გურული კურიოზები 07.05.2011

ა კიდო

გურული კურიოზები 07.05.2011

2011 ნოე 17 07:14:07

დიოგენა კანტია

რეიზა მინდა დეპუტატობა?

ბიჯო, გადამრევთ თქვენ მე! კაციშვილი არ მეკითხება რეიზა მინდა ჭადი, ლობიო, ტანზე ან ფეხზე... ერთი წამოგცდება კაცს, დეპუტატობა მინდაო და წაგესევა ქვეყანა. ვინც თლათ უტუხია, იგი პირდაპირ შეგასკდება პირში, დეპუტატობა რაში გჭირიაო? უფრო მორიდებულები კი ქე ტლიკინობენ ერთმანეთში _ ფულის შონა უნდაო; ცხენის კაჭკიდან "ემადინზე" გადაჯდებაო; შვილებს საზღვარგარეთ ასწავლისო; მამამისის დატიებულ გუუწყობელ სახლს ევრორემონტს ჩუუტარებსო და ა.შ... გლახაა მერე მაი?!

რავა, პაწე მეც არ უნდა გამევიხედო თვალში? მე შენ გეტყვი, სესიის დროს, მაგიდაზე თავჩამოდობილ ძილს ვერ შევძლებ თუ რაი?! იგი კი არა, რაც მე ყანაში თოხის ტარზე ნიკაპჩამოდობილს მიძინია, რბილ სკამზე რავა უნდა გამიჭირდეს?! თუ გავკუჭდები და შიმშილობაზე მიდგება საქმე, თლათ უკეთესი _ მაინც ტყულა ვშიმშილობ ამდენი ხანია და საქმეში ჩამეთვლება, თანაც, ამიზა ცაი და ქვეყანა შეწუხდება. ამომრჩეველი ან შენაპირები გადამცილდება გულზე და ასეა ალბათ საჭირო _ თქვენ მე ამირჩიეთ და არც გულმავიწყობას ვუჩივი, თუ დამჭირდა! მერე გამახსენდებით, როცა ამის დრო მოვა...

სხვაზე ნაკლები რაით ვარ?! არა, თქვენ ნამდვილად გადამრევთ _ დაგიჩემებიენ, მდიდარი კაცი ევირჩიოთ, ფული აქ და მოგვეხმარებაო. შე აბდალა, იმ კაცს თუ აქ რამე, შენდა იშონა თუ იცი?! ანდა, მდიდარს რაღა უნდა საკრებულოში, აგერ გაჭირვებულს შემაწიე ხმაი, თუ შეგიძლია!

მაინც არ გეყურება ქართული და ახლა ავტორიტეტებს დუუწყე ძებნა. გეიგონე _ ავტორიტეტები "კუტუზკაში" ზილარიან დღეს და მერე მეორეც _ ვინ შეგაწია, თუ ძმა ხარ, საკუთარი ავტორიტეტი? რავა, მის დროზე პაწე ამბავის დათენება შეეძლოთ თუ?!

მაინც თუ ვერ გაგაგებიე, რეიზა მინდა დეპუტატობა, უფრო დაწვრილებით მოგიყობი. დამაყურე აგერ და ჩაგიდობ თავში _ (მეტი არ აგიდგათ გვერდები, მარა მაინც) ხომ უნდა ამომიღამდეს თვალები თქვენზე ფიქრში?! ხომ უნდა მომენატროთ და ხომ უნდა განვიცადო, ოთხ წელიწადში ერთხელ თქვენთან შეხვედრის საამო ჟრუანტელი და სიხარული?! თუკი რამეს ვიშონი, ხალხს ხომ უნდა დარჩეს იგი, თქვენზე ზრუნვით განაწამები რომ დავეცემი ბრძოლის ველზე, საქართველოს მტრებთან უთანასწორო ბრძოლაში?! "მონტე კარლოში", ქინძმარში ჩაწყობილი ზუთხით, ასეტრინისა და სუკის მწვადებით გაწყობილ სუფრას რომ მივუჯდები, ხომ უნდა მომადგეს კურცხალი თვალზე გაჭირვებული კაცის დღეგრძელობისას?!

