ფელეტონის მაგიერ _ ჩინურს ჯინზე ვისწავლი!


ა კიდო

ფელეტონის მაგიერ _ ჩინურს ჯინზე ვისწავლი!

1 იან. 1970, 04:00:00
სიტყვას გაძლევ, მიხეილ, ჩინურს ვისწავლი! თავს მევიკლავ და ჯინზე ვისწავლი!
რეიზა და რაფერო! _ სიცილით მოკტენ ილიკო და ილარიონა; რაღა დროს შენი ჩინურიაო?! _ გადაფიჩინდა ჩემი ბადიში, მაკვარანცხი ზურიკელა (ისე, ჩვენ შორის დარჩეს, ნენა და გეტყვი ერთ რაცხას _ აი, ჩემი ზურიკელა ქია შენი პარტიის წევრი, მარა, ხანდახან იმფერ რაცხას იტყვის, ნაციონალებს რომ არ გეკადრებათ)?!
ახლა ისევ ჩინურის სწავლის ამბავს დავუბრუნდები.
წევიკითხე ამას წინაზე რომ გითქვამს: ქართულ ენაზე ქართველების გარდა ვერავინ ლაპარაკობს, ამიტომ ინგლისური და ჩინურიც უნდა ვისწავლოთო!
მაშინ რაცხა მთლად ვერ მივხთი, რეიზა უნდა ისწავლონ ქართველებმა ჩინური. არც იგი გამხსენია, რომ ჩივიან, რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო, არადა, რაფერ პატარა დავრჩით ქართველები! ერთმა კაცმა სამი-ოთხი ენა რომ იცოდეს, ხომ იქცეოდა ერთი კაცი სამ-ოთხად და ხომ მევიმატებდით რიცხობრივად? ვინცხამ ამასწინათ იგიც თქვა, მიხეილმა 16 ენა იცისო! სწორია ნენა?! ახლა წარმევიდგინოთ 16 მიხეილი! არ ავშენებულვართ?!
ბოდიშს გიხდი, მიხეილ, ნენა, ჩინურის სწავლაზე მინდოდა მეთქვა რაცხა და ღობე-ყორეს მევედე. არ გაგიკვირდეს, ნენა, 71 წლის ვარ! წნევაც შემეჩვია ამ ბოლოს. ისე ავარდება 180 _210-ზე, რომ ვერ ვხვდები. ერთი მეზობელი მყავს _ არანაციონალი. წნევას რომ გამისინჯავს, ჩეიქირქილებს: მაგდენი პენსია რომ გქონდეს, ასე გლახათ არ იქნებოდა შენი საქმეო.
პენსიაზე გამახსენდა: უცხოელ ჟურნალისტებთან გითქვამს, საქართველოში პენსიონერებს 100 დოლარი აქო პენსიაო. მართლა თქვი, ნენა, თუ გურულებივით წეიტრაბახე?!
ისე, პაწა ქი დავეჭვდი. არა, შენს ნათქვამზე არა, ნენა. გვაქ, ალბათ, 100 დოლარი პენსია, მარა ჩვენამდე არ უშობენ ჩვენი პირველკაცები: გუბერნატორი ვალერი, საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო და გამგებელი გია. არც მიკვირს, ნენა, ჭირიათ ფული. ამ გატყავებულ ოზურგეთში იმდენი სტუმარი ჩამოდის, რომ... ხომ უნდა პურ-მარილი და გასტუმრება?!
მაგენს პენსიასთან არაფერი ესაქმებაო! _ დამიჩემა ზურიკელამ.
აბა, ვის ესაქმება, ნენა?!
ხო, ახლა ისევ ჩინურს დავუბრუნდები. თემურ ივანიძე ყოფილა ვინცხა. გზაში საკითხავ კოლაჟს აკეთებს. ამასწინათ ოზურგეთში მივდიოდი ექიმთან და მაშინ წავიკითხე: ჩინეთში უფრო მეტი ადამიანი ლაპარაკობს ინგლისურად, ვიდრე შეერთებულ შტატებშიო.
პაწა ამანც ქი დამაბნია: ჩინელები თუ ინგლისურს ეტანებიან, ჩვენ რეიზა უნდა ვისწავლოთ,-მეთქი, მაგრამ მალე გამინათდა გონება.
ექიმთან რომ მივდიოდი, რაცხა აჭრელებული მაღაზია მომხთა თვალში: შევალ, ვნახავ, გულს და თვალს გავალაღებ,-მეთქი, ვიფიქრე.
