"რას ვხედავ _ 2 მილიციელი არ დგანა და არ ხდის არაყს ჩემს ქუხნაში?!" _ საკრიმანჭულოს მარგალიტები

ა კიდო

"რას ვხედავ _ 2 მილიციელი არ დგანა და არ ხდის არაყს ჩემს ქუხნაში?!" _ საკრიმანჭულოს მარგალიტები

23 სექ. 2015, 14:36:49
  1. გურული პატრულმა გააჩერა და ეუბნება:  მოქალაქევ, თქვენ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდითო!

– რადარი მაჩვენეთო!– დანაშაულის დამტკიცება მოითხოვა გურულმა.

_ რადარი არა გვაქვს ბატონო! – უპასუხა პატრულმა.

– აბა რაფერ მიხვდი ჩქარა რომ მოვდიოდი, მანქანა იყო გაოფლილი?! _ გადაირია გურული.

2 . გურული სუფრაზეა, სადაც ერთი ახალგაზრდა იძახის _  ნეტა, ივანიშვილი ჩემი მამა იყოსო. იმდენჯერ ინატრეს, შეწუხდა გურული და გაბრაზებულმა უთხრა: ბიჯო, თუ ნატვრაა, ფული ინატრე, თვარა დედას მეც ქე  მოგ----ავო!

3. იყო ერთი კოლორიტული პიროვნება, ექიმი ვახტანგ ჭყოიძე. ერთხელ მძიმე ავადმყოფთან გამოიძახეს. მისი გასინჯვის შემდეგ, ვახტანგმა არაყი მოითხოვა. მიართვეს. ექიმმა ჭიქა ასწია და თქვა: _ ეჰ, ამას აწი აღარაფერი ეშველება და ჩვენ გაგვიმარჯოსო!

4. მიცვალებულია გურიაში. პანაშვიდის მერე დაიწყეს მსჯელობა: როის განვბანოთ, როის ჩავაცვათო ა. შ. .. ერთი იძახის _ "ადრეა" ჯერო, დილას ჩავაცვათო, ეიკლო ყველაფერი, ერთი სიტყვით აღარ ჩერდება. ამოუვიდა მეზობელს კისერში და იყვირა ბოლოს: რაია ძამა "ადრე", ამეიჩეჩავს დილამდე თუ რავაა საქმე?!

5. დილაუთენიაა და გურული ქალი გარბის ჩაიში (კაი დრო რომ იყო, ჩვენი ჩაი რომ გვქონდა მაშინდელია), მეზობლის კაცმა გადმოხედა აივნიდან და დაცინვით გადმოსძახა:  ქალო ასე ადრიანად რომ გარბიხარ, ქმარს პატივი არ ეცი ამ დილას?

_ არა ბიჭოს, შენ ცოლს დოუტიებდი აბა რაი! _ უცფათ მიიღო საკადრისი პასუხი.

6. გურულმა დეიჩივლა, იმფერი გაჭირვებული ვარ, ჩუმათა ვსუნთქავ, იღლიაში საროჩქა არ გამერღვესო!

7. გურული ქვრივები ჭორაობენ: _ გუშინ ქმარს ვუღალატე... ალბათ საფლავში გადატრიალდება.

_  მე ყოველდღე ვღალატობ და ალბათ ბზრიალებს ის უბედური.

_  მე საერთოდ არ მიღალატია და არც ვაპირებ...

_  კაი შექალო! თლად მასეც არ შეიძლება! ნაწოლები არ გოუჩდეს.

8. გურული გვიან ღამით მთვრალი მივიდა სახლში. იბორიალა, საწოლი ვერ მიაკლია:

_  ე, ცა, დეიწყე წყევლა, თვარა ლოგინს ვერ ვანკლოვ, _ გასძახა ცოლს.

9. გორბაჩოვის პერიოდია, არყის ხდა რომაა აკრძალული და გურული ჩუმად ხდის არაყს ქუხნაში, ჩაკეტილ კარებსი, გამოვიდა ორეში ცივი წყალი უნდა რომ ჩაამატოს და ვედრებით რომ შემობრუნდა, ქი დახვდა 2 მილიციელი.

