ფედერაცია შეიკრიბა და დააფუძნა ფედერაცია _ ამონარიდი გრფფ-ს დოკუმენტიდან

gurianews.com

ა კიდო

ფედერაცია შეიკრიბა და დააფუძნა ფედერაცია _ ამონარიდი გრფფ-ს დოკუმენტიდან

2017 მარ 22 16:41:15

მიმდინარე წლის 10 მარტს გურიის ფეხბურთის ფედერაციის საერთო კრება ოზურგეთში გაიმართა. კრებაზე 4 საკითხი განიხილეს. მათგან პირველი კი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. როგორც რეესტრისთვის გაგზავნილ დოკუმენტში ვკითხულობთ "გურიის ფეხბურთის ფედერაცია შეიკრიბა იმიტომ, რომ დაეფუძნებინა უკვე დაფუძნებული ფედერაცია"

"განცხადებით მოთხოვნილია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის" რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. თუმცა, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია ფედერაციის დამფუძნებელთა ყრილობის კრების ოქმი, რომლის თანახმადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის" დაფუძნებასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ დასაზუსტებელია მოთხოვნა და წარმოსადგენია მოთხოვნის შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია "გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის" რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, წარმოსადგენია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განსახორციელებელ ცვლილებასთან დაკავშირებით" _ ვკითხულობთ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.

თუმცა, ეს ერთადერთი საკითხი არ არის, რაც გამოც რეესტრმა დოკუმენტი დაახარვეზა.

"აღმასრულებელი კომიტეტის ერთ-ერთი წევრის, ლაშა სალუქვაძის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი იურიდიული ძალის არმქონეა" _ აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:მორიგი სკანდალი გრფფ-ში _ მუჯირის ასარჩევად ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს



