გურული ანეკდოტები 18.01.2011

ა კიდო

გურული ანეკდოტები 18.01.2011

1 იან. 1970, 04:00:00
_ დათიას არ გაყვე ცოლად _ მაგი კაი ბიჭია, ოჯახის მოყვარული, ჭკვიანი და განათლებული, _ ჭკუას არიგებს დედა ქალიშვილს.
_ რატომ არ გავყვე, ასე თუ მოგწონს?
_ იმფერი კაია, მაგას ვერ ვუსიდედრებ. ჯობია ბონდოიას გაყვე, დასანახად ვერ ვიტან მაგ სასიკვდილეს.

 

 

კახელი ქალი გათხოვდა გურიაში. ერთ დილას ხედავს დედამთილს თოკით ძროხა მიყავს.
_ სად მიგყავს ძროხა ამ დილაადრიან? _ ეკითხება რძალი.
_ ატეხილია და ფერმაში მიმყავს ბუღასთან.
_ შორსაა?
_ ასე, 3 კილომეტრში.
_ მერე მაგის გულისათვის ასე შორს როგორ მიგყავს?! _ არ ანებებს თავს რძალი.
_ შე ქალო, მაგის გულისათვის შენ 400 კილომეტრზე ჩამოხვედი და 3 კილომეტრია შორი?!

ქალაქში მცხოვრები, შუახანს მიტანებული ანზორა მშობლიურ სოფელშია ჩასული და ხედებით ტკბება. ამ დროს ორღობეში მომავალი თალიკია დაინახა და ეუბნება:
_ თალიკია ახალგაზრდობაში ძალიან მომწონდი, მარა ამის თქმას ვერ გიბედავდი და იქნება, ამ სიბერეში შემხვდეო.
_ უი, შენ დეიღუპე საცხა, ვინცხამ არ გეიგოს, თუ არა მომეჭრება სოფელში თავი, _ მიუგო თალიკიამ.
_ შენ შემხვდი და ვინცხამ კი არა, იქნება, შენც ვერ გეიგო ვერაფერი _ უპასუხა ანზორამ.

ანზორიას სიდედრი ესტუმრა:
_ ჩამოი? როის მიხვალ?
_ რომ მოგბეზრდები, ნენა, წავალ, აპა, რას ვიზამ...
_ გეჭამა რამე წასვლამდე... _ არ დააყოვნა "სასიქადულო" სიძემ.

მამა გურული, დედა გურული და გავა ყაზილარი ენით ხეზე!

_ მკვდარი იმფერი მახინჯი და შეუხედავი იყო, ჭირისუფალი კუხნიდან ტიროდა.

გურული "ელექტრიჩკით" მიემგზავრება ქუთაისში. ჩამოივლის კონდუქტორი:
_ ბილეტ კუტაისი, ბილეტ კუტაისი!
გურული კუთხეში მიიყუჟება მორცხვად.
კონდუქტორი ეკითხება:
_ როგორ, ბილეთი არ გაქვთ ამხელა კაცს?
_ ჩემი ბილეთი რავა არ მაქვს, ბატონო, კუტაის ბილეთი არ მაქვს!

გურულ ბაღანას ეკითხებიან:
_ შენ შემთხვევით ზაურიე დოლიძის ბაღანე ხომ არა ხარ?!
_ ზაურიე დოლიძის ბაღანე კი ვარ, მაგრამ შემთხვევით თუ ვიყაი, მაი არ ვიცოდი!




 ახალი ამბები
  • "საპოლიციო ოპერაციის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქეთ" _ ქარტიამედიასაშუალებების ნაწილმა დღეს პირდაპირ ეთერში აჩვენა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის” ფილიალში მიმდინარე საპოლიციო ოპერაცია. სიუჟეტებში ჩანდა პოლიციელთა გადადგილება, შეიარაღება, ასევე მძევლები, რომელთა სიცოცხლეც ბანკში შეჭრილი პირების მხრიდან საფრთხის ქვეშაა. კარგად გვესმის, რომ ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მაგრამ ასევე დიდია თითოეული ჟურნალისტის და პროდიუსერის პასუხისმგებლობაც, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება.მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობით: არ შეექმნას საფრთხე ადამიანებს; არ შეეშალოს ხელი საპოლიციო ოპერაციებს; არ მიეწოდოს დამნაშავეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას და გაიაზრონ ის შედეგები, რაც შესაძლოა, გადაცემული კადრებისა და ინფორმაციის გამო ... ...
  • ვმოქმედებთ შსს-ს მითითებებით - "საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებსზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ისინი შსს-ს მითითებების შესაბამისად მოქმედებენ: ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს - აცხადებენ ბანკში შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე საათია, ზუგდიდის ცენტრში მდებარე საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც 19 მძევალი ჰყავს აყვანილი. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიებს ითხოვს. თავდამსხმელი შსს-ს მოუწოდებს პერიმეტრიდან გაიყვანოს სპეცრაზმი და ამისთვის მან უწყებას 2-საათიანი ვადაც ... ...
  • შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნაშსს-ში რამდენიმე წუთში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. ბრიფინგის თემა ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებია, სადაც ბანკში შეჭრილ შეიარაღებულ თავდამსხმელს 19 მძევალი ჰყავს ... ...
  • რა ხდება ბანკში, სადაც შეიარაღებული პირები არიან - ფოტო ადგილიდანრამდენიმე საათია ზუგდიდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. არსებული ინფორმაციით, აყვანილი ჰყავთ მძევლები.  გურია ნიუსი გთავაზობთ ფოტოს ადგილიდან, რა ხდება ბანკში, სადაც შეირაღაებული პირები ... ...
  • მზად ვარ, ჩავენაცვლო მძევლებს – უგულავა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მზადაა, ზუგდიდში, ბანკში დარჩენილ მძევლებს ჩაენაცვლოს. „მთავარ არხთან“ საუბარში გიგი უგულავამ, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფება, თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ბანკში ახლა 3 მძევალია დარჩენილი და განაცხადა: „თუ ახლა გამტაცებელი გვისმენს … თუ ხმაური სჭირდება, — თუ რა სჭირდება, უცნობია, — ჯობია, დეპუტატობის კანდიდატი ჰყავდეს მძევლად და მე მზად ვარ, — თუ ამის შესაძლებლობა არის და ორმხრივი თანხმობა, — მზად ვარ, ჩავენაცვლო დარჩენილ მძევლებს“. „დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და მშვიდობიანად. და ვაცადოთ ამ ხალხს“, – განაცხადა მანამდე გახარიამ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა და მძევლები ჰყავთ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...