მილიციის მაიორი „შავეთერას“ თავგადასავალი

gurianews.com

ა კიდო

მილიციის მაიორი „შავეთერას“ თავგადასავალი

2017 ნოე 5 15:44:49

დღეს მორიგ სახალისო ისტორიებს შემოგთავაზებთ და სიტყვას კვირაობით „დროებით დავიწყებულ“ თანამემამულე სამართალდამცველებს მივცემ, ანუ მათ, რომლებსაც გაგანია საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურად  მილიციონერები, ხალხის ჟარგონზე კი სხვა სახელი ერქვათ.

სისხლის სამართლის სამძებროს ლეგენდარული ქართველი მაძებარი, კოკა რუსაძე იხსენებს:

„მეოცე საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს ერთ ჩემს მდიდარ ბავშვობის მეგობარს (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ) ბოროტმოქმედებმა 80 წლის ბებია მოსტაცეს და გამოსასყიდად 100 ათას მანეთს ითხოვდნენ. მე ამ დროს სამკვირიანი შვებულებით ვიმყოფებოდი თბილისში და ატირებულმა ძმაკაცმა ტელეფონში მითხრა: მართა ბებია გაიტაცესო. გამტაცებელს დაურეკავს და უთქვამს – 100 ათასი გაამზადე, დაგირეკავ და გეტყვი, ფული სად დადოო. თუ არ მოიტან, მოხუცს მოვკლავთო... ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოხუცის უკან დასაბრუნებლად და ბოროტმოქმედთა დასაჭერად ასეთი რამ მოვიფიქრე: როდესაც გამტაცებელმა კვლავ დარეკა, ჩემგან დარიგებულმა მეგობარმა მას უთხრა:

– ფული სამ დღეში მექნება, მოგვიანებით დამირეკე და მითხარი, სად დავდო. შენ კი დაუყოვნებლივ „ეხამ სიბელელუს“ იყიდე აფთიაქში ტაბლეტებით და ბებიაჩემს დაალევინე, თორემ ხელში ჩაგაკვდება, ფულსაც ვერ მიიღებ და ხახამშრალი დარჩებიო...

ჩემ მიერ მოფიქრებული კომბინაციის აზრი ის იყო, რომ ბოროტმოქმედს არარსებული წამლის სახელწოდება ჩავაწერინეთ. თბილისში კი იმ პერიოდში სულ თხუთმეტიოდე აფთიაქი ფუნქციონირებდა. ყველა მათგანში ჩვენი თანამშრომელი ჩავასაფრეთ და „ეხამ სიბელელუსის“ საყიდლად მისული ადამიანის მეშვეობით უნდა მიგვეგნო მართა ბებიისთვის.

– რატომ მაინცდამაინც „ეხამ სიბელელუს“ და არა სხვა სახელწოდება? – დაინტერესდა ჩემი მეგობარი, მე კი მივუგე:

– „ეხამ სიბელელუს“ კარგად ჟღერს ლათინურად, მაგრამ მთავარი სხვა რამაა. ცოტაც მოითმინე და სულ მალე ყველაფერს გაიგებ-მეთქი.

და მართლაც, სულ რაღაც ორიოდე საათიც არ იყო გასული, რომ პლეხანოვზე მდებარე აფთიაქში „ეხამ სიბელელუსი“ იკითხეს. მილიციამ ის მაშინვე დააკავა, შემდეგ მისი თანამზრახველები მოიხელთეს და მართა ბებიაც მშვიდობიანად დავაბრუნეთ შინ.

– აღარ იტყვი, რატომ მაინც და მაინც „ეხამ სიბილელუს“? – მკითხა ჩემმა მეგობარმა, როდესაც საყვარელი ბებიის ფერებით გული იჯერა.

„ეხამ სიბილელუს“ – დავწერე დიდი ასოებით ფურცელზე და ჩემს მეგობარს ვუთხარი:

– ახლა ეს მარჯვნიდან მარცხნივ წაიკითხე-მეთქი...

„სულელების მახე“ – წაიკითხა ჩემმა მეგობარმა მარჯვნიდან მარცხნივ არარსებული წამლის სახელწოდება, რომელმაც ბოროტმოქმედები მახეში გააბა.

