მილიცია, „ზორო“ და ირანის შაჰის ხალათი

ა კიდო

მილიცია, „ზორო“ და ირანის შაჰის ხალათი

2018 დეკ 2 15:57:11

დღეს მორიგი ქართული კრიმინალური ისტორიები უნდა შემოგთავაზოთ. მკითხველს წინა საუკუნის 70-80-იან წლებში დავაბრუნებ და იმ პერიოდში მომხდარ რამდენიმე ხმაურიან საქმეს გავახსენებ.

გენერალი რომან გვენცაძე იხსენებდა: „ჩემს სამუშაო ადგილს შეგნებულად არ ვასახელებ. ერთი სიტყვით, ახალგაზრდა მილიციელი ვარ და ერთ-ერთი რაიონის განყოფილებაში ვმუშაობ. დილაა. მთელი ღამის ნამორიგევი ვარ და ერთმა ძალიან ცნობილმა ადამიანმა დაგვირეკა და გვითხრა:

– ახლა ჩამოვფრინდი მოსკოვიდან. სახლში მივედი და ბინა გაქურდული დამხვდა. არაფერზე ვდარდობ, იქნებ ირანის შაჰის ნაჩუქარი ხალათი დამიბრუნოთო.

მილიციის უფროსი ადგილზე არ იყო და ეს ინფორმაცია მის მოადგილეს შევატყობინე. მან სასწრაფოდ შეკრიბა ოპერჯგუფი და ის-ის იყო გადიოდნენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, კეთილაძე მოვიდა განყოფილებაში და თქვა:

– შევარდნაძემ (მაშინ ცეკას პირველი მდივანი) დამირეკა და პირად კონტროლზე ამაყვანინა ეს საქმე. სადაა მილიციის უფროსიო.

ვუთხარით, რომ უფროსი ჯერ არ მოსულა. კეთილაძემ თავი გააქნია და რადგან ეს მას პირადად შევარდნაძემ დაავალა, ოპერჯგუფთან ერთად გაემართა შემთხვევის ადგილზე. ჩვენს ბიჭებს თან ნაგაზი ჰყავდათ, მეტსახელად „ზორო“, რომელიც შეუცდომლად იღებდა კვალს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, „ზოროს“ კვალი უმალვე აუღია და სწრაფად მიჰყოლია მას. ორასიოდე მეტრში, ერთ კერძო სახლში შევარდნილა და შაჰის ნაჩუქარი, ტრუსიკისამარა, ოქროს ძაფებით მოქარგულ ხალათში გამოწყობილი ჩვენი მილიციის უფროსი გამოუთრევია. კეთილაძეს, თურმე, ენა მუცელში ჩაუვარდა. საქმე კი ის იყო, რომ ჩვენი უფროსი დილით სამსახურის ნაცვლად თავის საყვარელთან წასულა...

იმ ქალის არასრულწლოვან ვაჟს ღამით იმ ცნობილი ადამიანის სახლი გაუქურდავს, ნივთები სახლში მიუტანია და... ჩვენი უფროსიც ამიტომ იყო გამოწყობილი შაჰის ხალათში. მილიციის უფროსი მინისტრმა სამსახურიდან იმავე დღეს დაითხოვა. ხალათი კი პატრონს დაუბრუნდა...“

