„ჩვენ ჩვენებურად „ვახურებდით“

ა კიდო

„ჩვენ ჩვენებურად „ვახურებდით“

28 ოქტ. 2017, 11:13:38

ჩვენი „ისტორიების“ მორიგი გმირები ამჯერად ქართველი მუსიკოსები იქნებიან.

ჩვენი პირველი სტუმარი ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი იქნება. ალბათ გახსოვთ ცნობილი სიმღერა „დინამო, დინამო“...

„ჩემი რამდენიმე სიმღერა სხვადასხვა სიტუაციაში, ექსპრომტად დაიწერა. მაგალითად, „დინამო, დინამო“ დამაწერინა დიდმა სიხარულმა. ეს გამოწვეული იყო თბილისის „დინამოს“ მიერ 1976 წლის 3 სექტემბრის ისტორიული გამარჯვებით, როდესაც პირველად მოვიპოვეთ სსრ კავშირის თასი.

სიხარულით გამოწვეული ემოციის გამო დილის 5 საათამდე ვერ დავიძინე. ადგილს ვერ ვპოულობდი და ბოლოს სამზარეულოში, ფორტეპიანოს გარეშე (ოჯახის წევრები და მეზობლები რომ არ შემეწუხებინა), ზეპირად გადავიტანე ჩანაფიქრი ნოტებზე. მეორე დღეს სასწრაფოდ გავეშურე პოეტ მორის ფოცხიშვილთან, რომელმაც ასევე ოპერატიულად მიუსადაგა ტექსტი. რამდენიმე დღის შემდეგ, ჯემალ ბაღაშვილის თხოვნით, სიმღერა ჩაიწერა სტუდია „მელოდიაში“ და ის პირველად შეასრულა ანსამბლმა „ივერიამ“. არანჟირება ალექსანდრე ბასილაიას ეკუთვნოდა.

სიტყვა ანსამბლ „ივერიაზე“ ჩამოვარდა და ნება მომეცით ბატონი ნუგზარ კვაშალის ერთ-ერთი მოგონება გაგაცნოთ. თავის დროზე ბატონი ნუგზარი თბილისელი ჰიპების ერთ-ერთი აქტიური წევრი ყოფილა.

„ეს იყო 1967 წელი. სკოლაში ერთგვარი გაფართხალება მოხდა – ფიცრებზე დავაწებეთ რაღაც და საკუთარი ძალებით მივიღეთ ელექტროგიტარა. ამ პერიოდიდან დაიწყო ჩვენი, ასე ვთქვათ, მომთაბარე, ჰიპური ცხოვრება. მოგეხსენებათ, ჰიპები ყველაზე თავისუფალი ხალხი იყო მთელ მსოფლიოში. ფულის მაგივრად ჯიბეში კენჭები ელაგათ. მათთვის სხვა ღირებულებები არსებობდა.

მოგვიანებით, ჰიპების უდიდესი შეკრება მოხდა ვუდსტოკის ფესტივალზე და ამან სულ დაგვაშტერა ყველა. ეს ფესტივალი 1969 წელს ჩატარდა. შეიკრიბნენ ჰიპები უშველებელ ტერიტორიაზე, სადაც უყვარდათ ერთმანეთი, არ აშინებდათ წვიმა, სიცივე და იყო მეგობრობა, სიკეთე და სიყვარული. ჰიპების დევიზი გახლდათ: მშვიდობა, სიყვარული და მეგობრობა!

ჩვენ ისე ვერ ვჰიპობდით, როგორც იქ იყო, მაგრამ ჩვენ ჩვენებურად „ვახურებდით“. გვეცვა მოკლე შარვლები. თეთრი წინდები იყო მოდაში, წითელი ხომ საერთოდ, რაღაც... ბაკები, დიდი თმები... ვიკრიბებოდით გრიბოედოვის ძეგლთან, დაბლა, კამოს ქუჩაზე. იქ იყო ზურა ყიფშიძე, თემურ ჩიხლაძე, ადამიანი, რომელიც მოგვიანებით გახდა მამაო და სამწუხაროდ, მოხვდა იმ ძალიან დიდ გაუგებრობაში, რომელსაც მომავალში „თვითმფრინავის ბიჭების ტრაგედია“ ეწოდა. იგი ერთ ფილმშიც არის გადაღებული, „ფილატელისტის სიკვდილი“ ჰქვია. თავისებური ადამიანი იყო. უზომოდ უყვარდა სიკეთე, მშვიდობა, მეგობრობა... თვითმფრინავი რომ გაიტაცეს, თვითონ სულ არ ყოფილა იმ თვითმფრინავში. თვითონ რაც თქვა საკუთარ თავზე, ეგონა, ამ სიტყვებით დანარჩენებს სასჯელს შეუმსუბუქებდა. შეეწირა ამ ამბავს და არც მისმა სიტყვებმა უშველა დანარჩენებს. საზიზღარი პერიოდი იყო...

