გურული კურიოზები 21.02.2011

ა კიდო

გურული კურიოზები 21.02.2011

1970 იან 1 04:00:00
თამაზ იმნაიშვილი, ჟურნალისტი

სადღეგრძელო

აღდგომა დღეს გარდაცვლილი ნათესავის სულს, საფლავზე გასულებმა თითო ჭიქით შესანდობარი ვუთხრით. საფლავზე მისი შვილები და მათი მეგობრები ვართ შეკრებილები. ახალგაზრდა ბიჭები შემოგვესტუმრნენ და იმათაც დალიეს ორი ჭიქა, მერე გვითხრეს, წავალთო და ერთ-ერთმა დიდი რიხით "მოხია" სადღეგრძელო: _ თქვენს აქანა დარჩენას და ჩვენს წასვლას გოუმარჯოს! _ სულმოუთქმელად დაცალა ჭიქა.
ყველანი გავშრით, მერე ბიძაშვილმა იყვირა:
_ რას ჩივი, ბიძია, იგი არ მეყოფა თავის დროზე რომ მომათრევენ აქანა, შენ პირდაპირ ახლა მტიებ ამ სასაფლაოზე?

დალოცვა
შუხუთელ ლადიკო აფხაძეს ნადი ჰყავდა _ მეზობლის ქალები სიმინდს ფშვნიდნენ. საღამოს პურმარილი რომ გაიშალა, ლადიკომ ქალებს სამადლობელი სადღეგრძელო უთხრა: _ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და აგაშენოთ, ქალებო, რაფერც თქვენ აი სიმინდი დამაფშნევიეთ, ასთე ყოლისფერი კაი დეიფშნა თქვენს სახლებში.

უბედურება
კომუნისტების პერიოდია. შუხუთელი ბიჭები ცნობილ სასადილო "ლელოში" სხედან და ქეიფობენ. უცებ პატარა ბავშვი შემოვიდა და ერთს უთხრა, რაცხა შენსკენ კივილი ისმის და სახლში წადიო. გაიქცა სახლში ეს კაცი და ნახა, მოხუცი მამამისი გარდაცვლილა.
დასაფლავების დღეს ყვება ამ ამბავს მეგობრებში: "ჰოდა, ბიჯო, ლელოში ვარ, ბაკალი მაქ ხელში სადღეგრძელოს ვჩივი, თამადა ვარ. მევიდა მეზობლის ბაღანაი და მიჩივა, შენსკენ რაცხა კივილია და წაი სახლშიო. მივალ სახლისკენ მარა რას მიხვალ, იმისთანა კივილი ისმის, ვიფიქრე, ამოწყდა ოჯახი და დევიქეცი,-თქვა. მივეი ძამა სახლში და მარტო მამაი დამხთა კტარი და მეტი აფერი!"
ქელეხის სუფრაზე სამადლობელი სიტყვა უთხრა ბიჭებს: "დიდი მადლობელი ვარ, ბიჭებო, მაგარი საქმე მომათავებიეთ, მეც ასთე გედემეხადოს თქვენთვისაც!"

რემბო
სოხუმში თბილისიდან მოხალისეების ახალი პარტია მოფრინავს. ეკიპაჟის კაპიტანმა გააფრთხილა, ყუმბარებს "ზაპალები" მოხსენით, ფრენის დროს წნევის ვარდნამ დეტონაცია არ გამოიწვიოსო. თვითმფრინავს 45 წუთი სჭირდებოდა სოხუმამდე. რომ ჩაფრინდნენ, ყველა ჩამოვიდა, მაგრამ ბოლოში ერთი რემბოსავით შეიარაღებული ბიჭი ზის და ეტყობა. ნერვიულობს.
_ რა გჭირს, ბიჭო, ჩავედით უკვე, წამოდი! _ უთხრეს.
_  მე კი წამოვალ, მაგრამ ამას რაღა ვუყო? _ იკითხა და ორივე ხელი ასწია _ ერთი ხელში ფ-1 ეჭირა, მეორეში კიდევ დეტონატორის რგოლი.
_ რა არის, ბიჭო, ეს?! _ გაგიჟდნენ ბიჭები.
_ რა ვიცი, კაცო, იმ მფრინავმა არ თქვა, ყუმბარებს "ზაპალები" მოხსენითო?
კიდევ კარგი, ერთმა მოიფიქრა, ხელი უტაცა ყუმბარაზე და მაგრად მოუჭირა, არ გაუშვას შიშით ხელიო. მერე სადღაც ღრმა ორმოსთან მიიყვანეს იქ გადააგდებინეს ყუმბარა. ის რემბო იმ დღესვე იმავე თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში.




 ახალი ამბები
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...
  • StopCoV ფონდში ამ დროისთვის 22 802 383 ლარია მობილიზებულიStopCoV ფონდში, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა, ამ დროისთვის 22 802 383 ლარია მობილიზებული. ფონდში შენატანი გააკეთეს როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...