ცნობილი მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი ასეთ ისტორიას იხსენებდა: „ლურჯი „ვოლგა“ მყავდა, რომელსაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდი, რადგან სიმწრით მქონდა ნაყიდი და ფულს კაპიკ-კაპიკ ვაგროვებდი. იმ შორეულ სამოცდაათიან წლებში ყველაზე კარგად დაცულ ავტოსადგომად (თუ არ ჩავთვლი „ცეკას“ „გარაჟებს“) ის ითვლებოდა, რომელსაც რკინის „სეტკა“ ჰქონდა შემოვლებული, პატარა დარაჯის „ბუტკა“ იდგა და დაცულ ტერიტორიაზე დარაჯთან ერთად ბრაზიანი ნაგაზიც იყო. დიღმის მასივში, ერთ-ერთ ასეთ „სტაიანკაზე“ ვაყენებდი ჩემს „ლურჯას“, მაგრამ ერთ მშვენიერ ღამეს „სტაიანკიდან“ ხუთი „ვოლგა“ გაქრა და მათ შორის ჩემიც... მილიცია შოკში იყო, რადგან მართალია, ლოთ დარაჯს ღრმად ჩასძინებოდა, მაგრამ უზარმაზარი კავკასიური მამალი ნაგაზი, ჯულბარსი, აშვებული და საღ-სალამათი იყო. სამართალდამცველები ვერ ხვდებოდნენ, თუ რატომ არ გაუწია ძაღლმა წინააღმდეგობა ბოროტმოქმედებს, რომელიც მხოლოდ თავის ლოთ პატრონს ემორჩილებოდა, რომელსაც ღამით ღრმად ეძინა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მილიცია ფარულად ჩაუსაფრდა ქურდებს და ოთხი დღის მერე ბოროტმოქმედი შეიპყრეს კიდეც, რომელიც ძუკნა ძაღლით იყო მოსული და ის ჯულბარსს დაუსვა. ხოლო სანამ მამალი ჯულბარსი ძუკნას ეალერსებოდა, ქურდი აბსოლუტურად თავისუფლად იპარავდა მანქანებს. ქურდს იმანაც შეუწყო ხელი, რომ ძაღლების „ატეხილობის“ პერიოდი იყო. ასეთ დროს კი ყველაზე გაწვრთნილ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც კი ეკეტებათ გონება და არც ჯულბარსი იყო გამონაკლისი“.

 ნოდარ დუმბაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ჩემს ცხოვრებაში იყო ასეთი გაუგებრობა, რომ ციხეში ჯდომა მომიწია. საპყრობილე, რა თქმა უნდა, კურორტი არაა, მაგრამ ადამიანი იქ დიდ გამოცდილებას იღებს, რაც მთელი ცხოვრება ეყოფა. ციხე იმითაცაა საინტერესო, რომ „შავებს“ შორის ნამდვილ ტალანტებსაც შეხვდებით და რომ არა ბედის უკუღმართობა, ამ ადამიანთა უმეტესობა, ალბათ, კეთილ საქმეში გამოავლენდა თავის ნიჭს. ასეთი ტალანტი იყო ჯიბგირი, მეტსახელად „სკრიპკა“, რომელიც ისე „სუფთად“ იპარავდა, რომ ფაქტზე ვერ იჭერდნენ და ციხეში ჯიბის ქურდობისთვის კი არა, იარაღის ტარებისთვის გაუშვეს. რა თქმა უნდა, იარაღი მას არ ჰქონია, მილიციამ ჩაუდო.

„სკრიპკა“ კანონიერი ქურდი იყო. მე მის საკანში ვიჯექი, სადაც სხვა ქურდები და ავტორიტეტები ისხდნენ. რა დასამალია და ჩვენი საკნის პატიმართა უმრავლესობა „პლანს“ ეწეოდა. ეს კი აკრძალული იყო. თუმცა ციხის უფროსის აკრძალვის მიუხედავად, ეს წესი ჩვენს საკანზე არ მოქმედებდა და მწეველები რომ გააბოლებდნენ, „პლანის“ მძაღე სუნი მთელ ციხეში ტრიალებდა. რა არ იღონეს „ნადზორებმა“, როგორ არ „გვშმონეს“ და „შმონეს“ საკანი, მაგრამ „პლანი“ ვერსად იპოვეს. არადა, აშკარად იცოდნენ, რომ მოსაწევი საკანში ინახებოდა. ერთ მშვენიერ დღეს თავად ციხის უფროსი შემოგვივარდა საკანში და ყველანი პირადად გაგვჩხრიკა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. საკანიც საგულდაგულოდ შეამოწმეს, მაგრამ შედეგი კვლავ ნული იყო და წავიდნენ. ცოტა ხანში კი, თანამესაკნეებმა კვლავ გააბოლეს და გაცოფებული ციხის უფროსი კვლავ შემოგვივარდა და გაგვჩხრიკა. შემდეგ სპეციალურად დაგეშილი ძაღლის მოყვანა ბრძანა და კიდევ კარგი, უზარმაზარ გერმანულ ნაგაზს „ნამორდნიკი“ ეკეთა. ძაღლმა ფეხი შემოდგა თუ არა, საკანში, პირდაპირ ციხის უფროსს ეცა და ძირს დააგდო. მას კი ჯიბიდან მოზრდილი „შმატოკი“ გადმოუვარდა...

საქმე ის იყო, რომ როდესაც ციხის უფროსი „შმონზე“ შემოდიოდა, „სკრიპკა“ მას „შმატოკს“ ოსტატურად უდებდა ჯიბეში და გასვლისას კი, უკან იღებდა და რომ არა დაგეშილი ძაღლი, მოსაწევის ადგილსამყოფელს ვერ მიაგნებდნენ“.

