გურული „ფინტიკოზა“ თბილისში წასვლაზე „ოცნებობს“

ა კიდო

გურული „ფინტიკოზა“ თბილისში წასვლაზე „ოცნებობს“

2019 ნოე 11 12:08:37

ახლახან ჩოხატაურიდან ოზურგეთში საუცოხო სილამაზის, რქაზე „სამკაულმორგებული“ თხა ჩამოიყანეს, რომელსაც პატრონმა, ირმა სურგულაძემ „ფინტიკოზა“ დაარქვა.
ქალბატონი ირმა ახლახან მშობლიურ ჭანიეთში, დედაქალაქიდან დაბრუნდა საცხოვრებლად, შინამეურნეობასაც მიჰყო ხელი და თან ხუმრობს, რომ გურიის ცენტრიდან „ფინტიკოზაც“ იმიტომ ჩამოიყვანა, რომ მოამრავლოს და პატარა ფერმა შექმნას.

_ახლა , როცა ღორსა და ძროხას ხშირად ავადმყოფობა უჩნდება, თხა უფრო მომგებიანია, ადვილად მრავლდება, სტერილური რძე, საუკეთესო ყველი... იმედია მუშაობის პროცესში ეს ყველაფერი დალაგება, - გვეუბნება ის და ხუმრობაც არ უჭირს.

_ძალიან ჯიუტი კი არის , თხაა, რაც უნდა იყოს. თვდაპირველ პატრონს სწორედ ამიტომ მიუმაგრებია რქაზე „სამკაული“, რომ თვგზააბნეული სირბილის და ხტუნვის დროს, ადვილად მიეკვლია. არც ჩვენ მოვხსენით, ეს იმნაირი ჯიშისაა, რა მოიყვანს ჭკუაზე. ისე, ვკითხულობდი, ახლან თბილისში ძროხების გამოფენა რომ იყო, იქნებ, თხებისაც იქნეს მერე და წავიყვან ჩემ „ფინტიკოზას“, _ იცინის ქალბატონი ირმა. ამასობაში კი „ფინტიკოზა“ თავს ისე აქანებს, რქაზე მიმაგრებული პატარა ზარი (რომელსაც გურულები „რაჟას“ ეძახიან) წკრიალებს.

_ხომ ხედავ, გვეთანხმება, _ იცინის ქალბატონი ირმა.

აქვე გავიხსენებთ ერთ მხიარულ ამბავსაც, რაზეც მაშინ „გურია ნიუსიც “ წერდა _ ხუთიოდე წლის წინ, ასევე ჩოხატაურიდან ალბათ „ფინტიკოზას“ შორეული ნათესავი, აქაურმა გია მენაბდემ ჩამოიყვანა. თხამ კი, კი არც აცია , არც აცხელა და 15 მეტრი სიმაღლის ჭაში ჩახტა. თუმცა, ოჯახის წევრებმა უვნებლად ამოიყვანეს.

_ა, თხაი რო არის, არც ფეხი მოტეხია, არც რქა და კიდევაც კიკინებს, - ამბობდა მაშინ გია მენაბდე.




 ახალი ამბები
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...