ნამდვილი ოლღა ბებია და ნოდარ დუმბაძე

ა კიდო

ნამდვილი ოლღა ბებია და ნოდარ დუმბაძე

2016 იან 19 22:36:02

ნოდარ დუმბაძემ თავის ნაწარმოებებში არაერთი განუმეორებელი პერსონაჟის სახე შექმნა. გამორჩეული პერსონაჟები მეტწილად  რეალური ადამიანებისგან იქმნებოდა და მათ პროტოტიპები ჰყავდათ. გამონაკლისი არც ყველასთვის საყვარელი „ოლღა ბებია“ გახლდათ, რომლის პროტოტიპიც ნოდარის ნამდვილი ბებია ოლღა ქერქაძე-დუმბაძე იყო. „ნამდვილი ოლღა ბებიას“ შესახებ, შესანიშნავი მოგონებები ნორა კუდინოვმა დაგვიტოვა, რომელიც ნოდარ დუმბაძის მამიდაშვილი გახლდათ.
აი რას წერს ნორა კუდინოვი ოლღა დუმბაძის  შესახებ :
„ბებია, ოლღა გლახუნას ასული ქერქაძე-დუმბაძე, დაბადებულა 1880 წელს ჩოხატაურის სოფელ მეწიეთში. დედამისი კალენტი კალანდაძის ქალი იყო, დაუმთავრებია სოფელ ხიდისთავის შვიდწლიანი სასწავლებელი. საკმაოდ კარგი მოსწავლეც ყოფილა. ამის გამო მასწავლებლებს უთხოვიათ ოჯახისათვის: ბავშვს სწავლის გასაგრძელებლად ხელი შეუწყვეთო, მაგრამ ოჯახს სიღარიბის გამო უარი უთქვამს და იგი სრულიად ახალგაზრდა, თექვსმეტი წლისა, ქიშვარდი დუმბაძეზე გაუთხოვებიათ.
ბებიას სულ რვა შვილი შესძენია - ექვსი ვაჟი და ორი ქალიშვილი. ნოდარის მამა ვლადიმერი (აკაკი) ბებიას უფროსი ვაჟი იყო, ხოლო დედაჩემი შუშანა (შურა) - უფროსი ქალიშვილი, რიგით მეოთხე.
ბებიას უმცროსი ვაჟი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი მამია დუმბაძე იგონებს:
- დედაჩემი ალალი გულის, პირში მთქმელი ქალი იყო. გვზრდიდა ქართული კლასიკური ლიტერატურის სიყვარულით, არც თუ იშვიათად ჩაურთავდა საუბარში ქართულ ხალხურ ბრძნულ ანდაზებსა და გამონათქვამებს, რომელთაგან ბევრი მთელი სიცოცხლის მანძილზე გამომყვა. ზეპირად იცოდა ქართველ კლასიკოსთა ლექსები. ჯერ კიდევ 1925 წელს მეც დამაზეპირებინა აკაკის ნაგალობევი „სახსოვარი“, რომელიც მიძღვნილია დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვალებისადმი. ეს ფაქტი გავიხსენე კიდევაც დიმიტრი ბაქრაძეზე მონოგრაფიის წერისას. დედამ იცოდა უამრავი იგავი სულხან-საბასი, კრილოვისა, რომლებსაც გატაცებით გვიამბობდა ხოლმე.
ბებია ძალზე პოპულარული მანდილოსანი ყოფილა. თანასოფლელებს 1925 წლის საქართველოს ქალთა პირველი ყრილობის დელეგატად აურჩევიათ, ხოლო ამ ყრილობას იგი გაუგზავნია საკავშირო ქალთა ყრილობის დელეგატად. მოსკოვში ერთ თვეს დაუყვია, ხოლო როდესაც იქიდან დაბრუნებულა, თანასოფლელებს მისთვის შეხვედრა მოუწყვიათ: გვიამბე, ყრილობაზე რაც ითქვაო.
     ბებიას უმცროსი ქალიშვილი, დარეჯან დუმბაძე-ჩიგოგიძე, იგონებს:
     -  დედა ასეთი სულისკვეთებით გვზრდიდა: მეზობელს ხარი უქადე, ღმერთი შენ მოგცემსო, მეზობელს რომ მუცელი სტკიოდეს, მუცელზე ხელს შენც უნდა ისვამდეო. განსაკუთრებით უყვარდა ნინოშვილის წიგნები. დიდად ზრუნავდა შვილების სწავლა-განათლებისთვის. უფროსი ვაჟები, ვლადიმერი და გაბრიელი, ბაქოში გააგზავნა გიმნაზიაში სასწავლებლად. როდესაც მათ გიმნაზია დაამთავრეს, სწავლის გასაგრძელებლად თბილისში ჩამოვიდნენ და აქვე დასახლდნენ. ბებიამ ახლა უმცროსი შვილები გამოაგზავნა უფროსებთან და დაავალდებულა, რათა ეზრუნათ პატარების სწავლა-აღზრდისათვის.
    ბებია თბილი და მოსიყვარულე დედა ყოფილა. უკვე დაცოლშვილებულ ვაჟებს რომ დაეძინებოდათ, ზურგზე უსვამდა თურმე ხელს, როგორც პატარაობისას.
     მრავალრიცხოვანი ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა, მაგრამ დადგა 1937 წლის ზაფხული. მაშინ ზენობანში ვიყავი ბებიასთან და შემთხვევით შევესწარი დიდ ოჯახურ ტრაგედიას. სულ ხუთი სული წაიყვანეს ბებიას ოჯახიდან. ერთი ვაჟი, სიყრმის შვილის მომდევნო, მცირეწლოვანი გარდაეცვალა, თორემ გაზრდა რომ დასცლოდა, ალბათ, ისიც ძმების ბედს გაიზიარებდა! ის დღე იყო და ის, ბებია გაღიმებული აღარ მინახავს სიცოცხლის ბოლომდე. რომ დაიწყებდა მოთქმას, რიგრიგობით ჩამოთვლიდა: ვაი ჩემს მოსწრებას, შვილო აკაკი, შვილო გაბილა, შვილო ნიკოლოზა, შვილო ანიჩქა, შვილო თამარა! --- თან გულ-მკერდზე იბრაგუნებდა ხელებს და თმას იწეწდა.
         ხუთი სულიდან მხოლოდ სამი დაბრუნდა 1946 წელს: ნიკოლოზი და რძლები: ნოდარის დედა, ანიკო ბიცოლა, და გაბრიელის მეუღლე თამარი. უფროსი ვაჟები, როგორც მათი რეაბილიტაციის შემდეგ შევიტყვეთ, დაპატიმრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაუხვრეტიათ.
     