ჰიპი იყო ვალერი კოჩაროვი, რომელიც, მოგვიანებით, ლივერპულში ცხოვრობდა. მის ანსამბლ „ბლიცს“ „ბითლზების“ ორი დიდი ფესტივალი აქვს მოგებული საუკეთესო შესრულებისთვის. ძველი ჰიპები იყვნენ, აგრეთვე, დათო სულაქველიძე, რეზო ჩაჩხიანი...

ვუკრავდით გიტარაზე, ვუბარტყუნებდით, ხან ჩემთან სარდაფში, ხან სად, ხან სად და ბოლოს შეიქმნა იდეა – ხომ არ ჩამოგვეყალიბებინა ანსამბლი, რომელიც პროფესიონალურ სცენაზე ავიდოდა. ამ დროს, მე ვარ მეცხრე კლასში, ზურა ყიფშიძე – მერვეში, მამუკა დუმბაძე, რომელიც დღეს ისტორიკოსია – ჩემხელაა და გია ეძგვერაძეც – მერვეში. მაშინ სად იყო ინსტრუმენტები. ზურა ისეთი ლამაზი იყო, ჯერ ხომ გოგოები აფრენდნენ და წივილ-კივილი ჰქონდათ მის დანახვაზე, თანაც ისე უკრავდა ტაშტებსა და რაღაცეებზე, რასაც დღეს ვერ ვუწოდებ ინსტრუმენტს, ისიც კი საოცრად უხდებოდა. ამას კიდევ უფრო აღტაცებაში მოჰყავდა გოგონები. რა ამბავი ჰქონდათ, უნდა გენახათ. მე სოლო გიტარისტი, გია – ბექ-გიტარა და მამუკა – ბასი. ამ შემადგენლობით წარდგა მაყურებლის წინაშე ანსამბლი „ჯეჯილი“.

პირველი განყოფილება გააკეთეს პროფესიონალებმა პროფესიულ სცენაზე. უნდა ყოფილიყო ზურას დედა – ლენა ყიფშიძე, ეკატერინე ვერულეიშვილი – განთქმული კომიკოსი ქალი, თუ გახსოვთ ფილმი „ქორწილი“, იქ თამაშობს დედის, როლს, ზემოდან, აივნიდან რომ იყურება. გოვენ ჭეიშვილი – „ხუტა უფროსი“. ჩვენ აკომპანემენტს ვუწევდით ამ ვარსკვლავებს. ნოტები არც ერთმა არ ვიცოდით. როგორც მახსოვს, მოიყვანეს მკრტჩიანი, ძალიან ბურდღუნა კაცი იყო. გვითხრეს, რომ ამერიკული ბანჯოს დამკვრელი შეცვალა, რომელიც ავად გახდა. ავიდა სცენაზე მის ნაცვლად და პირდაპირ ნოტებიდან დაუკრა. ხანში შესული კაცი იყო, ჯერ კიდევ მაშინ. მან რომ შეიტყო, ნოტები არ ვიცოდით, გაგიჟდა: მე ვაპირებდი ერთ თვეში პროგრამა მზად მქონოდა, და ალბათ, თქვენთან ამისთვის 5 თვე დამჭირდებაო.  დიდი გულისყურით მოვეკიდეთ საქმეს და ერთ თვეში, მართლაც, მზად გვქონდა პროგრამა. ნიჭიერი ჰიპები ვიყავით.