მილიციის პოლკოვნიკი სოსო მირიანაშვილი ასეთ ისტორიას იგონებს:

„ძველი თაობის ხალხს კარგად ემახსოვრება მილიციის სამმართველოს ცნობილი ოპერი ქალი, მილიციის მაიორი ეთერ გოგუაძე, რომელსაც შავგვრემანობის გამო „შავეთერას“ ვეძახდით. ერთხელ შავეთერა დადარდიანებული გამოცხადდა სამსახურში და მიზეზი რომ ვკითხე, რადგან ახლომეგობრული დამოკიდებულება გვქონდა, პირდაპირ მითხრა:

– ჩემს ქმარს კუჭ-ნაწლავი აწუხებს, გაუვალობა სჭირს და იმის მაგივრად, რომ ექიმთან წასულიყო, არ დაიშალა და ფოთში, მივლინებაში წავიდა ქუჩებიდან წყლის ამოსაკაჩავებლადო.

ერთი სიტყვით, შავეთერა ძალიან შეწუხებული იყო ქმრის მდგომარეობით და ნახევარი დღე იდარდა, თან ამბობდა, ნეტავ, როგორაა ახლა ჩემი ნუგზარი, წყლის კაჩაობის დროს ნაწლავები არ გადაეხლართოსო... უცებ, ჩვენმა ოპერჯგუფმა, სადაც შავეთერა უფროსი იყო, სამმართველოს უფროსისგან დავალება მიიღო, რომ გლდანის მასივში, ერთ-ერთ ბინაში მეძავების „პრიტონი” იყო და ყველანი უნდა დაგვეპატიმრებინა და სამმართველოში მიგვეყვანა. ადგილზე უხმაუროდ მივედით.  კარი სპეციალური მოყწობილობით შევამტვრიეთ და ბორდელში შევვარდით... კარგი გარეგნობისა და სინაზის მიუხედავად, საქმის დროს ეთერ გოგუაძე ძალიან მკაცრი, უხეში იყო და დაკავებულების ცემა-ტყეპაც კი იცოდა... პირველმა მან შედგა ფეხი პრიტონში, თან იგინებოდა და მეძავებს სახეში სილას უტყლაშუნებდა. უკან მე მივყვებოდი და ერთ-ერთ „სპალნაში“ რომ შევედით, ეთერს სახე გაუქვავდა – ქალისა და მამაკაცის შიშველ წყვილს გაოგნებული უყურებდა. მერე უცებ გამოერკვა, მეძავს ზურგში გაშლილი სილა ჩაარტყა და იქვე დააგდო. შიშველ მამაკაცს კი ეცა და სულ წიხლები ურტყა „სუსტ ადგილებში“, თან უყვიროდა:

– ფოთში ხარ, ხომ, ფოთში! წყლის ამოსაკაჩავებლად, შე საოხრეგასახმობო, გათახსირებულო...

ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ საოხრეგასახმობი, შიშველი მამაკაცი ნუგზარა, შავეთერას ქმარი იყო და ცოლმა ისე სასტიკად სცემა... ხელიდან ძლივს გამოვგლიჯეთ“.

დღევანდელ „კრიმინალურ“ მოგონებებს ბატონი ომარ ნოზაძე დაასრულებს.

„შინაგან საქმეთა მინისტრი, კონსტანტინე კეთილაძე ყოველ ორშაბათს ოპერატიულ თათბირს მართავდა, რომელსაც მილიციისა და განყოფილების უფროსები ვესწრებოდით. ერემიჩს (კეთილაძეს) სიზუსტე უყვარდა. ცხრას რომ თხუთმეტი წუთი დააკლდებოდა, ის პირადად შედიოდა საკონფერენციო დარბაზში და ყველაფერს ამოწმებდა. ჭაღზე ერთი ნათურაც რომ  ყოფილიყო გადამწვარი, კეთილაძე ძალიან გაბრაზდებოდა. ამ ყველაფერზე ზედამხედველობა კი ვალოდია კოკოევს ევალებოდა. ვალოდია ადრე გამომძიებელი იყო, მაგრამ, შეცდომით დასახვრეტი პატიმარი გაათავისუფლა. ამიტომ, მინისტრმა ის სამეურნეო ნაწილში გადაიყვანა და ვალოდია კეთილაძის ყოველ დავალებას უსიტყვოდ და ზუსტად ასრულებდა.

