„კრიმინალური შემთხვევა“ რიო-დე-ჟანეიროში

ა კიდო

„კრიმინალური შემთხვევა“ რიო-დე-ჟანეიროში

2019 ივლ 27 14:57:57

თანამემამულე პოლიტიკოსები სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში საკუთარ მახვილგონიერებას ხშირად ამტკიცებენ. დღევანდელ წერილში ქართული საზოგადოებისათვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ „პოლიტიკურ“ ისტორიას გაგაცნობთ.

ვალერი გელაშვილი
„ლიტვაში პირველმა მე ვიყიდე ახალი „მერსედესი“. 1991 წელია, საქართველოდან მივდივარ, მიმაქვს საბჭოთა მანეთებით გაძეძგილი ტომარა და ძვირფასი თეთრი ლითონის ზოდი. 50 და 100-მანეთებიანი ბანკნოტები იყო, რომელიც დღითიდღე უფასურდებოდა და მთელი ტომარა რომ გადამეცვალა, 10 ათასი დოლარიც არ გამოვიდოდა. ფული - არაფერი, მაგრამ ძვირფასი ლითონის შეტანა ქვეყანაში კანონით იკრძალებოდა.
ლიტვამდე მშვიდობიანად მივაღწიე და საზღვარზე გამაჩერეს. პოლიციელმა ტომარა შეათვალიერა და მერე ზოდს მიაჩერდა ეჭვით:
- შენია? - მეკითხება.
- ჩემია, - დავუდასტურე.
- ძვირფას ლითონს ჰგავს, - მოიფხანა კეფა, - მართალი ვარ?
- ვარიანტი არაა! - შევიცხადე.
მივიდა, კარგად შეამოწმა და გაბრაზებულმა გამომხედა.
- ძვირფასი ლითონია!
- აბა, ავშენებულვარ და ეგ არის, გადავეხვიე გაოცებულს, - შენ გაგახარა ღმერთმა ისე, როგორც მე გამახარე!
- რა, არ იცოდი? - გადაირია.
- საიდან, ძმაო, აქედან სამ კილომეტრში, ტყესთან რომ გამოვიარე, დავინახე, გზის პირას ეგდო რამდენიმე. ვიფიქრე - იქნებ რამეში გამომადგეს - მეთქი და მანქანაში ჩავაგდე.
- რაო, სად ეგდო? - ცქვიტა ყურები.
- სამი კილომეტრი არც იქნება, - დავუზუსტე, - ახლა დროს ნუ დამაკარგვინებ, გავქანდები, სახელმწიფოს ჩავაბარებ და კანონით, როგორც მპოვნელს 25 პროცენტი მეკუთვნის!
უკვე აღარ მისმენს.
- ბიჭებო, ახლავე მოვალ, ეს კაცი გაატარეთ, - გასძახა თავისიანებს, მანქანაში ჩახტა და გავარდა.
სანამ ის სამ კილომეტრს გაივლიდა, მე ათი კილომეტრი მქონდა გავლილი...
კახა კუკავა
„ზვიად ძიძიგურს „დიდი ტერორისტის“ სახელი აქვს, რითაც ამაყობს კიდეც და ყველას უმტკიცებს, მაგარი მსროლელი ვარ, ტყვიას ტყვიაში ვაჯენო.
ნოემბრის არჩევნების დროს იარაღს ვატარებდი, რეზინის ტყვიებს რომ ისვრის. დასავლეთ საქართველოში ვართ, ცოტა გართულებული სიტუაციაა და ზვიად ძიძიგური შემიჩნდა:
- ბიჭო, რად გინდა, სროლა მაინც არ იცი?
- შესანიშნებლად.
- რომ არ შეეშინდეთ? მომეცი, მე მექნება, ხომ იცი, სნაიპერი ვარ და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, გამოვიყენებ.
- ამის ხმარებაც იცი?
- აბა! იარაღი არ არსებობს თვალდახუჭულმა რომ ვერ დავშალო და ავაწყო.
რაღა მექნა, იარაღი უხალისოდ მივაწოდე. აიღო, ხელში შეათამაშა, ვა, რა მაგარია, რა მაგარიაო, შესძახა - „ბახ“ და თავისი პირადი დაცვის უფროსი ძირს არ გააგორა?! კიდევ კარგი, ფეხში მოხვდა და პატარა ზელვითა და კრუსუნით გადარჩა.
ძიძიგურს შევხედე, გაფითრებული დგას, ხმას ვერ იღებს.
- ყოჩაღ, - ვეუბნები, - ახლა კი მჯერა, რომ მართლა დასაჭერი იყავი.
- რატომ? - დაიბნა.
კაცო, რეზინის ტყვიით ლამის კაცი მოკალი და იმ თოხითა და ბარით, რისთვისაც დაგიჭირეს, ვახუშტის ხიდს ვერ ააფეთქებდი?... ამ ამბის შემდეგ მისი დაცვა მე დამყვებოდა - მაგის ხელში აქეთ ვართ დასაცავებიო“.
ლევან ბერძენიშვილი
„რიო-დე-ჟანეიროში პლაჟზე მივსეირნობდით მე, ივლიანე ხაინდრავა და კიდევ ერთი რუსი მეგობარი. აზრზე მოსვლა ვერც მოვასწარით, რომ დანებით შეიარაღებული შვიდი - რვა იქაური ბიჭი გვეძგერა და პირწმინდად გაგვფცქვნეს.
პოლიციამ მოახერხა, მძარცველები ეპოვა და განყოფილებაში ჩვენი ნივთები დაგვიბრუნეს. გამოვდივართ გარეთ და ხაინდრავა მეუბნება:
- ლევან, არ გეწყინოს და შენს გვერდით სეირნობა შარია.
- რატომ? - დავიბენი.
- სანამ 100 კილოს არ ჩამოსცდები, ბრაზილიაში აღარ წამოგყვები.
- ეგ რა შუაშია?
- პოლიციელმა მითხრა, ბრაზილიაში რაც უფრო მსუქანია ადამიანი, მით უფრო მდიდარი ჰგონიათო და ამ 170 - კილოგრამიან კაცს რომ გდიო, ყელის გამოჭრა გარანტირებული მაქვს.“
დავით საგანელიძე
„ერთ ზაფხულს კი ცოლთან და მეგობრებთან ერთად გახლდით უცხოეთში დასასვენებლად, კერძოდ, ხმელთაშუა ზღვაზე. ერთ დღესაც, სათევზაოდ გადავწყვიტეთ წასვლა. ვიტრაბახე კიდეც, ნახეთ ახლა რამდენ თევზს დავიჭერ, მაგრად გამომდის თევზაობა-მეთქი. გადავაგდე ანკესი და ველოდები. აქეთ გავიხედავ – ერთი ჩემი მეგობარი ამოათრევს თევზს წყლიდან, გავიხედავ – მეორე, ჩემმა ცოლმაც კი მაჯობა. რაჭველი კი ვარ, მაგრამ, სწრაფად მოვისაზრე, ბევრი არ მიფიქრია, ისე ვიპოვე გამოსავალი.
თევზი პირველად მოვიპარე ჩემს ცხოვრებაში მაგრამ არ გამიმართლა. ამ შემთხვევაში უიღბლო აღმოვჩნდი.
მოკლედ, დავყევი და, ვისაც ბევრი თევზი ჰყავდა დაჭერილი, ვიპარავდი და ჩემს ჭურჭელში ვყრიდი. ცოლსაც კი მოვპარე, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველამ არ იცნო თავისი დაჭერილი თევზი?! მოცვივდნენ და გადაირივნენ, ეს ჩემი დაჭერილია, ეს – ჩემიო. ასე რომ, ჩემგან თევზის ქურდი არ დადგება და ამ საქმეში ვერ ვივარგებ“.