დღევანდელი მოგონებების დასასრულს სიტყვას კვლავ ბატონ რომან გვეცაძეს გადავცემთ:

„გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში თბილისის ცენტრში ერთი კურიოზული დანაშაული მოხდა, რომელიც ამასთანავე, ტრაგიკომიკურიცაა და თვალნათლივ მეტყველებს, როგორი კრიმინალური ბუნება აქვს ზოგიერთ, ერთი შეხედვით, წესიერ და პატიოსან ადამიანს. თავიდანვე ერთ დეტალს გამოვტოვებ, რომ ჩემი მონაყოლი უინტერესო არ იყოს.

ერთ დღეს, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე მსხვილ საიუველირო მაღაზიაში ორი შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა და კრიმინალური ტერმინი რომ გამოვიყენო, მაღაზიის პერსონალი „დააყენეს“, შემდეგ ვიტრინები ჩაამსხვრიეს და იქიდან ძვირფასეულების ამოღებას შეუდგნენ. დანაშაულის დროს მაღაზიაში საკმაოდ ბევრი მყიდველი იმყოფებოდა. მძარცველებმა მიმალვა მოახერხეს, ხოლო ნაძარცვის რაოდენობამ თითქმის ნახევარი მილიონი (491 ათასი) მანეთი შეადგინა. რა თქმა უნდა, საქმეში ჩავერთეთ და გამოძიება დავიწყეთ. აღწერილობით მძარცველებიც ავიყვანეთ. ორივე რეციდივისტი აღმოჩნდა. მათგან ნაძარცვი ნივთებიც სრულად ამოვიღეთ, რომლებიც სულ რაღაც 21 ათასი მანეთისა იყო, ხოლო 470 ათასის ძვირფესაულობა კი სამუდამოდ გაქრა. მთელი „მუღამი“ ის იყო, რომ შეიარაღებულ მძარცველებთან ერთად ვიტრინების მსხვრევასა და ძარცვაში იქ მყოფი მყიდველების ნაწილიც ჩაერთო და მათ ბევრად მეტი წაიღეს, ვიდრე მძარცველებმა“.




