გურული კურიოზები 21.04.2011

ა კიდო

გურული კურიოზები 21.04.2011

1 იან. 1970, 04:00:00

ჯემალ ჭკუასელი

თქვენი სიძე რომ ვარ!

ერთ-ერთი უცხოურ გასტროლზე, კონცერტიდან დაღლილები სასტუმროში ვბრუნდებოდით. ავტობუსში მოწყენილობა იყო. ამ დროს გიდის ადგილას ჩემი სიძე ვანიჩქა ჩამოჯდა. ვიფიქრე, ცოტას გავმხიარულდებით,-თქვა და ყველას გასაგონად დავიწყე:

_ ჩემი საქმე ვერაა მთლად კარგად, ხალხო.

_ რატომ, ბატონო ჯემალ? _ პასუხის მოლოდინში ავტობუსი გამოცოცხლდა.

_ ჩემი ერთადერთი ქალიშვილის ქმარი ვანიჩქაა.

_ აუჰ! _ "შემიცოდეს".

მხარდაჭერით გათამამებულმა გავაგრძელე:

_ თან გურულია.

_ უკეთესი რა გინდა? _ მასიამოვნეს.

_ კი მარა, ქუთაისშია დაბადებული.

_ ხოო, რას იზამ, _ შეწუხდა ავტობუსი.

_ მამამისი პირიქით _ გურიაშია დაბადებული და ქუთაისში გაზრდილი.

_ მაგას რა ჯობია, _ თავი ამოყვეს ქუთაისელებმა.

_ დედამისი სამეგრელოდან გახლავთ.

_ ხოხ, სასტაული _ გაუხარდათ მეგრელებს.

_ ყველაფერს გავუძლებდი, მაგრამ იმისთანა უბანშია გაზრდილი და ვის რას უხიმანდრებს, კაციშვილმა არ იცის. ასეთი მარცხიანი კაცი, ჩემი სიძე რომაა, არ გეცოდებით?

_ ძალიან, ძალიან, _ გამხიარულდა ავტობუსი

_ კიდევ რა უბედურება გჭირს, ბიჭო? _ პირდაპირ მივმართე ჩემს გასუსულ სიძეს.

_ თქვენი სიძე რომ ვარ, ამაზე მეტი უბედურება რა უნდა მჭირდეს? _ არ დაიბნა ვანიჩქა და ახითხითებულ ავტობუსს თავმომწონედ გადახედა.

 

რაცხა იმფერი გეყიდა!

ჩემი კაი მეზობელი როლანდი, ერთხელ, სატვირთო მანქანიდან გადმოხტომისას ნიშნობის ბეჭედით გამოედო ძარას და არათითი ძირში წაიწყვიტა. ბეჭედი სიმამრის ნაჩუქარი იყო.

როცა ეს ამბავი სიმამრმა გაიგო, შეწუხდა და მეუღლეს შესჩივლა: _ ქალო, როლანდიამ ჩემი ნაჩუქარი ბეჭდის გამოისობით თითი დაკარგა მანქანიდან ჩამოხტომისას.

_ შენ მეისპე, შენ! ბედი არ გინდა?! _ შეიცხადა ცოლმა, _ შენ ხომ არ იცი, როდის რა უნდა ქნა. რაცხა იმისთანა გეყიდა სიძიზა, კისერზე რომ წამოეცვა, დავისვენებდით ქე მაინც პაწას!

 

ინკოგნიტო ავტორები

ბედიც ასეთი უნდა

ეს ამბავი გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში, თბილისში მოხდა. მოგეხსენებათ, მაშინ რა დრო იყო _ ღამღამობით ხალხი ქუჩაში არ დადიოდა, მანქანებიც იშვიათად მოძრაობდა. ჰოდა, ასეთ დროს მე და ჩემი ორი მეგობარი დაბადების დღეზე ვიყავით. საკმაოდ გვიან დავამთავრეთ ქეიფი და გამოვედით ქუჩაში. მაშინ ღამით ტაქსიც არ დადიოდა. სხვა გზა არ გქონდა, გაუყევით ფეხით. ქუჩა სრულიად ცარიელი იყო, არც ხალხი ჩანდა, არც მანქანები. საკმაოდ მთვრალები ვიყავით და შუა ქუჩაში მივდიოდით, თეთრ ხაზზე. ამ დროს ქუჩაზე მანქანა გამოჩნდა. ისიც ჩვენსავით შუა ქუჩაში მოდიოდა. ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა: "მოდი, ტროტუარზე გადავიდეთ, თორემ ეს მანქანა დაგვეჯახებაო." ჩვენ გავჯიუტდით: "თვითონ მოგვერიდებაო" და გავაგრძელეთ შუა გზაზე სიარული. ჩვენი მეგობარი გაიქცა და ტროტუარზე გადავიდა.