ა, ამიზა მინდა დეპუტატობა და იმ დღეს, ფარდაჩამოფარებულ შემოდოშნილში რომ შეხვალ, არ დამებნე, ჩემი ძამია თუ ხარ! კარგად გაშალე და ნამეტარი ინტერესით წეიკითხე საარჩევნო ბიულეტენი. თუ ვიქენი ჩამონათვალში ხომ კაი, კი ვიცი არ დამაღალატებ და ბიულეტენიზა ტელეფონით სურათის გადაღებას აღარ გთხოვ. ვინიცობაა, არ დარჩა ჩემი სახელი და გვარი სიაში, მაშინ ქე შემოხაზე, ვინცხა გულმა გითხრას იგი...

თვარა, ჩემი იღბალის ამბავი რომ ვიცი, ანტისაარჩევნო აგიტაცია დამბრალდება და იქეთ მექნება არჩევანი გასაკეთებელი _ სახელმწიფო ხარჯით ევიყვანო ადვოკატი თუ ვინცხა კერძო ვექილს ვეღრიჭო, პაწა იაფად დამიცავი,-თქვა!!!

 

მაყარი

ჭიქა ღვინოზე ყვება გივია თავის თავგადასავალს: _ სად არ ვყოფილვარ, ბიძია, რა არ გადამხდენია თავს, მაგრამ იმისთანა გასაჭირი არ მქონია, სამეგრელოში სტუმრობისას რომ დამემართა. ჩემდა სიკვდილად, მეზობელი შემომიჩნდა, გოგო გავათხოვე აბაშაში და მაყრად გამომყევიო. გავყევი. ქალები ცალკე ისხდნენ "სეფაში", კაცები _ ცალკე. თამადა პირდაპირ ჩემთან, როგორც პირველ მაყართან გადმოდიოდა ალავერდს და სამი თვალებდაქაჩული მეგრელი მადგა თავზე, ღვინო რომ არ მომეპარა. ბოლოს, თამადა რომ წაასვენეს, ხონჩის წამოსაღებად უშველებელ ყანწს წავეპოტინე, მარა დავლიე თუ ვერა, მაგი აღარ მახსოვს...

პატარა აზრზე რომ მოვედი, მასპინძლის მეზობლისას ვიწექი, იმფერ გაკრახმალებულ ქვეშაგებელში, რომ ჩიხოლზე კინაღამ წავახიე ნიკაპი. ღამეა ჯერ კიდევ, გათენებას არ აპირებს. ნაღვინევზე, უკაცრავად პასუხია და გარეთ მინდა გასვლა. შემაწუხა ნამეტარი ამდენმა სითხემ...

აუჰ, გლახათაა საქმე _ ვწრიალობ, ვბრუნავ და ვერაფრისდიდებით ლოგინიდან ვერ ჩამოვდივარ. რომელ მხარესაც არ მივადექი, ფეხი ვერ ჩამოვდგი ძირს. სად წევიდე ახლა, სირცხვილს ხომ არ ვჭამ?! ცივი ოფლი მასხამს და კაი ჩარლსტონის მოცეკვავესავით ვასვარსვალებ ფეხებს. რაი მერე?! ვერ გადმოვდივარ ლოგინიდან...

ასე წამებაში გავათენე იგი ღამე და რავარც იქნა გათენდა... გათენდა და რა ნახა ჩემმა თვალებმა _ "პოლზე" გოუშლიათ ლოგინი და ძირს რაფერ ჩამევიდოდი?!

 

ტელევიზორების მოხელე

თავსხმა წვიმაა. ზუსტად ისეთი, ჩვენში რომ იცის ოქტომბრის მიწურულს და ძაღლი არ გეიგდება გარეთ. ამ წვიმამ თუ დააკავა ზაზა გოგუაძე შინ, თუ არა, კაი ამინდში რავა გაჩერდება სახლში. ზაზა კია სახლში, მარა კარპეზომ დაიძახა ჭიშკართან. ნერვებმოშლილი იყო _ ტელევიზორი გამიფუჭდა და ამ ამინდში რა გინდა რომ ქნაო?!

გოგუაძე რაცხა მაკვარანცხია, ყველამ იცის. ჰოდა, ღელეს გაღმა, ოთარა კერესელიძესთან გაუშვა კარპეზო _ არ ამჟღავნებს თუ არა, მაგისთანა ტელევიზორის მოხელე მეორე არ დადის გურიაში. მე რომ მიგასწავლე ნუ ეტყვი და უარით არ გამოგიშვებსო. გაუხარდა კარპეზოს, "კურტკა" წამოიხურა თავზე და წავიდა...

