქორწინების დღეს დედა გარდაიცვალა“ _ რა ხდება ლადო აფხაზავას პირად ცხოვრებაში (ექსკლუზივი) რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან ლანჩხუთის გამგებელმა მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელებული პედაგოგი ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიესერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია. კენჭისყრაზე 364-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. სასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობა“ მერვე ყრილობას მართავსსასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორისაა პარტიის თავმჯდომარის არჩევა, რომელიც წინაწარი ინფორმაციით გრიგოლ ვაშაძე იქნება. ნიკა მელია შეინარჩუნებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. დღეიდან პარტიას აღმასრულებელი მდივანიც ეყოლება, ამ თანამდებობაზე წარდგენილია კობა ნაყოფიას კანდიდატურა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ისინი ხმის მიცემის პროცედურას, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონული წესით ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...