ჩვენი პირველი კონცერტი ჩატარდა მანავში. ამ დროისთვის ინსტრუმენტებს არა უშავდა, მაგრამ გამაძლიერებლები გვქონდა ისეთი, ყოველ ხუთ წუთში სკდებოდა. ამიტომ, გვყავდა ხმის რეჟისორი. ჩვენს რეპერტუარში იყო ჯიმი ჰენდრიქსი, „ბითლზები“... რეპერტუარში გვქონდა ქართული სიმღერებიც: „ჩემო ციცინათელა“, „ართი კოჩი ქუმორთუდო“ – მეგრული, ჰიპურად აჟღერებული, როკში. მოკლედ, ქალები გიჟდებოდნენ. „ჯეჯილმა“ თავის არსებობის განმავლობაში მთელი საქართველო მოიარა და ჩაატარა 40-მდე კონცერტი. თითო კონცერტში 10 მანეთს ვიღებდი, კარგად მახსოვს“.

ბატონი ნუგზარის შემდეგ სიტყვას რომა რცხილაძეს გადავცემ, რომელიც საკუთარ თავზე გულახდილად ისაუბრებს.

„საკუთარ თავზე საუბარი მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ, თუ მიწევს, სულ ვცდილობ, რომ იმ ჩარჩოებში ჩავეტიო,  რომელსაც არ უნდა გადავცდე, ამას მაინც ხელშეუხებელს ვტოვებ, მაგრამ, თუ ვამბობ, ვამბობ სიმართლეს, არ ვიტყუები და ალბათ, ამიტომაც შემარქვეს „სპილო“ – სპილო  ვერ იტყუება, რომც უნდოდეს, ვერ ახერხებს.

ამ გზაზე   წარმატებაც იყო და წარუმატებლობაც, ჩავარდნებიც და ზეასვლაც. ახლა, როცა ეს ყველაფერი გავაანალიზე და შევაჯამე, უფრო მეტად დავრწმუნდი იმაში, რომ, უკან დაბრუნების შანსი რომ იყოს, ისევ იმ გზას გავივლიდი და არაფერს შევცვლიდი. ეს ყველაფერი იმდენად რთული და საინტერესო იყო, ისევ ამ უვერტიურის გზას შევუდგებოდი.

ნიშნულის პირასაც ბევრჯერ ვმდგარვარ და ციცაბოზეც გამივლია. ცნობილი ფილმის პერსონაჟის არ იყოს, თურმე, 40 წლის ასაკშიც  შეიძლება დაიწყო ცხოვრება  „ზეროდან“.  მე მქონდა ის ბედნიერება, რომ ღმერთმა მარგუნა დიდი განსაცდელი, რომლითაც უფრო მეტ უბედურებას ამაცდინა. 90-იან წლებში, როცა მთელი ჩემი სამეგობრო აფხაზეთში ჩაიხოცა, ამ პერიოდში აღმოვჩნდი აბასთუმანში,  იქ სხვა სამყარო იყო – პატარა ტაძარი, საავადმყოფო. დილის ოთხ საათზე ტყეში ცხოველებთან ერთად რძიან ბალახს ვჭამდი. ამ ყველაფერმა ჩემი ფასეულობები სხვა განზომილებაში გადაიტანა, იქ შეიქმნა ჩემი ალბომი: „სუფთა ჰაერი“.  მერე უარი ვთქვი ყველაფერზე: თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ყველა სხვა ცდუნებაზე.  ათი წელი ვებრძოლე ამ სენს და ვაჯობე. სამი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ტყეში, ბუნებაში, მარტო,  ტელეფონისა და კომუნიკაციის ყველა საშუალების გარეშე და ვიყავი ძალიან ბედნიერი – საკუთარ თავთან  და ფიქრთან მარტო დარჩენილი. მოხდა ისე, რომ თავიდან დავიწყე სიარული, არსებობა, ცხოვრება, მაგრამ მადლობელი ვარ უფლის, რომ ეს გზა გავიარე,  უამრავი საინტერესო  ისტორიით. უბედნიერესი კაცი ვარ, რომ მაქვს საშუალება, ხშირად ვნახო ჩვენი პატრიარქი, მოვუსმინო მას, ვიყო ტრაპეზზე მის გვერდით“.

დღევანდელი წერილის დასასრულს მუსიკოსი ჭაბუკა ამირანაშვილი საკუთარი ახალგაზრდობის წლებს გაიხსენებს.

