ვინ არის ავსტრალიელი ექიმი, რომელმაც ტაილანდის მღვიმეში ბავშვებთან დარჩენა ამჯობინა

მსოფლიო

ვინ არის ავსტრალიელი ექიმი, რომელმაც ტაილანდის მღვიმეში ბავშვებთან დარჩენა ამჯობინა

2018 ივლ 12 12:19:11

ავსტრალიელი ექიმი, რომელმაც ტაილანდის მღვიმეში ბავშვებთან დარჩენა ამჯობინა, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი მოხალისე მოექცა.

როდესაც დაკარგული ბავშვების ადგილმდებარეობის შესახებ გახდა ცნობილი, ავსტრალიელმა ანესთეზიოლოგმა, რიჩარდ ჰარისმა ტაილანდის კურორტზე დასვენება შეწყვიტა, მღვიმისკენ გაემართა და მოზარდების დასახმარებლად მოხალისედ ჩაეწერა.

ოპერაციის დროს ის მყვინთავებთან ერთად გამოქვაბულში შევიდა, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმა და გადაწყვიტა მათთან დარჩენილიყო. ავსტრალიელმა ექიმმა ბავშვებთან ერთად გამოქვაბულში სამი დღე გაატარა.

როგორც დასავლური მედია იუწყება, სწორედ მან მიიღო გადაწყვეტილება, თუ როდის უნდა დაწყებულიყო ოპერაცია და გასცა რეკომენდაცია, რომ გამოქვაბულიდან პირველ რიგში ყველაზე სუსტი ბავშვები გამოეყვანათ.

ამასთან, რიჩარდ ჰარისი ერთ-ერთი უკანასკნელი იყო, ვინც გამოქვაბული დატოვა.

„ავსტრალიელები ძალიან დაგვეხმარნენ, მათ შორის გამოვარჩევ ექიმს“,- ეს განცხადება სამაშველო მისიის ხელმძღვანელმა ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ გააკეთა.

ავსტრალიელი ექიმის საქციელს გამოეხმაურა ჯულია ბიშოფიც. „ის სამაშველო ოპერაციის განუყოფელი ნაწილი იყო“, განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რიჩარდ ბიშოფის ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ავსტრალიელები მთავრობას მოუწოდებენ, ექიმს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო გადასცენ.

რიჩარდ ჰარისი პროფესიით და საქმიანობით ანესთეზიოლოგია. თუმცა წყალქვეშა სამყარო უკვე დიდი ხანია მისი მთავარი გატაცებაა. ის ხშირად დადის ექსპედიციებზე ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, აღდგომის კუნძულებსა და ჩინეთში. ამიტომ, წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დააგროვა და ტაილანდში ჩატარებულ ოპერაციას სათანადო დახმარება გაუწია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რიჩარდ ჰარისი ქვეყნის მასშტაბით ხშირად იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო მისიებში.

11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს. 10 ივლისს კი სამფაზიანი რთული სამაშველო ოპერაციის წყალობით, ყველა მათგანი გადაარჩინეს.

