ნამდვილი ამბები გურიიდან _ ხაზზეა ხახუტა თოთიბაძე

ა კიდო

ნამდვილი ამბები გურიიდან _ ხაზზეა ხახუტა თოთიბაძე

2015 მარ 12 14:20:39

ხახუტა თოთიბაძეს წარდგენა არ სჭირდება, განსაკუთრებით გურიაში. იუმორით გამორჩეული ხახუტა ოზურგეთის კოლორიტის სტატუსს ღირსეულად ატარებს.

იგი 70 წლისაა. მის თავს გადახდენილი ისტორიები იუმორის ნამდვილი მარგალიტებია. მით უმეტეს, თუკი ამას თავად ყვება.

არ გჯერათ? _ ეს სტატია ბოლომდე წაიკითხეთ. ხაზზეა ხახუტა თოთიბაძე საკუთარი ისტორიებით:

პრეზიდენტის გადასარჩენად

 პრეზიდენტის გადასარჩენად საჭირო გახდა მამალი ჭიანჭველას გულ-ღვიძლი. პრობლემაა უკვე _ სად ვიშოვოთ და ა.შ. ერთმა გურულმა მე მოგიყვანთო. გადარჩა პრეზიდენტი. გაკვირვებულმა ექიმმა თუ ძმა ხარ, არ გაგიბაზრებ, როგორ გაარჩიე მამალი დედლისგანო.

მაგაზე იოლი რაა ძამა, შევედი ჭიანჭველების სადგომში და ვიყვირე _ ჭიანჭველებო! პრეზიდენტი გვიკვდებაო!

ერთმა დაიძახა: ამ ჩემ ყ...სო.

ვეცი ბატონო ჩავჭიდე ხალი და აგერ მოგიყვანეთ!"

რჩევა სტომატოლოგს

სტომატოლოგმა ჩემს მეგობარს 4000 ლარი მოსთხოვა კბილების ჩასმაში. მაგ ფასად დაიქირავე ვინმედა დააღეჭინე, რა გეჩალიჩება მეთქი... დამიჯერა.

კაჩინსკის თვითმფრინავი

ჩემი მეუღლის ნათესავი სახის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ პირდაპირ ჩვენთან მოვიდა _ დაბინტული, ჩალურჯებული, სახელით თუ იცნობდი. ცოტა ხანს თქვენთან დავრჩები ოჯახი გადამერევაო.

მეორე დღეს ძმაკაცი მესტუმრა, რა თქმა უნდა ვერ იცნო, ვერც მიხვდა რა სჭირდა, დაბნეულმა შემომხედა _ რა მოუვიდაო.

კაჩინსკის თვითმფრინავში იჯდა მეთქი.

_ხო..ხო რა უწვალიაო, _ ქალბატონმა ტაქსი გამოიძახა.

კაი ძმა

ჩემს ძმას როლანდის პარტიაში შესვლაზე უარი უთხრეს, მასეთი ძმის პატრონი პარტიულობას როგორ ითხოვო... ძნელად აღსაზრდელთა სიაში ვიყავი. მაშინ, მე მყავს კაი ძმაი და მე მიმიღეთო, შევუთვალე მდივანს.

დაჭრილი მეზობელი

ერთხელ დაჭრილი მეზობლის მოსანახულებლად წავედი საავადმყოფოში, ტყვია უკანალში მოხვედროდა.

_ ნახე ბიჯო რა დამემართაო, შემომჩივლა...

_ არ გქონია ავთოია ძამა ბედი. მაი ტყვია თავში რომ მოგხვედროდა, ხომ იქნებოდი ახლა ფეხზე მეთქინ.... ძლივს გამოვასწარი...

ხაშზე

ხაშზე ვართ ვოვასთან დაპატიჟებული, ჭიშკრიდან ვიძახი: მაინძელო!!! ჩამოით, ჩამოით... ავთო აშობილია? _ ვიკითხე მის ძმაზე... დავრჩი უხაშოთ......

27 ნოემბერი

ანტუშა მახარაძემ  27 ნოემბერს ვერ ჩართო გათბობა ოზურგეთის სკოლებში. ქალაქკომში დაიბარეს ტყავის გასაძრობად.

_ რა ვქნა ბატონო თავმჯდომარე, მთლათ მტყუანი არ ვარ _  დენს, მაზუტს და წყალს ერთად თავი ვერაფრით ვერ მოვუყარეო...

გადარჩა გაროზგვას...

ყველა ბიუროზე

ოზურგეთში, შემოდგომაზე ივსებოდა ქალაქი ახალი ვოლგებით. ძირითადათ რუსეთიდან შემოყავდათ. რაიკომს გაუჩნდა სატკივარი, მდივანი ცოფებს ყრის....

_ ყველა ბიუროზე! ყველამ სამსახური დატოვოს!

მდივნის მოსაცდელში არის დიდი კრიახი. სამდივნოში როცა შევედი, სულ სხვა საქმეზე, ბიუროს ოთახიდან ჩემი მეგობარი, უკვე ყოფილი დირექტორი გამოდიოდა.

