ვინ გადაიღო პირველად სელფი და რას ამბობენ სელფების შესახებ

მსოფლიო

ვინ გადაიღო პირველად სელფი და რას ამბობენ სელფების შესახებ

2018 ივნ 21 12:33:53

დღეს სელფის საერთაშორისო დღეა.

სელფი წარმოადგენს ავტოპორტრეტულ ფოტოსურათს, რომელიც ხელში მოთავსებული ციფრული ან მობილური ტელეფონის კამერით არის გადაღებული. ის ასახავს სოციალურ ქსელში ემოციებს, განწყობებს, განსაკუთრებულ და ყოველდღიურ აქტივობებს, რასაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ.

Samsung-ის გამოკითხვის მიხედვით, 18-24 წლის ასაკის პიროვნებების მიერ გადაღებული ფოტოსურათების 30%-ს სელფები შეადგენს.

ტერმინი სელფი ფოტოგრაფ ჯიმ კრაუსმა 2005 წელს  განიხილა, თუმცა ფოტოსურათები სელფის ჟანრში ტერმინის გამოყენებამდეც გავრცელდა. 

როგორც ცნობილია, პირველად სელფი ამერიკელმა ფოტოგრაფმა, რობერტ კორნელიუსმა გადაიღო 1839 წელს, ფოტოსურათს კი „პირველი ფოტოსურათი შუქზე“ უწოდა.

1900 წლიდან კი სელფი უფრო გავრცელდა. მის გადასაღებად ძირითადად სარკე და რამეზე დადებული კამერა გამოიყენებოდა.

ანასტასია რომანოვა, იმპერიული რუსეთის ბოლო მმართველის, ნიკოლოზ II-სა და ალექსანდრა ფეოდოროვნას მეოთხე ქალიშვილი,  იყო ერთ-ერთი პირველი მოზარდი, რომელმაც 13 წლის ასაკში სარკეში გადაიღო სურათი და მეგობარს გაუგზავნა 1914 წელს.

ინტერნეტსივრცეში კი სელფების ატვირთვის ტრადიცია 2001 წლის სექტემბრიდან, ავსტრიული საიტის მეშვეობით დაიწყო.

2000-იანი წლების დასაწყისში, სელფების განსათავსებლად პოპულარული საიტი MYSpace იყო, თუმცა, ინტერნეტ სივრცეში Facebook-ის მიერ პოპულარობის მოპოვების შედეგად,  MYSpace-ზე განთავსებული სელფი, რომელიც სააბაზანოს სარკის წინ გადაღებულ ფოტოს წარმოადგენდა, ყველაზე ცუდი გემოვნების მაჩვენებლად იქცა.

როგორც სოციოლოგი ბენ ეგერი მიიჩნევს, სელფები წარმოადგენს „მამაკაცურ ჟინს, რომელმაც ფენომენალური პოპულარულობა შეიძინა“, ხოლო სოციოლოგი გეილ დაინზი მას უკავშირებს პორნო კულტურის აღმასვლას და იდეას, რომ სექსუალური მიმზიდველობა არის ქალის წარმოჩენის ერთადერთი გზა.

ავტორ ენდრიუ კინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სელფების დანიშნულებაა ფოტოგრაფის მიერ საკუთარი თავის წარმოჩენის კონტროლი, საჯაროდ სურათების გამოქვეყნებას ან სხვებთან გაზიარებას შესაძლოა ჰქონდეს უკუეფექტი. მაგალითად, შურისძიების მიზეზით ხშირად ხდება ყოფილი შეყვარებულების სურათების გავრცელება პორნოგრაფიის სახით.

სხვადასხვა ფემინისტის აზრით, სელფი არის თვითგამოხატვის დამღუპველი ფორმა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების სასურველობის ხედვას. სხვა პიროვნებასთან გაზიარებული პირადი სელფების ამოსაღებად შესაძლოა ეფექტური იყოს კანონი საავტორო უფლებებზე.

სიახლეების ბლოგი Jezebel სელფებს აკრიტიკებს, რადგან ისინი ზღუდავენ თვითგანმტკიცების საშუალებას.

ბლოგის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი ეხება იმას, რომ სელფები ასახავენ ქალების სხვების წინაშე წარმოჩენას, მნიშვნელოვანი კი ფიზიკური მიმზიდველობაა.