საკონფერენციო დარბაზის შესასვლელში ლენინის ძეგლის ათკილოგრამიანი ბრინჯაოს ასლი იდგა, სწორედ ისეთი, ახლანდელ თავისუფლების მოედანზე რომ იდგა ადრე. ერთ დილას, როდესაც კეთილაძე საკონფერენციო დარბაზის შესამოწმებლად შევიდა, შემთხვევით ამ პატარა ძეგლს დაეჯახა, გადმოაგდო და ფეხზე დაეცა. ერემიჩი ისე გამწარდა, რომ აყვირდა:

– ვალოდია, ვალოდია, მომაშორე ეს საზიზღარი აქედან, ჩემმა თვალებმა არ დაინახოს. ქალაქში აღმაშენებლის ძეგლი არ დგას და ლენინის მოედანზე უზარმაზარი ქანდაკებაა წამოჭიმული!

კოკოევმა სასწრაფოდ შეასრულა ბრძანება და წავიდა. კეთილაძემ სული მოითქვა და თათბირი დაიწყო. ერთი საათის შემდეგ „ვეჩემ“ (მაღალსიხშირიანი სპეცტელეფონი) დარეკა. მინისტრმა ყურმილი აიღო და ეტყობოდა, რომ პირველმა მდივანმა შევარდნაძემ დაურეკა, რადგან ასე დაასრულა საუბარი: „კარგი. გასაგებია, ამბროსოვიჩ...“ შემდეგ გაფითრებული წამოხტა სკამიდან და მეც თან გამიყოლა.

მინისტრის მანქანით ლენინის მოედნისკენ გავქანდით. მივედით და რას ვხედავთ, მანქანების მოძრაობა გაჩერებულია. ლენინის ძეგლს ორი უზარმაზარი ამწე მიდგომია და ვალოდია მას ტროსებს აბამს, თან ქალაქის საბჭოს წარმომადგენლებს ეჩხუბება, რომლებიც მას ამის გაკეთებას უშლიან. ერთი სიტყვით, ვალოდია კოკოევმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო კეთილაძის სიტყვები და გაგანია სოციალიზმის დროს, ლენინის ძეგლის დემონტაჟს აპირებდა“.


