გურული კურიოზები 04.08.2011

ა კიდო

გურული კურიოზები 04.08.2011

2011 იან 19 07:14:07

დიოგენა კანტია

ამერიკული პეპელა

_ პეპელა კი არა, გველეშაპი უნდა გერქვას, შენ... _ ლევარსიას, ამერიკული პეპელას რამდენიმე მატლი ჰყავდა ხელში მომჯიღული და თვალზე კურცხალმომდგარი უკითხავდა ნოტაციებს: _ ბიჯო, მთელი ქვეყანა ამერიკაში წასვლიზა იკლავს თავს და შენ რეიზა ვერ დეეტიე იქანე?! ამერიკული დოლარი და ჯინსი გამიგონია მე და აგი ამერიკული პეპელაო, იგი კოლორადოს ხოჭოო და რა ვიცი, ათასი უბედურობა კიდო, რეიზა არ მაყენებთ ჩემს მიწაზე?

ჩემდაუნებურად, მეც გავხედე საკუთარ ეზოში ამერიკული პეპლისგან, საჩიჩილაკე თხილივით გატყავებულ ხეხილს და სულო ცოდვილო, მართლა შემეცოდა მეზობელი:

_ გამოჩნდა უკვე ხომ, მაგი ამოსაგდები?!

_ გამოჩნდა თუ არა, არ გამხარებოდეს მაგის დანახვა ნაგვიანევი მაყარივით?! ფოთოლი რომ აღარ დამიტია ხეზე, ახლა ჭიდან წყალის ამოღებისაც მეშინია!

_ რეიზა?

_ რეიზა და ერთფუთიანი ვედრო რომ ამოვწიე, ორი ჭიქა წყალი ამოყვა მარტო, დანარჩენი მატლი იყო შიგ. წყალშიც არ იხრჩობა აი შობელძაღლი!

_ მერე მიაყოლე ჭის წყალს და გაძღები ხორცით, ძროხისას მაინც ვერ იყიდი ისე ძვირია!

_ დიოგენა, ყბაის საქცევად გვაქ საქმე, თუ იცი?! ჩიტიც არ ჭამს ამ გადასაშენებელს! ადრე, ქე მაინც, ოსმალო, თურქი, რუსი თუ ყიზილბაში ხმლით მოდიოდა და ხმლით ხვდებოდა ბაბუაჩემიც. ახლა რა უბედურობაა აგი?! აქეთ ციმბირის წყლულმა, თურქულმა ჭირმა და ქათმის გრიპმა გამომართვა პირიდან ძროხის და ღორის ხორცი, ქათმის ბარკალიც; იქეთ _ კოლორადოს ხოჭომ კარტოფილი შემიჭამა და ამერიკულმა პეპელამ ყველა ხე გამიხმო, ხვატარმა ყანა მომისპო, ფილოქსერამ _ ვენახი...

_ კაი ახლა, ნუ გადუუწურავ მთლად ყველაფერს წყალს და რომ იცოდე, აი, ჩვენი მომნელებელი ლობიე, სიმინდი, ბადრიჯანი, კარტოფილი და პამიდორი სულაც ამერიკიდან შემოტანილი კულტურაა; ინდაურებიც ინდოეთიდან შემოიყვანეს...

_ აბა, მანამდე, ქართველები მარტო ერთმანეთს ვჭამდით?!

_ რა უნდა გელაპარაკო, ორკლასიანი ხარ. მსოფლიო რუკაზე ზღვა რომ ზღვაა, იმასაც ვერ მიაგნებ!

_ რად მინდა, კაცო, მსოფლიო რუკა, რომელი მიკლუხო მაკლაი მე მნახე?! ჩემს გაჭირვებას ვჩივი და რავარც ვიცი, არც შენ უნდა იყო ჩემზე უკეთეს დღეში!

_ მარტო ტირილი არ შველის ამ საქმეს, რომ დამჯდარხარ და აღვარღვარებ კურცხალს, მაგას ჯობია უწამლო მოსავალს...

_ რაით, კაცო?! აგერ ბაღანას რაცხა გრიპის ვირუსიაო, იგი შეეყარა და ბანკში სახლი ჩავდევი, აფთიაქიდან წამლები რომ გამომეტანა...

_ ჰოდა, მასე გეკუთვნის! შენ არ იყავი კანტორის წინამ, ნაძვიდან გადმოკიდებული რომ კიოდი, ძველი მთავრობა დავამხოთო?! ქე გითხრა ცხონებულმა მამაშენმა _ ჩამეეთრიე ძირს, შე სამშობლოსათვის თავდადებულო და ოჯახისთვის წყალწაღებულოო! ხომ გყოფნიდა ხელფასი თუ პენსია ცხოვრებიზა და წამლიზაც?

_ მთლად ტყულად, უფასოდ მინდოდა!

_ აბა, იჯექი ახლა და უშტიმე თვალები მაგ მატლებს. შეაშინებ თუ?!

მივაქციე ზურგი ლევარსიას და სახლისკენ ავიღე გეზი. ღია კარებში ამერიკული პეპლის მატლები შემიძღვნენ თავაწეული და ის იყო, მაგენის ჩამომთესლებიზა უნდა შემეგინებია, რომ ისევე გევიგონე მეზობლის მოთქმა:

_ პეპელა კი არა, გველეშაპი უნდა გერქვას შენ!




 ახალი ამბები
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...