ლანჩხუთის გამგებლის წიგნიდან: მახარაძლებს ბოზი აკლდა?

ა კიდო

ლანჩხუთის გამგებლის წიგნიდან: მახარაძლებს ბოზი აკლდა?

29 მარ. 2015, 16:24:30

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი 2010 წელს გამოცემულ წიგნში _ „გურიაში გურულად“, ლექსებთან ერთად ისტორიებსაც გვთავაზობს. „გურია ნიუსი“ ექსკლუზიურად გთავაზობთ ერთ-ერთ ისტორიას, სახელწოდებით „ტახამატა“.

„1983 წლის ივლისის თვეში მახარაძეში (ოზურგეთში) ვიყავით წასული სოფ. მამათიდან მე და ჩემი მეგობარი. ბაზრის შესასვლელში შემხვდა მამაჩემის მეგობარი მიშა დობორჯგინიძე, რომელიც ცნობილი მოქეიფე და ვაჟკაცი კაცი იყო. როცა დამინახა, ძალიან გაუხარდა და იქვე მახარაძის ცენტრში პატარა რესტორანში შეგვიყვანა საქეიფოდ. რაფერაა მამაშენი, დედაშენი, _ მეკითხება მიშა და იხსენებს ძველ ამბვებს, რაც მას და მამაჩემს ერთად ბავშვობაში გადახდენიათ. უცებ მიშამ ამბვის მოყოლა შეაჩერა და დაიძახა: ამ ბოზს რა უნდა რესტორანში? ვინ დააწყებია აფიციანტად მუშაობა? მერე მას დაუძახა, _ ნინოია, მოი აგერ ჩქარა, მოი! აფიციანტმა უცებ მოირბინა, მიშამ ახედა ქვემოდან და ექსპრონტად ლექსიც წაუკითხა:

ჩვენი ნინო რესტორანში

დარბის, როგორც ტახამატა,

მახარაძლებს ბოზი აკლდა

ლანჩხუთიდან რომ დეიმატა?

_ აი რესტორანი რაფერ მუაგენი შე უპატრონო? _ ყველამ მაგრათ ვიცინეთ, აფიციანტმა ნინომც.

(ტახამატა იყო ჰოლანდიელი, ძაან სწრაფი ფეხბურთელი, რომელიც ოთხმოციან წლებში ბელგიის კლუბ „სტანდარტში“ გამოდიოდა, მას თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ  თავი გამოიჩინა.)

ზაზა ურუშაძე, 1984 წელი

პ.ს. როგორც ამ წიგნიდან ირკვევა, ზაზა ურუშაძე, 2002 წლის 24 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის N209 ბრძანებულებით დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.




 ახალი ამბები
  • ბახმაროში ჩარჩენილები _ ხელის თხოვნა 2050 მეტრის სიმაღლეზე"ჩემს ტყუპს სიგიჟემდე რომ უყვარს ბახმარო, ალბათ, ყველამ იცის. მისი სიყვარულის ისტორიაც აქ დაიწყო, ჰოდა, უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ამ საოცარ ადგილას აღვნიშნავთ მის გაბედნიერებას და ჩვენს "ოქროს დაბადების დღესაც", გილოცავ ტყუპჩიკ, ეს რაღაც სხვა გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოვთქვამ. ვულოცავ საკუთარ თავს და ყველას, ვისაც შენი ბედნიერება უხარია. ასეთი თვალებგაბრწყინებულები იყავით სიცოცხლის ბოლომდე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!"  _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩოხატაურელი ხატია პაიჭაძე. გიგა პაიჭაძემ და სალომე შერგელაშვილმა ერთმანეთი დიდი ხნის წინ ბახმაროში გაიცნეს, ამიტომ სიმბოლურია, რომ შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს ხელი სწორედ ბახმაროში სთხოვა, სადაც სალომე "მაყრიონთან" ერთად ტყუპების 22 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ეს სიურპრიზი მოულოდნელი იყო მისთვის, მაგრამ იუბილარ სატრფოს როგორ გააწბილებდა. დაქორწინდნენ და მაყრიონიანად ჩარჩნენ ბახმაროში და ახლა გზის გახსნას ელოდებიან, რომ თავიანთი სიხარული სხვებსაც გადასდონ. "გურია ნიუსი" ულოცავს ახლად დაქორწინებულ წყვილს და ბედნიერებას და შვილთა სიმრავლეს უსურვებს ... ...
  • ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, თუ რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე. ცნობისთვის, ბახმაროში მისასვლელ გზაზე დღეს   მეწყერი ... ...
  • “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში“ამ საღამოს დაბა გომისმთაზე გამოიდარა. ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი  მცხოვრები  მერაბ სანიკიძე ამბობს, რომ დაბა გომისმთაზე ახლა სამი ადამიანი იმყოფება. “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში. დიდი თოვლი არის მოსული. ამ საღამოს გამოიდარა და ყინავს“, - გვითხრა ... ...
  • ბახმაროში გზის გახსნას ელოდებიანგურიაში, კონკრეტულად ბახმაროში  მოსულმა თოვლმა გზა ჩაკეტა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურის, იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კურორტზე 50 მანქანა და 200-მდე ადამიანი იმყოფება ამ დროისთვის. ისინი გზის გახსნას ... ...
  • გომისმთაზე 80 სმ თოვლი მოვიდადაბა გომისმთაზე თოვლი მოვიდა. ეს ფოტოები “გურია ნიუსს“ დაბის მკვიდრმა მერაბ სანიკიძემ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...