ბაბუას გარდაცვალების შემდეგ ოჯახში სამნი დარჩნენ: ბებია,  დარეჯანი (ნოდარის მამიდა) და თორმეტი წლის ნოდარი. სულ მალე სამამულო ომიც დაიწყო. ოჯახს უღმერთოდ გაუჭირდა. პატარა ნოდარს მამაკაცური შრომის მძიმე ტვირთი დააწვა. მართალია, ზაფხულობით ბიძები - ალექსანდრე და მამია - ჩადიოდნენ დასახმარებლად, მაგრამ ნოდარს მაინც საკმაოდ ხშირად უხდებოდა მძიმე გარჯა. ჯერ კიდევ პატარა, 13-14 წლისა, ჩეხავდა შეშას (ზამთარი ბევრ შეშას ინელებს), დადიოდა წისქვილში სიმინდის დასაფქვავად, მუშაობდა ყანასა და ვენახში, წურავდა ყურძენს, რეცხავდა ჭურებს.
       ტრაგიკულმა ხვედრმა ბებიას ბუნება-ხასიათი შეუცვალა, იგი უფრო მკაცრი და ნერვიული გახდა. როცა ნოდარი იცელქებდა სკოლაში და მშობელს დაიბარებდნენ, ნოდარი ასე კითხულობდა, ბებია მოვიყვანოო? მასწავლებლები ერიდებოდნენ ოლღა ბებიასთაან შეხვედრას და დარეჯანს შესჩივლებდნენ ხოლმე.
       სტუდენტობის წლებში ნოდარი ხშირად გვიყვებოდა თავისი ბავშვობისდროინდელი ოინების ამბებს, როგორ აჯავრებდა ბებიას და მამიდას.
       ნოდარი ხშირად ცელქობდა. ბებია წკეპლას დამალავდა უკან და მოფერებით ეტყოდა: მოი, ბებია, აფერს არ გიზამო, მაგრამ უკან წკეპლის წვერი მოუჩანდა და ნოდარიც იმწამსვე გაექცეოდა.