სტატიამ საერთაშორისო მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო. ავტორი მარია გიდო სელფების ფენომენს იცავდა. ის ამბობდა, რომ საკუთარი თავისთვის სურათების გადაღება და ამის მოწონება დასაშვებია. მისი თქმით,  საზოგადოება და სარეკლამო საშუალებები ქალებს გმობენ, რომ „არ არიან საკმარისად კარგები, ლამაზები, გამხდრები“.

ბლოგმა გაავრცელა ჰეშტეგი #feministselfie, რასაც მოჰყვა ჯგუფი Flickr-ზე, სახელწოდებით #365feministselfie, სადაც ქალები ყოველდღე აქვეყნებენ სელფებს და იცავენ სილამაზის ახალ, უჩვეულო და ინდივიდუალურ სტანდარტებს.

ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა „სელფი“ 2013 წლის სიტყვად დასახელდა.

თუმცა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი აღმოჩენა, რომელიც დღითიდღე პოპულარული ხდება, მიიჩნევენ, რომ სელფების გადაღების მზარდი ტენდენცია კავშირშია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან.

2014 წლის აპრილში მამაკაცმა, თავის მოკვლა სცადა.

როგორც ცნობილი გახდა, ის დღეში 10 საათს  სწორი სელფის გადაღების მცდელობას უთმობდა. წარუმატებლობის შემდეგ კი თავის მოკვლა გადაწყვიტა.

