გურული კურიოზები 23.06.2011

ა კიდო

გურული კურიოზები 23.06.2011

1 იან. 1970, 04:00:00
დიოგენა კანტია

ყანის პოლიტიკა

_ კიო ხომ არ ხარ, კირილე?! ერთი საათის უკან მიდიოდი ყანაში და დაამთავრე უკვე?! _ გავძახე შუკაში, მხარზე თოხგადადობილ კირილეს.

_ დამანებე, დიოგენა, თავი! დანა რომ გამომისვა კისერში, ერთი წვეთი სისხლი არ წამომივა, ისე მაქ გამშრალი! _ სულის მოსათქმელად ჩემს ჭიშკართან გადობილ მორზე ჩამოჯდა, თუთუნი გაახვია და იმხელა ნაფაზი დაარტყა, თვალები დაუელამდა.

რაღას ვიზამდი, დევიძარი მეც ჭიშკრისკენ:

_ ცივი წყალი ხომ არ გამოგიყოლიო?!

_ ცივი წყალი არა და სხვაი თუ გაქ რამე დასალევი, ქე წამეიღე, ისე მინდა გათიშვა, რომე დარიშხანსაც დავლევდი ახლა! _ ამეიხვნეშა კირილემ და ფიჟვა-მაგარაც ამოაყოლა.

სახლში ორწლიანი ძმრის მეტი არაფერი მეგულებოდა, ციხის ძმარს რომ უძახიან, იმფერი; იცოცხლე, ჭიქაში რომ გახედავდი, ჭიოდა მზესავით და თვალს მოგჭრიდა ფედოსიას გადგვიფინებული ქერქეტა რძალივით, მარა რად გინდა?! შხომპოლო იყო... ჰოდა, გადმოვუსხი ბოთლში და გავუტანე ჭიშკართან. დავუსხი და მივაწოდე. ერთი კი გამომხედა ეჭვით, მარა გულმა შემაწუხა და ვერ დავლევ,-მეთქი, _ შევაცოდე თავი. აბა იმას ხომ ვერ ვეტყოდი _ იმფერი სასირცხო ავადმყოფობა მჭირს არანაკლებ სასირცხო ადგილზე, აქანე არ ითქმებაო?!

_ ვინც გულიანი კაცია, იმას ტკივა გული, თვარა ყველა გოთვერანს უკანალი ტკივა... გაუმარჯოს გულიან კაცებს! _ რიხიანად თქვა კირილემ და ვიდრე მე გაბრაზება გადამივლიდა გადეიმხო ჩაის ჭიქა ყრონტში. ჯერ გალურჯდა, მერე გამწვანდა და პატარა სული რომ მეითქვა, რავარც იქნა, ამოიხროტინა:

_ მომკალი, ყაძახო?!

_ რა იყო, კირილე, აძმარებულა, ხომ?! დედა, მომკალით ვინცხამ, მეტი რომ არ მაქვს?! თუმცა, გადევირბენ, აგერ, ლევარსიასთან, სოდა ექნება და გამოვართმევ. უქენი ძმარს და დაუკარგავს გემოს, წახან დარიშხანის დალევას აპირებდი და მაგის ფონზე სოდიანი ძმარი შაქარყინულია!

არ ვიცი, მისი სახელი გეიგონა, არ ვიცი, ჩასაფრებული იყო და თავიდანვე გვიგდებდა ყურს, მარა დაფნებიდან ლევარსიამ გამოყო მისი ოღროჩოღრო თავი:

_ ჩემს ეზოშიც აღარ დამაყენოთ ახლა! რა სიკტილი გინდებლარიან?!

_ გაახაზირე დასალევი, დასაყოლებელი და გადმოი აგერ. რაცხა ფარცაკი ამბავია ამის თავს და შენისთანა ბრძენი კაცი თუ უსაშველებს! _ ისე ვუთხარი სასხვათაშორისოდ, იმედი არ მქონია მაინდამაინც, მარა, ეტყობა, ბრძენთან შედარება ესიამოვნა და ეგრევე გადმომაწოდა დაორთქლილი ჩარექა. გამოვართვი და მერეღა შევაპარე:

_ მისაყოლებელი?!

_ სარი წელზე! მეიცეთ პაწე და მუალ! _ სახლისკენ ქნა პირი ლევარსიამ. მალევე გამოჩნდა _ მჭადი, ყველი, პრასის მწნილი და სამი კეკალი ატამი ეჭირა ხელში.