_  ა, არაყს ხდი, ხომ! ეხლავე დაწერე ახსნა-განმარტებითი ბარათი.

დეიწყო გურულმა წერა: ვიჯექი ჩემდა მსხლის ძირას და უცებ დევინახე ქუხნიდან გამოდის თეთრი ბოლი, ვიფიქრე ვიწობი, მეთქი და ევიღე 2 ვედრა წყალი და გავარდი ჩასაქრობად, მივირბინე და რას ვხედავ _ 2 მილიციელი არ დგანა და არ ხდის არაყს ჩემს ქუხნაში?!

10. დიმიტრა ხომერიკს შარდის შეკავება დაემართა და გამოაქროლეს ოზურგეთში. ექთანი უკეთებს კათეტერს და თან ეკითხება: რა გქვია ბიძია?

_ დიმიტრა ვარ ხომერიკი, _ შესძახა ომახიანად დიმიტრამ.

_ შვილები გყავს?

_ კი აბა სამი ტარიელი, ავთანდილი და დარეჯანი, _ გადეიბრიქა დიმიტრა...

_ უიიიიი ამ გაჭივრებულით გააკეთე აი ვეფხისტყაოსანის გმირები? _ გაოცება ვერ დამალა ეთქანმა.

11.   ვანზომლეთელი ბიჭი გაუწვევიათ დიდ სამამულო ომში, საიდანაც დედას წერილი მოსწერა: ნუ გეშინია დედა!ისე მოგვზდევენ აი ფაშისტები მალე ვანზომლეთში ვიქნებითო!

12. ერთმა თანამდებობის მქონე გურულმა ზაფხულის პერიოდში იყიდა ინდაურები, გოჭები, ხბოები და ერთ-ერთ სოფელში მიაბარა გასაზრდელად, ამათი საჭმელი ჩემზე იყოს, შენ გამიზარდე და ნახევარი ჩემი იყოს, ნახევარი შენიო... საახალწლოდ ეწვია გურული თავისი მძღოლით ამ სოფელს... გაიშალა სუფრა... ის ერთი გოჭი ეხლა დამიკალი, სააახალწლოდ მინდა სახლისთვისო... ჩემო ბატონო იმ გოჭმა მეიწყინა და დავკალით უკვეო... კაი, მაშინ ხბო დამიკალიო... იმ ხბომაც მეიწყინა და ისიც დავკალით უკვეო... ინდაურები დამიკალითო... ინდაურებმაც მეიწყინა ჩემო ბატონო და ისინიც დავკალითო... ჩაღუნა თავი ამ თანამდებობის მქონე გურულმა... და ამ დროს მძღოლი ეუბნება: არ მეიწყინო თუ ძმა ხარ, ჩვენც არ მიგვაყოლონ იმ ინდაურებს.

13.  გურული მუშაობს ბიბლიოთეკარად. შემოვა ერთი მკითხველი _ ,,მთვარის მოტაცება" მინდა!

_ მერე მე პწკალა (კიბე) მიგიყუდო, ძამა?!

14.  ნამდვილი, ცინცხალი ამბავი ბუკისციხიდან: ასაკში შესული ცოლქმარს სტუმარი ეწვია. ქმარმა, მიზეზი მაქვსო და გაუხსნა გზა ჭაჭის არაყს საყლაპავისკენ.

ცოლმა უსაყვედურა – შენ ახალგაზრდას ნუ უტოლებ თავს, არაყი გწყენს, ღამე ხვნეშავ და კრუსუნობო.

ქმარმა მიუგო:, ეხ, ჩემო მედიკო, ასაკს რა ვუთხრა, თუ არა, ღამე მე კი არა, შენ უნდა ხვნეშავდე და კრუსუნობდეო.

15. გურული უყურებს მოედანზე გაკრულ ზვიადაურის სურათს, სურათზე რეკლამაა: "ჩემპიონები სვამენ ცივ ჩაის"

– იკალი ახლა თავი ჩემპიონობიზა, ჩაისაც რო არ გაგიცხელებენ, აგია დაფასება? – ჩაიბურტყუნა გურულმა.

