ძია ვანიას კონტუზია და „ფაშისტები“

ა კიდო

ძია ვანიას კონტუზია და „ფაშისტები“

25 აგვ. 2018, 11:10:04

ოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ქართველ ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა სამშობლოს გარეთ უწევდათ. უცხო ქვეყანაში ყოფნა ქართველებისათვის მძიმე გახლდათ. ამის მიუხედავად ჩვენებურები საკუთარ ღირსებას არ კარგავდნენ და სხვადასხვა მოულოდნელ სიტუაციებში აღმოჩენილები, წარმოქმნილ პრობლემებს თავს კარგად ართმევდნენ.

საბჭოთა ჯარში სამხედრო სამსახურის თემა ნებისმიერი ქართული ოჯახისთვის მტკივნეული გახლდათ. ამავდროულად, შინ დაბრუნებული ყოფილი ჯარისკაცები არაერთ სახალისო ისტორიებს ყვებოდნენ.

დღევანდელ წერილში ძველ დროში დაგაბრუნებთ და ყოფილი დიადი სამშობლოს შეიარაღებული ძალების სამყაროს გაგახსენებთ.

ჩვენი „სამხედრო მოგონებების“ პირველი სტუმარი ვიცე-პოლკოვნიკი ანდრო დევიძე იქნება.

„საბჭოთა არმიაში 30 წელი ვიმსახურე და კურიოზების მეტი რა მინახავს და გადამხდენია, მაგრამ, რასაც ჩემი მეგობარი, კოტე სალია სჩადიოდა ხოლმე, ყოველგვარი „ღადაობის“ ფარგლებს სცილდებოდა და რამდენიმეჯერ ციხესაც ძლივს გადაურჩა.

1973 წელია. მე და კოტე, ჩვენს საარტილერიო ნაწილთან ერთად, ლვოვის პოლიგონზე ვართ და საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ვმონაწილეობთ, სადაც ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების არმიებიც იმყოფებოდნენ.

სწავლების მეოთხე დღეს, ეგრეთ წოდებული ღამის ბრძოლა უნდა გაგვეთამაშებინა. სცენარის მიხედვით, პირობითი მოწინააღმდეგე შეტევაზე უნდა გადმოსულიყო, ჩვენს არტილერისტებს კი ისინი უნდა გაეჩერებინათ. ყველაფერი ეს ღამის 3-4 საათზე უნდა ჩაგვეტარებინა, ამიტომ, ყველაფერი მოვამზადეთ: ზარბაზნები და „გრადები“ პოზიციებზე განვალაგეთ და სიგნალს დაველოდეთ - მხოლოდ წითელი რაკეტის გასროლის მერე უნდა გაგვეხსნა საპასუხო ცეცხლი, რათა მანამდე ჩვენები არ დაგვეხოცა. ანუ, პირობით მოწინააღმდეგეს დაბომბვის არეალი უნდა გადაელახა და ეს ყველაფერი წუთებში იყო გაწერილი.

შუაღამეს მე, კოტე და ძია ვანია, რომელიც ძველი „ფრონტავიკი“ იყო, კანტუზია სჭირდა და ლვოვის პოლიგონზე დარაჯად მუშაობდა, პატარა სუფრას მივუსხედით და წითელი რაკეტის მოლოდინში სმას შევუდექით. ცოტა ხნის მერე, ტუალეტში გავედი. ორიოდე წამიც არ იყო გასული, რომ ჩვენი პოზიციებიდან „გრადების“ ცეცხლი გაიხსნა. არადა, ზუსტად ვიცოდი, რომ ჯერ ცეცხლი არ უნდა გაგვეხსნა, რადგან ეს ადამიანების მსხვერპლს გამოიწვევდა. ამიტომ, ისე გავვარდი ტუალეტიდან გარეთ, რომ შარვალიც კი არ ამიწევია და, რას ვხედავ: ძია ვანია „გრადებს“ უშენს ჩვენს პირობით მოწინააღმდეგეს... მაშინვე, ძია ვანიას მივვარდი, ჯერ „გრადი“ გავაჩერე და თან ვუღრიალე:

- რას შვრები, გაგიჟდი?