წყარი tv1




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, რეგიონები განვითარდეს _ მე ვიქნები ელჩი ამ მიმართულებით (R)საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გორში ფერმერებს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რეგიონები განვითარდეს. „საქართველოში გორი არის ერთ-ერთი ძლიერი რეგიონი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება, რომ რეგიონები განვითარდეს. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ვიქნები რეგიონების პრეზიდენტი, რადგან ამ ქვეყანაში თუ არ იქნა ძლიერი რეგიონი, სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი. არ შეიძლება, ყველაფერი იწყებოდეს და მთავრდებოდეს თბილისში. სანამ არ გავაძლიერებთ რეგიონებს ისე, რომ აქედან წასვლა არავინ მოისურვოს, მანამდე არ ვიქნებით ისეთი განვითარებული ქვეყანა, რისკენაც ვისწრაფვით. მე ვიქნები თქვენს გვერდში, რათა რეგიონები თავიანთი მიმართულებებით გავაძლიეროთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, იქნება ფერმერების ელჩი საექსპორტო ბაზრებზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის საექსპორტო ბაზარი არასოდეს იქნება მხოლოდ რუსეთი. „ჩვენთვის ღიაა მსოფლიო და მეტად შეიძლება ამ ბაზრის გახსნა. მე ამაზე ვიმუშავებ ჩემი წარსული გამოცდილებით და შემიძლია, ამ დარგში მივიღო შედეგები ისე, როგორც სხვა დარგში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ფერმერები არიან მაგალითი,როგორ უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფომ და კერძო სექტორმა. „სახელმწიფო კი არ უნდა ქმნიდეს სამუშაო ადგილებს თავად, რასაც თავად ქმნის, ესაა საჯარო სექტორი და აწვება ქვეყნის ბიუჯეტს, სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს მცირე და საშუალო ბიზნესს რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. ესაა ქვეყნის ხერხემალი. აწარმოე საქართველოში წარმატებული პროგრამაა და ასეთი პროგრამები უნდა იყოს მეტი და ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, იქნება ფერმერების დამცველი. „შრომის უსაფრთხოება და ყველა ის პირობები, რომელიც არსებობს საწარმოში, უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს. ადამიანების დაცულობა ევროპის მიღწევაა და უნდა გადმოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში. ასევე, დაცულობა მეწარმეების. არ შეიძლება, რომ პრეზიდენტი არ იყოს თქვენს გვერდით. მიგულეთ თქვენს გვერდით“, – განაცხადა სალომე ... ...
  • "არ უნდა მექნა" _ ნიკა გვარამია "ზურაბიშვილ-გორჯესტანების გარდა", ყველას ბოდიშს უხდის"არ უნდა მექნა" _ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემა "კვირის აქცენტებში" სალომე ზურაბიშვილის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული განცხადების გამო ბოდიშს სოციალურ ქსელში იხდის. "მიუხედავად იმისა, რომ სრული და შეურყეველი რწმენა და ასევე ამერიკული და ევროპული კამპანიების ღრმა ცოდნა მაქვს, რომ როცა პრეზიდენტად იყრი კენჭს, კამპანიაში ტაბუდადებული თემები თითქმის არ არსებობს; მიუხედავად იმისა, რომ სრული და შეურყეველი რწმენა მაქვს, რომ იგივე მასშტაბის ამბავი ტრამპს რომ ქონოდა, სიენენი ჩვეულებრივად ჩატკეპნიდა მიწაში; მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის და სხვა საჯარო პირების ადიულტერი ნებისმიერ ქვეყანაში ადიულტერია და საძრახისია და ცდება "ჩემია, პირადია, რა შენი საქმეა"-ს ფარგლებს; მიუხედავად იმისა, რომ პოლიტკორექტულობა მძაგს და ვეტრფი უმბერტო ეკოს მიერ მის ფუნდამენტურ დამარხვას; რა თქმა უნდა, არ უნდა მექნა. და არა აქვს მნიშვნელობა, რის გამო გავაფრინე პირდაპირ ეთერში. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის - გინდ პოზიტიური, გინდ ნეგატიური (ასეთიც ბევრი იყო, გულწრფელად შეწუხებული კეთილისმსურველებისგან) და ბოდიში ყველასთან, ზურაბიშვილ-გორჯესტანების გარდა. მარადის თქვენი, ნარკომანად და "ქათამად" გამოცხადებული ნ.გ", _ წერს ... ...
  • ონში ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსი დაჭრესგუშინ, 21 ნოემბერს, გვიან ღამით ონში ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსი ნოდარ ბურდილაძე დაჭრეს _ ინფორმაციას ამის შესახებ "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს. გამოცემასთან საუბარში, დაჭრილის ნათესავები ამბობენ, რომ ნოდარ ბურდილაძეს იარაღით უცნობმა პირებმა, თავის სახლთან მიაყენეს. მათივე ცნობით, დაზარალებულს ორი ჭრილობა, ერთი დანით, ხოლო ერთი ე.წ. შტირითა აქვთ მიყენებული."ნათესავები აცხადებენ, რომ ბურდილაძე თავისი მანქანით წავიდა საავადმყოფოში, თუმცა გზაში ავარია მოუვიდა და სამედიცინო დაწესებულებამდე სხვებმა მიიყვანეს.ნოდარ ბურდილაძე დილით თერჯოლის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დაზარალებულს ოპერაცია უტარდება.ახლობლები ჯერჯერობით მომხდარის  მიზეზს ვერ ასახელებენ", _ წერს ქუთაისი პოსტი.ფაქტზე პოლიციამ ერთი პიროვნება ... ...
