მედესანტე კიკაბიძის „ხუმრობა“

gurianews.com

ა კიდო

მედესანტე კიკაბიძის „ხუმრობა“

2018 თებ 17 12:53:34

ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, ქართველ ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა სამშობლოს გარეთ უწევდათ. უცხო ქვეყანაში ყოფნა ქართველებისათვის მძიმე გახლდათ. ამის მიუხედავად, ჩვენებურები საკუთარ ღირსებას არ კარგავდნენ და სხვადასხვა მოულოდნელ სიტუაციებში აღმოჩენილები, წარმოქმნილ პრობლემებს თავს კარგად ართმევდნენ.

საბჭოთა ჯარში სამხედრო სამსახურის თემა ნებისმიერი ქართული ოჯახისთვის მტკივნეული გახლდათ. ამავდროულად, შინ დაბრუნებული ყოფილი ჯარისკაცები არაერთ სახალისო ისტორიებს ყვებოდნენ.

ჩვენი „სამხედრო მოგონებების“ პირველი სტუმარი პოდპოლკოვნიკი ომარ ნემსაძე იქნება.

„პროფესიით სამხედრო კონსტრუქტორი ვარ და ორმოცი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო ლაბორატორიაში ვიმუშავე. ჩვენ სხვადასხვა იარაღსა და დამცავ საშუალებას ვცდიდით, რომლებსაც შემდგომ შეიარაღებაში ვნერგავდით.

ერთხელ თერთმეტკილოგრამიანი ჯავშანჟილეტის სიმყარეს ვცდიდით და ოცი მეტრის მანძილიდან „აკაესის“ სისტემის ავტომატიდან ვცხრილავდით. ჩემთან ერთად კიდევ ორნი იყვნენ – ვანია ლოსევი და იური სერგეევი. გამოცდა ორნაირად ტარდებოდა. ჯერ კედელზე მიყუდებულ ჯავშანჟილეტს ვესროდით და გამოცდას თუ გაუძლებდა, შემდეგ მას ერთ-ერთი ჩვენგანი იცვამდა. მიუხედავად იმისა, რომ გამომცდელი დამატებით კორსეტს იცვამდა, რათა ტყვიებს ნეკნები არ დაემტვრია, გამოცდის პროცესი მაინც ძლიერ მტკივნეული და არასასიამოვნო იყო.

თერთმეტკილოგრამიანი ჟილეტის გამოცდამ პირველ ეტაპზე წარმატებით ჩაიარა და უკვე ერთ-ერთ ჩვენგანს უნდა ჩაეცვა განმეორებითი სროლებისთვის. მე უარი ვთქვი და ეს მისია სერგეევს ერგო. ამიტომ, ის ტირიდან გასახდელში გავიდა.

– ნახე, როგორ შევაშინო, – მითხრა ლოსევმა, როდესაც სერგეევი გავიდა, – დავახლი და დავახლი, როგორც კი შემოვა და ვაკოტრიალებ.

– თუ ძმა ხარ, რამე არ მოხდეს, – ვუთხარი ლოსევს, რადგან მისი განზრახვა არ მომეწონა.

– რა უნდა მოხდეს, არ ვიცი?! – იწყინა ლოსევმა, – განა დაგავიწყდა, როგორ ვისვრი?

ლოსევი მართლაც ბრწყინვალე მსროლელი იყო და ჯავშანჟილეტს 100 მეტრიდანაც არ ააცდენდა ავტომატის ტყვიას.

სერგეევი ძალიან მალე დაბრუნდა და ჩვენ რომ დაგვინახა, პირი დააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ლოსევმა მას ავტომატი დაუმიზნა ჯავშანჟილეტში და სასხლეტს გამოჰკრა თითი. თუმცა, მჭიდი ცარიელი აღმოჩნდა და არ გავარდა. ლოსევმა ავტომატი დააგდო, პისტოლეტი ამოაცურა და სერგეევის მიმართულებით გაისროლა... მე თვალნათლივ დავინახე, როგორ გამოასხა სერგეევის მკერდიდან სისხლმა და ის ძირს დაეცა.