 ახალი ამბები
  • "ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის მიმართვა ოზურგეთის მოსახლეობას (R)"ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე ოზურგეთის მოსახლეობას მიმართავს: ჩემო ოზურგეთელებო! მიუხედავად იმისა, რომ ქალაქსა და ყველა სოფელში მოსახლეობას უკვე შევხვდი, დამეთანხმებით, შეუძლებელი იყო, თითოეულ ოჯახთან ცალ-ცალკე მესაუბრა. ამიტომაც გადავწყვიტე, ამ პატარა წერილით მოგმართოთ. უკვე დასასრულს მიუახლოვდა წინასაარჩევნო კამპანია და მინდა ყველა ჩემს მხარდამჭერს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ამ კამპანიის ღირსეულად ჩატარებისთვის. ჩვენ ღირსეული ადამიანები ვართ და კარგად ვიცით ღირსების ფასი. ამიტომაც მთელი საარჩევნო კამპანიის მანძილზე არცერთი ოპონენტისთვის არ მიგვიყენებია არანაირი შეურაცხყოფა, არ გამოგვიგონებია არანაირი ჭორი. მაშინ როცა ზოგიერთ ჩემს ოპონენტს მთელი თავისი წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ ჩემს ლანძღვაზე, ათასგვარი ჭორის გავრცელებასა და ცილისწამებაზე ჰქონდა აგებული. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, მსგავს პიროვნებებს ოზურგეთი არასოდეს მიიღებს (არც არასდროს მიუღია) ჩვენ კი 21 ოქტომბერს ღირსეულ გამარჯვებას მივულოცავთ ერთმანეთს. ვერანაირი ჭორი და ცილისწამება ვერ გადაფარავს ჩემი და ჩემი თანაგუნდელების იმ სამწლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგებს, რომელიც სახეზეა და თქვენზე უკეთ ამას ვერავინ ხედავს. მეც თქვენნაირი, ერთი შრომისმოყვარე ადამიანი გახლავართ. სწორედ ამიტომ მადლიერებითა და სიამაყით მევსება გული, როცა სწორედ თქვენგან ვისმენ, რომ ის, რისი გაკეთებაც შეძლო ბეგლარ სიორიძემ ბოლო სამ წელში, მსგავსი რამ ოზურგეთს არ ახსოვს. თქვენი ასეთი შეფასება ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია და გაასმაგებულ პასუხისმგებლობას მაკისრებს. მე არ შემიძლია ადამიანებთან ყალბი ღიმილით საუბარი. ასევე, არ შემიძლია გავცე ტყუილი დაპირებები. ბევრი თქვენგანი მიცნობთ და კარგად იცით, ბეგლარ სიორიძე არასდროს არავის ჰპირდება იმას, რასაც ვერ შეასრულებს. ასეთი იყო ჩემი მიდგომა განვლილი სამი წლის განმავლობაშიც, როცა მე ქალაქ ოზურგეთის მერი გახლდით. ვფიქრობ, შედეგი აშკარაა. ამას კი თქვენ ყველაზე კარგად ხედავთ და აფასებთ. ამ ხნის მანძილზე, ოზურგეთი ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად ნამდვილად ემსგავსება ისეთ ქალაქს, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ვიამაყებთ. დარწმუნებული ვარ, არ გაგიჭირდებათ ანალიზის გაკეთება, თუ რის გაკეთებას შევძლებთ მომდევნო ოთხ წელიწადში, გამომდინარე იქიდან, თუ რის გაკეთებაც მოვახერხეთ ბოლო სამ წელში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა სოფელს დაუბრუნდება ის ღირსება, რომელითაც ასე ამაყობდა ყველა ოზურგეთელი. უახლოეს მომავალში ყველა სოფლის ცენტრალური გზა და ქალაქის ყველა ქუჩა მოასფალტდება. ყველა სოფელი იქნება გაზიფიცირებული და ყოველგვარი გრაფიკის გარეშე მიიღებს სასმელ წყალს. დიახ, ჩვენ ამას შევძლებთ. სხვა შემთხვევაში არ დაგპირდებით. ამ ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად განვახორციელებთ ბევრ სხვა მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც თითოეული თქვენგანის კეთილდღეობაზე აისახება. წინასწარ უღრმესი მადლობა თქვენ და თქვენს ოჯახს მხარდაჭერისთვის. გჯეროდეთ, ჩვენ დღედაღამ ვიშრომებთ იმისთვის, რომ ყველა დაპირება ... ...
  • რა აჩვენა „ოცნების“ შიდაპარტიულმა კვლევებმა _ "მეორე ტურიც დემოკრატიული პროცესის ნაწილია"„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული კვლევებით, უმრავლეს მუნიციპალიტეტში მეორე ტური ჩატარდება. პარტიაში კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე არ საუბრობენ, თუმცა, პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ ამავე კვლევებით „ქართულ ოცნებას“ საკრებულოების დაკომპლექტებაც გაუჭირდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მეორე ტური დემოკრატიის ნაწილია: „რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია, პირველ ტურში გავიმარჯვოთ ყველგან, თუმცა, მეორე ტურიც არჩევნების და დემოკრატიული პროცესის ნაწილია“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თალაკვაძემ. მისივე თქმით, პარტიის მიერ ჩატარებულ კვლევებში, ასევე, ჩანს, რომ კამპანიის ჩატარების შემდეგ ,მათი კანდიდატების რეიტინგი გაიზარდა: „ჩვენი კამპანია წარმატებული და განსაკუთრებული იყო თბილისში, სადაც კახი