 ახალი ამბები
  • „ნუ გახდები ივანიშვილის სამუდამო მძევალი“ _ შალვა ნათელაშვილი ზურაბიშვილს მიმართავს„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილს  მოუწოდებს, რომ არ გახდეს ბიძინა ივანიშვილის მძევალი და უარი თქვას პრეზიდენტობაზე. „მოვუწოდებ ქალბატონ ზურაბიშვილს, ნუ გახდება ოლიგარქის სამუდამო მძევალი. უარი განაცხადოს ინაუგურაციის დაგეგმილ ცერემონიალზე და მოგვცეს საშუალება, ორ თვეში ჩავატაროთ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები. პირველი შემთხვევაა მსოფლიოს საპრეზიდენტო ინაუგურაციების ისტორიაში, როცა ე.წ. პრეზიდენტი გარბის დედაქალაქიდან და ჩუმად სხვაგან დებს ფიცს. არავითარი თვითმმართველობისადმი ყურადღების ნიშანი არ არის, რომ თურმე ამ ყალბად გაყვანილი ქალბატონის ინაუგურაცია შედგება თელავში. აქ არის მიზანშეწონილი გამოთქმა: სად ერეკლე, სად სალომე“, _აღნიშნა ... ...
  • პურის ფასის მკვეთრი ზრდა _ მამუკა ბახტაძე განმარტებას აკეთებსსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე პურის გაძვირების თაობაზეც ილაპარაკა. როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით ანგარიში მომზადდება. "მინდა შევეხო დღევანდელ ინფორმაციას, რომ მოხდება პურის ფასის მკვეთრი ზრდა. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ“, - განაცხადა ბახტაძემ. საქართველოში პური გაძვირდა, პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ამის მიზეზად ფქვილზე ფასების ზრდას ასახელებენ. პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის თქმით, ზაფხულთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილი 32%-ით გაძვირდა.  "ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორბლის ფასი, შესაბამისად პურისთვის საჭირო ფქვილის ფასი, მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილებები შეეხო ქართველ მწარმოებლებსაც. დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ღირებულება 47-დან 50 ლარამდე მერყეობს, როდესაც აგვისტოს თვეში ეს ნიშნული 33-დან 35 ლარამდე იყო", - ამბობენ ... ...
  • "ოზურგეთის მერს "ატკატების" აღებაში ადანაშაულებენ _ სუს-მა საქმის შესწავლა დაიწყო"გურია ნიუსში" გამოქვეყნებულ სტატიას _ ოზურგეთის მერს "ატკატების" აღებაში ადანაშაულებენ _ რას სთხოვდა შარაშენიძე უმრავლესობის ლიდერს გამოხმაურება უკვე მოჰყვა.  როგორც "გურია ნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, სტატიის საფუძველზე ანტკორუფიულმა სააგენტომ ფაქტების შესწავლა დაიწყო. საქმე ეხება სოფელ დვაბზუში ხიდის მშენებლობას, რომელზეც არ პროექტი არსებობს, არც ექსპერტიზაგავლილი ხარჯთაღრიცხვა და არც ხიდის მშენებლობისთვის საჭირო კვლევებია ჩატარებული. ამ საქმეში კითხვის ნიშნებს ბადებს ის ფაქტიც, რომ  კონსტანტინე შარაშენიძემ ხიდის მშენებლობა ვალებში და შავ სიაში მყოფ იმ კომპანიას გააგრძელებინა, რომელთანაც ურთიერთობა 2013 წელს, მისი გამგებლობის დროს დაიწყო. უფრო კონკრეტულად,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე საფეხმავალო (საქვეითო) ხიდის რეაბილიტაციის მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით (ერთ პირთან მოლაპარაკება), ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ს/ს "ხიდმშენს" შორის, 2013 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა #538 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტის ანუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე საფეხმავალო (საქვეითო) ხიდის რეაბილიტაციის საერთო ღირებულება განისაზღვრა 199 981 ლარით. ხელშეკრულებას ხელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან იმდროინდელი გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძე აწერდა, ხოლო სს „ხიდმშენს“ ჯიმი მამალაძე წარმოადგენდა. ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტის ჩაბარების ვადა 2014 წლის 1 აგვისტო იყო, თუმცა, 2014 წლის 31 ივლისის შეთანხმებით, შარაშენიძის გამგებლობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანეს, რომლის თანახმადაც, ობიექტის ჩაბარების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 ოქტომბრით და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებული იქნა 2014 წლის 1 დეკემბრამდე.ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა კომპანიას, ავანსის სახით, წინასწარ ჰქონდა აღებული 150 000 ლარი _ 2014 წლის 31 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ს/ს "ხიდმშენს" ავანსის სახით ჩაერიცხა 80 000 ლარი, ხოლო 2014 წლის 3 ივნისს _ 70 000 ლარი. ამავე დროს, 2014 წლის 27 მაისის #538-1 შუალედური ინსპექტირების აქტით დადგენილი იქნა, რომ #538 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 31 803 ლარს და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას 150 000 ლარის ავანსი უკვე ჰქონდა მიღებული, აქედან _ 70 000 ლარი 3 ივნისს, ორი დღის შემდეგ _ 5 ივნისს შარაშენიძემ „ხიდმშენს“ ეს 31 803 ლარი მაინც ჩაურიცხა. ეს ყველაფერი კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობისას _ ამის შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნებში ოზურგეთის გამგებლად მერაბ ჭანუყვაძე აირჩიეს. უკვე ჭანუყვაძის ბრძანებით, 2014 წლის 28 აგვისტოს #538-2 შუალედური ინსპექტირება გახორციელდა და აქტით დადგენილი იქნა, რომ #538 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 63 421 ლარს, ამ დროს კი „ხიდმშენს“ ოზურგეთის ბიუჯეტიდან უკვე მიღებული ჰქონდა 181 803 ლარი. ხელშეკრულების ვადა ისე ამოიწურა, რომ ს/ს "ხიდმშენმა" არ შეასრულა #538 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე _ 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 დეკემბრამდე ვადაგადაცილების პირგასამტეხლო _ 11 998 ლარი და 86 თეთრი. 2014 წლის ბოლოს, ს/ს "ხიდმშენს", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ, ამ ერთი ხელშეკრულებიდან საერთო ჯამში 98 577,86 ლარი უნდა გადაეხადა. თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო _ ამის პარალელურად არსებობდა მეორე ხელშეკრულებაც, რომელიც შარაშენიძესა და მამალაძეს შორის 2013 წლის 19 სექტემბერს მერია-ლაითურის ხიდის ასაშენებლად გაფორმდა 2 356 225,18 ლარზე. დვაბზუს ხიდის მსგავსად, შარაშენიძემ სს „ხიდმშენს“ თანხები წინასწარ ჩაურიცხა _ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ მამალაძეს შარაშენიძეს ბრძანებით 700 000 ლარი ჩაურიცხეს. ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე გავარკვიეთ, რომ 2013 წელს ხიდის მშენებლობაზე ათვისებული იყო 339 816 ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტის ჩაბარების ვადა 2014 წლის 19 აპრილი იყო, რომელიც დაარღვია კომპანიამ და 2014 წლის 30 მაისის შეთანხმების საფუძველზე, მშენებლობის ვადამ გადაიწია 2014 წლის 1 სექტემბრამდე; აგრეთვე, კომპანიას დაერიცხა პირგასამტეხლო, 2014 წლის 19 აპრილიდან 2014 წლის 30 მაისამდე, 40 კალენდარული დღის ვადაგადაცილებაზე 93 340,32 ლარის ოდენობით. პარალელურად კომპანიას გაუგრძელეს ხელშეკრულების ვადა, თუმცა, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც დვაბზუს ხიდის მშენებლობისას _ „ხიდმშენმა“ შარაშენიძის მიერ წინასწარ ჩარიცხული ბიუჯეტის თანხები გამოიყენა, სამუშაოები არ შეასრულა და არც თანხების დაბრუნებაზე უფიქრია. არადა, ინსპექტირების ჯგუფმა დაადგინა, რომ ლაითური-მერიის ხიდზე კომპანიას წინასწარ ჩარიცხული 700 000 ლარიდან მხოლოდ 286 471 ლარის სამუშაო ჰქონდა შესრულებული. მიუხედავად ამ თვალხილული დარღვევებისა, საბიუჯეტო თანხების, შეიძლება თამად ითქვას, ფლანგვისა, არავის უფიქრია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია აემუშავებინა და ბიუჯეტის თანხა ამ ფორმით მაინც ამოეღოთ. ეს ვადაც ხელიდან იქნა გაშვებული და ხალხის მიერ შევსებული ბიუჯეტის ფულიც _ „ხიდმშენის“ ყულაბაში წასული. აღსანიშნავია კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი _ დვაბზუს ხიდის მშენებლობა შარაშენიძემ „ხიდმშენს“ ისე დააწყებინა, რომ არც პროექტი არსებობდა და არც შესაბამისი ექპერტიზა, რაც კანონის დარღვევაა. თუმცა, ამ თემით მაშინ არავინ დაინტერესებულა. ამ ყველაფრის შემდეგ, ახალმა გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ თანხების ამოღების მიზნით სასამართლოს მიმართა, მოიგო კიდეც