მე დაჭრილს მივვარდი და ამ დროს იური სერგეევიც შემოვიდა, ხოლო მკერდში დაჭრილი კი უჯავშანჟილეტო, იურის ტყუპისცალი, ვიქტორი იყო, რომელიც ტირში მუშაობდა და ძმის სანახავად იყო შემოსული.

მადლობა ღმერთს, რომ ვიქტორი გადარჩა და არც ავტომატში აღმოჩნდა ტყვიები, რადგან „აკაესიდან“ დაცხრილულ ადამიანს არაფერი გადაარჩენდა“.

ბატონი ომარი კიდევ ერთ შემთხვევას მოგვიყვება.

„როდესაც სამეცნიერო ლაბორატორიაში მივედი სამუშაოდ, 20 წლის ვიყავი, ინსტიტუტი დამთავრებული მქონდა და საბრძოლო შეიარაღებებს ზედმიწევნით კარგად ვიცნობდი. ამიტომ, ულაპარაკოდ მიმიღეს და ჩემი სამსახურებრივი ნათლობაც პირველივე დღეს მოხდა.

სამუშაოდ საცდელ საამქროში გამამწესეს. ახალ თანამშრომლებთან პირადად დირექტორმა წარმადგინა, შემდეგ დამტოვა და წავიდა. ოთახში, სადაც მე ვმუშაობდი, რვა თანამშრომელი ვიყავით და ჩვენ-ჩვენი მაგიდა და სკამი გვქონდა, დიდ სეიფში კი საბრძოლო იარაღის ნიმუშები ინახებოდა.

შუადღის შემდეგ, შესვენებისას, თანამშრომლებმა მაგიდები შეაერთეს, სუფრა გაშალეს და მეც მიმიწვიეს. შუა ჭამის დროს, ერთ-ერთ თანამშრომელს მივაჩერდი, რომელიც „ლიმონკას“ ათამაშებდა ხელში. ის ხან მოხსნიდა რგოლს, ხან უკეთებდა. ეს კი ძალიან საშიში იყო. დავაპირე მეთქვა, რომ შეენახა, მაგრამ მას არავინ აქცევდა ყურადღებას და მომერიდა. უკვე სადილს ვამთავრებდით, როდესაც მან კვლავ მოხსნა რგოლი და ხელიდან გაუვარდა და რგოლი მაგიდის ქვეშ შეგორდა. მან კი დამცავმოხსნილი, დეტონატორიანი „ლიმონკა“ მაგიდაზე დადო, თვითონ კი მაგიდის ქვეშ შეიხედა, რგოლის მოსაძებნად. მე გავშრი, რადგან 3-4 წამში „ლიმონკა“ აფეთქდებოდა და იქ მყოფებს დაგვხოცავდა. ფეხზე წამოვხტი და სანამ ღია ფანჯარაში ვისკუპებდი, ვიყვირე: „ვიღუპებით, თავს უშველეთ-მეთქი“, – შემდეგ ფანჯარაში გავფრინდი და თან, მივაყურადე აფეთქების ხმას. თუმცა, აფეთქება არ მომხდარა და ფანჯრისკენ რომ ავწიე თავი, იქიდან შვიდი მოხარხარე ადამიანი მიყურებდა. დეტონატორს თურმე ნემსა ჰქონია მოხსნილი და ლაბორატორიის თანამშრომლები ასე „ნათლავდნენ“ ახლებს...“

პოლკოვნიკი გენო ლაღიძე თავის დროზე ავღანეთში იბრძოდა და რასაკვირველია, გასახსენებელიც ბევრი გააჩნია.

