"ფოტო _ ავთო ჯორბენაძე"

ა კიდო

"ფოტო _ ავთო ჯორბენაძე"

2 თებ. 2011, 10:39:21

ზუსტად 83 წლის წინათ, 1928 წლის 25 იანვარს მამათში დაიბადა ადამიანი,  რომელიც ერთ დროს სოფლის, რაიონისა და ქვეყნის სიამაყეს წარმოადგენდა, მაგრამ "30-წლიანმა ინტრიგებისა და ლავირების პოლიტიკამ" ეკლიან ვარდებთან ვერაფერი გააწყო და "დიდ მამათელს" უკვე შინაურებმაც დასჭექეს _ "წაი!" ამბობენ, ექს-პრეზიდენტი გაცინებული დაიბადაო. ვინ იცოდა მაშინ, რომ ათწლეულების შემდეგ, სწორედ ეს ღიმილი იქნებოდა, მთელ მსოფლიოს რომ მოაჯადოვებდა.
...ყველაფრის მიუხედავად, გურიაში დღესაც უყვართ შევარდნაძე. გურული კაცი მთლად ვერ წირავს "დიდ და საამაყო მამათელს" და ეს მიუხედავად იმისა, რომ გურია მისი მმართველობის დროსაც და დღესაც, ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონია. შევარდნაძე ამით "ამაყობდა" _ ხომ ხედავთ, გურიას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევო. გურიის ასეთ მდგომარეობას კი იმით ხსნიდა, რომ "გურულებმა შრომას თავი ანებეს და ჩემს კრიტიკას მოუხშირესო".
ექს-პრეზიდენტი 82 წლის კი გახდა, თუმცა, გურიაში დღესაც ფიქრობენ, რომ "მაი იმფერი კაცია, ერთი-ორი წელი ნაღდათ ექნება მოპარულიო". თუ "გურული ხმები" სინამდვილეა, მაშინ "დიდი მამათელი" 84 წლის ხდება ან შარშან გახდა.
ჩვენ შევეცადეთ ექს-პრეზიდენტზე ლანჩხუთთან დაკავშირებული მხიარული ამბები გაგვეხსენებინა:
ეს ყველაფერი წლების წინ ლიკანში მოხდა, სადაც იმ დროს ლანჩხუთის საკრებულოს მაშინდელი თავკაცის დავით წულაძის ვაჟი, ვაკოც იმყოფებოდა. მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მისულა და გამოლაპარაკებია ახალგაზრდებს. ვაკოს პრეზიდენტთან სურათის გადაღება მოსურვებია. შევარდნაძე სიამოვნებით დათანხმებულა. ყველამ მოინდომა პრეზიდენტთან "ჩაკარტოჩკება" და გადამღები არავინ აღმოჩნდა. ამ დროს ვაკომ იქვე მდგარ ჯინსებში გამოწყობილ მამაკაცს "ჩაუგრულა": _ მოი, ძამა, აგერ, მაინც აფერს არ აკეთებ და აფერი არ გიჭირს, გადაგვიღე სურათიო. ჯინსიანს გაუცინია და თხოვნა შეუსრულებია. შევარდნაძემაც ჩვეულად გაიღიმა და წულაძეს უთხრა, შენ თუ იცი, სურათი ვის გადააღებინე, ეს ავთო ჯორბენაძეაო. ვაკო მოულოდნელობისა და ნერვიულობისაგან "გაშავებულა", ეგ რა დამემართაო: _ ვერ წარმოვიდგენდი ჯინსებში თუ იქნებოდა, და თან ახალგაზრდა ბიჭივით გამოიყურებოდა, თორემ, სახელმწიფო მინისტრს ფოტოგრაფობას როგორ ვაკადრებდიო.
ერთი მამათური ამბავი ამასწინათ მამათელმა სახალხო მთქმელმა, რევაზ როყვამ გვიამბო: ერთხელ, ედუარდ შევარდნაძის ბიძაშვილი პრომეთეოსი მამათელ ვაჟა დობორჯგინიძესთან ერთად მგზავრობდა. ქუთაისში გააჩერეს ავტოინსპექტორებმა და ვაჟას დოკუმენტებთან ერთად უსაფრთხოების ქამრები შეუმოწმეს. პრომეთეოსს ღვედი არ ჰქონდა შეკრული და ინსპექტორმა წიგნაკის წართმევა მოუნდომა. "კაცო, მე ხომ მაქვს დაბმული? აბა, იი შევარდნაძეა და ერთი, ჩემი ძამია, შენ მოსიჯნე, რაფერი დასაბმელი იქნება" _ უთხრა ვაჟამ. შეშინებულმა ინსპექტორმა საბუთები უმალ დააბრუნა.
"გურულების მმართველობისას" ჩაბნელებულ-ჩასკვარამებული ლანჩხუთელები მწარედ ხუმრობდნენ, ორი პრეზიდენტისა და ამდენი მინისტრის გაზრდას, ერთი დისპეტჩერი გაგვეზარდა ჯობდა, შუქს მაინც ჩაგვირთავდაო.
ბოლოს კი ყველაზე პოპულარული ანეკდოტი ედუარდ შევარდნაძეზე: მადლიერმა ქართველებმა შევარდნაძისთვის ძეგლის გაკეთება სიცოცხლეშივე გადაწყვიტეს. მამათის გზაზე სატვირთო მანქანა, რომელსაც ძეგლი მიჰქონდა, გაფუჭდა. მძღოლი იქვე ეზოში ჩავიდა და დახმარება ითხოვა. "ძამა, რეიზა იკლავ თავს, ჩამოდგი აქანე. მაი იმფერი კაცის ძეგლია, მამათში მისი ფეხითაც კი ავაო," _ "დააკვალიანა" მასპინძელმა.
და მაინც, შევარდნაძეს მამათმაც "უღალატა" და "ისტორიული ხმალი" მიხეილ სააკაშვილს სწორედ ამ სოფელში გადასცეს, "შევარდნაძისთვის თავის მოსაჭრელად" და სწორედ მამათში დაიწერა ახალი ლექსი, რომლის ერთ-ერთი ფრაზა "ვარდების რევოლუციაზე" გურულებმა ლოზუნგად წარმოადგინეს: "გადაირია ქვეყანა და დაიკარგა ელფერი, მამათში სექსი ავკრძალეთ, რომ აღარ გაჩნდეს შენფერი". სამწუხაროდ, ვერ გავარკვიეთ, ვინ არის ამ სიტყვების ავტორი. "ხმლის გადამცემი", 90 წლის შალვა კილაძე კი ირწმუნება, რომ "ამას ბაღნები მამათში რევოლუციამდე მღეროდნენ".