16. ოზურგეთში ერთი მღვდელია, მამა ვასილი. ძალიან კარგი პიროვნებაა და ყველას უყვარს. იუმორთან მეგობრობს, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც გურიაში ხდება ხოლმე, ძალიან ბუნებრივად გამოსდის.....

ერთხელ ახალგაზრდები მიადგნენ, სულ ახალგაზრდები და ეუბნებიან: მამაო გევიპარეთ ჩვენ, ძაან გვიყვარს ერთმანეთი და სანამ მშობლები მოგვაგნებენ გეხვეწები დაგვწერე ჯვარიო, მარა დიდი ბოდიში მამაო, თლა მზათ არ ვართ ჯვრისწერიზა და გვაპატიეო.

_ კი მარა, რას გულისხმობ მზადყოფნაშიო, _ იკითხა მამაომ.

_ ფული არ გვაქ მამაო და გვაპატიეო.

_ რას ამბობ შვილოო, როის იყო მე ფული მქონდა დაწესებული რამეზე, თუ რამე უნდა ხალხს, აგერ ყულაბაში აგდებენ, მე არანაირი გადასახადი არ მაქო. დევიწყოთ აბაო, _ უთქვამს მამაოს _  მეიყვანეთ მეჯვარეებიო.

_ უი მამაო, მაგენი არ გვყავს, ხომ გითხარით გამოპარულები ვართ, არიკაცმა არ იცის აქანე რომ ვართო.

_ კაიო მამაომ _  ერთ სტიქაროსანს და ერთიც სანთლების გამყიდველ ქალს უხმო და დუუყენა აგენს მეჯვარედ.

მიდის ჯვრისწერა და მევიდა ბეჭდების გაცვლის დრო....

_ უი მამაო, არ გვაქ ბეჭდებიო.

_ კაიო, _  მამაომ უცბად სანთლები გადახრიხა ლამაზად ბეჭდის ფორმაზე, გოგოს და ბიჭს მისცა:

_  ახლა გოუკეთეთ ერთმანეთს თითებზეო.

ხოდა აღმოჩნდა, რომ ამ ბიჭს საბეჭდე თითიც მოკვეთილი ჰქონდა.....მამაო დაიბნა, ასეთი პირველად ნახა და გაბრაზებულმა გახედა ამ ბიჭს შარვალის გარკვეულ ნაწილისკენ და უთხრა: ახლა შვილო რას გეტყვი იციო, თლა ჩემს იმედზე ნუ იქნები ყოლიფერშიო, ბიჯოს-ოო!