  • "ტყუილები მილიონებად უღირს"_ ექსპერტი ოქუაშვილს "ნაციონალებთან" გარიგებაში ადანაშაულებს„ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“_ის ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სთხოვდა გაეკეთებინა განცხადება, რომლის მიხედვით იტყოდა, რომ ფარული ვიდეო და აუდიო მასალები, რომლებშიც  ბიზნესის დატერორებაზე იყო საუბარი, „რუსთავი 2“_ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის დადგმული იყო. „ზაზა ოქუაშვილის განცხადებები და ჩანაწერები რეალური არ მგონია. როცა ადამიანი ერთ შემთხვევაში ტყუის, ბუნებრივია, ის სხვა შემთხვევებშიც მოიტყუება“, _ განაცხდა „გურია ნიუსთან“ საუბრისას პოლიტიკის ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ. საყვარელიძე ამბობს, რომ ზაზა ოქუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ გაურიგდა: „ადამიანს, რომელიც არ იხდის გადასახადს, სიმართლესთან და პატიოსნებასთან კავშირი არ აქვს. თუკი აღმოჩნდება, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის“  დაკვეთით მუშაობს და საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მას მიცემა შანსი,  რომ ბიუჯეტის დავალიანება არ გადაიხადოს. არ ღირს 50 მილიონად ტყუილები?! თუმცა, რა თქმა უნდა, ადამიანს გააჩნია. „ნაციონალური მოძრაობა“ ათასნაირი ტყუილით იბრძვის, ოქრუაშვილის ტყუილი, რატომ უნდა გაგვიკვირდეს?!“, _ აღნიშნავს საყვარელიძე. მისივე თქმით,  „ნებისმიერ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება, რომ ქუჩას დაეპატრონოს" " არეულობა მათი კანდიდატის საპრეზიდენტო დანაპირებია. თუ ქვეყანაში მასშტაბური არეულობა იქნება, საქართველო თავის მორიგ სისულელეს გადაყვება “, _ აღნიშნა ... ...
  • კახა კალაძე: ყველას მოვუწოდებთ, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სადამკვირვებლო პროცესსპარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა. კალაძის თქმით, "ქართული ოცნება" უცხოელ პარტნიორებს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის გამოგზავნას სთხოვს. "პირველ რიგში, გვსურს გამოვეხმაუროთ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ წარმატებულ ვიზიტს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა. აღნიშნული ვიზიტისას მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო არის სამართლიანი, კონკურენტული და რაც მთავარია მშვიდობიანი.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რაც ქვეყანაში 2012 წლიდან დამკვიდრებულ მაღალ დემოკრატიულ და საარჩევნო სტანდარტს  უსვამს ხაზს.  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე, ჩვენ მოწვეული გვყავდა ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია _ ყველა მათგანმა ძალზე პოზიტიური შეფასება წარმოადგინა არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით.  მინდა მთელი ჩვენი გუნდის სახელით მკაფიოდ აღვნიშნო, რომ პირველ რიგში ხელისუფლების, მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესებშია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით წარმართვა და ჩატარება.  ამიტომ, როგორც პოლიტიკური გაერთიანება ქართული "ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, მინდა მივმართო ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი გამოგზავნონ არჩევნებზე დამკვირვებლად, რათა ყველამ ერთად ვნახოთ, თუ როგორი მაღალი სტანდარტით წარიმართება პროცესები ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ჩვენი ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც  და ზოგადად ყველა არჩევნები ამ ქვეყანაში, წარიმართება მაქსიმალურად თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არარეალისტური განცხადებები ვრცელდება წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ყველას მოვუწოდებთ, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სადამკვირვებლო პროცესს და დაუსაბუთებელი ბრალდებების ნაცვლად, ფაქტობრივ მასალაზე დაფუძნებული ინფორმაციები წარმოადგინონ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რათა არავითარი კითხვის ნიშნები არ დარჩეს არც გავრცელებულ ინფორმაციასთან და არც ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანთან დაკავშირებით. ასევე,  მივმართავთ შესაბამის უწყებებს, ნებისმიერ ინფორმაციაზე რაიმე ტიპის დარღვევასთან დაკავშირებით, უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ, რათა არავინ შეეცადოს წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. აქვე მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადეკვატური, ობიექტური და მკაფიო შეფასება მისცენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, სააკაშვილის მხრიდან რევოლუციის მუქარას, რომ ახალ წლამდე შეცვლის ხელისუფლებას. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება არავის მისცემს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის, დესტაბილიზაციის და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების საშუალებას და ნებისმიერ ასეთ მცდელობაზე, კანონის ფარგლებში უმკაცრესი რეაქცია იქნება.  დარწმუნებულები ვართ, რომ არჩევნები კვლავაც უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება და ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი, ქართველი ხალხის თანადგომით აუცილებლად გაიმარჯვებს", _ განაცხადა კახა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნახვადი სიზმრები

ბრიტანელმა სომნოლოგმა იან უოლესმა 30...

7 რამ, რაც ღამით უნდა გააკეთოთ

ღამეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დღე-ღამეში...

მამაკაცები მეტად ტირიან სიხარულისგან, ვიდრე ქალები

ჰოლანდიელმა მკვლევარებმა ტილბურგის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან...

უცნობი ფაქტები მამაკაცის სხეულის შესახებ

დიდი ტვინი საშუალოდ, ტვინის მოცულობა...

სიყვარულის ფერების თეორია

ჯონ ალან ლი კანადელი მეცნიერია,...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?