ალბათ, ოთარას ეხვეწებოდა უკვე, ტელევიზორი გამიკეთეო, ზაზას ჭიშკართან გია იმედაიშვილმა რომ დაიძახა. სახლში შევიდა თუ არა, დაიწუწუნა _ ტელევიზორი გამიფუჭდაო...

ამისთანა შანსს გაუშვებდა ზაზა ხელიდან?! _ ეგერ არაა ოთარა კერესელიძე, ჩემდა ნათქვამად ნუ იტყვი და ტელევიზორების მამააო! _ დამოძღვრა გია.

ოთარიდან წამოსული კარპეზო და ოთარისთან მიმავალი გია გზაში შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ისე წვიმდა, გაჩერება, მინიმუმ, ფილტვების ანთებას უდრიდა, ამიტომაც მონდურავებივით გამოულაპარაკებლად აუარეს ერთმანეთს გვერდი.

ოთარიმ კარპეზო ძლივს დააჯერა, რომ ტელევიზორის არაფერი გაეგებოდა და გაისტუმრა. "ვადალაზივით" დასველდა, ის იყო ტანსაცმელი გამოიცვალა და გიამაც დაიძახა ჭიშკართან. ისევ გავიდა წვიმაში ოთარი.

_ ოთარი ბიძია, არ გამაწბილო და ტელევიზორი უნდა გამიკეთო... _ შეხვეწებით კი შეეხვეწა გია, მარა მერე პირდაფჩენილი უყურებდა ოთარის გადელებას და თქრიალით ჩადიოდა წვიმის წყალი ხახაში...

მიხვდა ოთარიც, თუ ვისი გაგზავნილი იყო კლიენტები, საკუთარი "ბალკონიდან" დაუძახა და ღელის გაღმიდან კარგად "მოიკითხა" გოგუაძე...

 

გურამ კუკულაძე

კუკურა!

სინიორ რობიზონს მის წასაყვანად მისული გემის დანახვა არ გაუხარდებოდა ისე, როგორც ქუჩებში გამოფენილმა პროვინციელებმა გაიხარეს ყველა ფეხის ნაბიჯზე აწებებული აფიშების ხილვით _ მაცდურად გაფორმებული ფერადი აფიშები იუწყებოდნენ, რომ ათი დღის შემდეგ ქალაქში დაიწყებოდა ცნობილი ზოოლოგიური ცირკის გასტროლები. ასეთ სიამოვნებას დანატრებულმა ხალხმა თავიდანვე დაიჭირა თადარიგი. გამოჩნდნენ ენთუზიასტებიც, რომლებმაც ცირკისთვის საჭირო მოედნის მოწყობა ითავეს. იმის შიშით, რომ ვაითუ მშობლებმა ცირკში არ წაგვიყვანონო, ბავშვებმა სწავლას და ბეჯითობას უმატეს.

საზრუნავი და საფიქრალი მოემატა კუკურას, შვიდი შვილიშვილის ბაბუას. არა, დროისა და ფინანსების პრობლემა ნამდვილად არ აწუხებს, მისთვის ყოველდღე ცირკში სიარულია პრობლემა. იცის შვილიშვილების ზნე და იმიტომ. ხანდახან მეუღლეც შემენაცვლებაო, ფიქრობს კუკურა, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, შვილიშვილების ხათრით ყოველდღე კი არა, დღეში ორჯერ ივლის ცირკში, იმათ შემოევლოს მზრუნველი ბაბუა. არადა, ზოოლოგიური ცირკი რას ნიშნავს, ეს ვერ გაურკვევია ბევრის მომსწრე კუკურას. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ბავშვებმა გაიხარონ.

აუარება ხალხი მიაწყდა სახელდახელოდ მოწყობილ, ე.წ. ცირკს. უკვირდა კუკურას, ამდენი ხალხი თუ ცხოვრობდა ამ პატარა ქალაქში, ვერც წარმოედგინა. სამ დღეს გაუძლო ბავშვების კაპრიზებს, მეოთხე დღეს კი სამსახურში წასვლა მოიმიზეზა და ონავრები მეუღლეს გადაულოცა.

ხალხი თავიდანვე მიხვდა, რომ ლამაზად გაფორმებული აფიშები სატყუარა იყო და ეშმაკმა საქმოსნებმა ცირკის ნაცვლად ჩვეულებრივი ზოოპარკი ჩამოიყვანეს. სანახაობას მოწყურებული ბავშვებისათვის ესეც დიდი საქმე იყო და სეანსზე კუკურას მოუსვლელობას ცირკის შემოსავლისთვის არავითარი ზიანი არ მიუყენებია.