_ რა იყო, რა დაგემართა, _ ვკითხე.

_ მანქანა რომ ჩამოვიყვანე იმიზა გამათავისუფლესო.

_ ბიჭო, მე უარესად მქონია საქმე, ცოლი მყავს ჩამოყვანილი რუსეთიდან.

ორ წუთში მდივანმა ჩემი ნათქვამი იცოდა. შედეგ "დამნაშავეებს" სიცილ ხარხარით გაფრთხილება მისცა პირად საქმეში შეტანით. ბიუროს სხდომამ რესტორან "გურიაში" გადაინაცვლა.

ოპერატიულად გადაწყვეტილი საკითხი

განცხადებით მივედი ჩემს მეგობართან, რომლის სამსახურია საქართველოს სსრ ენერგეტიკის სამინისტრო.

"დასავლეთ საქართველოს ენერგეტიკის რეგიონალური გაყოფილების ქალაქ ოზურგეთის ფილიალის დირექტორს ამხ. რენო ურუშაძეს: დასავლეთ საქართველოს ქიმიზაციის საპროექტო საძიებო სადგურის დირექტორის მოადგილე მშენებლობისა და არქიტექტურის დარგში, ხახუტა თოთიბაძის განცხადება

გთხოვთ მომცეთ უფლება ჩემს ეზოში ტყემლის მოჭრის"

_ მერე? დაჰკარი ცული და მოჭერი! ჩემთან რა გინდა! _ მეუბნება უფროსი.

_ მოვჭრიდი მარა, შენი სტოლბაა მიბმული ზეთ!

_ ოოო... მძიმე შემთხვევაა, ჩაფიქრთა რენო _ მაგ ტყემლის გვერზე ბალი ხომაა? ხოდა მიამბი ზეთ! მომკალი ამ სიგრძე განცხადების კითხვით.

ასე ოპერატიულად ოზურგეთში არც ერთი საკითხი არ გადაწყვეტილა! დღესაც მიბმულია.

თვენახევრით გაშორებული მეუღლე
ცოლი მირეკავს თბილისიდან, ცოლისდასთან ერთად.

_ რას მივაწეროთ ასეთი ყურადღება დედაჩემის მიმართ? _ დღეში თურმე 7-8 ნაყინს აჭმევ.

_ კი არ ვაჭმევ ყინულს ვაჩვევ! _  ვუპასუხე მე.

ასე გამშორდა მეუღლე... თვენახევრით.

თბილისობაზე

თბილისქალაქობაზე ვართ ჩამოსული, დავალება გვაქვს მოცემული ოზურგეთის რაიონი კარგად უნდა წარმოვაჩინოთ. მიხაკოს დამატებით დაავალეს ჩვენი კონტროლი. სასტუმრო აჭარაში გვერდი- გვერდ დაბრონა ნომრები. სასტუმრო სავსეა ტურისტებით, ქალთაცვენაა რუსეთიდან... შევუდექით მარა რა შევუდექით... ვის ახსოვს თბილისქალაქობა. მიხვდა მის გასაჭირს მიხაკო... უკვე წლებში იყო.

_ ბიჯო, ხახუტია, აია საქმე? 32 ნეკნი რათ მინდოდა, ერთი ძვალი იქანე მქონოდა არ ჯობდა?

ღამეში ორჯერ

ვაკიჯვაში ჩემმა მეგობარმა სახლი აიშენა 3 სართულიანი. როცა ხარაჩო მოხსნეს კიბე დავიწყებიათ. დაძახილი ვარ მდგომარეობის გამოსასწორებლათ.

გაწყვა სუფრა, თამადაა სოფლის კოლორიტი, მურმანა ქადეიშვილი.

_ ამ სოფელში ძამა, მეტად დუუჯერებელი ხალხი ვცხოვრობთ. ერთხელ, ბირჟაზე ჩვენი 86 წლის მეზობელი გადმევიდა, _ ყვება ქადეიშვილი და აგრძელებს: ხომ ხარ ბაბუ კარგათ, რას ჭამ, რას სვამ, ღამე რამდენჯერ შობი...

_ ჰაიტ! ჯერ რა მჭირს მაგის საკითხავი! _ გაბრაზდა ყაისარა. შვილების დაფიცებით ბეჭედი დაუსვა მის ვაჟკაცობას და გუუყვა მის გზას.

დაიდო სანაძლაო, იზამს, ვერ იზამს. გადაწყტა! ოლინკას (მეუღლეს) დასტყუონ სიმართლე. დაიწყო ოლინკაზე ნადირობა და მიჩიხეს ჭასთან.

_ ოლინკა ბებია შვილები რომ არ დაეფიცებია ამას არ გეტყოდით. მათლა შობა ღამეში ორჯერ? _ ეკითხებიან ოლინკას.

_ კი ნენე, ორჯერ შობა _ 11-მდე იფსამს ქვეშ და11-ს მერე იჯვ....მს.

ასეა ამ კიბის ამბავიც ჩემო ხახუტა, დუუჯერებლობა! _ ამიხსნა თამადამ.