პროცესი და კომპანიის „შავ სიაში“ შეყვანის მოთხოვნით შესყიდვების სააგენტოსაც მისწერა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ხიდმშენს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის თითქმის ნახევარი მილიონი უნდა გადაეხადა ეტაპობრივად. როგორც გავარკვიეთ, კომპანიამ 50 000 ლარამდე ჩარიცხა კიდეც ბიუჯეტში, თუმცა, დანარჩენის გადახდა არ გაუგრძელებია. შესაბამისად, მის ქონებას ყადაღა დაედო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხა მას შემდეგ შევიდოდა, რაც კომპანიის ქონება, რომელიც მილიონებს შეადგენს, აუქციონზე გაიყიდებოდა. ჩვენ იმის დადგენაც შევძელით, რომ ამ კომპანიას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გარდა, ბევრი მევალე ჰყავდა და „ხიდმშენს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო ორგანიზაციებიდან თუ პირებიდან მილიონები ჰქონდა მიღებული. შესაბამისად, მევალეები რიგში იდგნენ. გავარკვიეთ ისიც, რომ 2016-2017 წლებში, „ხიდმშენის“ პრობლემების მოგვარებას ხელისუფლების მაღალი პირებიც ცდილობდნენ და მევალეებს, მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს მორიგებას სთხოვდნენ. თუმცა, ოზურგეთის შემთხვევაში ეს არ შედგა _ როგორც იმდროინდელმა ჩინოვნიკებმა გვითხრეს, ამის საშუალებას კანონიც არ აძლევდათ და უფრო მეტიც _ კომპანიამ დვაბზუს ხიდის მშენებლობაზე მუნიციპალიტეტის მიერ მოთხოვნილი სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის წარდგენაც კი ვერ შეძლო. რამდენიმე წყარომ ისიც გვითხრა, რომ 2015-2017 წლებში, მაშინ, როცა კონსტანტინე შარაშენიძე „ქართუში“ მუშაობდა, იგი ძალიან ბევრ მაღალჩინოსანს თხოვდა, რომ „ხიდმშენს“ დვაბზუში ხიდის მშენებლობა გაეგრძელებინა. თანამდებობის პირებთან საუბარში შარაშენიძე იმასაც ამბობდა, რომ „ხიდმშენს“ „ქართუს“ ტექნიკას პირადად დაახმარებდა. უფრო მეტიც, წყაროს თქმით, აღნიშნული თხოვნით „ქართუში“ მომუშავე შარაშენიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძესაც მიმართა: _ გიდასტურებთ, რომ იყო ასეთი შემთხვევები. სულ უნდოდა მაგ ხიდის დასრულება. რამდენჯერმე მითხრა, იქნებ, დაიძრას პროექტიო, _ აღნიშნა ‘გურია ნიუსთან“ საუბრისას თალაკვაძემ. _ ბატონო არჩილ, ეჭვი არ გაგჩენიათ, რატომ იყო შარაშენიძე ამ თემით ასე დაინტერესებული და რატომ სურდა, აღნიშნული ხიდი მაინდამაინც „ხიდშმენს“ დაესრულებინა? _ არ დავინტერესებულვარ არასდროს. მივიჩნიე, რომ ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული პროექტი იყო, _ გვითხრა თალაკვაძემ. თუმცა, როგორც ჩანს, შარაშენიძესთვის ეს „ერთი ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული“ პროექტი არ ყოფილა _ 2017 წელს, თანამდებობაზე არჩევიდან მალევე მან ეს თემა ისევ წამოწია. რამდენიმე წყაროს თქმით, იურიდიული და ინფრასტრუქტურული სამსახურის თანამშრომლებს პირდაპირ მოთხოვა, რომ მოეძებნათ გზა მშენებლობის გასაგრძელებლად და თან ისე, რომ სამუშაოები ისევ „ხიდმშენი“ შეესრულებინა. მერიის თანამშრომლებმა ვერა, თუმცა, ეს გზა წყაროს თქმით, თავად „ხიდმშენმა“ მოძებნა _ შარაშენიძეს კომპანიის“ იურისტებმა“ მორიგების აქტი კაბინეტში მიუტანეს და შეთახმებაც შედგა ზედმეტი კითხვების გარეშე. ამ შეთანხმების საფუძველზე შარაშენიძემ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმის წარმოების შეწყვეტაც მოითხოვა „ხიდმშენის“ მიმართ. ოღონდ არა მხოლოდ დვაბზუს ხიდის საქმეზე _ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შარაშენიძემ აღსრულების ბიუროს, 2018 წლის ოქტომბერში მიწერა, რომ „ხიდმშენის“ მიმართ ორივე საქმე შეეჩერებინა, რომლითაც ოზურგეთის ბიუჯეტში, თითქმის 400 000 ლარი უნდა შესულიყო და ამ თანხის ამოღების მიზნით, აღსრულების ბიუროს რამდენიმე დღეში „ხიდმშენის“ ქონება აუქციონზე უნდა გაეყიდა. აღსანიშნავია, რომ, წყაროს თქმით, ეს წერილი ბიუროში აუქციონის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე შევიდა და მასში აღნიშნულია, რომ პროცესი 3 თვით უნდა შეჩერდეს. ამ სამ თვეში კი კომპანიამ დვაბზუს ხიდის მშენებლობა უნდა დაასრულოს, რის შემდეგადაც შარაშენიძე ვალებს გამოუქვითავს. თუმცა, რამდენს და რის საფუძველზე, უცნობია _ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ დრომდე არ არსებობს ხიდის მშენებლობისთვის საჭირო პროექტი, ექპერტიზაგავლილი ხარჯთაღირცხვა, ჰოდროგეოლოგიური დასკვნა... ეს რომ ნამდვილად ასეა, „გურია ნიუსთან“ საუბრისას ადასტურებს ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომელი გია ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, კომპანიას ახალი პროექტი არ წარმოუდგენია და მათ არც ექსპერტიზის დასკვნა აქვთ. ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მას თათბირზე დაუძახეს და შედგა სიტყვიერი მოლაპარაკება, რომ დოკუმენტაცია ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მომზადდებოდა(?!). ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა დაგვიდასტურა ისიც, რომ გაზრდილია ხარჯთაღრიცხვაც, რომელსაც ექსპერტიზა არ ახლავს და მხოლოდ ფურცელზე ჩამოწერილი ციფრებია. ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი სამსახურის უფროსისგან, თემურ გიორგაძისგან გაგვეგო, მაგრამ უშედეგოდ _ მას შემდეგ, რაც გიორგაძემ გაიგო, ვინ ვიყავით და რისთვის ვურეკავდით, რამდენიმე ზარის მიუხედავად ტელეფონში ჩვენი ხმა ვერ გაიგონა(?!). მას  სმს-იც მივწერეთ, თუმცა, პასუხად ის მივიღეთ, რომ იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა, ტელეფონი კარგად არ იჭერდა. მეორე დღეს გიორგაძემ ჩვენ ზარებს საერთოდ არ უპასუხა. არადა, კითხვები ბევრია _ საეჭვო კომპანიის მიერ უპროექტო, უექსპერტო, გეოლოგიური დასკვნების გარეშე საეჭვოდ დაწყებული მშენებლობის საქმეში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება _ შარაშენიძემ „ხიდმშენს“ დვაბზუს ხიდის დასამთავრებლად, სოფელ ლაითურში დანგრეულ ხიდზე გამოყენებული მეორადი კოჭებიც გადასცა, რომელიც ხიდზე ისე დაამონტაჟეს, რომ ექსპერტიზა არ ჩატარებია. არც არავის დაუსვამს კითხვა, რამდენად გამძლე იქნება, დემონტაჟის დროს ამოღებული, ნახევრად დაშლილი კოჭები ახალ ხიდზე, რომლის სიგრძე 24 მეტრია; აგრეთვე, რამდენად ჰქონდა მერს უფლება, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, აუდიტის მიერ შეფასებული კოჭების კომპანიისთვის აუქციონის გარეშე, თანაც უსასყიდლოდ გადაეცა. ჩვენ შევეცადეთ ყველა დეტალი კონსტანტინე შარაშენიძესთან გაგვერკვია, თუმცა, ჩვენი ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა _ შარაშენიძემ არც სატელეფონო ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებებს უპასუხა. კითხვებზე პასუხი ვერც პრესსამსახურის საშუალებით მივიღეთ. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა გზა ვცადეთ, თუმცა, ოზურგეთის მერი კონტაქტზე არ გამოვიდა. არადა, ეს იმ დროს, როცა ჩვენი წყაროები ამბობენ, რომ შარაშენიძემ „ხიდშმენის“ ხელმძღვანელობისგან ე. წ. „ატკატი“ ჯერ კიდევ 2013 წელს, მაშინ აიღო, როცა თანხა წინასწარ ჩაურიცხა და სწორედ ამიტომ იყო დაინტერესებული 2015-2017 წლებში, რომ კომპანიას მშენებლობა განეახლებინა და ბიუჯეტის ფული უკან არ დაებრუნებინა. ჩვენი წყარო იმასაც ამტკიცებს, რომ ჯიმი მამალაძე შარაშენიძემ წლების მანძილზე სთხოვდა მიცემული „ატკატის“ უკან დაბრუნებას ან საქმის მოგვარებას. წყაროს თქმით, მაშინ შარაშენიძემ ეს ვერ შეძლო და დღეს, კომპანიას შეთანხმებაც სწორედ ამიტომ გაუკეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალებში მყოფ, საეჭვო საქმეებში გახვეულ „ხიდმშენთან“, რომელსაც რამდენიმემილიონიანი ქონება აქვს და რომლის გაყიდვიდან ოზურგეთის ბიუჯეტი თითქმის 400 000 ლარს მიიღებდა, საქმეს არ დაიჭერდა. ეს შეკითხვები შარაშენიძეს სმს-ითაც გავუგზავნეთ, თუმცა, მან ამ კითხვებზეც დუმილი არჩია. კონტაქტზე არ გამოვიდა არც ‘ხიდმშენის“ ხელმძღვანელი ჯიმი მამალაძე _ რამდენიმე ზარი და სმს მამალაძემაც უპასუხოდ დატოვა. არადა, კითხვები მასთანაც ბევრი იყო. მით უმეტეს, რომ ჯიმი მამალაძე, 2012 წელს, თითქმის იგივე სქემით, რაც 2013-2014 წლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაახორციელა, სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით გასამართლებული იყო. ერთი სიტყვით, უპასუხო კითხვები ბევრია. ამ თემაზე საუბარი ექსპერტებსაც კი უჭირთ _ გამოცდილი მშენებლებისთვის, გეოლოგებისთვის გაუგებარია, როგორ დაიწყეს ხიდის მშენებლობა პროექტისა და ექსპერტიზის დასკვნების გარეშე; კითხვები აქვთ იურისტებსაც, რომლებიც ამ საქმეში კორუფციის ნიშნებს ხედავენ და აღნიშნავენ. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ორ სხვა ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს. პარალელურად, მერის საქმიანობას სწავლობს მთავარი ... ...