სამაგიეროდ, კუკურას მიადგა ზიანი ცირკის ჩამოსვლიდან სწორედ იმ ავადსახსენებელ მეოთხე დღეს _ თანამშრომლებთან ლაზღანდარობდა, როცა მის ჭიშკარს ბარბაცით მიადგა უახლოესი მეგობარი კოწია. იგი მთელ ქალაქში ცნობილი იყო თავისი ყიამყრალობით, ხოლო მთვრალი კოწიას ატანა მხოლოდ კუკურას შეეძლო.

_ კუკურა! კუკურა! _ ჩახლეჩილი ხმით დაიძახა სტუმარმა.

ხმა არავინ გასცა. კოწია იქვე ქვაზე ჩამოჯდა, ხანგამოშვებით თუ დაიძახებდა, მაგრამ უშედეგოდ. მოწყინდა ამდენი ლოდინი. ბოლოს იფიქრა, ერთს კიდევ დავუძახებო, წამოდგა, ღობეს მიეყრდნო და დაიძახა:

_ კუკურა! კუკურა! შენი... _ და განაწყენებული, გინებ-გინებით გაბრუნდა უკან.

სულ არ ჩქარობდა კუკურა სახლში დაბრუნებას. არც იჩქარებდა, შიმშილს რომ არ შეეწუხებინა. ლუკმა გადაყლაპულიც არ ჰქონდა, ჭიშკრის მხრიდან ძახილი რომ შემოესმა:

_ კუკურა! კუკურა!

რა დროს სტუმარიაო, გაიფიქრა და უხალისოდ გაიხედა ღია ფანჯრისკენ. ჭიშკართან არავინ არ იყო. ალბათ, მომესმა, _ დაიმშვიდა გული კუკურამ და სადილს მიუბრუნდა.

ძახილი ყოველ ხუთ წუთში მეორდებოდა. კუკურას ნერვები დაეჭიმა: _ რა მემართება? ჭკუიდან ხომ არ გადავდივარ? ასე არ შეიძლება. ხვალ ექიმთან უნდა წავიდე და ჩემს თავს მივხედო, თუ არა გიჟი კუკურა ვის უნდა?! _ თავის ჯანმრთელობაში ეჭვი შეეპარა. სადილი უგემურად ჩაათავა და სუფრის ალაგებას შეუდგა...

_ კუკურა! კუკურა! შენი...

ახლა შიშმა შეიპყრო კუკურა, თოფს ხელი მოავლო და თავისი ეზოს ყოველი კუნჭული გულმოდგინედ დაათვალიერა. საეჭვო ვერაფერი შენიშნა. სახლისკენ გაბრუნდა. ალვის ხის კენწეროზე უცხო ფრინველი დაიანახა. მონადირის მიძინებულმა სულმა გაიღვიძა, დაუმიზნა და... სროლის ხმაზე უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი ფრინველის ვინაობა და სადაურობა უცნობი დარჩა.

მთელი ღამე ფიქრში გაატარა კუკურამ. ცოტათი დამშვიდდა. არც ეს ნერვებისმომშლელი ძახილი ჩაესმის, მაგრამ ექიმს მაინც უნდა ეჩვენოს. მართალია, მის თვალებს ძილი არ გაკარებია, მაგრამ ლოგინიდან ადგომას მაინც არ ჩქარობდა. ბოლოს, როგორც იქნა წამოდგა, თავისი თავი წესრიგში მოიყვანა და ის იყო ექიმთან უნდა წასულიყო, რომ მეუღლემ წყევლა-წყევლით ააფარა თვალებზე სასამართლოს გადაწყვეტილება: "ზოოლოგიურ ცირკზე მიყენებული ზარალისთვის, მოქალაქე კუკური თოფაძე დაჯარიმებულია 300 (სამასი) მანეთით".

უცხო ფრინველი, ზოოლოგიური ცირკის წამყვანი "მსახიობი", მოლაპარაკე თუთუყუში აღმოჩნდა.

კუკურამ შვებით ამოისუნთქა.