კალაძემ თბილისელებს „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ შესახებ საკუთარი ხედვა და პროგრამა წარუდგინა. მოსახლეობასთან ორასამდე შეხვედრა ჩავატარეთ, მონაწილეობა მივიღეთ ყველა სატელევიზიო დებატში, შევხვდით პროფესიულ წრეებს და წარვადგინეთ ქალაქის მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები“, _ აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე. ოპოზიციური კანდიდატების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ თბილისს წინ მეორე ტური ელოდება და „ქართულ ოცნებას“ ურჩევენ, ამ აზრს შეეგუოს. საპირისპიროს ამტკიცებს არჩილ თალაკვაძე, რომლის თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს: „ჩვენს ხელთ არსებული კვლევებით, “ქართულ ოცნებას” აქვს ორჯერ მაღალი რეიტინგი, ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს და საზოგადოების მხრიდან გააჩნია სრულიად საკმარისი მხარდაჭერა იმისთვის, რომ დამაჯერებლად მოიგოს ამ არჩევნებში“, _ ამბობს თალაკვაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას და მხარდამჭერებს მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ანალოგიურ მოწოდებას აკეთებენ „ევროპულ საქართველოშიც“ _ პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, „ყველა სახლში დამჯდარი ადამიანი გახლავთ ხელისუფლებისთვის ნაჩუქარი ხმა _ ეს არის ხელისუფლებისგან წაღებული და მოპარული ხმა“: „აუცილებლად მობრძანდით არჩევნებზე, მობრძანდით არა იმიტომ, რომ რომელიღაც პარტიამ გაიმარჯვოს და ვიღაც გახდეს ქალაქის მერი ან გამგებელი. მობრძანდით იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი, თქვენი ოჯახი ცხოვრობდეს უკეთესად, რომ ქვეყანა მიდიოდეს წინ, ადამიანებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ საქართველო ვითარდება,“ _ განაცხადა დავით ბაქრაძემ. ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, სადაც აღნიშნავენ,  რომ მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და საჯარო სამსახურის თანამშრომლებს აიძულებს, საარჩევნო უბნებთან დღის 12:00 საათამდე მივიდნენ: "ხვალ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია. ძვირფასო მოქალაქეებო, ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ უპერსპექტივობა, უიმედობა, მაფიოზური, კრიმინალური მმართველობა. ხელისუფლებამ გააათკეცა ზეწოლა ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო მოხეელებზე. ძვირფასო პედაგოგებო, საბავშვო ბაღის, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებო, ავტობუსის მძღოლებო, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენი ხელმძღვანელები გაიძულებთ, საარჩევნო უბნებზე გამოცხადდეთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები დღის 12:00 საათამდე მიიყვანოთ. არ დანებდეთ ზეწოლას. ხვალ ყველანი ერთ მუშტად უნდა გამოცხადდეთ საარჩევნო უბნებზე და გავაგონოთ ჩვენი ხმა მილიარდელ ივანიშვილის ხელისუფლებას. არ დავნებდეთ ზეწოლას, შანტაჟს, მუქარას“, _ განაცხადა ნიკა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე. ოპოზიციის ამ განცხადებებს „ქართულ ოცნებაში“ დემაგოგიად აფასებენ. არჩილ თალაკვაძის თქმით, „წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა“ და ასეთივე იქნება ხვალინდელი დღე: „ხვალ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს იმ ადამიანებს, ვისაც სურს ანდოს საჯარო ინტერესები საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში. პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა ძლიერი განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ისაუბრა ხელისუფლების მზადყოფნაზე, ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები და მოუწოდა თანამოქალაქეებს, მიიღონ მონაწილეობა და გააკეთონ არჩევანი. დარღვევები, რომელზეც სადამკვირვებლო ორგანიზაციები ან ოპოზიციური პარტიები საუბრობენ, ერთეულ შემთხვევას წარმოადგენს. რაც მთავარია, კანდიდატების და პროგრამების წარდგენა, მედიასთან ურთიერთობა და გაშუქება, მოსახლეობასთან შეხვედრები, ოფისების დაქირავება და კამპანიის წარმართვა, დაფინანსების მოპოვება შესაძლებელი იყო ყველა პოლიტიკური პარტიისთვის“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას არჩილ ... ...
