„მარტო წელს ქვევით თუ ჩამარხავენ ქვაზე დახატვაც აღარ დასჭირდება“

ა კიდო

„მარტო წელს ქვევით თუ ჩამარხავენ ქვაზე დახატვაც აღარ დასჭირდება“

2018 მაი 16 19:06:53

მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესის თაობაზე, ზუგდიდის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებას, სოციალურ ქსელში არაერთი სახალისო პოსტი მოჰყვა.
ვისი მიცვალებული შეაწუხა ნაწოლებმა, რომ მკვდრების წამოჯდომა მოინდომეს?..
წარწერა კუკიის სასაფლაოზე: აქ ზის ტფილისი.
ვიღაცამ მე მგონი, სამეგრელოში სავარძლები ჩამოიტანა ევროპიდან და არ ეყიდებოდა, მონახა საკრებულოში საჭირო კაცი (იქ ყველა ყველას იცნობს) და მივიღეთ კანონ-პროექტი.
მარტო წელს ქვევით თუ ჩამარხავენ ქვაზე დახატვაც აღარ დასჭირდება, იაფი დაჯდება.
წოლით რეჟიმს რას ერჩოდნენ?..
ქუთაისელებმა ჩვენ არ გვინდა ჩაცუცქული დასაფლავებაო, რადგან ისედაც მთელი ცხოვრება ჩაცუცქულები ვართო.
შენ დაჯექი, ასი წლის მერე.
სკამზე დაწებებულად დაკრძალვის კანონს გიგი წერეთელი ლობირებდა!..
ტყუილა წოლას ტყუილა ჯდომა ჯობიაო – ზუგდიდური ანდაზა.
წარწერა საფლავზე:
მე აქ უნდა ვიჯდე და შენ მანდ უნდა იდგე?
მოდი, აქ დაჯექ, ქალო! – ზუგდიდელი ნეკროფილი.
ესენიც მჯდომარე იყვნენ ამ კანონის მიღებისას და ბარემ მიგვეკრძალა ამათზევე გამოვცდიდით.
კითხვა, რამდენი ხანია რაც გარდაიცვალა შეიცვლება კითხვით _ რამდენი ხანია რაც ზის?..
ეს ალბათ საფლავზე მიტანილი პურ–მარილი და ღვინო რომ ადვილად მიირთვან მაგიტომაა ხოო?..
სადაა? – ზის.
მოკვდა? – არა დაიჭირეს.
დამჯდარი დამარხვის წესიო, კაცოოუ…
ღმერთო, იქამდე წამიყვანე, სანამ ესენი შპაგატზე დამარხვის წესს მიიღებენ, დამჯდარს კიდო გაუძლებ.

მოვკვდები და არ დავჯდები.

წყარო: "კვირა+"