გავშალეთ სუფრა და ის იყო საუბარი უნდა დაგვეწყო, რომ ფედოსიას რძალმა ამოიარა. ხო, ხო, ხო, ხო! მოქონდა ცაი და მიწა იმ ოჯახაშენებულს. კირილე მის მოშიშვლებულ ჭიპს მიშტერებოდა და ისე დაელამებოდა თვალები, რავარც წეღან, ღრმა ნაფაზი რომ დაარტყა. კიდო კაი, დროზე ჩეიარა და არ გამოგვლაპარაკებია, თვარა გადუურეველს არ დაგვტიებდა არც ერთს.

_ რაიო, რა მჭირსო ამ ცალტვინამ?! _ მე შემეკითხა ლევარსიე, პაწე აზრზე რომ მევიდა მერე.

_ ვკითხე და არ ჩივა! ჟდანა ასე დაელამებული და მოთქვამს, დანა რომ დამარტყა, სისხლი არ გამომივაო, დარიშხანს დავლევ და რა ვიცი, ათას უბედურობას კიდოო!

_ რა მჭირს და დევიღალე _ ნაკვდავი ვენახი ფილოქსერამ შემიჭამა; კარტოფილი _ კოლორადოს ხოჭომ; ვაშლის და მსხალის ხეი _ ამერიკულმა პეპელამ... ახლა ვითომ ხვატარი არ ეყოფოდა, ჩემს სისხლ და ოფლჩანაქცევ ყანაში ბალახი მიეძალა სიმინდს. შრომას აღარ ვჩივი, უშველებელი ხარჯი მაქ ნაქნარი და შემეცოდა მისატიებლად, გადევიტყავე ხელები თოხის ნაცემი, ვთოხნე და ვთოხნე, მარა მაინც გადაასწრო ბალახმა სიმინდს. სასუქი უნდა ყანას. წევედი დღეს და ერთი "პაჭკა" 45 ლარიო! მე ოთხი "პაჭკა" მჭირია და მაგის ფასს რას მევიწევ?! აგია...

_ ჰატ, მთავრობაზე არ დაგცდეს რამე გლახად! _ დაშტიმა თვალები ლევარსიამ.

კირილე დამუნჯდა და პრასის მწნილი ჩაღეჭა ჯავრიანად...

ახლა უკანა გზაზე ამეიარა ფედოსიას მოკლეკაბიანმა, ჭიპ და მკერდმოშიშვლებულმა რძალმა, ქვეშ-ქვეშაც გამოაპარა მზერა, მარა რაი? აფერი! კირილეს პრასის მწნილით ჰქონდა პირი ამოვსებული, ვერც ღეჭავდა, ვერც ყლაპავდა და ქი იყო ასე; ლევარსიე გაბრაზებული იჯგიმებოდა და მე ფარა არ მქონდა; რომც მქონოდა, ვის ეცალა, თუ ძმა ხარ ფედოსიას გადგვიფინებული რძალიზა?! კაცს, აგერ, ნაკვდავი ყანა ეღუპებოდა და სასუქის ყიდვაში უნდოდა მიხმარება.

 

დავით გოქაძე

ბანკში მომხდარი კურიოზები

"სექსი"

კაცი ავსებდა რაღაც განაცხადს. გრაფაში, სადაც წერია "სქესი", წაუკითხავს _ "სექსი" და მიუწერია კოხტად: "კვირაში ხუთჯერ".

ოპერატორ გოგონას არ დაუხედია განაცხადისთვის და როგორც წესია, მაინც გაუფრთხილებია, რომ არასწორი რამე თუ ჩაწერეთ, არ შეიძლება და არ განიხილავენ განაცხადსო.

გამოურთმევია ამ კაცს უკან განაცხადი და გადაუსწორებია _ "კვირაში 2-ჯერ".

 

2 დოლარი

ჩემი მეგობარი სალაროში მუშაობდა. მოვიდა კლიენტი და დოლარის დაზიანებული კუპიურა მიაწოდა. ამ ჩემს მეგობარს უთქვამს: _ ბატონო, დაზიანებული გაქვთ და ორი დოლარისას მოგაჭრითო.

 

"ასო"

კლიენტი შემოვიდა ბანკში, რაღაც ოპერაციას აკეთებს და აღმოჩნდა რომ საბუთში მითითებულ გვარში ასოა გამოტოვებული. ოპერატორი რეკავს ჯგუფის უფროსთან და ეკითხება:

_ ბატონია მოსული, ასო აქვს ამოგდებული და მივცე?

 

ბანკომატი

შემოვარდა ერთხელ საოპერაციოში გაბრაზებული კლიენტი და ოპერატორ გოგონას უყვირის: _ რა არის ეს, რა ბანკია, ამდენი ხანია ვდგავარ, ვუდებ, ვუდებ და არ მაძლევსო.

