"რას აკეთებდით ბავშვის ჩასახვის დროს?" _ სასამართლოზე წარმოთქმული კურიოზული ფრაზები
სოციალურ ქსელში სასამართლოზე წარმოთქმული კურიოზული ფრაზები ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
იურისტი: "მაშ ასე, ბავშვის ჩასახვა 8 აგვისტოს დილით მოხდა?"
მოწმე:"დიახ".
იურისტი:"რას აკეთებდით მაგ დროს?"
მოწმე:"ვტყ...ბდი"
...
ბრალდებული:"ჩემი ცოლი გარეთ შიშველი კი არ გამიგდია, უბრალოდ მინდოდა მოვხვეოდი და მეკოცნა. მან კი ეს ვერ გაიგო და ყვირილი ატეხა. ნაჯახით კი კოღოებს დავდევდი. ჩვენ ძალიან კარგი ოჯახი გვაქვს".
...
ადვოკატი: "ეს ცხვირი გაიტეხეთ ბავშვობაში?"
მოწმე: "დიახ, მე მარტო ეს ერთი ცხვირი მაქვს".
...
ბრალდებული:"პლიაჟზე ქალებს საცურაო ტრუსს იმიტომ ვხდიდი, რომ მათ სხეულებს თავისუფლად ესუნთქათ."
...
იურისტი:"მას სამი ბავშვი ჰყავდა, ასეა?"
ბრალდებული:"დიახ".
იურისტი:"რამდენია ამათგან ბიჭი?"
ბრალდებული: "არცერთი".
იურისტი: "რამდენი იყო ამათგან გოგო?"
ბრალდებული:"ბატონო მოსამართლევ, ვინაა ეს კრეტინი? მომაშორეთ, არ შეიძლება სხვა ადვოკატი ავიყვანო?"
...
ადვოკატი: "რომელ რიცხვში ხართ დაბადებული?
მოწმე:"15 ივლისს".
ადვოკატი:"რომელ წელს?"
მოწმე: "ყოველ წელს"
...
იურისტი: "თქვენ ესწრებოდით პროცესს, როდესაც სურათი გადაგიღეს?
მოწმე:"თქვენ რა, დამცინით?"
...
ადვოკატი:"რამდენი წლისაა თქვენი შვილი, რომელიც თქვენთან ცხოვრობს?"
მოწმე:"35-ის ან 38-ის, არ მახსოვს ზუსტად".
ადვოკატი:"რამდენი წელია შვილი თქვენთან ცხოვრობს?"
მოწმე:"45".
...
ბრალდებული:"დაშავებულს, რომ მივუახლოვდი ფეხი ქვას წამოვკარი და თავის დაჭერის მიზნით მის ჩანთას მოვკიდე ხელი, ინერციით 150 მეტრი გავირბინე, რამაც გააჩინა ქურდობის მცდელობის ილუზია."
...
ადვოკატი:"შემდეგ რა მოხდა?"
მოწმე:"მან მითხრა, რომ უნდა მოგკლა, რადგან ვიცანი".
ადვოკატი:"მერე მოგკლათ?"
მოწმე:"არა".