ნახვა: 463


 ახალი ამბები
  • სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 განცხადებას ავრცელებსსამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 "ევროპული საქართველოს" იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ  „კურიერში“ NDI-ის კვლევის შესახებ მომზადებული სიუჟეტის საავტორო ტექსტი მცდარ ფაქტებზე დაყრდნობით იყო დაწერილი."NDI-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის მონაცემების დამუშავებისა და სისტემაში შეყვანის დროს, 18 იანვარს "კურიერში" 21.00 საათზე, გაიპარა შეცდომა. კვლევის პოლიტიკური ნაწილი შედგებოდა სამი სლაიდისგან: 54-ე სლაიდზე დატანილი იყო 4 პარტიის "ქართული ოცნების", ენმ-ის, "ევროპული საქართველოს" და "პატრიოტთა ალიანსის" მაჩვენებლები. შემდეგ იყო დინამიკა - როგორ იცვლებოდა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა. ამ სლაიდზე "ევროპული საქართველო" იყო მოხსენიებული სხვა პარტიებს შორის. PDF ფაილიდან სისტემაში მონაცემების გადატანის დროს მოხდა მექანიკური შეცდომა - ეთერში ითქვა, რომ 12-დან 4 პროცენტამდე დაეცა "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერთა რიცხვი. ტექსტი კი უნდა ყოფილიყო - 12%-მდე დაეცა სხვა პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი. ტელეკომპანია აცნობიერებს, რომ NDI-ის კვლევებში "ევროპულ საქართველოს" არასდროს ჰქონია მოქალაქეების 12% მხარდაჭერა და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი კლებაც. აღნიშნულთან დაკავშირებით იმ დღესვე მოხდა კომუნიკაცია "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან. ტელეკომპანიამ აღიარა შეცდომა და პარტიის წარმომადგენლებს განემარტათ მომხდარის დეტალები. რუსთავი 2 აპირებდა დღეს იმავე ფორმატში არაზუსტი ინფორმაციის უარყოფას. სამწუხაროდ, "ევროპულმა საქართველომ" სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაავრცელა არაკორექტული და სიცრუის შემცველი განცხადება (საუბარია პარტიის განცხადების ბოლო ნაწილზე) და გაიმეორა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ნარატივი რუსთავი 2-თან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, საპარლამენტო უმცირესობის ეს განცხადება გამოყენებული იქნება ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ პროდასავლური მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლისთვისაც, ისევე როგორც ყველა სხვა პროდასავლური პარტიებისთვის, ერთადერთი მედიაპლატფორმა რუსთავი 2-ია, სრულიად დაუშვებელი და უპასუხისმგებლოა ამ შინაარსის განცხადებების გავრცელება. საჭიროდ მივიჩნევთ, მოვუწოდოთ "ევროპულ საქართველოსა" და მის ცალკეულ ლიდერებსა და წევრებს, გავრცელებული არაკორექტული განცხადების გამო მოუხადონ ბოდიში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს, რათა მომავალშიც გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენ შორის", _ ნათქვამია განცხადებაში. ... ...
  • ცვლილებები Facebook-ზე _ სანდო საინფორმაციო წყაროებს მომხმარებლები თავად გამოავლენენ რომელი საინფორმაციო წყაროა სანდო, ხოლო რომელი დეზინფორმატორი, ამას Facebook-ის მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ. Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის პრიორიტეტების ცვლილებასთან დაკავშირებით მის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ახალი განმარტება გაავრცელა. ცუკერბერგის თქმით, Facebook-ის მომხმარებლებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, ინფორმაციის ხარისხზე თავად იქონიონ გავლენა. ამისათვის, მათ ხმა უნდა მისცენ ინფორმაციის სანდო წყაროებს. „გადავწყვიტეთ, ყველაზე ობიექტური იქნება, მომხმარებლებს მივანდოთ იმის განსაზღვრა, თუ რომელი წყარო არის ყველაზე სანდო“, – აცხადებს მარკ ცუკერბერგი. Facebook-ი  ამა თუ იმ წყაროს სანდოობას მომხმარებლების მიერ გამოკითხვებისას მიცემული ხმების მიხედვით შეაფასებს და ჩამოაყალიბებს რეიტინგს, რომლის ლიდერებიც სიახლეების ზოლში მოხვდებიან. მარკ ცუკერბერგის ინფორმაციით, სიახლე უკვე მომავალი კვირიდან ამოქმედდება. ცუკერბერგი ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე მსოფლიოში არის სწრაფვა სენსაციებისადმი, ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა. „სოციალური მედია საშუალებას აძლევს ხალხს, უფრო სწრაფად გაავრცელოს ინფორმაცია, ვიდრე ოდესმე. ამიტომაც, თუ არ გამოვრიცხავთ პრობლემებს ახლა, ჩვენ ამ პრობლემებს გავაძლიერებთ“, – აცხადებს მარკ ცუკერბერგი. სიახლეების რაოდენობას რაც შეეხება, ცუკერბერგი განმარტავს, რომ ის ამჟამინდელი, დაახლოებით 5%-დან 4%-მდე შემცირდება. მარკ ცუკერბერგმა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის სიახლეების ზოლის ფორმირების ალგორითმში ცვლილებები დააანონსა. ამ ინფორმაციის თანახმად, Facebook-ზე მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო სარეკლამო პუბლიკაციების რაოდენობა – მომხმარებელს ახალი ამბების ველში უფრო ხშირად შეხვდებოდა ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების პოსტები, ვიდრე რეკლამები, სხვადასხვა ორგანიზაციის პოსტები და სტატიები. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Facebook-ის აქციების ღირებულებამ 4,5%-ით დაიწია და Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, მარკ ცუკერბერგმა 74 მლნ აშშ დოლარით იზარალა. ... ...
  • გამთენიისას პირველი არხის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე პირველი არხის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს. დაცვის თანამშრომლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ დაკავებულია ორი პირი. მათ ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით ორი პირი: 1997 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელ დაბადებული ი.ტ. დააკავეს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა დაკავებამდე პირველი არხის შენობის წინა ფასადური მინა დააზიანეს. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განუცხადეს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ... ...
  • ბოშათა ჯგუფი მეტეხის ხიდთან უცხოელ ტურისტებს თავს დაესხაბოშათა ჯგუფი მეტეხის ხიდთან უცხოელ ტურისტებს თავს დაესხა და ჯიბიდან 100-ლარიანი კუპიურები ამოაცალა. თუმცა, მათ გაქცევა ვერ შეძლეს. გამვლელების დახმარებით ტურისტებმა თანხა დაიბრუნეს. _ მოულოდნელად დაგვესხნენ თავს და ჩვენს მეგობარს ჯიბიდან თანხა ამოაცალეს. გაქცევისას, გამვლელების დახმარებით, დავიჭირეთ და უკან დავაბრუნებინეთ. რაც მოხდა საშინელებაა. უცხოელებს, საქართველოში ქუჩაში თავს ასე ესხმიან? ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება“, _ აღნიშნა ერთ-ერთმა ტურისტმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას. შსს-ს თქმით, რადგან ბოშებს არ აქვთ მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა, ენიჭებათ პირობითი სახელი და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, დგება მათი პასუხისმგებლობის ... ...
  • საზოგადოების დამოკიდებულება სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით პრობლემურიასაპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე  Human rights watch -ის ანგარიშის შედეგებს გამოეხმაურა, როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი  თავმჯდომარე  ,,გურია ნიუსთან“  საუბრისას აცხადებს,  პარლამენტში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის  შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა დადებითი იქნება თუ უარყოფითი მნიშვნელოვანია. ,,პარლამენტში დამოუკიდბელი საგამოძიებო  მექანიზმი ამჟამად იქმნება. ვთვლი, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს და ვაცნობიერებთ ამას. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების დამოკიდებულება პრობლემურია სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის და საჭიროებასაც ვერ ვხედავ, რომ კომენტარი გავაკეთო. ჩვენ ყურადღებით ვიხილავთ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას,  რაც უნდა დადებითი თუ ნეგატიური  შეფასებები იყოს მასში ასახული და როცა ვხედავთ, რომ  საკითხთან დაკავშირებით ობიექტური შეფასებაა მოცემული, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ“, _ განაცხადა აკაკი ზოიძემ. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაციამ Human rights watch-მა  2018 წლის ანგარიში  გამოაქვეყნა, 643-გვერდიანი ანგარიში აფასებს გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს არ გააჩნია ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად, გარდა ამისა საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შეშფოთებას იწვევს მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და ლგბტ თემის უფლებების დაცვის კუთხით. ამას გარდა,  Human rights watch -ის ანგარიშში საუბარია ნარკოპოლიტიკასთან და კონსტიტუციასთან დაკავშირებულ პრობლემურ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ მივხვდეთ, მოვწონვართ თუ არა თანამშრომლებს