- შენ თვითონ გაგიჟდი, ჩქარა, სროლა განაახლე, ფაშისტები შემოგვესივნენ! -  საპასუხოდ მიღრიალა ძია ვანიამ და „გრადს“ წაეპოტინა, მაგრამ, არ დავანებე და ძალით მოვაშორე იარაღს...

ბევრი რომ არ გავაგრძელო, „ფაშისტების მოგერიების ოპერაცია“ კოტე სალიას მორიგი ხუმრობა იყო. მე რომ ტუალეტში ავედი, პირობითმა მოწინააღმდეგემ სროლით შემოგვიტია, კოტე სალიას კი შემთვრალი ძია ვანიასთვის უთქვამს, ფაშისტებმა შემოგვიტიესო... ტვინარეულ, კონტუზიიან ძია ვანიას კი დრო და ადგილი აერია, გარეთ გავარდა და „ფაშისტებს“ „გრადებიდან“ დასცხო... კიდევ კარგი, „გრადებში“ საბრძოლო მასალა არ იდო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. თორემ, ძია ვანია ათასობით უდანაშაულო ჯარისკაცს გაწყვეტდა...“

ჩვენი მომდევნო სტუმარი პოდპოლკოვნიკი ომარ ნემსაძე გახლავთ.

„პროფესიით სამხედრო კონსტრუქტორი ვარ და ორმოცი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო ლაბორატორიაში ვიმუშავე. ჩვენ სხვადასხვა იარაღსა და დამცავ საშუალებას ვცდიდით, რომლებსაც შემდგომ შეიარაღებაში ვნერგავდით.

ერთხელ თერთმეტკილოგრამიანი ჯავშანჟილეტის სიმყარეს ვცდიდით და ოცი მეტრის მანძილიდან „აკაესის“ სისტემის ავტომატიდან ვცხრილავდით. ჩემთან ერთად კიდევ ორნი იყვნენ - ვანია ლოსევი და იური სერგეევი. გამოცდა ორნაირად ტარდებოდა. ჯერ კედელზე მიყუდებულ ჯავშანჟილეტს ვესროდით და გამოცდას თუ გაუძლებდა, შემდეგ მას ერთ-ერთი ჩვენგანი იცვამდა. მიუხედავად იმისა, რომ გამომცდელი დამატებით კორსეტს იცვამდა, რათა ტყვიებს ნეკნები არ დაემტვრია, გამოცდის პროცესი მაინც ძლიერ მტკივნეული და არასასიამოვნო იყო.

თერთმეტკილოგრამიანი ჟილეტის გამოცდამ პირველ ეტაპზე წარმატებით ჩაიარა და უკვე ერთ-ერთ ჩვენგანს უნდა ჩაეცვა განმეორებითი სროლებისთვის. მე უარი ვთქვი და ეს მისია სერგეევს ერგო. ამიტომ, ის ტირიდან გასახდელში გავიდა.

- ნახე, როგორ შევაშინო, - მითხრა ლოსევმა, როდესაც სერგეევი გავიდა, - დავახლი და დავახლი, როგორც კი შემოვა და ვაკოტრიალებ.

- თუ ძმა ხარ, რამე არ მოხდეს, - ვუთხარი ლოსევს, რადგან მისი განზრახვა არ მომეწონა.

- რა უნდა მოხდეს, არ ვიცი?! - იწყინა ლოსევმა, - განა დაგავიწყდა, როგორ ვისვრი?

ლოსევი მართლაც ბრწყინვალე მსროლელი იყო და ჯავშანჟილეტს 100 მეტრიდანაც არ ააცდენდა ავტომატის ტყვიას.

