„ქართული სტუმართმოყვარეობა“

ა კიდო

„ქართული სტუმართმოყვარეობა“

23 სექ. 2018, 13:35:45

წინა საუკუნის 70-იან წლებში, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ბორის ელცინი საქართველოში ხშირად ისვენებდა. ბატონ ბორისს ქალაქი გაგრა განსაკუთრებით უყვარდა და იქაური პრესტიჟული სანატორიუმის მუდმივი სტუმარი გახლდათ. გაგიკვირდებათ და ელცინს თურმე საქართველოს სადღეგრძელო არაერთხელ დაულევია. მაშინ ბორია ქალაქ სვერდლოვსკის პირველი მდივანი გახლდათ და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, საქართველო-აფხაზეთის შეიარაღებული დაპირისპირებისას  ჩვენს ქვეყანას ამ კუთხეს დააკარგვინებდა. ამ შესავლის შემდეგ ალბათ უმჯობესი იქნება თუ სიტყვას ბატონ თამაზ ნადარეიშვილს გადავცემთ.

„70-იანი წლების დასაწყისში გაგრის კომკავშირულ სტრუქტურებში ვმუშაობდი. ქალაქში მთელი რიგი სანატორიუმები კომპარტიის ლიდერებისთვის იყო გათვალისწინებული და ყველა რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ საპატიო სტუმრები დასასვენებლად. ჩემი მოვალეობა იყო მათი დახვედრა-გამასპინძლება და მეც კეთილსინდისიერად ვასრულებდი დაკისრებულ საქმეს.

ერთხელაც დამავალეს, ამა და ამ სანატორიუმში სვერდლოვსკის პირველი მდივანი ისვენებს და ხილი და სასმელი მოუტანეო. ავიღე ორი ყუთი, ერთში ყველანაირი ხილი ჩავაწყვე, მეორეში - ნაირ-ნაირი საუკეთესო სასმელები და მივადექი. კარზე წარწერას შევხედე, მაინც ვინ არის ეს ბედნიერი-მეთქი და წავიკითხე: „ბორის ნიკოლაევიჩ ელცინ“. მე სახელი მაინტერესებდა, როგორ მიმემართა, თორემ გვარი, ელცინი იქნებოდა თუ ტიმოფეევი, სულ ერთი იყო. დავრეკე ზარი და კარი მისმა მეუღლემ გამიღო:

- ჩტო ვი ხატიტე? - მეკითხება.

ამ დროს ელცინიც გამოჩნდა, ხილის ყუთს თვალი აარიდა და სასმელებს გაბრწყინებული სახით მიაჩერდა.

- ვოდკა?

- ვოდკა ი კონიაკ, - გავახარე.

- ვოტ ეტა და! - გადაირია, თავის ხელით შეიტანა ყუთი და მეც შემიპატიჟა, რუსები მარტო არ სვამენო.

უარს როგორ ვეტყოდი. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და კარგად რომ შეღამდა, ნახევარი ყუთი ცარიელი იყო. რა სადღეგრძელო აღარ დავლიეთ: ძმობის, მეგობრობის, ქართველი და რუსი ხალხის მარადიული სიყვარულის... რამდენჯერმე აცრემლებულმა გადამკოცნა, ქართველების სიკეთეს ცხოვრებაში არ დავივიწყებო. თურმე, ვისთან სვამ და რა ძმობაზე ელაპარაკები. გავიდა დრო და სწორედ ამ კაცმა არ დამაკარგვინა გაგრა და აფხაზეთი?

მეორე დილას ძლივს ავდექი, თავი მისკდებოდა. ხელმძღვანელმა დამიბარა და ღიმილით მითხრა, რომ ახალი „საპატიო დავალება“ უნდა შემესრულებინა.

- ცოტა ხნის წინ ელცინმა დამირეკა, ძალიან კმაყოფილი ვარ და სანამ აქ ვიქნები, ეგ კაცი არ მომაშოროთ გვერდიდანო“.




 ახალი ამბები
  • ბახმაროში ჩარჩენილები _ ხელის თხოვნა 2050 მეტრის სიმაღლეზე"ჩემს ტყუპს სიგიჟემდე რომ უყვარს ბახმარო, ალბათ, ყველამ იცის. მისი სიყვარულის ისტორიაც აქ დაიწყო, ჰოდა, უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ამ საოცარ ადგილას აღვნიშნავთ მის გაბედნიერებას და ჩვენს "ოქროს დაბადების დღესაც", გილოცავ ტყუპჩიკ, ეს რაღაც სხვა გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოვთქვამ. ვულოცავ საკუთარ თავს და ყველას, ვისაც შენი ბედნიერება უხარია. ასეთი თვალებგაბრწყინებულები იყავით სიცოცხლის ბოლომდე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!"  _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩოხატაურელი ხატია პაიჭაძე. გიგა პაიჭაძემ და სალომე შერგელაშვილმა ერთმანეთი დიდი ხნის წინ ბახმაროში გაიცნეს, ამიტომ სიმბოლურია, რომ შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს ხელი სწორედ ბახმაროში სთხოვა, სადაც სალომე "მაყრიონთან" ერთად ტყუპების 22 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ეს სიურპრიზი მოულოდნელი იყო მისთვის, მაგრამ იუბილარ სატრფოს როგორ გააწბილებდა. დაქორწინდნენ და მაყრიონიანად ჩარჩნენ ბახმაროში და ახლა გზის გახსნას ელოდებიან, რომ თავიანთი სიხარული სხვებსაც გადასდონ. "გურია ნიუსი" ულოცავს ახლად დაქორწინებულ წყვილს და ბედნიერებას და შვილთა სიმრავლეს უსურვებს ... ...
  • ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, თუ რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე. ცნობისთვის, ბახმაროში მისასვლელ გზაზე დღეს   მეწყერი ... ...
  • “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში“ამ საღამოს დაბა გომისმთაზე გამოიდარა. ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი  მცხოვრები  მერაბ სანიკიძე ამბობს, რომ დაბა გომისმთაზე ახლა სამი ადამიანი იმყოფება. “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში. დიდი თოვლი არის მოსული. ამ საღამოს გამოიდარა და ყინავს“, - გვითხრა ... ...
  • ბახმაროში გზის გახსნას ელოდებიანგურიაში, კონკრეტულად ბახმაროში  მოსულმა თოვლმა გზა ჩაკეტა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურის, იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კურორტზე 50 მანქანა და 200-მდე ადამიანი იმყოფება ამ დროისთვის. ისინი გზის გახსნას ... ...
  • გომისმთაზე 80 სმ თოვლი მოვიდადაბა გომისმთაზე თოვლი მოვიდა. ეს ფოტოები “გურია ნიუსს“ დაბის მკვიდრმა მერაბ სანიკიძემ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...