 

ნამდვილი ამბები

თანამშრომლის დაბადების დღეზე ვიყავით მიწვეულები. მაგიდას მივუჯექით, ერთმა სტუმარმა მჭადის ნატეხი გადმოიღო, მაგრამ ვეღარ შეჭამა, რადგან მასში თმის მოზრდილი ღერი შენიშნა. შეამჩნია ოჯახის დიასახლისმა და უთხრა: _ არ შეგეზიზღოს ძამია, თავი სუფთა მაქვს, წუხელი დევიბანეო.

მეზობლის ქალს აქვს წისქვილი და ყველა მეზობელს საფქვავი მასთან მიგვაქვს. მეზობელმა მამაკაცმა მიიტანა საფქვავი, რომელიც დანესტილი ყოფილა და წისქვილი გაიჭედა. მან ქალს საყვედური უთხრა: ფეხი თუ აუწიეო (იგულისხმა წისქვილის ფეხი). ფეხის აწევას ვერავინ მასწავლის მეო, მიუგო მეწისქვილე ქალმა.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, პარტია„ქართული ოცნების“ დეპუტატები შეიკრიბნენ. როგორც აქ თქვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში,  პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. _ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს," ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აგრეთვე, საკრებულოს ქართული ოცნების თითოეული წევრი, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით 70 ოჯახს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოვამარაგებთ. ეს გახლავთ ის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებით გვჭირდება, _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. _ აქვე მსურს გამოვეხმაურო, ოზურგეთის მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატებს: საკრებულოს პოზიცია ცალსახაა, აღნიშნულ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. გამომდინარე იქედან რომ დანამატების გაცემა მერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამასთან ოზურგეთის მერი არ წარმოადგენს პარტია “ქართული ოცნების” გუნდს, დანამატების გაცემის საკითხი და ინფორმაცია ჩვენთან არ ყოფილა განხილული ან გაზიარებული. საკრებულოს უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მაღალი მოქლაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გამოჩენა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს!" - თქვა დავით ... ...
  • ექსპორტი ონლაინ: როგორ ეხმარება ევროკავშირი ადგილობრივ მეწარმეებს ახალი სავაჭრო პლატფორმით _ AGRODEALSAGRODEALS.NET ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში აგრო სექტორში ჩართული მხარეებისთვის შეიქმნა. აერთიანებს ფერმერებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, საცალოდ და ბითუმად მოვაჭრეებს, ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს, სასაწყობო მეურნეობებს და ყველა იმ ადამიანს - რომელსაც აგრო პროდუქტების წარმოება, შესყიდვა-გაყიდვის ბიზნეს ინტერესი აქვს. AGRODEALS.NET ეხმარება ყველა დაინტერესებულ მეწარმეს, იპოვნონ სამომავლო პარტნიორები საერთაშორისო ბაზარზე და გააუმჯოებსონ საკუთარი საქმიანობა. ონლაინ პლატფორმა შემუშავდა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში - „სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობის თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნით“, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ახორციელებს. პროექტის მენეჯერი, ნანა ქაშაკაშვილი, რომელიც ამავდროულად, GIPA-ს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ პროექტი დიდწილად დაეხმარება სასოფლო-სამეურნეო სფეროში ჩართულ ადამიანებს: ნინო ქაშაკაშვილი „საექსპორტო ბაზრის მოძიება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ფერმერებისა და მცირე მეწარმეების განვითარებისთვის. ონლაინ პლატფორმა სწორედ ამ მიზნით შეიქმნა, რომ ერთმანეთთან დააკავშიროს პოტენციური მყიდველი და გამყიდველი, დაეხმაროს დისტრიბუტორებსა და პროდუქტის მწარმოებლებს. მისი მიზანია, შექმანს თანამედროვე, მოქნილი ონლაინ გარემო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციას მოუყრის თავს და ხელმისაწვდომი იქნება ერთიან სივრცეში. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და შეუწყობს ხელს აგრო-ბიზნესის განვითარებას, რადგან ექსპორტი მცირე მეწარმეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“. როგორც ნანა აღნიშნავს, AGRODEALS.NET-ი დაინტერესებულ ადამიანებს ამ მიმართულებით ყველა საჭირო ინფორმაციას შესთავაზებს. საიტზე დარეგისტრირებულ მეწარმეებს დაეხმარება კომუნიკაციაში, რათა მათ მარტივად შეძლონ მათთვის საჭირო ბიზნეს პარტნიორების პოვნა, დაკავშირება და შეთანხმება. სერგო თურმანიძე პროექტის კოორდინატორი, სერგო თურმანიძე ამბობს, რომ ონლაინ პლატფორმა გამოსაყენებლად საკმაოდ მარტივია: „მეწარმეებს ონლაინ პლატფორმაზე პროდუქტის განსათავსებლად მხოლოდ რეგისტრაცია სჭირდებათ, რაც ორი გზითაა შესაძლებელი - ან თავად ვებგვერდზეა მოცემულ სარეგისტრაციო ფორმას შეავსებენ, ან უფრო მარტივად, სოციალური ქსელით, ფეისბუქით გაივლიან ავტორიზაციას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლატფორმა თავს მოუყრის ყველა საჭირო ინფორმაციას აგრო ბიზნესის შესახებ, რაც კიდევ უფრო გაზრდის ამ სფეროში ჩართული ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხს, მისცემს უამრავ შესაძლებლობას, სწრაფად აითვისონ ბაზარზე არსებული მოთხოვნები, გაეცნონ ტენდეციებს და გამოიყენონ სხვადსხვა პროგრამები თავიანთი შესაძლებლობების გასაზრდელად“.  ერთ-ერთი პირველი ქართველი მცირე მეწარმე, რომელიც AGRODEALS.NET-ზე დარეგისტრირდა, მეღვინე ქალი თამარ დიღმელიშვილია. თამარს კახეთში, გურჯაანის სოფელ შაშიანში საკუთარი მარანი აქვს _ „თამარის მარანი“. თამარი აქტიურადაა ჩართული ყველა იმ აქტივობაში, რაც მცირე მეწარმეებს განვითარების საშუალებას სთავაზობს. როგორც თვითონ გვიყვება, სწორედ ერთ-ერთ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობდა, სადაც ევროკავშირის პროექტისა და AGRODEALS.NET-ის მიზნების შესახებ შეიტყო. ამის შემდეგ, ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირდა და საკუთარი პროდუქციაც განათავსა. თამარმა მერვე  წელია, რაც საკუთარი ღვინის ბრენდი ,,თამარი” შექმნა, რომელსაც ასევე საკუთარ მარანში აყენებს. ,,თამარის “ ბრენდის ღვინო არაერთი საერთოშორისო ფესტივალის გამარჯვებულია: „ჩემი ღვინო წარმატებით სარგებლობს და აქვს რამდენიმე საერთაშორისო აღიარება, მოვიპოვეთ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, თუმცა წარმატების მიღწევა მცირე მეწარმეებისთვის, მით უფრო, მეღვინეობის სფეროში, ძალიან რთულია“. თამარი თქმით, თავიდან, კონკურენციის პირობებში, გაუჭირდა ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრება. თუმცა, მეღვინეობის საოჯახო ტრადიციის გაგრძელების სურვილი იყო ის, რის გამოც ბარიერებს შეეჭიდა. თამარ დიღმელაშვილი „გლეხის ოჯახში დავიბადე, მამაჩემისთვის, როგორც ძალიან ბევრი ქართველისთვის, ვაზი, ვენახი და ზოგადად, მეღვინეობა, არამარტო საქმიანობასთან, არამედ ტრადიციასთან ასოცირდებოდა. მე, პირადად, ხუთი წლიდან ვღებულობდი მონაწილეობას როგორც ვაზის მოვლის ოპერაციებში, ისე ყურძნის დაწურვისა და შენახვისას. უკვე მოგვიანებით, როცა მამა ასაკში შევიდა და მიხვდა, თავად აღარ შეეძლო, გაძღოლოდა მეღვინეობას, მაჩუქა ვაზის 10 რიგი, პატარა ვენახი და ანდერძად დამიტოვა სიტყვები, რომ ოჯახში მე უნდა გამეგრძელებინა მეღვინეობის ტრადიცია. ეს სიტყვები გახდა ის, რის შემდეგაც ვცდილობდი, შემენარჩუნებინა დანატოვარი და დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ გამეფართოვებინა“, _ გვიყვება თამარ დიღმელიშვილი და აღნიშნავს, რომ სწორედ ოჯახის ტრადიციის გაგრძელება გახდა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მცირე მეწარმეობა გადაწყვიტა. მამის დანატოვარი ვენახი მალევე გააფართოვა _ შეიძინა მიწა, სადაც გააშენა სხვადასხვა იშვიათი ვაზის ჯიში _ ქისი, ხიხვი და ასევე, ფრანგული ჯიშის ყურძენი _ შარდონე. ამბობს, რომ ის ერთადერთი მეღვინე ქალია საქართველოში, რომელიც