  • IDFI _ თბილისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობა და ადმინისტრაციული ხარჯებიინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა თბილისის მერიიდან და საკრებულოდან მიღებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი გამოაქვეყნა, რომელიც 2011-2016 წლებში მერიის სისტემისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების მიმოხილვას ასახავს. ორგანიზაციის განცხადებით, თბილისის მერიიდან და საკრებულოდან მიღებული 2011-2016 წლების მონაცემების ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუროკრატიული აპარატი მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას საჭიროებს. IDFI-ის ინფორმაციით, წლების განმავლობაში თბილისის მუნიციპალურ დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობის მატების ტენდენციები ფიქსირდება. შედეგად, როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, 2016 წლის მდგომარეობით თბილისის მერიასა და საკრებულოში, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში, დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 8 000 თანამშრომელს ითვლის: "მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე,  თბილისის მერობის კანდიდატები საკუთარი წინაასაარჩევნო კამპანიისას,  მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუროკრატიის ოპტიმიზაციის და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის რაციონალური განკარგვის საკითხებს.  საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გვსურს წარმოგიდგინოთ ქალაქ თბილისის მერიიდან და საკრებულოდან მიღებული მონაცემების ანალიზი, რომელიც ასახავს 2011-2016 წლებში თბილისის მერიის სისტემისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების მიმოხილვას. კვლევის განხორციელებას  სამწუხაროდ მნიშვნელოვნად აფერხებდა ქალაქ თბილისის მერიის სისტემიდან  სხვადასხვა საკითხებზე მოწოდებული არასრულყოფილი და არაკლასიფიცირებული მონაცემები. შედეგად, გარკვეულ  საკითხებზე  ვერ იქნა დეტალურად  შესწავლილი კონკრეტული წლის მონაცემები.  კვლევის ძირითადი მიგნებები:  -   2016 წლის მდგომარეობით თბილისის მერიასა და საკრებულოში, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 8 000 თანამშრომელს ითვლის;  -   2011-2016 წლებში ქალაქ თბილისის მერიაში (ადმინისტრაცია და საქალაქო სამსახურები) ყველაზე მეტი ადამიანი  2016 წელს იყო დასაქმებული - 1198 საშტატო და 80 შტატგარეშე თანამშრომელი;  -   თბილისის მერიაში დასაქმებულ თანამშრომელთა მკვეთრი მატება უმეტესწილად განაპირობა 2012 წელს თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შექმნამ, სადაც 2016 წლის მდგომარეობით დასაქმებულია დაახლოებით 480 თანამშრომელი;  -   7 რაიონული გამგეობიდან მიღებული მონაცემების მიხედვით 2013 წლის მდგომარეობით დასაქმებული იყო 524 თანამშრომელი, ხოლო 2015 წლის მდგომარეობით - 641 თანამშრომელი;  -   2016 წლის ივლისის მდგომარეობით თბილისის მერიის დაფუძნებულ 7 სსიპ-ში დასაქმებული იყო 2144 თანამშრომელი, ხოლო 79 არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირში - 3 684 თანამშრომელი;  -   2011 წლის მდგომარეობით, თბილისის საკრებულოს აპარატში დასაქმებული იყო 171 საშტატო და არცერთი შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო 2016 წლის მდგომარეობით - 247 საშტატო და 69 შტატგარეშე თანამშრომელი.  -   2011-2016 წლებში ქალაქ თბილისის მერიაში და რაიონულ გამგეობებში დასაქმებული საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე ყველაზე მაღალი ხარჯი გაწეულია 2013 წელს - 41 მილიონი ლარი, ეს მაჩვენებელი 2014 წელს 40 მილიონ ლარამდე, ხოლო 2015 წელს 35,6 მილიონ ლარამდე შემცირდა. 2016 წელს წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2 მილიონი ლარით გაიზარდა და 37,4 მილიონი ლარი შეადგინა.  -   2013 წლის შემდეგ შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირება განპირობებულია პრემიებზე გაწეული ხარჯების შემცირებით. კერძოდ, 2013 წელს  პრემიის სახით გაცემულია 14,2 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს -  6,7 მილიონი ლარი.  სახელფასო დანამატის სახით 2013 წელს გაიცა 3,1 მილიონი ხოლო  2016 წელს 3,6 მილიონი ლარი.     -   2013-2014 წლებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროგრამული ფორმატით შედგენის მეთოდოლოგიის დარღვევით, ადმინისტრაციის ასიგნებებიდან პრემიები ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ასევე გაცემულია თბილისის მერიის სხვა საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების თანამშრომლებზე.  -   თბილისის საკრებულოს შემთხვევაში შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება - 8,2 მილიონი ლარი, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს დაახლოებით 4 მილიონ ლარს, ხოლო პრემია 4,2 მილიონ ლარს. 2015 წელს საკრებულოში პრემიები გარკვეულწილად ჩაანაცვლა სახელფასო დანამატებმა და პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით სულ გაცემულია 2,8 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს - 3 მილიონი ლარი.  -   2011 წლის შემდეგ ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იმატებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შტატგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები. ეს რიცხვი 2016 წელს 2011 წელთან შედარებით დაახლოებით 4,5 -ჯერ არის გაზრდილი.  -   2017 წლის ივნისის მდგომარეობით ქალაქ თბილისის მერიის ბალანსზე ირიცხება 289 ავტომობილი, ხოლო თბილისის საკრებულოს ბალანსზე - 35 ავტომობილი. თბილისის მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით 2014 წლის შემდეგ ავტოპარკის განახლებაზე ხარჯები არ გაწეულა;   - 2015 წლის შემდეგ როგორც თბილისის მერიის ასევე საკრებულოს შემთხევაში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა;  - თბილისის საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯებზე ყველაზე მეტი გახარჯა 2014 წელს - 140,4 ათასი ლარი. 2016 წლის მდგომარეობით მსგავსი ხარჯები შეადგენს 42,1 ათას ლარს.  თბილისის მერიიდან და საკრებულოდან მიღებული 2011-2016 წლების მონაცემების ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  ბიუროკრატიული აპარატი მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას საჭიროებს. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ წლების განმავლობაში თბილისის მუნიციპალურ დაწესებულებებში იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. შედეგად, 2016 წლის მდგომარეობით თბილისის მერიასა და საკრებულოში, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ  სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში  დასაქმებულთა რაოდენობა  დაახლოებით 8 000 თანამშრომელს ითვლის. კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი, ვერ ჩაითვლება ბიუროკრატიული აპარატის იმ ოპტიმალურ ზომად, რაც საკმარისია მუნიციპალიტეტის სტრატეგიული მიზნების ეფექტიანი შესრულებისათვის.  2011-2016 წლებში თბილისის მერიის და საკრებულოს მიერ ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი,  აჩენს კითხვებს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ განკარგვასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ 2015-2016  წლებში შეინიშნება კონკრეტული ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის ტენდენციები (2013-2014 წლებთან შედარებით გარკვეულწილად  შემცირებულია პრემიებისა და დანამატების საერთო ხარჯი, მინიმუმამდეა დაყვანილი ავტოპარკის განახლების ხარჯები, შემცირებულია საწვავის მოხმარების  ხარჯი) IDFI მიიჩნევს, რომ  თბილისის მუნიციპალიტეტის სისტემის ბიუროკრატიული აპარატის ზომა და მის უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად აჭარბებს მუნიციპალიტეტის  საჭიროებებს  და აუცილებელია მისი შემდგომი ოპტიმიზაცია, რაც ხელს შეუწყობს  მუნიციპალიტეტის მაქსიმალურად ეფექტიანი და  მოქნილი ბიუროკრატიული სისტემის ... ...
  • არჩილ თალაკვაძე ოზურგეთელებს მიმართავს: "ბეგი სიორიძე გაიმარჯვებს, არჩევნებში ისევ ერთად გავიმარჯვებთ" (R)საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთელებს მიმართავს და მოუწოდებს ხვალ არჩევნებზე ბეგი სიორიძეს დაუჭირონ მხარი. "ძვირფასო ოზურგეთელებო, თქვენი მხარდაჭერით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ჩამაბარეს თანაგუნდელებმა _ კახი კალაძემ თავისი შტაბის უფროსად და დედაქალაქში საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელად დამასახელა. ამ კამპანიის განმავლობაში, ხშირად ჩემი ფიქრები თქვენთან არის. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ყველასათვის საყვარელი ქალაქი და საქართველოს სავიზიტო ბარათია, ჩემთვის ოზურგეთი მაინც ყველაზე ძვირფასი და ახლობელია. ბოლო წლების განმავლობაში, ოზურგეთსა და მის გარშემო მდებარე სოფლებში, თქვენთან ერთად ბევრი რამის გაკეთება შევძელით: ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ ჯანდაცვა, დავაგეთ შიდა გზები, არაერთ სოფელში შევიდა გაზი, დაფინანსდა საწარმოები, აშენდა ახალი საბავშვო ბაღები, აღვადგინეთ გურიაში ვაზის უნიკალური ჯიშები, მოწესრიგდა პარკები, გამოცოცხლდა კულტურული ცხოვრება, განახლდა ქალაქის ინფრასტრუქტურა და მიმდინარეობს ოზურგეთის თეატრის სრული რეაბილიტაცია. ამ წარმატებაში თითოეულ თქვენგანთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის ბეგი სიორიძეს _ ოზურგეთის მერს და ამჟამად “ქართული ოცნების” კანდიდატს მერის არჩევნებში. მჯერა, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში ჩვენ ისევ ერთად გავიმარჯვებთ, ბეგი სიორიძე გაიმარჯვებს, ოზურგეთი გაიმარჯვებს! ამისათვის აუცილებელია, თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს “ქართულ ოცნებას” და ბეგი სიორიძეს. წინ მნიშვნელოვანი პროექტები და ახალი ოზურგეთი გველოდება!" _ აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის ... ...