დაიბნა ეს გოგოც, წამოხტა და ეუბნება: _ დამშვიდდით, ბატონო, წამობრძანდით, ერთად შევუდოთ და ვნახოთ, რას იზამსო. (ალბათ, მიხვდით, რომ საუბარი ბანკომატიდან თანხის გატანაზე იყო).

 

ხორცი

"მონოს" და "ლაი-ლაის" ისე ხშირად მეკითხებოდნენ (თან უარს რომ ვეტყოდი, გაბრაზებულები გადიოდნენ, ამხელა ბანკში მონო არ უნდა იყოსო?!), ერთხელ გამწარებულმა ვუთხარი: _ მონო არა, მაგრამ ახალი ხორცი გვაქვს მიღებული,-მეთქი.

 

"გადაფხიკვა"

ოპერატორი ეუბნება კლიენტს: _ პლასტიკურ ბარათზე ხელი აქ უნდა მოაწეროთ.

_ გადავფხიკო? _ კითხულობს კლიენტი.

 

დახასიათება

ქალს, რომელსაც სამომხმარებლო სესხი უნდოდა, დავუბარე, თქვენი უფროსის დახასიათება მომიტანეთ,-მეთქი. ადგა უფროსი დაახასიათა თვითონ, ხელი მოაწერა და მოიტანა. საკრედიტოში რა ხდებოდა, უნდა გენახათ.

 

ციფრები

კლიენტს ვავსებინებ ანგარიშის გახსნის განაცხადს. ყველა ველის გასწვრივ არის დაბეჭდილი, რა უნდა ჩაიწეროს, თუმცა, მაინც მეკითხება. მეც დიდი მოთმინებითა და ღიმილით ვპასუხობ (აღარ მიკვირს მასეთი კლიენტები):

_ აქ რა დავწერო?..

_ თქვენი დაბადების თარიღი....

_ ციფრებით თუ სიტყვიერად?..

_ როგორც თქვენ გნებავთ...

_ აქ რას ვწერ?..

_ აქ თქვენი სახელი და გვარი...

_ სიტყვიერად???

კინაღამ ვუთხარი, ციფრებით,-მეთქი, მაგრამ იქ აღარ ვიდექი _ მეორე ოთახში ძლივს გავასწარი ჩაბჟირებულმა.

 

სამუშაო ადგილი

ერთ ტაქსის მძღოლს დაზღვევა უნდოდა და განაცხადს ავსებდა. განაცხადში არის შემდეგი შეკითხვები: "სამუშაო ადგილი" და "სამუშაო ადგილის მისამართი".

ტაქსისტმა ეს გრაფები ასე შეავსო:

სამუშაო ადგილი _ ტაქსის მძღოლი;

სამუშაო ადგილის მისამართი _ ვმოძრაობ ქალაქში.

 

გადაუცდა

საოპერაციოდან მესმის _ კლიენტი გოგო სასოწარკვეთილი ხმით ხმამაღლა ეძახის მოლარე-ოპერატორს, 1 თვე გადამიცდა უკვე და რა ვქნაო.

 

აღარ მიჩანს

რეკავენ ბანკში: _ დილას მიჩანდა და ეხლა აღარ მიჩანს!

 

ბოლო ექვსი

კლიენტი რეკავს და აინტერესებს ინფორმაცია ბარათის შესახებ.

ოპერატორი: _ მითხარით ბოლო ექვსი ციფრი

კლიენტი: _ ბოლო ექვსი ციფრი.

 

ვინაა მაყურებელი?!

ქუთაისში ბანკომატმა ბარათი ჩაუყლაპა კლიენტს. შევარდნილა ეს კაცი ბანკში და ყვირის: _ აქანე, სიმონ, ბანკომატის მაყურებელი ვინაა?!

 

თამაზი

მოლარე-ოპერატორი უხსნის ხანში შესულ ქალს: _ მე გზავნილის სახელი გკითხეთ, ქალბატონო, და თქვენ თამაზიო, მიპასუხეთ...

 

ასლი

ოპერატორი: _ თქვენს პირადობის მოწმობას ვადა აქვს გასული და სანამ არ გამოცვლით, ვერაფრით დაგეხმარებით.

მომხმარებელი: _ იცით, ახლა გამახსენდა, სახლში მაქვს პირადობის მოწმობის ასლი, რომელიც მანამდე გადავიღე, სანამ ვადა გაუვიდოდა და არ გამოდგება?

 

ვიზა გოლდი

ბანკში შედის შუახნის მამაკაცი და ოპერატორს ეუბნება: _ ვიზა გოლდი მჭირდება და ოქრო მე მოგიტანოთ თუ საკუთარი გაქვთ?