ნოდარი თავისი განუმეორებელი იუმორით გამოირჩეოდა უკვე ბავშვობაში. გაჯავრებულ ბებიას ისეთ სიტყვებს ეტყოდა, რომ გულს მოულბობდა და ისიც მოეშვებოდა ხოლმე, მაგრამ თუ ხელს წაატანდა, მიტყეპავდა და თან დააყოლებდა: „რეტა, რეტა, რეტა!“ ეს ნიშნავდა: რატომ გააკეთე, რატომ დააშავეო. როცა ძალიან გააჯავრებდა, მიაძახებდა: „შეგიყენებ გობის სარაქავ სისხლს, ნოდარია დუმბაძეო „. ეს მხოლოდ სიტყვები იყო, ბებიას ნოდარი მთელ სიცოცხლეს ერჩია. წყევლა მართლა სანიმუშო იცოდა, მაგრამ თან დააყოლებდა გასანეიტრალებლად სიტყვას „აღარა“: „შენ მეისპე აღარა! შენ არ გაგითენდა, აღარა!“ ბოლოს, როცა დამშვიდდებოდა, მოეფერებოდა და ეტყოდა: „ნუ გეშინია, ბებია, მე რომ გწყევლი, ჩემი ძუძუები გლოცავენო“, - როგორც ეს რომანშია.
       ნოდარმა სულ ხუთი წელი გაატარა სოფელ ზენობანში, მაგრამ ეს ხუთი წელი მისი შემოქმედების უშრეტ წყაროდ იქცა. გურიაში გატარებული წლები განსაკუთრებული სიცხადით აღიბეჭდა მის მეხსიერებაში, სამარადჟამოდ შეიტკბო და შეისისხლხორცა. ოლღა ბებია ნოდარს გამორჩეულად უყვარდა. უკვე მოხუცებულს ხელში აიყვანდა და ისე ეფერებოდა. ბებიამ კი დაღუპული შვილების სიყვარული მთლიანად ობოლზე გადაიტანა და მთელი სიცოცხლე შესწირა მის აღზრდას.

         1952 წლის შემოდგომა იდგა. სოფლიდან ბებიას გარდაცვალების დეპეშა მივიღეთ. მაშინვე შევგროვდით ყველა, გავაკეთებინეთ გვირგვინი და გავემგზავრეთ დაკრძალვაზე მატარებლით. მთელი ღამე არ მოგვასვენა ნოდარმა: გვიყვებოდა ანეკდოტებს, რაღაც სასაცილო ამბებს. ჩვენ თავშეკავებულად ვიცინოდით, რადგან ხალხის გვრცხვენოდა შავებში ჩაცმულებს. ანეკდოტების მოყოლისას ნოდარი, როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტს ხარხარებდა და ზოგჯერ თავს ვეღარ ვიკავებდით, ჩვენც გულის წასვლამდე ვიცინოდით. ვეხვეწებოდით: ბიჭო, გაჩერდი, სირცხვილია, რას იტყვის ხალხიო, მაგრამ იგი არ ცხრებოდა. გულში ყველას გვიკვირდა და ვერ აგვეხსნა მისი საქციელი, როგორც იქნა, ჩავედით საჯავახოში და იქიდან ავტობუსით - ხიდისთავში. მერე ფეხით ავუყევით ზენობნის აღმართს. გამოჩნდა ბებიას სახლი. ახლა კი ხარივით დაიბღავლა ნოდარმა: „ბებიააა!“. შევარდა ეზოში, შემდეგ ავარდა ოდაში, დაეკონა ბებიას ცხედარს . . . ძლივს ავაგლიჯეთ და ძლივს დავაწყნარეთ. კარგა ხანს მოთქმით იტირა, მხოლოდ მერე მივხვდი, თუ რატომ მოიქცა ასე უცნაურად მატარებელში.