სერგეევი ძალიან მალე დაბრუნდა და ჩვენ რომ დაგვინახა, პირი დააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ლოსევმა მას ავტომატი დაუმიზნა ჯავშანჟილეტში და სასხლეტს გამოჰკრა თითი. თუმცა, მჭიდი ცარიელი აღმოჩნდა და არ გავარდა. ლოსევმა ავტომატი დააგდო, პისტოლეტი ამოაცურა და სერგეევის მიმართულებით გაისროლა. მე თვალნათლივ დავინახე, როგორ გამოასხა სერგეევის მკერდიდან სისხლმა და ის ძირს დაეცა.

მე დაჭრილს მივვარდი და ამ დროს იური სერგეევიც შემოვიდა, ხოლო მკერდში დაჭრილი კი უჯავშანჟილეტო, იურის ტყუპისცალი, ვიქტორი იყო, რომელიც ტირში მუშაობდა და ძმის სანახავად იყო შემოსული.

მადლობა ღმერთს, რომ ვიქტორი გადარჩა და არც ავტომატში აღმოჩნდა ტყვიები, რადგან „აკაესიდან“ დაცხრილულ ადამიანს არაფერი გადაარჩენდა“.

ბატონი ომარი კიდევ ერთ ისტორიას მოგვიყვება.

„როდესაც სამეცნიერო ლაბორატორიაში მივედი სამუშაოდ, 20 წლის ვიყავი, ინსტიტუტი დამთავრებული მქონდა და საბრძოლო შეიარაღებებს ზედმიწევნით კარგად ვიცნობდი. ამიტომ, ულაპარაკოდ მიმიღეს და ჩემი სამსახურებრივი ნათლობაც პირველივე დღეს მოხდა.

სამუშაოდ საცდელ საამქროში გამამწესეს. ახალ თანამშრომლებთან პირადად დირექტორმა წარმადგინა, შემდეგ დამტოვა და წავიდა. ოთახში, სადაც მე ვმუშაობდი, რვა თანამშრომელი ვიყავით და ჩვენ-ჩვენი მაგიდა და სკამი გვქონდა, დიდ სეიფში კი საბრძოლო იარაღის ნიმუშები ინახებოდა.

შუადღის შემდეგ, შესვენებისას, თანამშრომლებმა მაგიდები შეაერთეს, სუფრა გაშალეს და მეც მიმიწვიეს. შუა ჭამის დროს, ერთ-ერთ თანამშრომელს მივაჩერდი, რომელიც „ლიმონკას“ ათამაშებდა ხელში. ის ხან მოხსნიდა რგოლს, ხან უკეთებდა. ეს კი ძალიან საშიში იყო. დავაპირე მეთქვა, რომ შეენახა, მაგრამ მას არავინ აქცევდა ყურადღებას. უკვე სადილს ვამთავრებდით, როდესაც მან კვლავ მოხსნა რგოლი და ხელიდან გაუვარდა და რგოლი მაგიდის ქვეშ შეგორდა. მან კი დამცავმოხსნილი, დეტონატორიანი „ლიმონკა“ მაგიდაზე დადო, თვითონ კი მაგიდის ქვეშ შეიხედა, რგოლის მოსაძებნად. მე გავშრი, რადგან 3-4 წამში „ლიმონკა“ აფეთქდებოდა და იქ მყოფებს დაგვხოცავდა. ფეხზე წამოვხტი და სანამ ღია ფანჯარაში ვისკუპებდი, ვიყვირე: „ვიღუპებით, თავს უშველეთ-მეთქი“, – შემდეგ ფანჯარაში გავფრინდი და თან, მივაყურადე აფეთქების ხმას. თუმცა, აფეთქება არ მომხდარა და ფანჯრისკენ რომ ავწიე თავი, იქიდან შვიდი მოხარხარე ადამიანი მიყურებდა. დეტონატორს თურმე ნემსა ჰქონია მოხსნილი და ლაბორატორიის თანამშრომლები ასე „ნათლავდნენ“ ახლებს.