სამსახურში ბევრი ადამიანი თავს იზოლირებულად ...

შხამიანი ჩიტები

მეცნიერებმა ახალ გვინეაში მიაკვლიეს ბეღურასნაირთა...

მფრინავი დრაკონი

როგორც აღმოჩნდა, არსებობს არა მარტო...

ყველაზე ფოტოგენური კინომსახიობები

ცოტა ხნის წინ გაზეთ "ტელეგრაფის"...

ლიფტით კოსმოსში

არცთუ დიდი ხნის წინ ლონდონის...

საოცარი ხარცხვარი

გრენლანდიაში, ჩრდილოეთ კანადასა და ალასკაზე...
კარმიდამო ჩემი

კარტოფილის სასწაულებრივი ძალა

კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...

"შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოჰყავს!"

თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან...

ჩაი _ მსოფლიო საუნჯე

ასე კარგად ნაცნობი ჩაის კულტურა,...

მცენარეთა დაცვისთვის ინტეგრირებული სისტემა უნდა ამოქმედდეს

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დაცვა...

სამარხვო კერძი სოკოსგან პიურეთი

ნახევარი კილოგრამი სოკო და ორი...

სასარგებლო "სარეველები"

სასარგებლო "სარეველები" - აი, რა...

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად...

მეფუტკრე ქალის გზა _ უნდობლობიდან ძლიერი იმიჯის შექმნამდე

"მინდოდა მქონოდა ნატურალური თაფლი. ამიტომ...

როგორ გამოვიყვანოთ ცხოველი ტყავი

პატივცემულო რედაქცია, როგორც ვიცით, სამი...

დავთესოთ მწვანილეული და ცერცვი

ჩვენს მკითხველს მუდამ ვურჩევთ, რომ...