"ინდოური ოქმსა წერდა, ბატის ჭუკი ამოწმებდა" _ მუზეუმის თანამშრომელის მიერ წაკითხული ლექსი
2019 წლის 1 თებერვალს, საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ჩატარდა, რომელსაც ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლაც შეუერთდა.
სკოლის მოსწავლეებმა აქციაში ბევრი ადამიანი ჩართეს და მათ მიერ წაკითხული ლექსები ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნეს.
ამ ვიდეოებს შორის იყო მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელის ნათია ცინცაძის მიერ წაკითხული გალაკტიონ ტაბიძის ლექსი, რომლის შინაარსმა დიდი ინტერესი გამოიწვია.
ბევრმა ეს ლექსი დღევანდელ პოლიტიკურ რეალობასაც კი დააკავშირა და ცინცაძეს თუ დიდ გალაკტიონს იუმორი მოუწონა.