„ძალიან ცუდი სტუდენტობის პერიოდი მქონდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მამაჩემი მაშინ კონსერვატორიაში, კათედრაზე იყო ჩასაბერი ინსტრუმენტების განხრით, კათედრის გამგე კი ზურა ალავიძე გახლდათ. ზურა სულ მეჩხუბებოდა, ბევრი გაცდენა რომ მქონდა. სხვადასხვა ანსამბლთან ხელშეკრულებები მქონდა და აქეთ-იქით დავდიოდი. თუმცა, გამოცდებზე მოუმზადებელი არასდროს მივსულვარ. მაროკოდან ჩამოვფრინდით და მეორე დღეს გამოცდაზე გავედი. ნოტებით დავუკარი, არადა ზეპირად უნდა დამეკრა. ვერ მოვასწარი ისეთი მეცადინეობა, როგორც საჭირო იყო. დავიწყე დაკვრა, ერთი ნაწარმოების, მეორესი, მესამესი და გამაჩერეს – თქვენ ეს ზეპირად უნდა გაგეკეთებინათო. შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ვუთხარი – თქვენ ჩემს მახსოვრობის უნარს ამოწმებთ თუ ჩემი, როგორც მუსიკოსის დონეს-მეთქი. ამან კომისიის წევრების აღშფოთება გამოიწვია. ვიცი, არასახარბიელო პასუხი გამომივიდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ იმ ეტაპზე საკმაოდ გამოცდილი ახალგაზრდა, კლასიკურად განათლებული ბიჭი ვიყავი. კონსერვატორია კი დავამთავრე, მაგრამ გულში მაინც ცუდად ჩამრჩა ის ფაქტი, რომ ჩემი შესრულება ასე მიიღეს. 

ჩემს თაობას და უბანს რაც შეეხება, მეც ჩვეულებრივ ვიზრდებოდი, როგორც ყველა. თუმცა, ყოველთვის ვიყავი მუსიკოსი. ჩემზე უფროსი მეზობლის ბიჭები რომ დამინახავდნენ ვიოლინოთი ხელში, მთხოვდნენ – აბა, ჭაბუკ, ერთი ნაწარმოები მაინც დაგვიკარიო. თვითონ ვიოლინოს ფუტლარს დაიჭერდნენ, „ბალკონზე“ დამაყენებდნენ და მეც ვუკრავდი. სიამოვნებდათ, ან შეიძლება, სულაც მაშაყირებდნენ, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, იმ დროს, როდესაც ვინმესთან ჩხუბი ან უბრალოდ, შელაპარაკება მქონდა, ჩემ გამო ძალიან ბევრი ადამიანი გამოყოფდა ხოლმე თავს და მე რომ არ შემეჩერებინა, აღარ ჩერდებოდნენ. შემეძლო გვერდზე გადამეგდო ინსტრუმენტი და ჩემი მეგობარი ან ახლობელი რომ არ დაეჩაგრათ, საჩხუბრად მივდიოდი. სხვათა შორის გამომდიოდა. იქაც არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს. ასე რომ, ბავშვობაშიც მაფასებდნენ“.