ალბათ დადგა დრო და საბჭოთა პერიოდიდან დამოუკიდებელ საქართველოში გადმოვინაცლოთ. სიტყვას ვიცე-პოლკოვნიკ ლევან ქათამაძეს ვაძლევ.

„ის პერიოდია, როდესაც საქართველო ნატოსთან ურთიერთობებში პირველ ნაბიჯებს დგამდა. იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი და, როგორც ექვსი ენის მცოდნე, ბრიუსელში მიმავლინეს ერთ-ერთ ძალიან ცნობილ გენერალთან ერთად, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებ. იმ გენერალს სამინისტროში ერთ-ერთი უმაღლესი პოსტი ეკავა და ნატოში სიტყვით უნდა გამოსულიყო. პროტოკოლის მიხედვით, გენერალს რუსულ ენაზე დაწერილი ტექსტი უნდა წაეკითხა, რომელსაც მე ვადგენდი, ხოლო დარბაზში მსხდომნი კი სინქრონული თარგმანის მეშვეობით მოისმენდნენ.

გამოსვლის წინა დღეს გენერალმა მიხმო და მეკითხება:

- ლევანა (გენერალი კუთხური აქცენტით ლაპარაკობდა), მაი ტექსტი დამიწერე?

- დიახ, ბატონო გენერალო, გამოსვლის ტექსტი უკვე მზადაა. აი, ქართული ვარიანტი და აი - რუსული, რომელიც თქვენ უნდა წაიკითხოთ-მეთქი, -  ვუთხარი გენერალს და ფურცლები მივეცი.

მან ტექსტები ზერელედ გადაათვალიერა, უკან დამიბრუნა და მეუბნება:

- იცი, რა, ლევანა, შენ ხომ ბევრი ენა იცი?

- დიახ, ბატონო გენერალო, ქართულის გარდა, კიდევ ექვსი ენა ვიცი: რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური და არაბული.

- სად მოასწარი ამდენი?

- ბაბუაჩემი პოლიგლოტი იყო, თვრამეტი ენა იცოდა და იმან მასწავლა.

პოლიგლოტი რას ნიშნავს?

- ბევრი ენა რომ იცის.

- ჰოდა, მასე ვქნათ, ძამია, შენ ახლა ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულადაც დამიწერ წასაკითხ ტექსტებს, ოღონდ ქართული ასოებით და მე ეს ტექსტი ამ სამ ენაზე უნდა წავიკითხო...

რომ იტყვიან, გენერლის სიტყვებზე ტვინში დამცხა და ძალიან მორიდებულად ვუთხარი:

- ბატონო გენერალო, წესისამებრ, გამოსვლა დროშია შეზღუდული და მხოლოდ ერთ ენაზე შეიძლება-მეთქი.

გენერალმა კი კოპები შეკრა და ხმას აუწია:

- ბიჭო, პირველად გამოვდივართ ქართველები ნატოში და რუსულად ვილაპარაკოთ? რამით ხომ უნდა დავამახსოვროთ თავი! ამიტომ, რასაც გიბრძანებ, შეასრულე და ტექსტები ერთ საათში ჩემთან იყოს. წაკითხვა უნდა „დავამუღამო“ და დრო მჭირდებაო.

რაღას ვიზამდი, გენერლის გამოსვლის ტექსტი სამ ენაზე დავწერე, ოღონდ ქართული ასოებით და გენერალს ერთ საათში მივუტანე. მან ტექსტებს გადახედა, შემდეგ სარკის წინ დადგა და მათი კითხვა დაიწყო ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულად. სიმართლე უნდა ვთქვა, გენერალმა ისე დაამუღამა ეს ტექსტები სამივე ენაზე, რომ ვერავინ იფიქრებდა, თუ ამ ენების ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდა.