 ახალი ამბები
  • თეიმურაზ გურჯისტანი: ჩემთვის საქართველო არის ქალის პატივისცემა და ვაჟკაცურად მოქცევა (R)"როგორც იცით, გასულ კვირას, მე, დედაჩემმა და ჩემმა დამ სიცოცხლის მოსპობის მუქარა მივიღეთ. ამ მუქარის მიუხედავად და კიდევ უფრო ამ მუქარის გამო, გადავწყვიტე, რომ ჩამოვსულიყავი თბილისში, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც შვილი და როგორც ქართველი კაცი, რომ ვიყო დედაჩემთან და დედაჩემი დავიცვა. ეს არის ჩემი გაგება, თუ რა არის საქართველო. ჩემთვის საქართველო არის ქალის პატივისცემა და ვაჟკაცურად მოქცევა", _ აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი თეიმურაზ გურჯისტანი. მისივე თქმით, სწორედ ამის გამო საქართველოში არჩევნებამდე დარჩება: "ამის გამო, არჩევნებამდე ვიქნები და არჩევნებამდე დავრჩები, იმიტომ, რომ ეს არ არის ნორმალური არჩევანი, ეს არის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა. რომ ის საბჭოთა წარსული არ დაბრუნდეს, ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომ მომავალი, ევროპის მომავალი ავირჩიოთ და ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად, საქართველოს მოსახლეობასთან ვიქნებით და თავისუფლად, ერთად დავიცავთ ჩვენ თავისუფლებას და საქართველო გაიმარჯვებს", _ ამბობს ... ...
  • „არსებობს კითხვის ნიშნები“_სახალხო დამცველი არჩევნების მეორე ტურის თარიღზესაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღს ოპოზიცია ასაჩივრებს, სახალხო დამცველი კი კითხვის ნიშნებზე საუბრობს. ნინო ლომჯარიას  განცხადებით:„კანონში არსებობს ცალსახა ჩანაწერი კენჭისყრის დღის ვადასთან და მიმდინარეობასთან დაკავშირებით,  ამიტომ ნამდვილად არსებობს კითხვის ნიშნები“. სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლომ განმარტოს აღნიშნული გადაწყვეტილება. ცნობისთვის, ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს დანიშნა და უქმე დღედ ... ...
  • განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯათელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული გ.ა.  დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 20 მაისს, ქალაქ თელავში, ერთ-ერთ სასაფლაოს ტერიტორიაზე გ.ა-ს შელაპარაკება მოუხდა გ.ბ.-სთან, რა დროსაც  შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით თავის, წელისა და გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის სამი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად  გ.ბ-ს სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა. სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 20 მაისს  თელავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ გ.ა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,_ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • “ბანერზე მაცხოვრის სურათიც რომ გააკრან, საზოგადოებას ხმის მიცემას ვერ აიძულებენ“ _ სოსო ცინცაძესაპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით “გურია ნიუსი“ პოლიტიკის ექსპერტს სოსო ცინცაძეს ესაუბრა. _ ბატონო სოსო, საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილი გადამალა. ბილბორდებზე პარტიის ლიდერთა სურათების გამოჩენის შემდეგ აღნიშნულზე საუბარი კიდევ უფრო გააქტიურდა. როცა საზოგადოება ხმას სალომე ზურაბიშვილს აძლევს,  მმართველი პარტია რატომ ცდილობს, ამომრჩეველს საპრეზიდენტო კანდიდატი დაავიწყოს?   _ გამახსენდა ჩემი ახალგაზრდობა, როცა ამბობდნენ _ ვამბობ სტალინს, ვგულისხმობ ლენინს. როგორც ჩანს, სტრატეგიული რეზერვი ჩართო „ოცნებამ“. ცოტა უხერხულია, როცა ისეთ ექსტრავაგანტულ ზომებს მიმართავ, რომლის ანალოგიც მსოფლიო არჩევნების ისტორიაშიც არ არსებობს. ადამიანს რომ უთხრა, სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატიაო, საუკეთესო შემთხვევაში, გაიცინებს, უარეს შემთხვევაში კი შეიგინება. თითქოს, რელიგიური ფანატიზმის რეალობაში გადავდივართ. როგორც მუსულმან შიიტს ვერ აიძულებ, რომ მუსულმან სუნიტს მისცეს ხმა, ისე ვერ აიძულებ საზოგადოებას, ზურაბიშვილს მისცეს ხმა. ბანერზე მაცხოვრის სურათიც რომ გააკრან სალომესთან ერთად, საზოგადოების იძულებას მაინც ვერ შეძლებენ.  _ პირველი ტურის მარათონში სალომე ზურაბიშვილის წარუმატებლობას მმართველი პარტიის წარმომადგენლები იმასაც აბრალებენ, რომ საზოგადოებამ  ზურაბიშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად აღიქვა, რამაც, მათივე თქმით, ამომრჩეველთა მობილიზება შეასუსტა. იმ ფონზე, როცა  „ქართული ოცნება“  ზურაბიშვილს დამოუკიდებელ კანდიდატად „ასაღებდა“ და ახლაც ასეა, როგორ უნდა შეფასდეს აღნიშნული განცხადება? _ ყველაფერს აქვს საზღვარი. სალომე ზურაბიშვილი ისეთივე დამოუკიდებელია, როგორც აფხაზეთი და ოსეთი. აფხაზეთი ზურაბიშვილზე გაცილებით დამოუკიდებელია. ასეთი განცხადებებით თავად იგდებენ თავს უხერხულ მდგომარეობაში. _ არსებობს მოსაზრება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში “ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას ნიშნავს. როგორ ფიქრობთ, საპრეზიდენტო არჩევნები განსაზღვრავს პარტია „ქართული ოცნებისა“და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მომავალს? _ იმ შემთხვევაში, თუ გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა, ეს ნიშნავს, რომ 2020 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში სოლიდური რესურსით მოხვდება.  თუმცა მათი ხელისუფლებაში მობრუნება ფანტაზიაა. „ნაციონალური მოძრაობა” ამ ცხოვრებაში ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება, მაგრამ მათ ექნებათ შანსი, ძალიან სოლიდური ადგილები დაიკავონ საკანონმდებლო ორგანოში, ამიტომ არის საპრეზიდენტო არჩევნები მართლაც პრინციპული. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“,  ბუნებრივია, მათ პოლიტიკურ ცხოვრებას საპრეზიდენტო არჩევნები განსაზღვრავს. მმართველ პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატად საზოგადოებისთვის მისაღები პირი რომ დაესახელებინა, არჩევნები მშვიდად ჩაივლიდა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის სახით ნახეს ყველაზე ურეიტინგო კანდიდატი და შედეგებმაც არ დააყოვნა.    _ საპრეზიდენტო არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, ამ ეტაპზე  პროგნოზირება რთულია, თუმცა გაქვთ თქვენეული ვარაუდი? _ რომ ვცხოვრობდე ცივილიზებულ ქვეყანაში, ჩემს თავს უფლებას მივცემდი, რომ პროგნოზი გამეკეთებინა, მაგრამ დიდი ხანია გავერკვიე, რა ქვეყანაში ვცხოვრობ. ამ ეტაპზე პროგნოზი ძნელია. ერთი რამის თქმა შემიძლია,  „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს არჩევნების წაგების უფლება წაართვა, რითაც საკუთარ თავს განაჩენი ... ...
  • საცხოვრებელ სახლში ხანძარს ქალი ემსხვერპლასაცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა ხობში, სოფელ ქვემო ქვალონში მოხდა. ცეცხლი ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ  გაჩნდა, რის შედეგადაც დამწვარია 6 კვ.მ ფართობი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანაძრო-სამაშველო ... ...

არქივი

ზაფრანი

უცნობი ფაქტები მამაკაცის სხეულის შესახებ

დიდი ტვინი საშუალოდ, ტვინის მოცულობა...

სიყვარულის ფერების თეორია

ჯონ ალან ლი კანადელი მეცნიერია,...

ყველაზე არაპროგნოზირებადი და სახიფათო ცხოველები

თაფლიჭამია თაფლიჭამია, იგივე რეიტელი, მართალია,...

როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო

ღვინისათვის “სუნთქვის" საშუალების არ მიცემა...

7 თვისება, რომლითაც მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანს ამოიცნობთ

ინტელექტი ადამიანის თვისებაა, რომელიც აზროვნების...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?