ეტყობა, მძღოლმა ფარების შუქზე შორიდან ვერ დაგვინახა და უკვე საკმაოდ ახლო მოსულმა შეგვამჩნია. რომ აგვრიდებოდა და არ დაგვჯახებოდა, ტროტუარზე გადავიდა და... იქ, ათიოდ წამის წინ გადასულ, ჩვენ მეგობარს დაეჯახა. საბედნიეროდ, იოლად გადარჩა.

 

თავისი "ხოდით" სასაკლაოზე...

ძროხამ ეზოში ვედროთი სალიარი ნახა და დალია. ცუდად რომ გახდა, პატრონმა მეზობელს ჰკითხა, სალიარო დალია და რა უნდა ვქნათო? მეზობელმა ურჩია, ზეთი დაალევინეთო!!!

დაალევინეს ძროხას ზეთი, მაგრამ მაინც ცუდადაა, კვდება!!!

ბოლოს ვეტექიმი გამოიძახეს. ეს კაცი მაგარი ხუმარა იყო. რომ მოვიდა, იკითხა, რა მოუვიდაო?

_ სალიარი დალია 10 ლიტრი, მერე 2 ლიტრი ზეთი დავალევინეთ და მაინც კვდება, გვიშველე რამე, _ თხოვეს.

_ სალიარი ჩაგისხამთ, ზეთი ჩაგისხამთ და მე რას მიძახდით? დაადგით ბარემ "რული" და მისი "ხოდით" წეიყვანეთ "ბოინზე", _ ურჩია ვეტექიმმა.

 

"სიძე-პატარძალი"

ნამდვილი ამბავია. თბილისელი და სვანი მაგარი ძმაკაცები გახდებიან. სვანი დაპატიჟებს თბილისელს თავისთან. როცა მიდიან, გზაში სვანი ეუბნება თბილისელს, თუ ძმობაა, ძმობა იყოს _ შენი ძმობა უნდა დამიმტკიცო, თუ არა _ მოგკლავო.

თბილისელი გაიფიქრებს _ განა რა უნდა იყოსო ეგეთი ეს ძმობაო და დათანხმდება. ჩავლენ სვანეთში, აქეიფებს სვანი და ეუბნება: _ აი, რა მინდოდა შენგან _ ღამე ჩემ დასთან დაგაწვენ და იცოდე, ხელი არ უნდა ახლოო. თან შუაში ხმალს ჩაუდებს _ თუ რამეს იკადრებ, ამ ხმლით მოგაჭრი თავსაო.

დაწვება ეს თბილისელი და არ ასვენებს ეს გოგო, "ეჩალიჩება" და "ეჩალიჩება". ბოლოს ვეღარ მოითმენს ესეც და...

დილით ადგება, გული გახეთქვაზე აქვს. სვანი მიიპატიჟებს მაგიდათან. თბილისელი ნატრობს, იქნებ, არაფერი გაუგიაო.

_ ღვინო გინდა? _ ეკითხება სვანი.

_ მინდა! _ პასუხობს თბილისელი.

სვანი დაასხამს ღვინოს ჭიქაში და სახეში შეასხამს. წამოხტება თბილისელი, ჩაამტვრევს ფანჯარას, გადახტება და გაიქცევა.

გამოეკიდებიან სვანები, გაჩერდი, თორე გესვრითო. გაჩერდება თბილისელი და ეხვეწება სვანებს, ნუ მომკლავთ და ცოლად მოვიყვანო.

_ ვაა, სიძე შე ძველო, _ გადაეხვებიან სვანები და მთელი ღამე იქეიფებენ.

დილით წავა თბილისელი და წაიყვანს ცოლს. გზაში ურეკავს სვანი და ეუბნება: _ ეგ "პუტანკა" ქუთაისში ჩამოსვი და მეორედ არ თქვა _ სვანებმა ხუმრობა არ იციანო.