„1980 წელია. ავღანეთში ვართ და მე და ჩემი მედესანტე მეგობრები წითელი არმიის დღეს აღვნიშნავთ სასადილოში. ბრძოლიდან ახალი დაბრუნებულები ვიყავით. ჩვენი მეთაური, პოდპოლკოვნიკი რაევსკი, თვალის მოსატყუებლად წავიდა ყაზარმაში და დაგვიბარა: სუფრას რომ გაშლით, გამაღვიძეთ და მოვალო. სასადილოში ერთი ბაქოელი მზარეული იყო, ვაჰიდ ბაბაევი, რომელსაც ვუთხარით, ყაზარმაში წასულიყო და რაევსკი გაშლილ სუფრასთან მოეწვია. ვაჰიდა წასასვლელად გაემზადა, რომ გივი კიკაბიძემ უთხრა:

– ვაჰიდ, თუ არ გაიღვიძოს და ხვრინავდეს, პირში წყალი ჩაასხი და ისე გააღვიძე, ნუ გეშინია, არაფერს გეტყვისო.

გივი კიკაბიძე თბილისელი, შაყირისტი ტიპი იყო და რუსებს ატყუებდა, ბუბას ძმა ვარო, ხოლო, რადგან რუსებს ბუბა ძალიან უყვარდათ, მისი ხათრით ბევრ რამეს უკეთებდნენ. ის კი ზოგჯერ ისეთ „შტუკებს“ უწყობდა, ბუბას „ძმა“ რომ არ ყოფილიყო, ნაღდად „გაადისბატებდნენ“.

ბაბაევი სულ რაღაც ორიოდე წუთის გასული იყო, როდესაც ყაზარმიდან არაადამიანური ყმუილი შემოგვესმა. უცებ, სასადილოში გაფითრებული ბაბაევი შემოვარდა, რომელსაც ავტომატმომარჯვებული, შიშველი პოდპოლკოვნიკი რაევსკი მოსდევდა. ბოლოს, რაევსკის ავტომატი გაუვარდა, ყელზე იტაცა ხელები და უგონოდ დაეცა.

– რაშია საქმე? – ვკითხე ბაბაევს.

– უფროსს ეძინა და ხვრინავდა. რომ ვერ გავაღვიძე, როგორც მასწავლეთ, ისე მოვიქეცი. მისი მათარა ავიღე და პირში ჩავასხი წყალი. ის კი წამოხტა, ავტომატი მოიმარჯვა და გამომეკიდაო, – თქვა შეშინებულმა ვაჰიდმა...

საქმე კი ის იყო, რომ ჩვენ ამერიკელებისთვის წართმეული თერმული მათარები გვქონდა და როგორი ტემპერატურის წყალსაც ჩაასხამდი შიგნით, ისეთივე ტემპერატურას ინარჩუნებდა. რაევსკის მათარაში კი მდუღარე ესხა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა, როდესაც მძინარეს ჩაასხამდნენ პირში...

რაევსკიმ სამი თვე იმკურნალა. ბაბაევს არაფერი უთხრეს, რადგან კიკაბიძემ ყველაფერი აღიარა. თვითონ კიკაბიძე კი მკაცრი სასჯელისგან ბუბას „ძმობამ“ იხსნა...

დღევანდელი „სამხედრო მოგონებების“ დასასრულს სიტყვას პოლკოვნიკ ტიტე კორძაიას გადავცემ, რომელიც ერთ უჩვეულო „ისტორიას“ მოგვიყვება.

„გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებია. გაგანია ცივი ომის პერიოდია და მესამე მსოფლიო ომის საფრთხე აშკარაა. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ბერლინის მახლობლად, საიდუმლო სამხედრო აეროდრომზე ვმსახურობ. საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, იმ ზონაში, სადაც მე ვიყავი, არანაირი სამხედრო საფრენი აპარატის ყოლა არ შეიძლებოდა. ჩვენ კი იქ გამანადგურებელთა ესკადრილია და შვეულმფრენთა პოლკი გვყავდა. მეც სწორედ ასეთ შვეულმფრენ „მი-8-ზე“ ვიყავი მიმაგრებული. ის მძლავრი რეაქტიული რაკეტებით იყო აღჭურვილი და იმ დროისთვის მრისხანე ძალად ითვლებოდა.