 ახალი ამბები
  • გამკაცრდება თუ არა რეგულაციები ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე - მარინა ეზუგბაიას განმარტებაინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას მოსაზრებით, ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არაა საჭირო, რომ რეგულაციები სახელმწიფომ დააწესოს, ჩვენ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვები და რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავსა და ჩვენს ოჯახებზე. „ჩემი აზრით, რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება, იმიტომ, რომ საბურთალოს კლასტერი თავიდან ბოლომდე შეისწავლება, ყველა იზოლირებულია, ტარდება კვლევები და ეს კლასტერი არ გავრცელდება. რაც შეეხება სხვა კლასტერებს, ყველაზე ცხელი წერტილები იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი, სადაც უკვე ბოლოსკენ გავდივართ. ვნახოთ, როგორი იქნება შემდეგი ორი კვირა, იმიტომ რომ კონტაქტები შესწავლილია და მიმდინარეობს საინკუბაციო პერიოდი. თუმცა მუდმივად ვიმეორებთ, რომ არაა საჭირო, რომ რეგულაციები სახელმწიფომ დააწესოს. ჩვენ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვები და რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავსა და ჩვენს ოჯახებზე“, _ განაცხადა ... ...
  • კორონავირუსით დაინფიცირებისა და გამოჯანმრთელების ახალი შემთხვევები საქართველოშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 19 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2494 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - ... ...
  • დღეიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, მათ შორის, ბაზრობები და მოლები გაიხსნებადღეიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 19 მარტს მიიღო. „ობიექტში მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები გასცემენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. სავაჭრო ობიექტები, მათ შორის მოლები, მცირე და მასშტაბური ბაზრები და ბაზრობები მუშაობის გასაახლებლად მზად არიან. მომხმარებლებს მოლებში შესასვლელად ვიდეოსკრინინგის გავლა მოუწევთ. რეკომენდაციებს შორის ტრადიციულად რჩება პირბადისა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება. შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარულმა ბაზრებმა შეძლეს მუშაობის ... ...
  • ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები მუშაობას ანახლებენღია სივრცის მქონე კვების ობიექტები მუშაობას დღეიდან განაახლებენ. კვების ობიექტებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს, წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის უპირატესობის მინიჭებას. გარდა ამისა, რესტორანში მისულ კლიენტს უნდა ჩაუტარდეს თერმოსკრინინგი, აუცილებელია პირბადის ტარება და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. რესტორანში, თითოეულ მაგიდასთან არ უნდა განთავსდეს 6 ადამიანზე მეტი. მენიუ უნდა იყოს ერთჯერადი. რეკომენდაციები ასევე მოიცავს მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენებას და დასუფთავების გამკაცრებულ ზომებს საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). კერძოდ, დასუფთავებისთვის უნდა დაწესდეს პერიოდული 2-საათიანი ... ...
  • “გადავწყვიტე, რომ სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის შემესწავლა ან გამეხსენებინა ინგლისური ენა“კორონავირუსის დროს არაერთმა ადამიანმა მიატოვა ქალაქში სწავლა-განათლება  და მშობლიურ მხარეში დაბრუდნა. თორნიკე ზივზივაძე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტია. ის ახლა გურიის ერთ-ერთ სოფელში აგრძელებს დისტანციურ სწავლებას და თანაც სოფელში ექვსს ბავშვს ეხმარება ინგლისურის სწავლაში. „მოდი დავიწყებ იქედან, რომ თოკე ლორენსის სახელით ვარ ცნობილი სოციალურ ქსელში და სამომავლოდ მინდა, ამ სახელით გამიცნოს ფართო საზოგადოებამ. ვსწავლობ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სპეციალობით ვარ ჟურნალისტი. ვარ მეორე კურსზე, თუმცა ამის მიუხედავად მაქვს მედიაში მუშაობის გამოცდილება, რადგან პირველივე კურსიდან აქტიურად ვიყავი "კარიერულ" საქმიანობაში ჩართული“,_  ამბობს ჩვენთან საუბრის დროს თორნიკე ზივზივაძე.  