გაგრძელება იქნება




 ახალი ამბები
  • 13 წლის მოზარდს 29-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში ეძებენმესტიაში დაკარგული მოზარდის, ილია ფილფანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა სოფელ ლენჯერში, მურთაზ გულედანმა განუცხადა,  სამძებრო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში,  ინტენსიურად მიმდინარეობს. მოზარდის სამძებრო ღონისძიებები მესტიის გარდა, ასევე, ანაკლიაში, ქობულეთსა და ურეკშიც მიმდინარეობს და მასში ჩართულია 80-მდე მაშველი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოზარდის საპოვნად მოქალაქეებს სამ ენოვან მოკლეტექსტურ შეტყობინებებსაც უგზავნის. ცნობისთვის, ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ   ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ... ...
  • კარიერების საწინააღმდეგო აქცია ბაილეთში : „ რა მეაქციება, „ამიდუღდა“ საზამთრო, გამიშვით“13 აგვისტოს კიდევ ერთი აქცია მოაწყვეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ბაილეთის და სუფსის  მცხოვრებლებმა,  რომლებმაც სუფსის    ხიდთან, ცენტრალური  ავტომაგისტრალი გადაკეტეს.    პროტესტის  გამოხატვის  ეს ფორმა,  ადგილობრივებმა  კომპანია „სამი ძმების“ წინააღმდეგ მოაწყვეს, რომელიც სუფსის კარიერში  ინერტულ მასალას  მოიპოვებს.  _ ეს „სამი ძმები“ არის თუ „ნატა“, არ გვაინტერესებს. აქ მათი ადგილი არ არის.  კომპანია „ქიუ ემ სი“, რომელამაც მემორანდუმი გააფორმა სოფელთან, მხოლოდ ის იმუშავებს. არ არის აქ მეტი ადგილი, მორჩა! უნდა წავიდნენ აქედან, ყველას ეს  აზრი გვაქვს! - იძახდა ის. თუმცა, აქციის მონაწილეებს და თვით აქციას აშკარად ეტყობოდა არაორგანიზებულობა და უკმაყოფილება. მონაწილეთა შორის ბევრი  გამოთქვამდა საყვედურს: „დავიღალეთ ამ უაზრო აქციებით“,  „ვიღაცამ ხომ უნდა მოგვხედოს ოდესმე, რომ ეს  ამბავი დასრულდეს“, „ახლა სათხილეში უნდა ვიყო, ამ დუგუნაში კი არა“,  „ხალხიზა არავინ არაა, არ გამოდის არაფერი...“, „ყანაში უნდათ რომ  ცვითონ თავი და ორი კოტა სიმინდიც წაგვართვან“... _ ისმოდა  შეკრებილთა შორის. ადგილზე არ ჩანდა პოლიცია, არც მეორე მხარე, ვის წინააღმდეგაც აქციას აწყობდნენ. „სად მცალია თქვენი აქციიზა? რა მეაქციება, ამიდუღდა საზამთრო, თუ არ გამიშვებთ, გადმოვალ ამ მეზობლის მანქანიდან და გაღმა მხარეს მეორე მეზობლის მანქანაში ჩავჯდები, სახლში პროდუქტი მიმაქვს, _ დაიძახა ერთმა სილაურელმა მამაკაცმა, რომელიც მართლაც ხიდზე გაჩერებული მანქანიდან, ჯერ საზამთროთ ხელში გადმოვიდა  და ხიდის პერიმეტრი გადმოირბინა, მერე მიბრუნდა და ჩანთებიც გადმოიტანა მეორე მხარეს, სადაც ასევე მეზობლის მანქანაში ჩაჯდა და  შინ წაყვანა სთხოვა. მალე პოლიციას დაურეკეს.  ადგილზე მოსულმა ოზურგეთის პოლიციის წარმომადგენლებმა ხალხი გზიდან გადაიყვანეს და სთხოვეს, აქცია იქ გაემართათ. აქციის  მონაწილეებთან მოვიდა გარემოს დამცველი ირმა გორდელაძე. _ყველა აქ მომუშავე კომპანიას აკონტროლებს ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო“. ამ „სამ ძმებს“ არ გააჩნია დოკუმენტაცია. ხალხო, მე მაბრალებენ, თითქოს, მე გაქეზებთ. მოიქეცით ისე, როგორც გსურთ. ააშენონ, დაამშვენონ, თუ შეუძლიათ. ყველამ ისე იმუშაოს, რომ მდინარის კალაპოტი არ დაინგრეს. ყველა კომპანიასთან გვექნება კომუნიკაცია, რომელიც წამოვა დიალოგზე _ უთხრა მან აქციის მონაწილეებს. აქციის შემდეგ, „გურია ნიუსი“  კომპანია „სამი ძმების“  წარმომადგენელს დაუკავშირდა. _ჩვენ არ ვიცოდით, თუ დღეს იქ აქცია იყო. არაფერს არ ვაშავებთ. გვაქვს კანონიერი ლიცენზია, _ გვითხრეს კომპანიიდან. ვრცლად ამ საპროტესტო აქციის შესახებ, „გურია ნიუსის“ საგაზეთო სტატიაში ... ...
  • საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტაბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. „გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში. 14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა. დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში“,_ აცხადებენ შინაგან საქმეთა ... ...
  • SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში SME ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელაSME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა.     SME Banking Club-ი არის საერთაშორისო ქსელის პლატფორმა ბიზნეს ბანკირებისთვის. ის აერთიანებს საფინანსო ინსტიტუტების, ფინანსური განვითარებისა და ტექნოლოგიური კომპანიების ბიზნესბანკირებს, რომელთა მიზანია შეისწავლონ და გაცვალონ პრაქტიკული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უწევენ მომსახურებას სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ბანკები თუ საფინანსო ორგანიზაციები მეწარმეებს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს. სწორედ ამ მიზნით, SME Banking Club-მა შეისწავლა კავკასიის რეგიონის 11 ქვეყანაში (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა) მოქმედი 212 ბანკის 34-მდე უნიკალური სერვისი, რის საფუძველზეც გამოავლინა რეგიონის წამყვანი 20 საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკი; სიის სათავეში კი სწორედ საქართველოს ბანკია. „ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ბოლო დროს მსოფლიო საბანკო სისტემას აქვს, ფინანსური ეკოსისტემების მშენებლობაა. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ეძებენ შესაძლებლობას, დაზოგონ დრო საკუთარი ბიზნესისთვის და სწორედ ამიტომ არიან დაინტერესებულნი მიიღონ სერვისი „ერთი ფანჯრის პრინციპით“; ის კი, ვინც შეძლებს მათთვის ეს შესაძლებლობა უზრუნველყოს, გამარჯვებულია“, − აცხადებენ SME Banking Club-ის წარმომადგენლები. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცდელობა, ვიყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის საიმედო პარტნიორი და ვიზრუნოთ მათ მუდმივ განვითარებაზე, არ დარჩა შეუმჩნეველი. ჩვენს ბიზნესმომხმარებლებს, ვცდილობთ, ყოველდღიურად შევთავაზოთ სწორედ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები/სერვისები ციფრულ ეკოსისტემაში, რათა დაზოგონ დრო და ენერგია; შედეგად კი კიდევ უფრო სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი“, − განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. ... ...
  • ოზურგეთში თხილის გატეხვა და ფასის ამ მეთოდით დადგენა დაიწყესმიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი  სეზონის გახსნიდან აქამდე,  ოზურგეთში თხილის გატეხვა არ ხდებოდა, ფასის დადგენის მიზნით, დღეს, როგორც  გაბრაზებული მოქალაქეები ამბობენ, „ტახატუხი“ მაინც დაიწყეს. _დიახ, დავიწყეთ გატეხვა. ნახეთ, რა მოაქვთ. ფუტურო, შარშანდელი ნაგავი, მთლიანად უვარგისი  თხილი. არ მიაქვთ ქარხნებს,  უკან დაგვიბრუნეს, რაც წაიღეს. რა ვქნათ? ერთი  საღი გული 50 თეთრია.  ათი გატეხილი ნაყოფიდან თუ ყველა კარგი იქნება, ერთ   კილოგრამში  5 ლარს გადავუხდით, - გვითხრეს  ოზურგეთში, გაბრიელ  ეპისკოპოსის  ქუჩაზე  მდებარე თხილის მიმღებ  პუნქტებში მომუშავე პირებმა. კითხვაზე, ყოველი გატეხილი ათი ცალი თხილიდან, ყველა საღი არასდროს არ იქნება, იშვიათი გამონაკლისის გარდა და არიან თუ არა მაინც გლეხები დაზარალებული ამ მეთოდით,  კვლავ  შემოგვწყრნენ: _ჩვენ არ ვართ დაზარალებული, ნაგავი რომ მოაქვთ? მთელი დღე რომ  გვიყრია ეს თხილი ტომრებით და არავის მიაქვს? ვინ გითხრათ, რაიმე ბრძანება არის, რომ არ გავტეხოთ? ქობულეთში, ორი კვირაა, ტეხენ.  მიუხედავად ამისა, ზოგ პუნქტში თხილის გატეხვა მაინც არ ხდებოდა.  „გურია ნიუსი გაესაუბრა ქალაქში მყოფ არაერთ ფერმერს, რომლებსაც  თხილის პლანტაციები აქვთ და საგანგებოდაც  უვლიან. როგორც მათი შეფასებიდან ირკვევა, თხილის ვარგისიანობის  შესამოწმებლად, სხვა უფრო დახვეწილი  ფორმა უნდა მოიძებნოს. _ ამ მეთოდით მაინც რიგითი მეურნე ზარალდება, - თქვეს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...