  • „მმართველ პარტიაში ცვლილებები აუცილებელია“_ ბიძინა გეგიძემმართველ პარტიაში საკადრო პოლიტიკის გახორციელების აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც „გურია ნიუსთან“ ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“  თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, პერსონალური ცვლილებები სხვადასხვა უწყებაში გლობალურად უნდა განხaორციელდეს.  „პროცესი უნდა გაჯანსაღდეს, რაც ცვლილებების გარეშე ვერ გახორციელდება. აუცილებელია, ცვლილებები მმართველ პარტიაშიც გახორციელდეს და ასევე, გლობალურად პოლიტიკურ პროცესებში. პოლიტიკურ მასშტაბებში ვხედავ ამ პროცესებს, იმის მიხედვით, სადაც არის კონკრეტული გადაწყვეტილებები მისაღები“, _ აღნიშნა ... ...
  • სესხების განულებასთან დაკავშირებული ვებგვერდი დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდებასესხების განულებასთან დაკავშირებული ინიციატივის ფარგლებში, სპეციალური ვებგვერდი დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, ვებგვერდზე დღეს ატვირთულ ბაზებში წარმოდგენილი იქნებიან სამი ბანკის მომხმარებლები: „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“. „დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, მიმდინარეობს 24 საათიანი მუშაობა. ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს ასევე ფონდი „ქართუ“, რომლის მხარდაჭერითაც აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება. „აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მუშაობა მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მასშტაბის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე. ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის განცხადებით, ვებგვერდზე ყოველდღიურად დაემატება მომხმარებელთა ბაზები, რომლებსაც სესხები გაუნულდებათ. „ყოველ დღე დავამატებთ ამ ბაზებს შესაბამის ინფორმაციას. ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება „შავი სიიდან“. ჩვენი მოქალაქეებისა და ქართული ოჯახების დიდი ნაწილი ახალ წელს ამ ძალიან მტკივნეული პრობლემის გარეშე შეხვდება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია სიღარიბის დაძლევა. მთავრობის ინიციატივებიც სწორედ ამაზეა აგებული. „როდესაც ვსაუბრობთ მსგავს ინიციატივებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ზოგადად, რა უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში. ამ ნაწილში ჩვენ, როგორც საქართველოს მთავრობას, გვმართებს მეტი აქტიურობა და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, თუ რა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი – ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ სიღარიბე, როგორც ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი ერისთვის, იქნეს დაძლეული. ჩვენი ინიციატივები აგებულია სწორედ იმაზე, რომ ამ მიზანს ერთობლივად მივაღწიოთ. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ვალის ტვირთს ჩვენს მოქალაქეებს და საშუალებას მისცემს, კვლავ ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში“, – განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

სასიყვარულო წერილები ზოდიაქოს ნიშნებისგან

ვერძი _  "მე ძალიან ვეჭვიანობ და...

ადამიანის გატაცება და ასტროლოგია

ვერძი. მთელი ცხოვრების მანძილზე ვერძი...

რა საფრთხე ახლავს ბურთის თავით თამაშს

თავით თამაში ფეხბურთის დროს ჩვეულებრივი...

პირველი ჭკვიანი სექს-რობოტი ქალებისთვის

ქალებისთვის შესაძლებელი ჭკვიანი სექს-რობოტების შეძენა...

რატომ უნდა შეწყვიტოთ სახლში ფეხსაცმლით სიარული

ყველას გვიყვარს ლამაზი და მოხდენილი...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...