        ოლღა ბებიას უაღრესად საინტერესო და შთამბეჭდავი სახე გამოძერწა ნოდარმა რომანში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. თავის ნამდვილ ბებიას ჩამოაცილა უკუღმართი ცხოვრებისაგან მიყენებული დაუოკებელი ტკივილები, შთაბერა ჰუმანური ზეადამიანური სული, რის გამოც ყველასათვის საყვარელ, ზოგადკაცობრიულ და მარადიულ ბებიად აქცია.“




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართველებმა ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა (R)საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალში „Vinexpo Bordeaux 2019“-ში მიიღეს მონაწილეობა. ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ქართული პროდუქტი წარადგინეს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილ სტუმრებს ქართული ღვინო დააგემოვნებინეს. 4-დღიანი შეხვედრების განმავლობაში ქართველ მეღვინეებს ჰქონდათ საქმიანი შეხვედრების, ახალი აღმოჩენებისა და ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობა. „საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს შემდგომ განვითარებაში და პროდუქციის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო არენაზე გატანაში. გვინდა, ხელი შევუწყოთ მათ სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების, პოტენციური პარტნიორების მოძიებაში. Vinexpo Bordeaux 2019-ი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ქართულ ღვინოსთან ერთად, საქართველო გავაცნოთ მთელ მსოფლიოს. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. ფესტივალი Vinexpo Bordeaux არის საერთაშორისო არენა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მეღვინეებისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტებისთვის. ღონისძიებაზე ოთხი დღის განმავლობაში გაიმართა დეგუსტაციები, ვორქშოპები, კონფერენციები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ღვინის სექტორში ინვესტიციების ზრდის პერსპექტივები, ელექტრონული კომერცია ღვინის გაყიდვების გასაზრდელად, კლიმატის ცვლილებების გავლენა ღვინის ინდუსტრიაზე. ღონისძიებას ესწრებოდა 2000 ბრენდის წარმომადგენელი, 150 ქვეყნის 40 000 მონაწილე, 850 საერთაშორისო ჟურნალისტი. კონფერენციის განმავლობაში 45 სამუშაო შეხვედრა და დეგუსტაცია გაიმართა. მათ შორის „ჭოტიაშვილის მარნის“, „ფაფრის ველის“, „ველინოსა“ და „თელავის მარნის“ ღვინოების დეგუსტაცია. (R)   ... ...
  • "ნიკა მელია ჭკუაში ჩაჯდა, დანარჩენები ისევ იქ არიან, სადაც იყვნენ" _ ქანთარიააზრი გამიჩნდა, რომ ნიკა მელია ჭკუაში ჩაჯდა, პროცესებს საღად და რეალურად უყურებს, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. ქანთარიას თქმით, დანარჩენები ისევ იქ არიან, სადაც იყვნენ და ფლორიდიდან გარკვეულ გზავნილებს ელოდებიან. „ალბათ ზოგიერთი გამოფხიზლდა, კაცი, ოკეანის პირას ირუჯება, მე კანონი აქ უნდა დავარღვიო, ციხეში მოვხვდე, თავი გავიტეხო და ეგრე როგორ არისო?! მგონი, საღი აზრი იმარჯვებს“, – განაცხადა ნუკრი ... ...
  • ლიბერთის ახალი სოციალური პროექტი "რესტარტი" დაიწყო (R)ლიბერთისა და Impact Hub Tbilisi-ის ერთობლივი პროექტი   სპეციალურად 60 წლის ზემოთ ასაკის ქალბატონებისთვის შეიქმნა და  უფასო ბიზნესტრენინგის კურსზე დასწრებას ითვალისწინებს. კულინარიით გატაცებულ  15 ქალს, Impact Hub Tbilisi უმასპინძლებს.  მონაწილეები   7 კვირის მანძილზე გადამზადებას  და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას შეძლებენ. ცნობილი შეფ-მზარეულები, წარმატებული კულინარული ბიზნესის მფლობელები და გამოცდილი მარკეტოლოგები კურსის მონაწილეებს  გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ასწავლიან ყველაფერს, დაწყებული საკუთარი ბიზნესისა და პროდუქტის  შეფუთვიდან მომხმარებელთან კომუნიკაციამდე. ტრენინგის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეებს  თანამედროვე ბაზრისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები დაეხმარებათ  დამოუკიდებლად წამოიწყონ ან ... ...
