„საიდუმლო აგენტის“ თავგადასავალი

ა კიდო

„საიდუმლო აგენტის“ თავგადასავალი

5 აგვ. 2018, 00:30:52

დღეს მორიგ სახალისო ისტორიებს შემოგთავაზებთ და სიტყვას ტრადიციულად თანამემამულე სამართალდამცველებს მივცე, ანუ მათ, რომლებსაც გაგანია საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურად  მილიციონერები, ხალხის ჟარგონზე კი სხვა სახელი ერქვათ.

თავდაპირველად სიტყვას პოლკოვნიკ ოთარ მელიას გადავცემ, რომელიც ჩვენს მკითხველს ერთ უჩვეულო „კრიმინალურ“ ისტორიას მოუყვება.

„ეს უჩვეულო კურიოზი გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს მოხდა მოსკოვის ერთ-ერთ საიუველირო ფაბრიკაში, სადაც ძვირფასი ქვებისგან სხვადასხვა სამკაულებს ამზადებდნენ და ოქროსა და პლატინის ჩარჩოებში სვამდნენ.

ერთ მშვენიერ დღეს „მურში“ ფაბრიკის დირექტორი მოვიდა და განაცხადა, რომ 8 საამქროდან, სადაც კოლიეებს ამზადებდნენ, 9 ცალი სამ-სამ კარატიანი ბრილიანტის თვალი დაიკარგა, რომელთა საერთო ღირებულება 120 ათასი მანეთი იყო. მოკვლევამ უჩვენა, რომ ფაბრიკის თანამშრომლების მიერ ქურდობის ფაქტი გამორიცხული იყო, რადგან მათ ყოველი გამოსვლისას საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ. ქვებს ვერც საამქროში დამალავდნენ, რადგან მილიციამ ყველაფერი გადაჩხრიკა და ვერაფერი აღმოაჩინა.

ერთი სიტყვით, გამოძიება ჩიხში მოექცა, რადგან ვერც თანამშრომლების საგულდაგულო დაკითხვამ გამოიღო შედეგი. არადა, ქვები დაკარგული იყო, ქურდი რეალურად არსებობდა და საჭირო იყო მოგვეძებნა. ის ცხრა ცალი ქვა გვერდიგვერდ მდებარე ორი მაგიდიდან დაიკარგა. ერთ-ერთ მათგანთან ვინმე იური ლისოვი მუშაობდა, მეორესთან კი – ისააკ როტმანი. ორი კვირის მერე ქურდობა განმეორდა და ლისოვისა და როტმანის მაგიდებიდან ისევ ცხრა ცალი სამ-სამ კარატიანი ბრილიანტი დაიკარგა, კვლავ 120 ათასი მანეთის ღირებულებით...

ბევრი რომ არ გავაგრძელო, საამქროში ვიდეოკამერები დავაყენეთ და სწორედ იმ დროს ჩავრთეთ, როდესაც ქვები იკარგებოდა, ანუ, მაშინ, როცა საამქროს თანამშრომლები შესვენებაზე გადიოდნენ და საამქრო ცარიელდებოდა.

შესრულდა თუ არა 13 საათი და 15 წუთი, საამქროში ღია ფანჯრიდან საფოსტო მტრედი შეფრინდა. ის პირდაპირ ლისოვისა და როტმანის მაგიდაზე დაფრინდა, სპეციალურად ღიად დატოვებულ ვიტრინაში ჩაძვრა, ბრილიანტები აკენკა და ისევ უკან გაფრინდა. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო: წინასწარ მობილიზებულმა ოპერატიულმა ტექნიკურმა ჯგუფმა მტრედის მარშრუტს მისდია და ქურდმა ფრინველმა ისინი ისააკ როტმანის სახლში მიიყვანა. როტმანს მტრედი მზესუმზირის სუნზე ჰყოლია დაგეშილი“.

ჩვენი მომდევნო სტუმარი პოდპოლკოვნიკი ლევან სისორდია იქნება.