ჩვენი აეროდრომის ტერიტორია სამმაგი საკონტროლო ზოლით იყო გარშემორტყმული. იქ შესვლა, ასევე, იქიდან გასვლაც უმკაცრესად კონტროლდებოდა სპეცგანყოფილების მიერ. საიდუმლო ბაზის ტერიტორიაზე წყალიც მკაცრად ისინჯებოდა და ალკოჰოლზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვახერხებდით ბაზის ტერიტორიაზე არყის შეტანას და იატაკქვეშ ქეიფებსაც კი ვმართავდით დროდადრო.

14 თებერვალია, ვალენტინობა, იმ დღეს მთელი კომუნისტური და არაკომუნისტური გერმანია „გულაობდა“. სექსი პირდაპირ ქუჩაში „მიდიოდა“. მე და ჩვენი ეკიპაჟის კიდევ ორი წევრი – ლოვა სერგეევი და ალიოშა ონიანი მალულად ვქეიფობდით ბარაკში. ორი ბოთლი არაყი რომ დავლიეთ, ალიოშამ კიდევ ორი ბოთლი „გაშანსა“ და ისიც რომ გამოგველია, მე და ონიანს დალევის საღერღელი სწორედ მაშინ აგვეშალა.

– წავალ, სასმელს მოვიტან და მალე მოვალ, – თქვა ალიოშამ, წამოდგა და გავიდა.

ვიფიქრე, ალბათ, კიდევ სადმე აქვს გადამალული არაყი-მეთქი და ალიოშას მოლოდინში რადიომიმღები ჩავრთე. მუსიკამ მომთენთა და ჩამეძინა. არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ ალიოშას ხმამ, ქალების კისკისმა და ლოვა სერგეევის გინებამ გამაღვიძა.

თვალი გავახილე და რას ვხედავ – ალიოშა ონიანს ორი უზარმაზარი პაკეტი უჭირავს ხელში და იქიდან ალაგებს შოტლანდიურ ვისკებს და ნაირ-ნაირ მშრალ საჭმელს. მის გვერდით კი ტანწერწეტა, ქერათმიანი გერმანელი გოგონები კისკისებენ, რომლებსაც ეტყობათ, რომ საკმაოდ შექეიფიანებულები არიან.

– რა ხდება, ალიოშა, აქ? – ვკითხე ონიანს და თვალები მოვიფშვნიტე.

– მუსიკას აუწიე და „შევუბეროთ“! – მიპასუხა ალიოშამ და თავად აუწია რადიომიმღების ხმას. შემდეგ ჭიქებში ვისკი ჩამოასხა და ასწია.

– აი, ჩემო ძმაო, ღვინო, დუდუკი და მშვენიერი ქალები. ამათ რომ ვუყურებ, თავი ქუთაისში მგონია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ალიოშა ონიანმა ეს „სავალენტინო ნობათი“ დასავლეთ ბერლინიდან ჩამოიტანა. მან თავისი ვერტმფრენით საზღვარი გადაკვეთა და სიყვარულით გაბრუებული კაპიტალისტური ბერლინიდან სასმელ-საჭმელი და ლამაზმანი გერმანელი პოლიტხელი ქალები ჩამოიყვანა.

ქალები შემდეგ სახმელეთო გზით დააბრუნეს უკან ჩვენმა „ასობისტებმა“ და მიუხედავად იმისა, რომ მკაცრ სასჯელს ველოდით ხელმძღვანელობისგან, ჩვენთვის ზედმეტი სიტყვაც კი არავის უთქვამს“.