მილიციაში

მილიცის უფროსმა პოლიციელი გამოაგზავნა ჩემს წასაყვანად. მილიციას რომ მივუახლოვდით თავის გამოჩენის მიზნით პოლიციელმა უხეშად წამიბიძგა და კარებში შემადგო _  მისი სიმკაცრე დაანახა უფროსს.

_ შე დურაკო, ყოველ 3 წელიწადში კონიაკს ემატება თითო ვარსკვლავი და 20 წელია დადიხარ ამ პუსტა- პუსტა პაგონებით! არავინ გყავს ახლობელი რომ გითხრას აბდალი ხარო?_ ვერ დავმალე გაბრაზება.

გაგრძელება იქნება




 ახალი ამბები
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ერთ-ერთმა აქტივისტმა თავის დაწვა სცადაცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ახალგაზრდა მამაკაცმა საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.  ის ამით,  როგორც სასამართლოს ეზოში შეკრებილები ამბობდნენ, უკანონო დაჭერებს აპროტესტებდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი საქალაქო სასამართლოს ტერიტორიას ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციაა მობილიზებულითბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ დროისთვის, 18 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეების ნაწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. ისინი აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, რომელთაც რუსთაველის გამზირიდან გადმოინაცვლეს, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ ... ...
  • რატომ გააძევეს დავით მჟავანაძის სასამართლო პროცესიდან სამი პირითბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს გამართული აქციების დროს დაკავებულთა პროცესზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი იმღერეს. დარბაზში დაკავებულებთან ერთად, ჰიმნი პროცესზე დამსწრეებმაც იმღერეს, რასაც ტაში და ოვაციები მოჰყვა. ამის შემდეგ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სამი პირი დარბაზიდან გააძევა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს. დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული. ჯერჯერობით არც ერთი დაკავებულის საქმის განხილვა სრულყოფილად არ გამართულა. ყველა პროცესი ... ...
  • პარლამენტის პიკეტირება ყოველ ორშაბათს - დემონსტრანტებმა ახალი სამოქმედო გეგმა დასახესრუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა და პოლიტიკოსებმა სამოქმედო გეგმა დასახეს. გეგმა პარლამენტის წინ შეკრებილებს სამოქალაქო მოძრაობის "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა და "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა გიორგი გუგავამ გააცნო. ახალი გეგმის იდეა  ასეთია, დემონსტრანტები ყოველ ორშაბათს შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, დაიძვრებიან პარლამენტისკენ და მოემზადებიან პარლამენტის პიკეტირებისთვის. "კონსტიტუციის ფარგლებში მყოფი არაძალადობრივი აქცია თუ ერთხელ დაშალა, აუცილებლად ისევ დაშლის. მაგრამ თუ დაშლის ეს არ ნიშნავს, რომ აქცია დამთავრდა. მოუწევს ბევრჯერ დაშალოს თუ არ გაითვალისწინებს ჩვენს პირობას, მოუწევს სულ შალოს და შალოს და ამის მეტი საზრუნავი არ ჰქონდეს და სხვა ვერაფერზე იფიქროს," - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა "კურიერთან" საუბრისას. გუგავას განმარტებით, აქციის ორგანიზატორები პარლამენტის პიკეტირებას ყოველი პლენარული სხდომის მოაწყობენ. "ადმინისტრაციული შენობების კანონიერი პიკეტირებები არ არის თვითმიზანი, ეს უნდა განხორციელდეს იმ დღეს, როდესაც პარლამენტი აპირებს მუშაობას. გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ასეთი, ადამიანების რესურსიდან, კლიმატიდან გამომდინარე. როდესაც აპირებენ ფორმალურ მოქმედებას, მაშინ გაიმართება აქციები. ჩვენი ვაიძულებთ ხელისუფლებას შეასრულოს დანაპირები," - განმარტა გუგავამ. დღევანდელი საპროტესტო აქცია უკვე დასრულებულია, თუმცა ადგილზე აქციის მონაწილეთა კარვები რჩება, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა ისევ ... ...
  • რა იგეგმება მომავალ კვირას თბილისშიმოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ მომავალი კვირის დასაწყისში დიდი შეკრება იგეგმება, ხოლო სამშაბათს სესიის ჩასაშლელი პიკეტი შედგება. “ორშაბათს იქნება აქ ძალიან დიდი შეკრება, იქნება სამშაბათის სესიის ჩასაშლელი პიკეტი. თუ დეპუტატებს, რომლებიც თავის ბიზნესისთვის არიან პარლამენტში ან ფულისთვის, მოუნდებათ იქ შესვლა, ჯერ ქართული პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენ მშვიდობიანი მოქალაქეები და მასთან ერთად პოლიტიკური პარტიები, ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი, უნდა გაგვწიონ, კიდევ გამოიყვანონ პოლიციელები. ამისთანა წნეხს იგი მთელი წელი ვერ გაუძლებს და თუ გაუძლებს, როცა მოვა არჩევნები, რა მოდელიც უნდა იყოს, იმას წააგებს“, _ თქვა დღეს გამართულ აქციაზე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?