დადგა გამოსვლის დღე და საათი. ქართველი გენერალი ნატოს მაღალ ტრიბუნაზე ავიდა და გაჭედილ დარბაზს ჯერ ინგლისურად წაუკითხა ტექსტი, შემდეგ ფრანგულად და ბოლოს გერმანულად. მართალია, ასეთი რამ პირველად მოხდა ნატოს ისტორიაში, მაგრამ ის არ გაუჩერებიათ და გამოსვლის ბოლოს მქუხარე ტაში დაიმსახურა... შესვენების დროს ქართული დელეგაციის წევრებთან ცნობილი ამერიკელი გენერალი, ჯეიმს ვუდსონი მოვიდა, ქართველ გენერალს მაგრად ჩამოართვა ხელი და მრავალი საქებარი სიტყვა უთხრა, ბოლოს ასე დაასრულა.

- როგორც განათლებულ და პოლიგლოტ კაცს, ნატოს საერთაშორისო დეპარტამენტში მუშაობას გთავაზობთო.

ქართველ „პოლიგლოტ“ გენერალს ვუდსონის ერთი სიტყვაც არ გაუგია, მაგრამ, უღიმოდა და „იეს, იეს“ ეუბნებოდა. ბოლოს კი, ვითომ ნერწყვი გადასცდა, ხველება აუტყდა, მაჯაზე ხელი მომკიდა და ტუალეტში წამათრია. იქაურობას რომ მოვცილდით, ხველა შეწყვიტა, გენერლის სიტყვები მათარგმნინა და მითხრა:

- ახლა მე სასტუმროს ნომერში ავალ და ვინც არ უნდა მიკითხოს, უთხარი, არ ვიცი სადაა-თქო...

ერთი სიტყვით, ჩვენ კიდევ ორი დღე დავრჩით ბრიუსელში და „პოლიგლოტი“ გენერალი არც სპეციალურ ბანკეტზე გამოჩენილა, არც პრესკონფერენციაზე და თბილისში გამოფრენამდე თავის ნომერში იყო ჩაკეტილი. გენერალი ვუდსონი კი მხრებს იჩეჩდა და იმეორებდა - ღმერთო ჩემო, სად გაქრა ეს სიმპათიური პოლიგლოტი ქართველი გენერალიო...“




 ახალი ამბები
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...
  • ავარია ქვაბღასთან- როგორია დაშავებულების მდგომარეობაბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშენწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან. „ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე. ჩვენს კითხვაზე ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშენწე ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად. „წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია, მთავარია მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე. 6 დაშავებულიდან 2, კაცი და ქალი "ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს. როგორც კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე, გვეუბნება:   „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ. 4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი კი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი - მედალფაში შეიყვანეს. „მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას. „4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 უკვე გავწერეთ და 3 რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში გავწერთ“,_ ამბობს ხუნდაძე.   ... ...
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...
  • შაქარაშვილის საქმე- დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ უკვე არსებულ კლასიფიკაციას  დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მცხეთაში, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მაშველებმა მის ცხედარს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში მიაგნეს. "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • რა სახელდება ექსპერტიზის დასკვნით შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზად"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების შესახებ და, აქედან გამომდინარე, მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილების თაობაზე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურის მიერ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რის შესახებაც წინასწარ აუცილებლად გაიმართება კონსულტაცია გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან. საქმის სირთულის და სენსიტიურობის გათვალისწინებით, პროკურატურა სთხოვს ყველას თავი შეიკავონ გადაუმოუწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცეს შესაძლებლობა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად და შესაბამისად, პროკურატურას სამართლებრივი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სრული სიმკაცრით აგონ პასუხი კანონის წინაშე. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ფოტოვიზუალური ნაწილის გარეშე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც შაქარაშვილის გარდაცვალებასთან ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების გასაჯაროების შესახებ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...