  • „გემუდარებით ყველას, ნუ მიმატოვებთ ამ განსაცდელში, დამეხმარეთ ეტლიდან წამოდგომაში“„გამარჯობათ, მაპატიეთ, რომ გაწუხებთ, მე რუსლანი  ვარ, ჩუტკერაშვილი, 33 წლის.  ახალციხის რაიონის სოფელ წინუბანში ვცხოვრობ“, _ ასე იწყება წერილი, რომელიც „გურია ნიუსმა“ ცოტა ხნის წინ მიიღო. რუსლანს ხერხემალი და ზურგის ტვინი აქვს დაზიანებული და საწოლსაა მიჯაჭვული. როგორც თვითონ გვიყვება, მან 2007 წელს საწარმოო ტრავმა მიიღო. ფეხზე რომ დადგეს, რუსლანს ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, რეაბილიტაციის ერთი კურსის ღირებულება კი 3 725 ლარს შეადგენს, რის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. „10 წლის წინ თბილისში წავედი სამუშაოდ. ვფიქრობდი, ჩემი შრომით ოჯახს დავეხმარები და გაჭირვებას შევუმსუბუქებ-მეთქი, მაგრამ ერთ უბედურებას მეორე დაემატა. მუშაობის დროს მეხუთე სართულიდან გადმოვვარდი, რის შედეგადაც დამიზიანდა ხერხემალი და ზურგის ტვინი, წამერთვა მოძრაობის უნარი და მივეჯაჭვე ლოგინს. ამას თან დაერთო კუნთების დაჭიმულობა, ე.წ. სპასტიკა, რომელსაც საშინელი ტკივილები და კრუნჩხვა ახლავს. სპასტიკა რომ მოიხსნას, გამოვჯანმრთელდე და ფეხზე დავდგე, სასწრაფოდ მჭირდება რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი, ჩემს ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს, _ გვიყვება რუსლანი. რუსლანი მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ჩვენი რესპონდენტის თქმით, მათი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 350 ლარს შეადგენს. ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და უმწეოთათვის განკუთვნილ თანხასაც იღებდა, თუმცა, 2 წლის წინ, გეგმიური გადამოწმების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ  სახელმწიფო ოჯახზე სოციალურ შემწეობას აღარ გასცემდა.  „სოციალური დახმარება მეორე წელია მომიხსნეს. წელსაც მქონდა დაწერილი დახმარების თაობაზე განცხადება. მოვიდნენ, შეამოწმეს და მაღალი სარეიტინგო ქულა მოვიდა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ, რაც ეს შემემთხვა, სულ ვიღებდი დახმარებას. ქონება იგივეა, ოჯახში მდგომარეობა უფრო გაუარესებული მაქვს _  დედა მუდმივად მაღალი არტერიულ წნევას ატარებს. მარტო მამა მუშაობს. ჩვენი შემოსავალი თვეში 350 ლარია. მშობლები უკვე ასაკში არიან. მიწას ვერ ვუვლით. არც გვაქვს ბევრი მიწა. პაპაჩემის აშენებულ სახლში ვცხოვრობთ. ჩემი მდგომარეობაც უფრო გართულებულია. ნაწოლები გამიჩნდა, ფილტვებზეც პრობლემა მაქვს. ასეთ პირობებში მაღალი სარეიტინგო ქულა მივიღეთ  და „დავრჩი ჰაერში“. რუსლანის თქმით, პენსია და ოჯახის შემოსავალი ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლადაც არ ჰყოფნით. „პენსია და ის ფინანსური შემოსავალი, რაც ჩვენს ოჯახს აქვს, წამლების და პამპერსის შესაძენადაც არ მყოფნის. მხოლოდ აუცილებელ, იაფფასიან წამლებს და კრემებს ვყიდულობ, განგრენა რომ არ განვითარდეს. ძალიან მეუხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ ცოტა ეკონომია რომ გავაკეთო, ღამით პამპერსს არ ვიკეთებ და ბოთლი მიდგას. ცოტა ხნით რაღაც დამატებითი შემოსავალიც გამიჩნდა. სოციალურ საწარმოში სტაჟიორად ამიყვანეს, სადაც საწარმოს ფეისბუქგვერდის მართვაში ვეხმარებოდი. 