„აი, რატომ ვგიჟდები ქართველ მამაკაცებზე“

ა კიდო

„აი, რატომ ვგიჟდები ქართველ მამაკაცებზე“

3 ივნ. 2019, 17:14:40

ქალბატონი თამილა კახიძე ნებისმიერი ქართული ოჯახის ყოველდღიური სტუმარი გახლდათ. კომუნისტების დროს სამზარეულოში პატარა, ე.წ. კედლის რადიოები გვქონდა და საქართველოს რადიოს გადაცემებს მთელი დღის განმავლობაში ვუსმენდით. თამილა კახიძე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საქართველოს რადიოს სპორტულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და ჩვენი სპორტსმენების წარმატებების შესახებ პირველი გვამცნობდა.

თამილა კახიძე:

„ეს ამბავი ქართველების რაინდობას უსვამს ხაზს, რაც ვფიქრობ, უფრო სიამაყით აავსებს მკითხველს, ვიდრე ჯანსაღი იუმორით.

ვილნიუსში ვარ - სპარტაკიადაზე. იქ ერთი კოლეგა მეგობარი ქალი მყავდა, სახელად - რიგინა. ლამაზი ქალი გახლდათ და თაყვანისმცემლები არ აკლდა.

ერთხელ მე და რიგინა კაფეში ვსხედვართ და ყავას შევექცევით. რიგინა მუდამდღე მიჩიჩინებდა - „ვგიჟდები ქართველ მამაკაცებზეო.“ გულში კი, რა თქმა უნდა, მეამაყებოდა, მაგრამ მაინც ვეუბნებოდი, - „კაი ერთი, რა განსაკუთრებულები ჩვენი ბიჭები არიან-მეთქი.“

ვსვამთ ყავას. მოულოდნელად რიგინას ძალიან მაგარი რუსი „პაკლონიკი“, ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი შემოვიდა და ჩვენს მაგიდაზე შამპანურით სავსე ორი ფუჟერი მოიტანა. დაგვიდგა... მე მეჩქარებაო, - მოიბოდიშა და ისევე გაქრა, როგორც გამოჩნდა. გაოცებული ვუყურებთ ერთმანეთს,

ამ ამბავში ვართ და კაფეში ჩვენი მძლეოსნობის მწვრთნელი ილია გიგაური შემოვიდა. ჩვენს დანახვაზე ძალიან გაიხარა. ორთავეს ხელზე გვეამბორა. მერე ბარმენთან მივიდა, რაღაც ჩასჩურჩულა და წამსვე მოვარდა ოფიციანტი. ჩაციებული შამპანურის ბოთლი ჩვენ თვალწინ ზათქით და ზეიმით გახსნა, ახალი ფუჟერები შეგვივსო და მაგიდა ნუგბარი ტკბილეულით აივსო. ილიამ მოკლედ გვადღეგრძელა, ბოდიში მოიხადა და დელიკატურად დაგვემშვიდობა.

- აი, - ნიშნის მოგებით გადმომხედა რიგინამ, - რატომ ვგიჟდები ქართველ მამაკაცებზე.

კაფედან უსაზღვროდ ამაყი გამოვედი“.




 ახალი ამბები
  • მზად ვარ, ჩავენაცვლო მძევლებს – უგულავა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მზადაა, ზუგდიდში, ბანკში დარჩენილ მძევლებს ჩაენაცვლოს. „მთავარ არხთან“ საუბარში გიგი უგულავამ, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფება, თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ბანკში ახლა 3 მძევალია დარჩენილი და განაცხადა: „თუ ახლა გამტაცებელი გვისმენს … თუ ხმაური სჭირდება, — თუ რა სჭირდება, უცნობია, — ჯობია, დეპუტატობის კანდიდატი ჰყავდეს მძევლად და მე მზად ვარ, — თუ ამის შესაძლებლობა არის და ორმხრივი თანხმობა, — მზად ვარ, ჩავენაცვლო დარჩენილ მძევლებს“. „დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და მშვიდობიანად. და ვაცადოთ ამ ხალხს“, – განაცხადა მანამდე გახარიამ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა და მძევლები ჰყავთ ... ...
  • სპეცოპერაცია ზუგდიდში- შსს განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო  ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. საპოლიციო ღონისძიების მშვიდობიანად წარმართვისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე მათ ჯანმრთელობას. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის“,_ აცხადებებნ ... ...
  • ამ დრომდე მიმდინარეობს სპეცოპერაცია ზუგდიდში - ბანკში შეიარაღებული პირები შეიჭრნენამ წუთებში ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეირაღებული პირები ბანკში ცოტა ხნის შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, იყო სროლაც. წინასწარი ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე პირი იმყოფება. ადგილზე სპეცრაზმი და პოლიციაა ... ...
  • ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მძევლები ჰყავთ აყვანილიარსებული ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირები შეჭრნენ და მძევლები ჰყავთ აყვანილი. შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული და სპეცოპარაცია მიმდინარეობს. შსს ინფორმაციას არკვევს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები ცნობილი არ არის. წყარო: ... ...
  • ინფორმაცია სამკურნალო დაწესებულებებში ან იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ხმის მიცემის პროცესის გაშუქებასთან დაკავშირებით19 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც განსაზღვრა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ასევე ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების საკითხები.(დადგენილება იხილეთ თანდართულად) აღნიშნული დადგენილების შესაბამისად პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ გააშუქონ საარჩევნო პროცესი სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში ან იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ხმის მიცემის პროცესი, 26 ოქტომბრის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №138, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: observation@cec.gov.ge.   ელექტრონული ფოსტის მისამართზე განცხადება და შესაბამისი თანდართული საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს დოკუმენტების სკანირებული ვერსიების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...