ნახვა: 341


 ახალი ამბები
  • "10 აგვისტოს საქართველოს მხარემ ყველანაირი ცეცხლი შეწყვიტა" _ წულუკიანისტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 23 მაისსაა ჩანიშნული.  „რუსეთი ნამდვილად ამბობს − რა შუაშია სტრასბურგის სასამართლო, აგვისტოს ომი ადამიანის უფლებების თემა არ არის, არის უფრო ჰუმანიტარული სამართლის სფერო, რასაც ჩვენ მყარი არგუმენტებით ვუპირისპირდებით. ვამბობთ, რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, რუსეთი ახორციელებდა ჩვენი ქვეყნის ამ ტერიტორიაზე − ცხინვალის რეგიონში, ისეთ მოქმედებებს, რომლებიც  ბევრად სცილდებოდა საომარი მოქმედებების საჭიროებებს. ჩვენ ძალიან მყარი, ახლა უკვე ახალ-ახალი, დამატებითი მტკიცებულებებით ვცდილობთ, ვაჩვენოთ ევროპულ სასამართლოს, რომ რუსეთი ბევრად ადრე ემზადებოდა ამ  საომარი მოქმედებებისთვის; რომ ის წვრთნიდა ადგილობრივ პერსონალს, მათ შორის, სამხედროს, ოსების სხვადასხვა ოფიციალურ დე ფაქტო დანაყოფებში და ემზადებოდა ამ სამხედრო დაპირისპირებისთვის.  ასევე, ჩვენ მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტებით ვაჩვენებთ სასამართლოს, რომ რეალურად 10 აგვისტოს, გამთენიისას, საქართველოს მხარემ ყველანაირი  ცეცხლი შეწყვიტა; უფრო მეტიც,  ის გამოვიდა საომარი მოქმედებების არეალიდან და 11 აგვისტოს ჩვენი შენაერთები უკვე თბილისის მისადგომებს იცავდნენ, რაც გამორიცხავს რუსეთის უსაფუძვლო  მტკიცებას იმის  თაობაზე, რომ თითქოს ჯერ კიდევ  12 აგვისტოს ჩვენ რუსეთს ვპასუხობდით საომარი მოქმედებებით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.  სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ... ...
  • დღეიდან თბილისში ე.წ. ტურისტული პატრული გამოჩნდებადღეიდან თბილისში ე.წ. ტურისტული პატრული გამოჩნდება, _ ამის შესახებ  შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ18 მაისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს დააანონსა. სამართალდამცველები თბილისის ტურისტულ ზონებში იმორიგევებენ. თავდაპირველად საპატრული პოლიციის 20 ეკიპაჟი იქნება მობილიზებული, რომელიც ეტაპობრივად 60-მდე ... ...
  • კობახიძე ნარკოპოლიტიკაზე: "ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევა მოხერხდება"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, შეთანხმების მიღწევა უახლოეს პერიოდში მოხერხდება. ირაკლი კობახიძის თქმით, ამოცანა ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოება და საქართველოში ნარკომოხმარების შემცირებაა.  „პარლამენტი მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე საკმაოდ დიდი ხანია. ჩვენ გავიხანგრძლივეთ ერთი თვით ამ დოკუმენტზე მუშაობის ვადა.  ეს ვადა იწურება დაახლოებით თვის ბოლოსთვის, მომავალი თვის დასაწყისში. შესაბამისად, დრო ბევრი არ არის დარჩენილი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენ მოვახერხებთ შეთანხმების მიღწევას დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოებას და რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ნარკომოხმარების შემცირებას საქართველოში. ეს არის ამოცანა. ამ ამოცანიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ და ვფიქრობ, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ... ...