 ახალი ამბები
  • საზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ ქალი დაიღუპასაზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ 30 წლის ქალი დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ მთავარი არხი ავრცელებს. 30 წლის ელისო ლომაიას გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ოჯახის მტკიცებით ქალი ჯანმრთელი იყო და 3 დღე მხოლოდ ხველა აწუხებდა. სპაზმის დროს ოჯახის ექიმის რეკომენდაციით დედამ "დექსამეტაზონი" დაალევინა და ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში  2 საათისა და 30 წუთის შემდეგ მივიდა. ელისო ლომაია ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. ელისო ლომაიას  2 დღეში  დაკრძალავენ, თუმცა ჯერ არავინ იცის რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში გარდაცვალების მიზეზად.  ახლობლები ვარაუდობენ,რომ ქალს კორონავირუსი ჰქონდა და დექსამეტაზონმაც უკუჩვენება სწორედ ამ ვირუსის გამო გამოიწვია. ამბობენ, რომ სასწრაფო დროზე რომ მისულიყო ადგილზე ახალგაზრდა ქალი გადარჩებოდა. როგორც მთელს ქვეყანაში, ისე სამეგრელოშიც ადამიანები სიკვდილთან მარტო არიან დარჩენილები. ბრიგადები, რომ საკმარისი არ არის, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც რომ კოვიდ დადასტურებული პაციენტები რუხში მდებარე საავადმყოფოში ოჯახის წევრებს საკუთარი მანქანებით მიჰყავთ. მძიმე მდგომარეობას კი ჯანდაცვის მინისტრი როგორც ჩანს სერიოზულად ვერ აღიქვამს. ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში ადგილები არის, მაგრამ პაციენტებს ხედები არ მოსწონთ და უკმაყოფილოებიც ამის გამო ... ...
  • "სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან" _ ასმათ ტყაბლაძე მთავრობას მიმართავს"სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან", _ ამ მოთხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას ასმათ ტყაბლაძე. როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, დღეს,თბილისში, ხორავას ქუჩაზე სახანძროს დაგვიანებას ფატალური შედეგი მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ხანძარი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით გაჩნდა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ... ...
  • "გენაცვალე ბაბუ" – "ლანჩხუთის" ფეხბურთელმა ხატია ჭყონიამ ბაბუასგან საჩუქარი მიიღოქალთა საფეხბურთო კლუბის “ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა წარმატებული თამაშის შემდეგ, არაერთი საჩუქარი მიიღეს. ერთ-ერთი ფეხბურთელი,  ხატია ჭყონია ბაბუასგან მიღებული საჩუქარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მას მადლობას უხდის. “ არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო იური ბაბუას საჩუქარი. მცირედია შეიძლება, მაგრამ მთელი სავსე გულთ... ის ჩვენი გუნდის პირველი გულშემატკივარია. ყველა თამაშზე გვახალისებს ბავშვებს და გოლის ავტორებს თანხას გვჩუქნის. ძალიან საყვარელია - ჯამრთელობა მინდა ვუსურვო და დიდხანს სიცოცხლე. გენაცვალე ბაბუ კეთილ და სუფთა გულში.“ - წერს ხატია ... ...
  • გიორგი გახარია - მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავსრაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. „რაც შეეხება აქციებს - საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც სწყინს, როდესაც ყრილობების შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან. რა სხვაობაა მაგალითად ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის არ ვიცი. გავრცელების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის. ან წინასაარჩევნოდ 600 კაციანი სუფრების მოწყობის. არაფერი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ, ამ ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი გახლავთ ის, რომ ის ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება. მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. არავინ არავის უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ასევე ჟურნალისტის შეკითხვას დეპუტატების შეკრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემების გარეშე, რადგან არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ არის. რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული ... ...
  • ვინ მიიღებს 300 ლარიან დახმარებას და ვის გადაუვადდება სესხებიიქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით, 300 ლარიანი დახმარების გარდა, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ  ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, დაეხმაროს სესხის გადავადებაში. „რაც შეეხება საქართველოს მთავრობის სოციალური და ბიზნესის დახმარების მეოთხე ტალღას - ჩვენი ბიზნესის და სოციალური დახმარების წინა სამი ტალღა იყო უკიდურესად მიზნობრივი. თუ პირველი ტალღის პირობებში იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცოდით ეპიდემიის და ეკონომიკური კრიზისის შედეგების მასშტაბი,  ვეცადეთ, რომ ეს ყოფილიყო მაქსიმალურად გადანაწილებული ყველა სოციალურ ჯგუფზე. დღეს უკვე გამოვყოფთ წერტილოვნად, თუმცა დაფარვის პრინციპსაც ვინარჩუნებთ. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით.  ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც ისინი არიან დასაქმებულები. ამ 300 ლარიანი დახმარების გარდა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ  ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში. არაფორმალურად დასაქმებულთათვის, 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარებით პირველი ტალღის პერიოდში ისარგებლა 250 000-მა ადამიანმა. ამჯერად, იქიდან გამომდინარე, რომ დავიწროებულია სფერო, რომლის მიმართაც იქნება მიმართული ეს დახმარება, ვფიქრობთ, რომ იქნება დაახლოებით 100-120 ათასი ბენეფიციარი", - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...