გურული ანეკდოტები 29.12.2010

ა კიდო

გურული ანეკდოტები 29.12.2010

1 იან. 2010, 04:00:00

ზვიად ხოფერია, თბილისში მოღვაწე გურული ბიზნესმენი

სიდედრი
ნამდვილი ამბავია: ერთმა კაცმა, რომელსაც ოჯახში დიდი სუფრა ჰქონდა გაშლილი რომელიღაც დღესასწაულთან დაკავშირებით, სტუმრად მიმავალ მეგობარს სთხოვა, გზად ჩემი სიდედრიც გამოიყოლეო. სამწუხაროდ, ქალბატონი შუა გზაში, მანქანაში გარდაიცვალა გულის შეტევით.
ამ შემთხვევის შემდეგ, მთელი რაიონი დადიოდა იმ კაცთან თხოვნით:
_ ძმურად, ჩემი სიდედრიც გაასეირნეო.

ბებია
ბებია გახდა ცუდად, ექიმთან მიიყვანეს და ეკითხებიან: _ ექიმო, რა სჭირს ბებიას, რითი ვუშველოთ?
_ კაცი უნდა ახლა ამას, _ პასუხობს ექიმი.
შვილიშვილები გაგიჟდებიან: _ როგორ გეკადრებათ, რა დროს ბებოს კაცია?!
ბებო გაბრაზდება და შვილიშვილებს დატუქსავს: _ ნენა, ექიმმა თქვენზე უკეთ არ იცის?!

სიზმარი
კაცი მიდის საქმეზე, ცოლი მოსდევს ვიშვიშით, დღეს ნუ გადეიარ ეზოდან, ფარცაგი სიზმარი ვნახე გუშხამ ღამითო.
_ რა ნახე, ცა, ამფერი უსაშველო და უხიდებელი?
_ ვინცხა მევიდა, რაცხა მეიტანა და საცხა წევიდა.
_ დამანებე, ელანძე, თავი, დეიძინე, თუ ღმერთი გწამს, ნახე ვინ მევიდა, რა მეიტანა, სა წევიდა და რო მუალ, ქე მითხარი მერე.

ტუალეტი
ნამდვილი ამბავია: სოფლის ბირჟაზე უსაქმური მუტრუკები ლაზღანდარობენ, მოპირდაპირე მხარეს მშენებლობაა, ნახევრად ამოყვანილი კედლებით...
_ რა შენდება, ბიჯო, აქ?
_ მევლუდა ფასიან ტუალეტს აშენებს.
_ მაგას, ბიჯო, მასე ძვირი დაუჯდება, ერჩივნა, ოცი გარშოკი ეყიდა და აქა-იქ ჩაელაგებია...

მდინარეზე
ადიდებულ სუფსას მიაქვს ქალი, ვერავინ ბედავს მიშველებას. ბოლოს ერთი გაბედული გადახტება და დიდი გაჭირვებით გამოიყვანს. მეტს ვერ მოახერხებს და ნაპირზე ისე დააწვენს, რომ ქალი წელსქვევით მდინარეშია. დაუწყებს ხელოვნური სუნქვის გაკეთებას, ნაყლაპი წყალი რომ ამოაღებინონ ქალს.
ნაპირიდან მიაძახებენ: _ ამოაყოფიე უკანალი წყლიდან, თვარა გადმოაკაჩავა აი მდინარე მეორე მხარეს...

სანთელი
ჩემმა მეგობარმა საახალწლოდ ამანათი გააგზავნა უკრაინაში, ახლობლებთან, ქართული ტრადიციული სასმელი, სანოვაგე და ტკბილეული, მათ შორის ჩურჩხელები.
ნაახალწლევს მოუვიდა წერილი, სადაც უკრაინელი მეგობრები მადლობას უხდიან ამანათისათვის, ბოლოში კი მიწერილი იყო: თქვენი სანთლები არ იწვის!




 ახალი ამბები
  • ბახმაროში ჩარჩენილები _ ხელის თხოვნა 2050 მეტრის სიმაღლეზე"ჩემს ტყუპს სიგიჟემდე რომ უყვარს ბახმარო, ალბათ, ყველამ იცის. მისი სიყვარულის ისტორიაც აქ დაიწყო, ჰოდა, უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ამ საოცარ ადგილას აღვნიშნავთ მის გაბედნიერებას და ჩვენს "ოქროს დაბადების დღესაც", გილოცავ ტყუპჩიკ, ეს რაღაც სხვა გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოვთქვამ. ვულოცავ საკუთარ თავს და ყველას, ვისაც შენი ბედნიერება უხარია. ასეთი თვალებგაბრწყინებულები იყავით სიცოცხლის ბოლომდე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!"  _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩოხატაურელი ხატია პაიჭაძე. გიგა პაიჭაძემ და სალომე შერგელაშვილმა ერთმანეთი დიდი ხნის წინ ბახმაროში გაიცნეს, ამიტომ სიმბოლურია, რომ შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს ხელი სწორედ ბახმაროში სთხოვა, სადაც სალომე "მაყრიონთან" ერთად ტყუპების 22 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ეს სიურპრიზი მოულოდნელი იყო მისთვის, მაგრამ იუბილარ სატრფოს როგორ გააწბილებდა. დაქორწინდნენ და მაყრიონიანად ჩარჩნენ ბახმაროში და ახლა გზის გახსნას ელოდებიან, რომ თავიანთი სიხარული სხვებსაც გადასდონ. "გურია ნიუსი" ულოცავს ახლად დაქორწინებულ წყვილს და ბედნიერებას და შვილთა სიმრავლეს უსურვებს ... ...
  • ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, თუ რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე. ცნობისთვის, ბახმაროში მისასვლელ გზაზე დღეს   მეწყერი ... ...
  • “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში“ამ საღამოს დაბა გომისმთაზე გამოიდარა. ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი  მცხოვრები  მერაბ სანიკიძე ამბობს, რომ დაბა გომისმთაზე ახლა სამი ადამიანი იმყოფება. “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში. დიდი თოვლი არის მოსული. ამ საღამოს გამოიდარა და ყინავს“, - გვითხრა ... ...
  • ბახმაროში გზის გახსნას ელოდებიანგურიაში, კონკრეტულად ბახმაროში  მოსულმა თოვლმა გზა ჩაკეტა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურის, იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კურორტზე 50 მანქანა და 200-მდე ადამიანი იმყოფება ამ დროისთვის. ისინი გზის გახსნას ... ...
  • გომისმთაზე 80 სმ თოვლი მოვიდადაბა გომისმთაზე თოვლი მოვიდა. ეს ფოტოები “გურია ნიუსს“ დაბის მკვიდრმა მერაბ სანიკიძემ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...