"გასკტა ცაში ყოლიფერი სიცილით"_ გურული მონადირეების მიერ ნათქვამი ფრაზები
სოციალური ქსელ Facebook-ის წევრი კოკი კვერნაძე ერთ-ერთ ჯგუფში ავრცელებს გურული მონადირეების მიერ ნათქვამ სახალისო ფრაზებს.
"გურია ნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
- სასტაული ძაღლი მყავს, სროლას რაფერც დავაპირებ, გეიქცევა უცფათ და სანამ ჩამუარდება იხვი, მანამდი მეიყვანს.
- რაია ძამა ერთმანეთი მეინადირეთ შენ და შენმა ძაღლმა? აფერი რომ არ მოგაქვენ.
- სამალიოტი თუ დეინახე ბიძია არ დუუწყო სროლა, არ იჭუმა მაი.
- ამფერი აბდალა ძაღლი გინახიენ? იმფერი კუდგაქიცინებული გეიქცევა რაცხას მოსატანად, ნახევარს ვერ ვართუმ.
- რაფერ სროლილობ ბიჯო, გასკტა ცაში ყოლიფერი სიცილით.
- განვადებით გამეიყვანე ძამა აი ძაღლი, თუ რეიზა არ მირბის შენ ნასროლზე?
- ლომს მევინადირებ იმფერი ძაღლი მაჩუქა სიმამრმა, მარა რათ გინდა, არაა აი ლომი გურიაში და რაფერ?