"15 წლის წინ მოკვდა და მარტო არჩევნებზე მოდის ხოლმეო"
ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე ფეისბუქზე სახუმარო ამბავს აქვეყნებს, რომელიც არჩევნების დღეს მოხდა.
“ეს ბებო იყო მისული არჩევნებზე. იკითხა ჩემი ქმარი იყო მოსულიო? გადაამოწმეს და უთხრეს: -კი, დილას ყოფილაო. რატომ ერთად არ მოხვედით ბებოო?! - რავი, შვილო, 15 წლის წინ მოკვდა და მარტო არჩევნებზე მოდის ხოლმე და ერთხელ ვერ მოვასწარიო“, -წერს ირაკლი ვაჩიბერაძე.