„ლენინგრადში იურიდიულზე ვსწავლობდი დაუსწრებლად, პარალელურად კი იქვე ქალაქის ციხეში ვმუშაობდი ზედამხედველად. 21 წლის ვიყავი, უცოლო და ერთ ქვრივ ქალთან ვათენებდი ხოლმე ღამეს, რომელთანაც სიყვარულიც მქონდა... ქვრივ ქალს ძალიან ვუყვარდი, მივლიდა, მპატრონობდა და ეჭვიანობდა კიდეც. ამიტომ ხშირად მირეკავდა ხოლმე სამსახურში, მაგრამ არ იცოდა, რომ ციხეში ვმუშაობდი, რადგან ამის გამხელა მრცხვენოდა და ვეუბნებოდი, მხაზველად ვმუშაობ-მეთქი. სამსახურშიც ყველა გაფრთხილებული მყავდა და კლარა რომ დარეკავდა, ასე დამიძახებდნენ ხოლმე მის გასაგონად: „მოდი, დომიკო, ტელეფონთან, მაგ პროექტს მერე დახაზავ, კლარა პეტროვნა გეძახისო...“ ერთი სიტყვით, კლარა პეტროვნა ყურადღებას არ მაკლებდა.

ერთ მშვენიერ დღეს ციხიდან რეციდივისტი პავლე მამონტოვი, მეტსახელად „მამონტი“ გაიქცა. ეს ყველაფერი ჩემს ცვლაში მოხდა. მართალია, სხვისი უბანი იყო, მაგრამ მაინც შეშინებული ვიყავი. ამ დროს დამიძახეს, კლარა პეტროვნა გირეკავსო და, ყურმილი რომ ავიღე, მან მითხრა:

– დომიჩკა, სტუმარი გვყავს, ჩემი შორეული ნათესავი პავლუშა. პროფესიით მსახიობია, გასტროლებზე ჩამოვიდა ჩვენთან. ახლა სტუმრად გვეწვია და მალე მოდიო.

– პროექტს დავასრულებ და მოვალ, – ვუთხარი კლარას და ყურმილი დავკიდე.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, საღამოს 10 საათი სრულდებოდა, სახლში რომ მივედი. ოთახში შევედი და სუფრასთან მჯდომი კაცი დავინახე, რომელიც ბორშჩს შეექცეოდა.

– აი, ძვირფასო, ჩემი პავლუშა, – მითხრა კლარამ და სტუმრისკენ გაიშვირა ხელი, რომელსაც კოვზი ხელიდან გაუვარდა, – ლენინგრადში გასტროლებზე ჩამოვიდა სარატოვიდან და სამი-ოთხი დღე აქ დარჩება.

– ეს ისეთივე მსახიობია, როგორიც მე – მხაზველი, – ვუთხარი კლარას და პისტოლეტი „სტუმარს“ მივუშვირე, რომელიც ციხიდან დილით გაქცეული „მამონტი“ აღმოჩნდა.

გაქცეული ციხეში დავაბრუნე, მაგრამ მე აღარ დავბრუნებულვარ კლარასთან და საცხოვრებლად საერთო საცხოვრებელში გადავედი“.

დღევანდელი „კრიმინალური ისტორიების“ დასასრულს ერთ „უჩვეულო“ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ერთ-ერთ ჩვენს თანამემამულეს შეემთხვა. გარკვეული მიზეზის გამო ამ ადამიანის ვინაობას საიდუმლოდ შევინახავთ.

„ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე გახლავართ, არც არასოდეს ვყოფილვარ „ბრალიანი“ ან რამე დიდი თანამდებობის პირი, უბრალოდ, ახალგაზრდობაში, როგორც იტყვიან ხოლმე, „ჩხიკინი“ მიყვარდა. ჩემს ოთახში ათასი დაშლილი რადიო თუ მაგნიტოფონი მეყარა. ხან რას ვაწყობდი, ხან – რას. ჩემს დაბა შორაპანში პირველი „რადიოხულიგანი“ გახლდით.