200 ლარს მიხდიდნენ. თუმცა, პროექტი სამთვიანი იყო და სექტემბერში დასრულდა". კითხვაზე _ კომპანიამ, სადაც ტრავმა მიიღო, გაუწია თუ არა დახმარება, რუსლან ჩუტკერაშვილი გვპასუხობს, რომ მათ მხოლოდ ის თანხა აანაზღაურეს, რაც ტრავმის მიღების შემდეგ საავადმყოფოში დასჭირდა. შემდეგ კი მისი ამბით არავინ დაინტერესებულა. „რომ დაინახეს, ცოცხალი გადავრჩი, საერთოდ დაიკარგნენ. ეტყობა, ჩემი სიკვდილი მაგრად დააზარალებდათ. ინდმეწარმე დავით ქიმერიძესთან ვმუშაობდი, რომელიც ასრულებდა შპს "ოლდ თბილისი კონსტრაქშენის" დაკვეთას. თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩის 65 ნომერში არსებულ სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოს" კუთვნილი მიწის ნაკვეთზე 4 და 5-სართულიანი შენობების დემონტაჟი მიმდინარეობდა. დაზიანების მიღების შემდეგ ოპერაციის გაკეთება დამჭირდა და 3 თვე საავადმყოფოში გავატარე. ხარჯები კომპანიამ გადაიხადა, მაგრამ 2008 წელს, რაც საავადმყოფოდან გამომწერეს, აღარ გამოჩენილან და არც დახმარება გაუწევიათ ჩემთვის". რუსლანის თქმით, ექსპერტიზის დასკვნით ის დაზარალებულად ცნობილი, სასამართლო გადაწყვეტილებით კი თავად დამსაქმებელი ქიმერიძე _ დამნაშავედ. „ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულად ვარ ცნობილი. 2009 წლის 23 იანვარს ჩატარდა სასამართლო, მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე იყო, სხდომის მდივანი _ დაჩი ჯაფარიძე, საქმის პროკურორი ვ. ალუღიშვილი, განსასჯელი დავით ქიმერიძე, ადვოკატი _ ს. კომახიძე. განაჩენში, ნომრით 1|176-09, დავით ქიმერიძე დამნაშავედაა ცნობილი. ბევრი ვეცადე და ახლაც ვცდილობ, გავიგო ეს კომპანია კიდევ არის საქართველოში თუ არა, მაგრამ, ჯერჯერობით, შედეგი არაა.  ქიმერიძემ აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა, რა სახის მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსების ჩატარება მჭირდებოდა და თავის მხრივ, ის აუცილებლად ჩააყენებდა საქმის კურსში კომპანიის ხელმძღვანელებს. მიუხედავად ამისა, ყველა გაქრა, მე კი ვერ მოვახერხე მათი ნახვა, გაგება, სად მოღვაწეობენ“, _ გვეუბნება  რუსლანი. როგორც მან გვითხრა, დაახლოებით, ერთი თვის წინ თურქეთიდან ჩამოსულ ექიმთან იყო კონსულტაციაზე მისული, რომელმაც თურქეთში ოპერაციის სასწრაფოდ გაკეთება ურჩია, მანამდე კი ფიზიოთერაპიის კურსი უნდა ჩაიტაროს. „ექიმმა მითხრა, რომ სპასტიკის შესაჩერებლად სასწრაფოდ ფიზიოთერაპიის კურსი უნდა ჩავიტარო, ვიდრე ოპერაციისთვის საჭირო თანხას შევაგროვებ. წინააღდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია მთლიან ორგანიზმზე გავრცელდეს და იმაზე უარეს მდგომარეობაში ჩავვარდე, ვიდრე ვარ. ამ ეტაპზე ხერხემლიდან ფიქსატურები მაქვს ამოსაღები, შემდეგ ფეხში ნერვის აღდგენა უნდა მოხდეს, შემდეგ ღეროვანი უჯრედები უნდა გადამინერგონ და რეაბილიტაციის კურსი ჩავიტარო“, _ ამბობს რუსლანი და დასძენს _ „სასიხარულო და იმედისმომცემი ისაა, რომ, როგორც ექიმები ამბობენ, ჩემი ავადმყოფობა ექვემდებარება მკურნალობას. იმედს მაძლევენ, რომ ფეხზე დავდგები, მაგრამ ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული _ იქნება თანხა ვიცოცხლებ, არ იქნება თანხა და... მომიწევს უიმედობაში გავატარო დარჩენილი დღეები“. „გურია ნიუსი“ იმ კლინიკას დაუკავშირდა, სადაც რუსლანი კონსულტაციაზე იმყოფებოდა. „რუსლანი ჩამოვიდა კონსულტაციაზე. ექიმმა გასინჯა. მისი საქმე თურქეთში კომისიამ განიხილა და გადაწყვიტეს, რომ ესაჭიროება ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, რომ მან სიარული შეძლოს. ოპერაციისთვის, ფასდაკლებით 32 000 დოლარია საჭირო“, _ აცხადებენ მედიკლაბში.  რუსლანმა თურქეთში ოპერაციის დაფინანსების თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. „ჯანდაცვის სამინისტრომ  ქართველ ექიმ-ექსპერტთან დამინიშნა კონსულტაცია, რის შემდეგაც გადაწყდება, დამიფინანსებენ თუ არა ოპერაციას, მანამდე კი აუცილებლად უნდა გავიარო ფიზიოთერაპიის კურსი, _ ამბობს რუსლანი „გურია ნიუსთან“ საუბრისას. რუსლანი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია. „იმედი გამიჩნდა, რომ ეტლს სამუდამოდ მოვიშორებ და ორივე ფეხით გავუყვები ჩემი ცხოვრების ბილიკებს. გემუდარებით ყველას, დამიდექით გვერდში, ნუ მიმატოვებთ ამ განსაცდელში მარტო, დამეხმარეთ ეტლიდან წამოდგომაში“, _ წერს რუსლანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ფიზიოთერაპიის ერთი კურსის ღირებულება  3 725  ლარია. რუსლანის ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს და მთლიანად სიკეთის იმედად არიან. რუსლანის სახელზე გახსნილია ანგარიში, სადაც მისი დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ. ანგარიშის ნომრები: ლიბერთი ბანკი ბანკის კოდი: LBRTGE22; ანგარიშის ნომერი: GE43LB0711156006781000; საქართველოს ბანკი ბანკის კოდი BAGAGE22; ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000269267500; პირადი ნომერი: 47001012929; მიმღები რუსლან ჩუტკერაშვილი. ტელ: (557) 108439; ასევე, შეგიძლიათ, განახორციელოთ საქველმოქმედო ზარი მაგთის და ბილაინის ოპერატორებიდან ნომერზე: 0901701317. ზარის ღირებულებაა 1 ... ...