 ახალი ამბები
  • რა ხდება ბანკში, სადაც შეიარაღებული პირები არიან - ფოტო ადგილიდანრამდენიმე საათია ზუგდიდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. არსებული ინფორმაციით, აყვანილი ჰყავთ მძევლები.  გურია ნიუსი გთავაზობთ ფოტოს ადგილიდან, რა ხდება ბანკში, სადაც შეირაღაებული პირები ... ...
  • მზად ვარ, ჩავენაცვლო მძევლებს – უგულავა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მზადაა, ზუგდიდში, ბანკში დარჩენილ მძევლებს ჩაენაცვლოს. „მთავარ არხთან“ საუბარში გიგი უგულავამ, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფება, თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ბანკში ახლა 3 მძევალია დარჩენილი და განაცხადა: „თუ ახლა გამტაცებელი გვისმენს … თუ ხმაური სჭირდება, — თუ რა სჭირდება, უცნობია, — ჯობია, დეპუტატობის კანდიდატი ჰყავდეს მძევლად და მე მზად ვარ, — თუ ამის შესაძლებლობა არის და ორმხრივი თანხმობა, — მზად ვარ, ჩავენაცვლო დარჩენილ მძევლებს“. „დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და მშვიდობიანად. და ვაცადოთ ამ ხალხს“, – განაცხადა მანამდე გახარიამ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა და მძევლები ჰყავთ ... ...
  • სპეცოპერაცია ზუგდიდში- შსს განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო  ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. საპოლიციო ღონისძიების მშვიდობიანად წარმართვისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე მათ ჯანმრთელობას. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის“,_ აცხადებებნ ... ...
  • ამ დრომდე მიმდინარეობს სპეცოპერაცია ზუგდიდში - ბანკში შეიარაღებული პირები შეიჭრნენამ წუთებში ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეირაღებული პირები ბანკში ცოტა ხნის შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, იყო სროლაც. წინასწარი ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე პირი იმყოფება. ადგილზე სპეცრაზმი და პოლიციაა ... ...
  • ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მძევლები ჰყავთ აყვანილიარსებული ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირები შეჭრნენ და მძევლები ჰყავთ აყვანილი. შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული და სპეცოპარაცია მიმდინარეობს. შსს ინფორმაციას არკვევს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები ცნობილი არ არის. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...