 ახალი ამბები
  • სიცოცხლე გრძელდება! _ ჩოხატაურში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა„სიცოცხლე გრძელდება! დღეს გურიას და საქართველოს კიდევ ერთი სიცოცხლე შეემატა, მედალფას ჩოხატაურის კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა. ღმერთმა გაამრავლოს საქართველო და ამ რთულ მდგომარეობაში მრავალი სიხარული და ბედნიერი დღეები შემატებოდეს!”,_ აღნიშნულ ინფორმაციას შპს „მედალფას“ ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი ... ...
  • "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა(ფოტოები) "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის" ხელმძღვანელი, სალომე ფაცაცია ... ...
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი გახარიას მადლობას უხდისჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა. განცხადება „ტვიტერზე“ ტედროს გებრეიესუსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც მან გლობალურ პანდემიაზე გაამახვილა ყურადღება. „ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას 7 აპრილის ... ...
  • დაკეტილი მაღაზიები და ქუჩები ადამიანების გარეშე _ ჩოხატაური 9-ის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)დღეს კომენდანტის საათის გამოცხადებიდან მერვე დღეა. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს _ "ჩოხატაური 9-ის ... ...
  • ხელფასის 1/3 StopCoV ფონდში _ საკრებულოს მაღალჩინოსანთა გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” , საკრებულოს კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესაა ვირუსი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და თანადგომა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს. ასევე საკრებულოს თითოეული წევრი აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოამარაგებენ“,- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...