შარდონეს ქვევრში აყენებს და დიდი მოწონებით სარგებლობს იმ ტურისტებშიც, რომლებიც ჩემს მის მარანს სეზონურად სტუმრობენ: ტურისტები თამარ დიღმელაშვილი მარანში „იმდენი შევძელი, რომ ჩემი ღვნისა და მარნის შესახებ საქართველოში გაეგოთ. ჩავერთე „ღვინის გზაშიც“. ეს გზა ჩემთვის რთული იყო იმიტომაც, რომ ქალი ვარ. მეღვინეობა მემკვიდრეობით, ჯერ კიდევ ვაჟზე გადადის. იშვიათად, თუ ამ სფეროში ქალი გადაწყვეტს ჩართვას. მეც, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ მამას ვაჟი არ ყავდა, შემთხვევით მხვდა წილად ამ ტრადიციის გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია გაძღოლა, მაინც ვფიქრობ, რომ წარმატებით გავართვი თავი“, _ გენდერული ბარიერის გარდა, თამარი იმ გამოწვევებზეც გვიყვება, რაც მცირე მეწარმეებისთვის ადგილობრივ ბაზარზე არსებობს და ამბობს, რომ ერთ-ერთი ასეთი მთავარი გამოწვევა მაღალი კონკურენციაა: „იქიდან გამომდინარე, რომ მეღვინეობა შემოსავლის წყაროს გარდა, ტრადიციაა და ძვირფასია მაცხოვრებლებისთვის, ძალიან ბევრი ადამიანი მიყვება ამ საქმიანობას. მაღალი კონკურენციის პიროებში, ფინანსებისა და სხვადასხვა გრანტის მოძიებაც ძალიან რთულია, არა და, საწყის ეტაპზე, ეს ძალიან საჭიროა. გარდა ამისა, კონკურენცია ღვინის ფასზეც მოქმედებს, რაც ძალიან დაბალ მოგებას იძლევა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გატანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა მცირე მეწარმეების გადასარჩენად“, _ ასე აფასებს მცირე ბიზნებისის პრობლემებს თამარ დიღმელიშვილი და ევროკავშირის მხარდაჭერილ საპილოტე პროექტზე ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე დიდ იმედებს ამყარებს: „როცა ამ პროექტის შესახებ შევიტყე, მიხვდი, რომ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამოჩნდა, საერთაშორისო ბაზარზე ჩემი ღვინის ექსპორტისთვის. საიტზე ძალიან მალევე დავრეგისტრირდი და მაქვს მოლოდინები, რომ ჩემს ბიზნეს ძალიან დაეხმარება. ექსპორტი არის გადარჩენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ონლაინ პლატფორმის საშუალებით გაცილებით მარტივდება საჭირო კონტაქტების მოძიება, უცხოელებიც მარტივად გპოულობენ, ინტერესდებიან შენით და შესაბამისად, გაყიდვებიც იზრდება. საერთაშორისო  ბაზარს მცირე მეწარმეებისთვის სტაბილურობის შექმნა შეუძლია. თანამშრომლობა მარტივია, რადგან კომპანიებს ზუსტად აქვთ გათვლილი თავიანთი საჭიროებები, ღვინის მწარმოებლებისთვის კი ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა, როცა წინასწარ იცის, როგორია მის პროდუქტზე მოთხოვნა. სტაბილური ურთიერთბა ბიზნესისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, _ აღნიშნავს თამარი. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერილი ონლაინ სავაჭრო პლატფორმა AGRODEALS.NET-ი მხოლოდ შავი ზღვის ქვეყნების ფერმერებსა თუ მეწარმეებს შეუძლიათ დარეგისტრირება, ვებგვერდით სარგებლობა და ონლაინ ვაჭრობა შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან დაინტერესებულ ადამიანს: „ქართველი ბულგარელი და რუმინელები უკვე რეგისტრირდებიან. ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც საკუთარი წარმოებული პროდუქციის ექსპორტის პოტენციალი აქვს. ეს საპილოტე პროექტი, დაეხმარება მეწარმეებს,  შექმნან მაღალი ხარისხის პრდუქცია, გაიტანონ ქვეყნის გარეთ და გაზარდონ მათი წარმოების მასშტაბები. პროექტის მიზნებიდან გამომდინარებ, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში აგრო-ბიზნეს სექტორში ჩართულ მხარეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია გაუმარტივდებათ და ასევე მარტივად შეძლებენ მათთვის საჭირო ბიზნეს პარტნიორების პოვნას, დაკავშირებასა და ერთანეთთან სავაჭრო შეთანხმებების მიღწევას“, _ აღნიშნავს სერგო თურმანიძე. გლობალური სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება კორონავირუსის პანდემას, AGRODEALS.NET გვერდში უდგას მეწარმეებს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. დამატებითი ინფრომაციისთვის ან რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.agrodeals.net, ასევე გაეცანით ვიდეორგოლს, იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა AGRODEALS.NET https://www.agrodeals.net/asset/intro-ka.mp4 სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.  ავტორი: თამარ ... ...