არქივი

ზაფრანი

„ლაბორატორიული ცხოველების დაცვის დღე

ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების ძალისხმევით, 1979...

ყველაფერი ანტიბიოტიკების შესახებ

ანტიბიოტიკები ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას....

უიღბლო ბიზნესმენი

დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჩარლზმა საკუთარი...

გადარჩენილი ლომები

ტანზანიაში, მიკუმის ნაკრძალში მობინადრე ლომების...

გეპარდის მეგობრები

იტალიელები - 50 წლის ლაურა...

დიეტა დიეტის გარეშე

კარგი აღნაგობის შენარჩუნების საიდუმლოს გვიმხელს...
კარმიდამო ჩემი

როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა

მედიკამენტებით მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის...

ყინულით მკურნალობა

ყინულის სამკურნალო თვისებაზე ჯერ კიდევ...

ფიტოთერაპევტების რჩევები

თუ წყალში 5-6 დღე ჩააგდებთ...

რა რაოდენობის სითხეა აუცილებელი ბავშვისთვის

ორგანიზმს არ შეუძლია სითხის გარეშე...

მწვანილის სამკურნალო თვისებები

ცოცხალ პოლივიტამინებზე უკეთესი არაფერია. მათ...

ნატურალური თაფლი ვირუსებს ებრძვის

ნატურალური თაფლი სიცოცხლისა და ახალგაზრდობის...

თავყვითელა - მკურნალი

ხალხურ მედიცინაში თავყვითელას იყენებდნენ, როგორც...

სიმინდის სასარგებლო თვისებები

სიმინდის მარცვლები შეიცავს წყალს, ცილოვან...

87 წლის ქალბატონი, მეცხრე სართულზე გაშენებული ბაღიდან გვესალმება

თბილისში, დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი...

"ფულის ხე"_ როგორ მოვუაროთ მას?

კრასულა ერთ-ერთი ტროპიკული მცენარეა, რომელსაც...

ლიმონის ინფექციური დაავადების განახლებული საფრთხე

დღეს საქართველოში მცენარეთა ახალი დაავადებებების...