 

წყალწმინდაზე ნაყიდი იხვი

ეს ამბავი ერთ გურულს გადახდენია, ახლა თბილისში რომ ცხოვრობს. გურიიდან დაურეკეს, იხვია მაგრადო და მასაც რა უნდოდა მეტი _ შევიდა უფროსთან, ერთი კვირით თავი გაითავისუფლა და თანამშრომელთან ერთად ჩამოვიდა გურიაში. თან იქ დარჩენილ თანამშრომლებს დაჰპირდა, იმდენს მოვკლავთ, იხვის ენით გაგაძღებთო.

ერთი კვირა ინადირეს და მოკლეს... ძაღლი ნარბენი. რა ექნათ, წავიდნენ წყალწმინდაზე, 50-მდე იხვი იყიდეს და თბილისში წაიღეს.

გაიშალა სუფრა, მიდის სადღეგრძელოების სმა. უფროსი გახარებულია, აწი შვებულებაში ხალხს სანადიროდ თუ გავუშვებო. მათთან კიდევ ერთი გურული მუშაობდა და "მონადირეები" ასე დალოცა:

_ გაგიმარჯოთ, ღმერთმა ნადირობის ძალა მოგცეთ და აწი მაინც ისე არ წაგახდინოთ, იხვი წყალწმინდაზე გეყიდოთ, ძამა!




 ახალი ამბები
  • "საპოლიციო ოპერაციის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქეთ" _ ქარტიამედიასაშუალებების ნაწილმა დღეს პირდაპირ ეთერში აჩვენა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის” ფილიალში მიმდინარე საპოლიციო ოპერაცია. სიუჟეტებში ჩანდა პოლიციელთა გადადგილება, შეიარაღება, ასევე მძევლები, რომელთა სიცოცხლეც ბანკში შეჭრილი პირების მხრიდან საფრთხის ქვეშაა. კარგად გვესმის, რომ ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მაგრამ ასევე დიდია თითოეული ჟურნალისტის და პროდიუსერის პასუხისმგებლობაც, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება.მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობით: არ შეექმნას საფრთხე ადამიანებს; არ შეეშალოს ხელი საპოლიციო ოპერაციებს; არ მიეწოდოს დამნაშავეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას და გაიაზრონ ის შედეგები, რაც შესაძლოა, გადაცემული კადრებისა და ინფორმაციის გამო ... ...
  • ვმოქმედებთ შსს-ს მითითებებით - "საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებსზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ისინი შსს-ს მითითებების შესაბამისად მოქმედებენ: ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს - აცხადებენ ბანკში შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე საათია, ზუგდიდის ცენტრში მდებარე საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც 19 მძევალი ჰყავს აყვანილი. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიებს ითხოვს. თავდამსხმელი შსს-ს მოუწოდებს პერიმეტრიდან გაიყვანოს სპეცრაზმი და ამისთვის მან უწყებას 2-საათიანი ვადაც ... ...
  • შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნაშსს-ში რამდენიმე წუთში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. ბრიფინგის თემა ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებია, სადაც ბანკში შეჭრილ შეიარაღებულ თავდამსხმელს 19 მძევალი ჰყავს ... ...
  • რა ხდება ბანკში, სადაც შეიარაღებული პირები არიან - ფოტო ადგილიდანრამდენიმე საათია ზუგდიდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. არსებული ინფორმაციით, აყვანილი ჰყავთ მძევლები.  გურია ნიუსი გთავაზობთ ფოტოს ადგილიდან, რა ხდება ბანკში, სადაც შეირაღაებული პირები ... ...
  • მზად ვარ, ჩავენაცვლო მძევლებს – უგულავა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მზადაა, ზუგდიდში, ბანკში დარჩენილ მძევლებს ჩაენაცვლოს. „მთავარ არხთან“ საუბარში გიგი უგულავამ, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფება, თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ბანკში ახლა 3 მძევალია დარჩენილი და განაცხადა: „თუ ახლა გამტაცებელი გვისმენს … თუ ხმაური სჭირდება, — თუ რა სჭირდება, უცნობია, — ჯობია, დეპუტატობის კანდიდატი ჰყავდეს მძევლად და მე მზად ვარ, — თუ ამის შესაძლებლობა არის და ორმხრივი თანხმობა, — მზად ვარ, ჩავენაცვლო დარჩენილ მძევლებს“. „დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და მშვიდობიანად. და ვაცადოთ ამ ხალხს“, – განაცხადა მანამდე გახარიამ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა და მძევლები ჰყავთ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...