გურული კურიოზები 07.02.2011

ა კიდო

გურული კურიოზები 07.02.2011

7 თებ. 2011, 04:00:00

ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული გურული კურიოზები

კურკები
ბიძაჩემის მეზობლის გოგო მოიტაცეს თუ გაიპარა, იმერეთის ერთ სოფელში. წევიდა ჭირისუფალი ბიძიეს "ვილისით". გაგანიე ზაფხულია. მოყვარემ სკამები ეზოში გამეიტანა, მარა ერთი ძირი ხეი ეზოში არაა _ ხვითქი გადადის გურულებს. გეიხედა ბიძიამ და ყველა მეზობლის ეზოები დაბურულია ხეებით ისე, რომე ჩიტი კურკანტელას ვერ გეიტანს.
_ სიძე სადაა? _ იკითხა ბიძიამ.
_ აგერ ვარ, ჩემო ბატონო! _  გამეიჯგიმა ორმეტრიანი სიძე.
_ ბიძია, ატამი თუ გიჭამია მისდღემჩი? _ ჰკითხა ბიძიამ.
_ აპა, არა? _ უპასუხა სიძემ.
_ კი, მარა, თქვენ კაი დედმამის შვილებო, კურკებს მეზობლების ეზოში სროლილობდით? _ სიმწრის ოფლი მოიწმინდა ბიძიამ.

"გასწორება"
ხიდისთავში ერთი "საპოჟნიკი" გვყავდა _ ინვალიდი კაცი იყო, მარტო წელში მოკაკვული კი არა, მთლად დაფილენჯული ბაღნობიდან. სოფელში ყველა "კუნცხურიას" ეძახდა. ხოდა, აი, კუნცხურიე სხვა სოფელში ყოფილა რაღაც საქმეზე და გადავარდნილა გზიდან მისი "ზაპოროჟეცით". მანქანის კარი გაღებულა, კუნცხურიე გამოფრენილა გარეთ და ჩაგორებულა წყლის პირას. მდინარეზე, თურმე, ხალხი ბანაობდა და რომ დაინახეს, მანქანა გადმოფრინდა და კაცი დეიმტვრაო, ეცნენ, თურმე, ამ კუნცხურიას, რომელსაც თითიც კი არ ჰქონდა გაკაწრული და "გასწორება" დაუწყეს!  საწყალი კუნცხურიე კივის: _ დემეთხუეთ, თქვე შეჩვენებულებო, ამფერი ვარ, ამფერიო! კიდევ კარგი, რომ დიდი კუზი შეამჩნია ერთმა და დაანებეს თავი, თვარა გურულები ცოტა მოუსვენარი ხალხი ვართ და რავა მეისვენებდენ, სანამ არ გაასწორებდენ უბედურს!

ძირში მოიჭრა...
ერთი ყასაბი გვყავს ოზურგეთში, ინდიკო სირაძე, მაგარი მაკვარანცხი ვინმე. ძროხა დაკლა ერთ დღეს ინდიკომ და აჩარიქებისას ცოლის მიხმარება დაჭირდა. დაუძახა, მარა არ მიაქციეს ყურადღება _ ცოლი მეზობლებს ეჭორავებოდა ჭიშკრის წინ. ინდიკომ, მე შენ გაჩვენებ სეირსო _ მოაჭრა ძროხას ცური, გამოაყოფია თავი შარვლის "ზმეიკაში" და გავიდა ჭიშკართან. დააჭყიტეს ქალებმა თვალები, შეიცხადა ცოლმა, რაია, ბიჯო, აი, დამალე ჩქარაო.
დაიხედა ინდიკომ: _ ამან რაფერ ყველგან უნდა შემარცხვინოს, მევიჭრი მთლად ძირშიო და დუუსვა ცურს დანა. ნახევარი საათის მერე ძლივს მოასულიერეს ინდიკოს ცოლი.