შევედი და... გამარჯობა, მობრძანდი! _ გევიგონე რაცხა არაქართული ხმით. შევხედე და წინ თვალწვრილი, ღიმილიანი ბაღანა მედგა.
ვინ ხარ,-მეთქი, _ ვკითხე.
ჩინელი ვარ, ჩინელიო!
ჯერ მაგრათ დავაღე პირი, მარა, მერე დავმუწე. ჩემი გაშტერებული სახე რომ დეინახეს, მეორე ჩინელი ბიჭი მომიახლოვდა და მითხრა: _ ჩინეთი და საქართველო მეგობრები არიან. ამიტომ აქ მაღაზია გავხსენით და გემსახურებით!
შენ რა გითხარი, მიხეილ, რას არ მეიფიქრებ?!
აი ბაღნები ჩიტებივით ჟღურტულებდნენ. ისე გემრიელად მელაპარაკებოდნენ, რომ სიხარულით არ ვიცი, რა დამემართა. ლოყაზე მივუთათუნე: შენ გენაცვალე,-მეთქი!
წამევედი სახლში გახარებული და გაკვირვებული. აღარ მახსოვს, ნენა, შენგან ჩარეცხილ თუ ამორეცხილმა რომელმა პოეტმა თქვა ასე:
"ილაპარიკეთ, ილაპარაკეთ,
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!"
ხოდა, გამიკვიდრა, მიხეილ, რაფერ გეიგონეს აი სიტყვები ჩინეთში, ჩინეთი ხომ ქვეყნის დასალიერსაა?!
ამაში შენი ხელი ურევია, მიხეილ, შენს გარდა ვინმე მიხთებოდა ოზურგეთში ჩინური მაღაზია გეეხსნა, მეტიც, ჩინელებს ქართული ესწავლა?
ჰოდა, ამიზა გადავწყვიტე, ნენა, ვისწავლო ჩინური, ვინ იცის სად და რაფერ გამომადგება, ააა?
წარმეიდგინე ახლა, იმ ბაღანას, ქართულად რომ მელაპარიკებოდა, მე რომ ჩინურად ველაპარიკებოდე, არ გავხდებოდი მთელი ევრაზიის სალაპარიკო?!
ამიზა ვისწავლი ჩინურს, გასკდეს გულზე ილიკო და ილარიონა, გადაფიჩინდეს ზურიკელა!
ჯინზე ვისწავლი, მიხეილ, ჩინურს, ჯინზე!

ოლღა ბებიას საუბარი ჩაიწერა ეთერ ქადეიშვილმა

P.S. მიხეილ, არ იფიქრო "ფელეტონის მაგიერ" მე დამეწეროს. რედაქტორმა დეიჩემა, ასე თუ არ დამიწერ, არ დავბეჭდავო!
რავა, ფელეტონი გლახაა? "მაგიერო" რაცხა არ მომეწონა, მარა... შენზე კარგათ ვინ იცის, მიხეილ, აღმართს ძალა რომ ხნავს!




 ახალი ამბები
  • მოვლენები ბუკნარში- რას მოუწოდებენ ხელისუფლებასადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), რელიგიურ ორგანიზაციებთან და აქტივისტურ ჯგუფებთან ერთად  მართავს პრესკონფერენციას ბუკნარში მიმდინარე პროცესებეზე. ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობასა და პარლამენტს რელიგიის თავისუფლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებისკენ, მათ შორის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებისკენ მოუწოდებენ. მათ მიერ გავრცელებული განცხადება ასეთია: „ბუკნარში გამოვლენილი რელიგიური შევიწროების შემთხვევაზე სახელმწიფოს შედარებით აქტიური რეაგირება ჰქონდა, წინა გამოცდილებებისგან განსხვავებით. რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის სასარგებლო განცხადებები გაკეთდა მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან. ადგილზე მედიაციის პროცესი ხარვეზებით, თუმცა მაინც დროულად დაიწყო და გამოჩნდა პოლიციის სამართლებრივი რეაგირებაც. თუმცა, დომინანტური რელიგიური თემის შიგნით გამოვლენილი პრობლემური ხედვებისა და სენტიმენტების, ასევე ჩვენს გარემოში გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიის გათვალისწინებით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ სოფელი ბუკნარის თემში და ასევე, რელიგიური/ეთნიკური კონფლიქტის გამოცდილების ან ამგვარი რისკის მქონე თემებში გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პოლიტიკა გაატაროს. არსებითია იმის აღნიშვნაც, რომ კიდევ რთხელ გამოჩნდა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მკვეთრად არაეფექტიანი როლი და წლების განმავლობაში მისივე ორგანიზებული პოლიტიკის მძიმე შედეგები.  მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყების კომპეტენციაში რელიგიური დაპირისპირების გადაჭრის ხელშეწყობა შედის, სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კონფლიქტების გადაჭრაში უწყება აქტორი არ ყოფილა და მათი მონაწილეობა მედიაციის პროცესში ხილვადი არ იყო, რაც ამ უწყების მიმართ არსებული მკვეთრი კრიტიკითა და უნდობლობით უნდა აიხსნას. მეტიც, მედიაში უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის რეალურ გამოწვევებსა და რელიგიური თემების საჭიროებებს ღიად უგულებელყოფს. წლების განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციები, ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორები, მათ შორის, სახალხო დამცველი, ვუთითებთ რელიგიის თავისუფლების სფეროში დაგროვებული არაერთი სისტემური გამოწვევის შესახებ, რომელიც კანონმდებლობის, ადმინისტრაციული პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის დონეზე, ასევე მიკრო სოციალურ/სათემო დონეზე არსებობს. 2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნების შემდეგ არც ერთი ეს მნიშვნელოვანი საკითხი არ გადაჭრილა. ამის საწინააღდეგოდ, ჩვენ მუდმივად ვხედავდით სააგენტოს მკვეთრად რეგრესულ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებს. ჩვენი დაკვირვებით, ცვლილიებების პროცესს არსებითად აფერხებს მთავრობის მიერ რელიგიის თავისუფლების სფეროს დანახვის პრობლემური პერსპექტივა და მისი ინსტიტუციური მოწყობა, სადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამ სფეროში მთავრობის ექსკლუზიური აქტორად განიხილება. ჩვენთვის წარმოუდგენელია ამ უწყებისა და მისი პოლიტიკის არსებობის  პირობებში რელიგიის თავისუფლების სფეროში პოლიტიკის პოზიტიური ცვლილება და ამისთვის აუცილებელი დემოკრატიული კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან. აღსანიშნავია, რომ ამ უწყების მიმართ მკვეთრი კრიტიკა აქვთ დაფიქსირებული საერთაშორისო ორგანიზაციებს (FCNM, ECRI) და ავტორიტეტულ ექსპერტულ წრეებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კიდევ ერთი კრიზისის ფონზე მაინც, გამოხატონ მაღალი ინტერესი  რელიგიის თავისუფლების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი მძიმე უფლებრივი და სოციალური შედეგების მიმართ და 1.     შეცვალოს რელიგიურ ორგანიზაციებთან და თემებთან მუშაობის არსებული პერსპექტივა და ის თანასწორობის, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და რელიგიის თავისუფლების სტანდარტების განუხრელ დაცვას დააფუძნოს. ამ კუთხით არსებითია შეწყდეს ცალკეული რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და მათ ავტონომიაში ჩარევის პრაქტიკა, რომელსაც უნდობლობისა და არაფორმალური ორგანიზების ნეგატიური პრაქტიკები მოჰყვება;  2.      შეიმუშავოს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანმიმდევრული გეგმა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშრისო აქტორების რეკომენდაციებს, ასევე სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და ადამიანის უფლებათა აქტორებთან ორგანიზებულ დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება;  3.     გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო და რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციისა და პოლიტიკის კოორდინაციის  ახალ მოდელებზე იმუშავოს, რომელიც შექმნილი ნეგატიური გამოცდილებების კრიტიკულ ანალიზსა და შესაბამის აქტორებთან დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება.   ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ევანგელურ - ბაბტისტური ეკლესია  ქართველ მუსლიმთა კავშირი  სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო ევანგელისტური ეკლესია  პლატფორმა სალამი  სოლიდარობის ... ...
  • სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდადღეს, სწავლის კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელებასთან დაკავშირებით, „გურია ნიუსი“ ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ლელა იმედაშვილს ესაუბრა. _ყველანაირად მზად ვართ,  დავიწყოთ სწავლა ონლაინრეჟიმში. დაცულია და შესრულებული ყველა რეკომენდაცია, რაც ჯანდაცვის უწყების მიერ არის დაწესებული.  კონკრეტულად, ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე, არსებული ეპიდ.სიტუაციის გათვალისწინებით, ოზურგეთის სკოლებში სწავლა ისევ ონლაინრეჟიმში გაგრძელდება 1 თებერვლამფდე. იმედია,   1 თებერვლის შემდეგ, სწავლა კვლავ კონტაქტური გახდება, სოფლის სკოლებში მაინც. ვნახოთ, რას გვიჩვენებს სიტუაცია, _ გვითხრა ქალბატონმა ლელამ. ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა,  ფატი სიორიძემ  „გურია ნიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ სწავლის გასაგრძელებლად მზად არიან. _უკვე სამი გაკვეთილი ჩატარებულია. დისტანციურ რეჟიმში ვაგრძელებთ კვლავ. ეს ხდება ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის გადაწყვეტილებით.  დღეს და ზოგადად, ყოველი დღის ბოლოს,  მე მექნება ყოველდღიური აღრიცხვის ფორმა, ყველა კლასში ჩატარებული გაკვეთილებისა. ასე გავაგრძელებთ 1 თებერვლამდე.  ისე კი,  ჩვენ 12 იანვრიდან მზად ვიყავით სწავლის გასაგრძელებლად და შედგენილი გვქნოდა დისტანციური სწავლების ცხრილი, _ გვითხრა ფატი ... ...
  • გურიაში ამინდი მკვეთრად გაუარესდებაგურიაში დღის ბოლოს თოვას ელოდებიან,_ ამის შესახებ  „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. „დღეს ჯერჯერობით გურიაში წვიმს, მაგრამ დღის ბოლოს შესაძლებელია სუსტ თოვაში გადავიდეს. ტემპერატურა დაიკლებს. დაბლობ რაიონებში დღეს +4, +6 გრადუსი სითბო დაფიქსირდება დღის განმავლობაში, მთიან რაიონებში +2, მაღალ მთაში კი -1, -3. რაც შეეხება შემდეგ დღეებს, არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. უფრო ცივდება. თოვა შენარჩუნდება 22 იანვრის ჩათვლით. დღის მაქსიმალური ტემპერატურა 3 გრადუს სითბომდე იქნება დაბლობ რაიონებში, ღამით ყინვა მოიმატებს. 20 იანვარს -3 დაფიქსირდება, 21-22-23 იანვრის ღამის საათებში მოსალოდნელია ყინვა მიუახლოვდეს 6 გრადუსს დაბლობ რაიონებში, მაღლობ რაიონებშიც მოიმატებს ყინვა,  მთაში ღამით -6, -8 გრადუსი, მაღალ მთაში კი შესაძლებელია -10, -12 გრადუსიც კი იყოს. სადენებზე სველი თოვლის შემოფენვა იქნება და მოიყინება გზები, რაც მოძრაობას შეუქმნის პრობლემებს. შედარებით გამოიდარებს 22 იანვრიდან. მაქსიმალური ტემპერატურა 23-24 იანვარს შესაძლებელია 10-12 გრადუსი იყოს და უმეტესად უნალექო ამინდი“,_ გვითხრა ... ...
  • „მობილიზებული ვართ ქვიშა-მარილის მარაგით“: ამინდის გაუარესების მოლოდინი გურიაშიგურიაში, კერძოდ, ოზურგეთში, დღეს, დილიდან უმნიშვნელოდ წვიმს, თუმცა სინოპტიკოსთა ცნობით, ამინდის მაქსიმალური გაუარესებაა მოლსალოდნელი. „გურია ნიუსი“ „გზამშენი-18“-ის დირექტორს, თემურ ჯახვას ესაუბრა და ჰკითხა,  პირველ რიგში, როგორ  ემზადებიან საგზაო უსაფრთხოებისთვის, ტრანსპორტის გადაადგილებისას. _ დიახ, ვიცით, რომ მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. ზამთარია და ისედაც ცხადია, რომ ასეთი რამ მოხდება. ჩვენ მობილიზებული ვართ. დაწესებულია სადღეღამისო მორიგეობა. გაგვაჩნია ქვიშა-მარილის სამყოფი მარაგი, როგორც ოზურგეთში, ისე ჩოხატაურში. შესაძლოა, სადმე რაიმე შეფერხება მოხდეს, რისგანაც არავინაა დაზღვეული,    თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით ,    ეს დიდხანს არ გაგრძელდეს, _ განაცხადა თემურ  ჯახვამ „გურია ... ...
  • პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართავაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, - გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილება. ამასთან, ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოსვლის მიმართულებით იდგმება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და ვაქცინის საერთაშორისო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....