  • "აქაურობა ბაყაყებითა და კოღოებით აივსება""გურია ნიუსს" დახმარების თხოვნით ლანჩხუთში, თბილისის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რამდენიმე მობინადრე დაუკავშირდა. როგორც ისინი ამბობენ, მათ ადგილობრივი ხელისუფლებას კორპუსის შიდა ეზოს მოასფალტების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა, შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა. "უკვე წლებია, რაც პრობლემის მოგვარებას ვითხოვთ, წინა ხელისუფლების დროსაც და მერეც, არა ერთხელ მივმართეთ დახმარების თხოვნით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას,  მაგრამ აქამდე არანაირი შედეგი არ გვაქვს. აქ არსებულ პრობლემას მარტო მოხრეშვა  ნამდვილად არ შველის.  იყო დაპირება, რომ 2017 წელს აქ გახორციელდებოდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ასფალტს დააგებდნენ, მაგრამ ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა _ ხრეში დაიყარა მხოლოდ. ბოლოს და ბოლოს როდის ჩაგვთვლიან ყურადღების ღირსად და ამ კორპუსის 50-ზე მე ოჯახსაც მოგვხედავენ?!" _ ამბობენ თბილისის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეები. მათივე თქმით, ეზოში მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაუარესდა, რაც მთავარ ქუჩაზე ღია სანიაღვრე არხი გაკეთდა: "ჩვენი ეზოს მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც თბილისის ქუჩაზე გამავალი სანიაღვრე არხის მშენებლობა დასრულდა. საქმე ისაა, რომ ცენტრალურ ქუჩაზე გაკეთდა ღია ტიპის სანიაღვრე არხი, რომელიც გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენი ეზო და, ბუნებრივია, არხი ეზოში დამდგარ წყალს ვეღარ ატარებს. ამის გამო ყოველი გაწვიმებისას კორპუსის მობინადრეებს დიდი პრობლემა გვექმნება, ისეთი წყალი დგება ყველგან, რომ ნავია საჭირო ეზოს გადასაცურად. ეზოში დამდგარი წყალი ბოლოს სახლის სარდაფში ჩადის. გამოეთხრება ერთ დღეს ძირი ამხელა კორპუსს და ამდენი ოჯახი უსახლკაროდ დარჩება. შეიძლება ასეთი უყურადღებობა?!" _ ამბობენ ადგილობრივები და დასძენენ, რომ თანახმა არიან არსებული პრობლემა კორპუსის ამხანაგობასთან ერთად თანადაფინანსებით მოგვარდეს. მათივე თქმით, კორპუსის მობინადრეთა მდგომარეობა ზაფხულის თვეებში გაუსაძლისი ხდება: "ახლა ზაფხული მოდის და აქაურობა ბაყაყებითა და კოღოებით აივსება. შეგვჭამს, იმდენი კოღო იქნება. სხვაგან თუ იგება ასფალტი, საინტერესოა, ჩვენ რით ვერ მივიქციოთ ხელისუფლების ყურადღება, წლების განმავლობაში ასეთ გაუსაძლის ყოფაში რომ გვამყოფებენ?!" მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე "გურია ნიუსთან" საუბარში ადასტურებს, რომ 2017 წელს მართლაც იყო საუბრები, რომ აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახორციელებულიყო, თუმცა, საბოლოოდ, ეს ვერ მოხერხდა. ჩხაიძე ამ ეტაპზე ვერც იმას აკონკრეტებს, თუ როდის მოხდება აღნიშნული ტერიტორიის მოასფალტება: "ამ სახლის მობინადრეთა მოთხოვნები ჩვენთვის ცნობილია. იყო საუბარი, რომ აქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები გასულ წელს გახორციელებულიყო, მაგრამ მაშინ ვერ მოხერხდა. ტყუილი დაპირება რომ არ გამოვიდეს, გეტყვით, ჯერჯერობით, არც მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებშია გათვალისწინებული ამ ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულება", _ ამბობს ... ...
  • ყაჩაღობა ხუდადოვზე _ შსს-მ ერთი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ო.ჯ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე, „საქართველოს ფოსტის“ კუთვნილ სავაჭრო ჯიხურში შეიჭრა, 6200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ... ...

არქივი

ზაფრანი

საინტერესო ფაქტები შინაური ცხოველების შესახებ

ძველ ეგვიპტეში ცხოველების თაყვანისცემა ცხოვრების...

ქალის ფიგურის ექვსი ტიპი

ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა თავიანთი...

უიღბლო ადამიანების საერთო მახასიათებლები

სრულყოფილებისაკენ სწრაფვა თითქოს ამაში ცუდი...

როგორი იქნება მსოფლიო ასი წლის შემდეგ

ცოტა ხნის წინ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის...

ახალი აღმოჩენა ეგვიპტეში

ჩეხმა არქეოლოგებმა ეგვიპტეში, ქაიროს სამხრეთით,...

უცნობი დედამიწა

პლანეტის ოქროს მარაგის 99% დედამიწის...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...