  • ლიბერთი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის (EYP) მხარდამჭერია (R)24-27 მაისს ლიბერთის მხარდაჭერით ზუგდიდში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული შესარჩევი კონფერენცია გაიმართება. 100-ზე მეტი მონაწილე ახალგაზრდა, საგანგებოდ შერჩეულ აქტუალურ თემას დაამუშავებენ და საქართველოდან გენერალურ ასამბლეაზე  ერთობლივ რეზოლუციას წარადგენენ.,,მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობა და ზოგადად საზოგადოებრივ პროცესებში მათი ინტეგრირება, ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ,  აღნიშნული კონფერენცია მონაწილეებს  საშუალებას მისცემს განავითარონ კარიერისთვის აუცილებელი უნარჩვევები, გაიღრმავონ ცოდნა და აქტიურად ჩაერთონ მოხალისეობრივ აქტივობებში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. ლიბერთი მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტში ჩაერთვება. ამ პროექტში ჩართულობით კი ჩვენ მხარს ვუჭერთ  თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში ევროპული ფასეულობების გაღრმავებას. ‘’ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ. „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - ე.ა.პ “(European Youth Parliament - EYP) არის საერთაშორისო ორგანიზაციათა ქსელი, რომლის  მიზანს ახალგაზრდებში დამოუკიდებელი სოციალურ–პოლიტიკური აზროვნების დახვეწა, ევროპული ღირებულებების გავრცელება, კრიტიკული აზროვნებისა და დებატების უნარჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ორგანიზაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის პატრონაჟით მოქმედებს და მის პროექტებში 16-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან ჩართულები. ორგანიზაციის წარმომადგენლობა  ევროკავშირსა და მის პარტნიორ 40 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც საქმიანობს. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველო (ე.ა.პ - საქართველო, EYP Georgia) ამ ქსელს ოფიციალურად 2008 წლიდან ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ოთხმა კანდიდატმა თითო-თითო ხმა მიიღოოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში კენჭს 13 კანდიდატი იყრიდა. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ოლქში 61/01/03 სულ 5 საარჩევნო უბანი იყო, სადაც  5089 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. მათგან საკუთარი არჩევანი 2013 ამომრჩეველმა დააფიქსირა,  რაც ამომრჩევლის 45.5 პროცენტია. რაც შეეხება ხმებს _ "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" კანდიდატმა ინგა სიდამონიძემ სულ 2 ხმა (0.09%) მიიღო; "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა იაკობ ზაქარეიშვილმა 363 ხმა (15.85%);  „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” კანდიდატს ბესიკ ხმიადაშვილს 5-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი (0.22%); 55 ხმა მიიღო "თავისუფალი საქართველოს” კანდიდატმა მარიამ მაჩაბერიძემ (2.4%); „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” კანდიდატს დოდო სიხარულიძეს ნდობა 6-მა ამომრჩეველმა გამოუცხადა (0.26%); „ახალი ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატს გიორგი მინდილაიას 2-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი (0.09%). 1 ხმა (0.04%) მიიღო  „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს” კანდიდატმა გოგა არაბიძემ.  1 ხმა მიიღო „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის” კანდიდატმა ნაირა ჯავახიშვილმა. თითო-თითო ხმა მიიღეს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ)” კანდიდატმა თამარ ჩიტაიამ და „ქრისტიან-კონსერვატორების” კანდიდატმა ლევან ობოლაძემ. 1643-მა ამომრჩეველმა (71.75%) დაუჭირა მხარი "ქართული ოცნების" კანდიდატს დავით მდინარაძეს; 102 ხმა (4.45%) მიიღო დამოუკიდებელმა კანდიდატმა ტოგო ჭელიძემ. 108 ამომრჩეველმა (4.72%) გამოუცხადა ნდობა დამოუკიდებელ კანდიდტს კაკო ... ...

არქივი

ზაფრანი

ტვინის დაბერებისგან ვაშლი დაგიცავთ

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

მტრედებზე ნადირობა რომაელებმა მოიგონეს

მტრედების ხოცვა შეძლებული ადამიანების ყველაზე...

კარნავალი ძაღლებისთვის

ცოტა ხნის წინ ჭკუამხიარულმა ბრაზილიელებმა...

რომელია მსოფლიოში უდიდესი ალმასი

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია,...

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...