"სნაიპერი"
ერთ სოფელში ახალგაზრდა მონადირე ზუსტი სროლით გამოირჩეოდა. ამ ბიჭთან ნადირობა განსაკუთრებული პატივი იყო იქაურებისთვის და ყველა ცდილობდა მასთან ერთად წასულიყო სანადიროდ. გამონაკლისი არც იმ სოფლელი პატარა აბეზარი ბიჭი ყოფილა, რომელიც მიუხედავად ბევრი თხოვნისა, არ დაჰყავდა სანადიროდ. ამ აბეზარმაც გადაწყვიტა შური ეძია სნაიპერ მონადირეზე: უშოვია 12 კალიბრიანი "ფაბრიჩნი", გაუხსნია ისე სუფთად, რომ არ შეტყობოდა, გადმოუყრია საფანტი, ჩაუყრია თხის ცურცლი და ისევ სუფთად "დაუზაკრუტკებია".
მეორე დილას, უთენიაზე დახვედრია სანადიროდ მიმავალ ამ ჩვენს "სნაიპერს" და თავხედურად უთქვამს, რომ დიდი არაფერი მსროლელი ხარ შენო. ასეთ "შეურაცხჰყოფას" მონადირე არ მოელოდა. ამ დროს ბიჭს ამოუღია ეს ფალსიფიცირებული ტყვია, მიუცია ამ სნაიპერისთვის და უთქვამს, 15 ნაბიჯში წევიკუნცხები და თუ გამარტყამ, მხოლოდ მაგ შემთხვევაში გაღიარებო. "სნაიპერსაც" მეტი გზა აღარ ჰქონდა _ სასწორზე მისი რეპუტაცია იდო. დაუხედია ვაზნისთვის და გულზე შემოჰყრია, ამ ვაზნით ხომ შუაზე გავხევ 15 ნაბიჯშიო და თავის დატენილი #10 დააჭედა ამ ჩვენს აბეზარს 15 ნაბიჯიდან უკანალში. მოკლედ, რაც მერე მოხდებოდა, ყველა კარგად მიხვდებით.

მართვის მოწმობა
ბიძა მყავდა ძალიან კაი კაცი, მძღოლად მუშაობდა ლანჩხუთის სოფელ აკეთის კოლმეურნეობის "ვილისზე". ასაკში იყო შესული, 50 წელი იმუშავა ისე, რომ ერთი გოჭიზა ფეხი არ მუუტეხია. ერთხელ მეზობლები სამტრედიაში წავიდნენ სოფლის "პაზიკით" ტირილში. ახალგაზრდა "შოფერი" დამთვრალა ისე, რომ ფეხზე ვერ დგება. შეეხვეწენ ბიძიას, შენ უნდა დაჯდე საჭესთანო. დაფნარის "ტეკზე" გააჩერეს. იგი დროია, "პრავები" რომ იცვლება. ბიძიამ ძველი გახუნებული მოწმობა უჩვენა.
_ რაია, შე კაცო, აი, სტალინის დროინდელი "პრავით" რომ დადიხარ? _ გადირია ისპექტორი.
_ სტალინის დროინდელი რომაა მაი "პრავა", იმიზაა კაი, აბა თქვენისთანების მიერ გაცემული "პრავიანი" ქე აგდია ეგერ უკანა სიდენიაზე გალეშილი, _ უპასუხა ბიძიამ.

ხაჭაპური
გურული ბებია ჩამოვიდა და როგორც ყოველთვის, უამრავი ხაჭაპური ჩამოგვიტანა,  ერთი ძაან უგემური იყო და ვკითხე:
_ ბებო, ყველა გემრიელია და ამას რა ჭირს?
_ მაი ბებია მატარებელში ვიყიდე.
_ ბებო, ამდენი ხაჭაპური მოგქონდა და მატარებელში რაღამ გაყიდია? _ ვკითხე გაკვირვებულმა.
_ ნენა, ყველამ იყიდა და აბა, მე ვისზე ნაკლები ვიყავი?!




 ახალი ამბები
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...
  • ავარია ქვაბღასთან _ როგორია დაშავებულების მდგომარეობაბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან. „ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე. ჩვენს კითხვაზე, ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ნოდარ ირემაძე გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად. „წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია. მთავარია, მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე. 6 დაშავებულიდან 2 _ მამაკაცი და ქალი "ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე: „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ. 4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" შეიყვანეს. „მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 პაციენტი უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას. „4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 _ უკვე გავწერეთ და 3 _ რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში მასაც გავწერთ“, _ ამბობს ... ...
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...
  • შაქარაშვილის საქმე- დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ უკვე არსებულ კლასიფიკაციას  დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მცხეთაში, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მაშველებმა მის ცხედარს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში მიაგნეს. "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...