  • ნაცმოძრაობა ოზურგეთის მერს ადეკვატური ქმედებისკენ მოუწოდებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დარიგებულ ჯილდოებს ეხმაურება. „მსოფლიო პანდემიის პირობებში ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი და კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა, ვცდილობთ ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებების მინიმალიზებას,თუმცა ის, რაც დღეს ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსნების ქმედებებთან დაკავშირებით გაცხადდა, ვფიქრობთ, საზოგადოების მხრიდან უმწვავესი შეფასების საგანი უნდა გახდეს.  ენმ ოზურგეთის ორგანიზაცია  სამარცხვინოს და მეტიც, დანაშაულებრივს უწოდებს მერიაში პრემია-დანამატების დარიგების ფაქტს იმ ფონზე, როცა ქვეყანა ძვლივს უმკლავდება მის წინაშე არსებულ  უდიდეს გამოწვევას, როცა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა, როცა ფაქტობრივად, საარსებო მინიმუმსაც  კი ვერ იღებენ  ჩვენს მუნიციპალიტეტში დასაქმებული სწორედ ის ადამიანები, ვინც  რეალურად, ქუჩაში დგანან და პირისპირ იბრძვიან პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებალდ. მოვუწოდებთ ოზურგეთის მერს, ადეკვატური იყოს  მომხდართან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ქვეყნის პირველ პირებს,  განცხადების კეთებიდან  ქმედებებზე  გადავიდნენ და მყისიერი რეაგირება მოახდინონ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებულ  ყოვლად სამარცხვინო ქმედებაზე“,_ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 421 ფაქტი გამოავლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 3 აპრილის 21 საათიდან 4 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 180 მოქალაქე დააჯარიმეს. გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 72 მოქალაქე დააჯარიმა. 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. ... ...
  • “საკმაოდ მძიმე იქნება აპრილი, შესაძლოა მაისის პირველი ნახევარიც” – გამყრელიძე“საკმაოდ მძიმე იქნება აპრილი, შესაძლოა მაისის პირველი ნახევარიც”, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა “ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება.  გამოვიყენე  პრეკრიტიკული,  პრეკრიზისული, კრიტიკული, კრიზისული, სხვადასხვა ტერმინოლოგია. ისიც ვთქვი, დაახლოებით, ათი დღის წინ, რომ შევდივართ ამ სტადიაში, რომ ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება სამწუხაროდ, ეს თვე და შესაძლებელია კიდევ მაისიც, პირველი ნახევარი. ზრდა შემთხვევებისა  იქნება”, – ამბობს გამყრელიძე. მისი თქმით,  ქვეყანაში ყველაფერი კეთდება ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას კი მოუწოდებს სოციალური დისტანცირების წესები დაიცვან, რადგან მისი თქმით, ამ ბრძოლაში ეს პირველი იარაღია: “შეკავების ფაზა საქართველოში მაქისმალურად ასე ვთქვათ, გაიწელა, ჩვენ შევაკავეთ მაქსიმალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება. ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად. დაახლოებით მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის და ამ კვირის ბოლოს რასაც ვპროგნოზირებით იმაზე ოდნავ ცოტაც არის, ასევე ვპროგნოზირებთ მომავალი კვირის შემთხვევებს და ვნახოთ. მნისვნელოვანია დავიცვათ საგანგებო მდგოგომარეობა და თვითიზოლაცია. პირველი იარაღი ამ ბრძოლაში გახლავთ სოციალური დისტანცირება”, – განაცხადა ამირან ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...