თორნიკე ზივზივაძე: რაც შეეხება მსოფლიო პანდემიას, მაშინ, როდესაც მივხვდი რომ რეგულაციები ნელ-ნელა მკაცრდებოდა, ასე ვთქვად მოვასწარი და ჩამოვედი გურიაში ბებოსთან და ბაბუასთან სოფელში და ვიყავი სრულ თვითიზოლაციაში, რომელიც სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არ ყოფილა მაინცდამაინც ძნელად შესასრულებელი მისია, თან  წარმოშობით ოზურგეთიდან ვარ და გურულებს ოდითგანვე გვქონდა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა. _ თორნიკე, როგორც გავიგეთ ბავშვებს უანგაროდ ასწავლით ინგლისურ ენას? _ დიახ, მაშინ, როდესაც  ამ პერიოდში  საგანმანათლებლო სისტემა სწავლების ონლაინ რეჟიმში გადავიდა, მათ შორის მე, გადავწყვიტე, რომ  სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის შემესწავლა ან გამეხსენებინა ინგლისური ენა და ამით მათი საქმე გამემარტივებინა. თანაც წესების სრული დაცვით.  თავიდან ერთ ბავშვს შევთავაზე რომ დიდი სიამოვნებით ვამეცადინებდი მას შემდეგ კი ნელ-ნელა სოფელში ხმა გავრცელდა და უკვე ექვსს ბავშვს ვამეცადინებ. შეიკრიბა სამი ჯგუფი და თითო ჯგუფში ორი ბავშვს ვასწავლი უცხო ენას. უნდა ავღნიშნო ისიც, რომ შედეგმა გამოიღო და სიტყვებს არა მარტო "ჰაერში ისვრიან," არამედ გრამატიკაც აითვისეს და წარსულ, ახლანდელ და სრულ დროებში ჩვეულებრივ მელაპარაკებიან ინგლისურად. აუცილებლად მინდა ავღნიშნო ისიც, რომ არიან ძალიან თბილი, მეგობრული და კარგი ბავშვები. _ თქვენ, როგორ ახერხებთ სწავლას პანდემიის პერიოდში?  _ პანდემიის პერიოდში  დიახ, აქტიურად ვიყავი და ახლაც ვარ ჩემს სტუდენტურ საქმიანობაში ჩართული და მინდა ვთქვა, რომ ჩემი უნივერსიტეტი თითოეულ სტუდენტს გვიწყობს ხელს, რათა სასწავლო პროცესი სრულფასოვნად და ხარისხიანად შედგეს.  _ თქვენს ფეისბუქგვერდს გადავხედე და ასტროლოგიით ხართ გატაცებული? _ ასტროლოგიით არა მარტო თავისუფალ დროს, არამედ  თითქმის ყოველდღე ვარ დაკავებული, რადგან  ბავშვობიდან მიზიდავს მისტიკა და ზოგადად ეზოთერული საქმიანობები, რომელიც ჩემი ურანი მე-11 სახლის დამსახურებაა, თუმცაღა ჩემი ეს ნათქვამი არამგონია   ფართო აუდიტორიამ და თქვენმა მკითხველმა გაიგოს, ამიტომ ამჟამად გაჩუმებას ვამჯობინებ . ისე, ასტროლოგიის გარდა ვმღერი და სულ თუ არა, ნაწილობრივ მაინც დავუკავშირებ ჩემს ცხოვრებას სიმღერას, რომელზეც გაგიკვირდებათ და დღედაღამ ვმუშაობ და მაინც... ამდენს როგორ ვასწრებ?  კარანტინის პერიოდში იოგითაც დავკავდი...  _ ასტროლოგიურად რა გველოდება?  _ პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ 21 აპრილიდან, 21 მაისის ჩათვლით თუნდაც კორონა ვირუსის გავრცელების თვასაზრისით შედარებით სიმშვიდე იყო. ეს იმიტომ, რომ მზე გადასული იყო ყველაზე სტაბილურ და მშვიდობისმოყვარე ზოდიაქოს ნიშან კუროში. თუ ამას ასტროლოგიურ ჭრილში განვიხილავთ. აი შემდეგ, როდესაც მზე გადავიდა ყველაზე კომუნიკაბელურ და მოუსვენარ ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში, კარგად ვხედავთ, რომ ნელ-ნელა ისევ წავიდა შემთხვევების მატება, რაც ჩემი აზრით თავად ამ ზოდიაქოს ნიშნის ორბუნებაზე მეტყველებს. ტყუპები- ეს გაორებული ნიშანია და ამ პერიოდში სტაბილურობა ნებისმიერ საკითხში არაა. ხოლო რაც შეეხება 22ივნისის შემდგომ პერიოდს, როდესაც მზე მეოჯახე და ასევე მშვიდობისმოყვარე წყლის სტიქია კირჩხიბში გადაინაცვლებს, შემთხვევებიც თანდათანობით ჩაცხრება და კლებას დაიწყებს. იმ ფონიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც დღესდღეობით ხდება, საბოლოო ჯამში წლევანდელი ზაფხული ასე თუ ისე შედგება. აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერო ჩვეულ რიტმს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?