გამოყენებულია wikipedia-ს ინფორმაცია.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის ახალი იპოთეკური შეთავაზება- „ჩემი პირველი სახლი“ (R)საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, იპოთეკურ სესხზე ახალი აქციის დაწყების შესახებ განაცხადა. ის, ვინც 2019 წლის 20 მაისიდან ისარგებლებს საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით, ჩაერთვება აქციაში - „ჩემი პირველი სახლი“. აქციის ფარგლებში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი ლარის ვალუტაში იქნება 7% (2 წელი ფიქსირებული), ეფექტური 8.77%-დან. საქართველოს ბანკის ახალი, ყველაზე დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხით შეუძლია ისარგებლოს ყველამ, ვინც პირველად იძენს საცხოვრებელ უძრავ ქონებას. ვისაც აქვს სურვილი, სწორედ ახალი აქციის ფარგლებში შეიძინოს ბინა, აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს საკუთარი ბინა ყოველთვიური ქირის ფასად და დაივიწყოს კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებული დისკომფორტი. აქციის და იპოთეკური სესხის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge ან დაუკავშირდით საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრს: 0322444444 ... ...
  • გუგლი ჰუავეის ანდროიდის მოხმარებას უზღუდავსგუგლმა ჰუავეის ანდროიდის გამოყენება შეუზღუდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჰუავეის ახალი დიზაინის სმარტფონებს გუგლის აპლიკაციების ისეთ ნაწილზე არ ექნება წვდომა,  როგორიცაა იუთუბი და გუგლ მეპი. აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის მიერ ჰუავეის იმ კომპანიების სიაში დამატებას მოჰყვა, რომლბსაც არ შეუძლით ამერიკულ ფირმებთან ვაჭრობა მთავრობის ნებართვის გარეშე. როგორც ცნობილია, ჰუავეის ახალი მოდელი წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს. ჰუავეიში აცხადებენ, რომ აღნიშნულ აკრძალვას ელოდებოდნენ. ცნობისთვის, რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩინეთი კომპანიას თვალთვალისთვის იყენებს, თუმცა, ჰუავეი ბრალდებას ... ...
  • საქართველოს ბანკმა საფრანგეთის მსხვილი სტუდენტური გაერთიანების წევრებს უმასპინძლა (R)საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი, კერძო სტუდენტური გაერთიანების, Olivaint-ის კონფერენციის 33-კაციან დელეგაციას  უმასპინძლა. Olivaint Conference ეს არის 1874 წელს დაარსებული ერთგვარი პლატფორმა თავისუფალი დისკუსიითვის საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში განვითარებულ და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მსოფლიოს ლიდერებთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან. კონფერენციის მიზანია, ორგანიზაციის წევრების, რომლებიც არიან წარმატებული მენეჯერები, ცნობილი ხელოვანები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, პედაგოგები, იურისტები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით, ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.კონფერენციის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს შეხვდნენ.  შეხვედრაზე სტუმრებმა მიიღეს მნიშველოვანი ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და  მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.  „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა Olivaint Conference-ის წევრებს უმასპინძლა. ჩვენთვის დიდი პატივია, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს, მისი ეკონომიკური შესაძლებლობები და საინვესტიციო მიმზიდველობა, თუ რამდენად მარტივია ბიზნესის კეთება საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ბანკის როლზე, ჩვენს მიზანზე, მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ“ _ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.                                                                                                                                        ინფორმაციისთვის, სხვადასხვა წლებში Olivaint Conference-ის ალუმნები იყვნენ: საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი-რობერტ შუმანი; საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-ლორან ფაბიუსი; ევროპარლამენტის ყოფილი წევრი- ჟან ლუი ბურლენჟი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოფილი პრეზიდენტი- ჟაკ ატალი და ა.შ. ... ...
  • "გურიას" მოსყიდული ფეხბურთელები _ ვინ და რატომ დააკავა სუს-მა (ვიდეო)სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე  8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ორგანიზატორები  ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ.,  საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები  რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“  ფეხბურთელები  ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. 2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურია“-ს მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „თბილისის მერანსა“ და საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს. ანალოგიურად,  2019 წლის 19 მაისს,  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს. ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი", _ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ... ...
  • გვარამია: მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის"მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი და ყველა დროის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი (ზვიად გამსახურდია მაინც უფრო ეროვნული მოღვაწე იყო, როგორც ილია, და ქვეყნისთვისთვის თავისუფლების მომტანი|", _  წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით სააკაშვილი "ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი და პოლიტიკური იდეების მთავარი (თუ ერთადერთი არა) გენერატორია" "შეუძლებელია, ის არ დაბრუნდეს საქართველოში და სრულფასოვნად არ ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის არ არის ბელადი, რაც არ უნდა ეცადნონ მისგან ამის ძერწვას გინდა ივანიშვილი, გინდა ჩემი მეგობარი ქვეყნის პატრიოტებიც კი, რომელბსაც ის სწორედ ამ ბელადობის გამო არ მოწონთ. ის არ არის ბელადი, მაგრამ მისგან ბელადს აკეთებს ორი ძალა: მისი მტერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოყვარე მიშისტ-სექტანტები, რომლებიც მას, როგორც ჰიპერთანამედროვე დასავლელ ლიდერს კი არ მიყვებიან, არამედ, როგორც სექტის ხელმძღვანელს ან, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დასაქმების და თანამდებობის დაკავების მოსურნეები. ხოდა, მეგობრებო, მე, ნიკა გვარამიას, ნამდვილად არ მსურს იმ სექტანტების და კარიერისტების ხელისუფლებაში მოსვლა, ვისაც რ2 მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სურთ, ხოლო საკუთარი თავისთვის რეალტივიზე ოცნებობენ. მე, ნიკა გვარამია, არ ვგულშემატკივრობ ამგვარ ხალხს, მე არ ვარ მათი თანამოაზრე და არც მათი სიტუაციური მოკავშირეობა მსურს. მე, ნიკა გვარამია, არასდროს შევუწყობ ხელს მათ ხელისუფლებაში მოსვლას. რეალტივიელბის და სექტანტების ადგილი თანამედროვე საქართველოს ხელისუფლებაში არ არის. ეს რეგრესული ხალხი ვერ მოიტანს პროგრესს. მათთან არასდროს არ მივა არც ერთი ახალი და საინტერესო პროფესიონალი. ეს კარიერისტები და ბრმადმორწმუნეები ვერასდროს ვერ გაამარჯვებინებენ იგივე მიხეილ სააკაშვილს და მუდმივად ამყოფებენ მას საკუთარი ბრმა მსახურების მძევლობაში. ეს ჩემი მყარი პოზიციაა. მე მჯერა ქვეყნის უკეთესი მომავალის, მე ვიბრძოლებ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, მე ყველაფერს ვიზამ, რომ თანამედროვე საქართველოს შემქმნელმა სააკაშვილმა დამსახურებული ადგილი დაიკავოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოს ტერიტორიაზე. მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის და არა ბელადი მიშასთვის" _ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...