70-იანი წლები გახსოვთ ალბათ. მაშინ ჯარში ყველა მიდიოდა და მეც მომაკითხეს. კაი სუფრით გამაცილა ოჯახმა და თავი რუსეთში ამოვყავი „სვიაზისტად“. ყველაფერი საიდუმლო იყო. მე 51-ე ვიყავი. ყველას ნომრებით ვიცნობდი. მქონდა ჩემი ოთახი და ის ადგილი, სადაც ვმუშაობდი.

ორი წლის შემდეგ უფროსმა ოფიცერმა დამიძახა და მკითხა, შვებულება არ გინდაო? როგორ არა-მეთქი, ვუპასუხე და გამოვტრიალდი. მან მკითხა, სად მიდიხარო. მეც ვუპასუხე, – ბარგის ჩასალაგებლად-მეთქი. ასე არ მითხარით, შვებულებაში გიშვებთო?! მას გაეცინა და მითხრა, შვებულებით სახლში კი არ გიშვებთ, უბრალოდ, მაღლა აგიყვანთ, გემზე, სამი კვირით. სუფთა ჰაერს ჩაყლაპავ, სამუშაოდან დაისვენებო. მაშინაც მკაცრად გამაფრთხილეს, ზევით კაციშვილს არ უნდა უთხრა, სად მსახურობ ან რას აკეთებო.

მოკლედ, ის შვებულებაც და კიდევ ერთი წელი იქ ვიმსახურე. ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი ვიქნები ასეთი საიდუმლო სამსახურიდან სახლში დაბრუნებული, როცა ყველა ნათესავი, მეგობარი თუ ნაცნობი გეკითხება, სად იყავი, რას აკეთებდიო. მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი, მით უმეტეს, რომ სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ მოსკოვში პოლკოვნიკი დაგვხვდა და გაგვაფრთხილა საიდუმლოს არგამხელის შესახებ. ეს კია, რაღაც ნომერი მომცეს, თუ რამე დაგჭირდეს, ამ ნომერზე დაგვირეკე, იმ შემთხვევაში, თუ კოდური სიტყვა „ვმუშაობ „ლეჩკომბინატში“ ნომერი ესა და ეს“ არ გაითვალისწინესო.

ჩამოვედი თუ არა, ელემენტების ქარხანაში დავიწყე მუშაობა, ცოლიც მოვიყვანე, მშვიდობიანად ვცხოვრობდი ჩემთვის და არც რამე პრობლემა მქონია, რომ კოდი გამომეყენებინა. მერე ჩვენთან ახალი უბნის ინსპექტორი დანიშნეს. არ ვიცი, ვინ რა უთხრა ჩემზე, მაგრამ რატომღაც, გადამეკიდა. სადაც შემხვდებოდა, თითს მიქნევდა – დაიცა, შენ რა გიყოო.

ერთხელ „ზაკაზად“ შევხვდი. ვუთხარი, რა გინდა, ერთი კანონმორჩილი მოქალაქე ვარ-მეთქი. მან მიპასუხა, მე ყველაფერი ვიცი, შენი წარსულიც და აწმყოც. მოვა მაგის დრო და, ხელბორკილებს რომ დაგადებ, მერე გეტყვი, რაც მინდაო. მოკლედ, ბოლოს უკვე, რომ ჩაივლიდა და დამინახავდა, ხალხშიც მეძახდა, – შენ თუ არ დაგიჭიროო.

ბოლოს და ბოლოს, ყელში ამომივიდა, კარგად გამოვეწყვე, ზესტაფონის პოლიციის უფროსთან შევედი და ის კოდური სიტყვა ვუთხარი: „მე ვმუშაობ „ლეჩკომბინატში“, ეს ნომერი ვარ-მეთქი“ კაცი სავარძლიდან წამოხტა – აბა, რამ შეგაწუხათ, რა პრობლემა გაქვთო. მეც ძალა ვიგრძენი და ვუთხარი, ეს თქვენი ახალი ინსპექტორი გადამეკიდა და თქვენ თუ არ მომაშორებთ თავიდან იძულებული ვიქნები, ამ ნომერზე დავრეკო-მეთქი და ნომერიც წინ დავუდე. მილიციის უფროსი გაგიჟდა: რას ბრძანებთ, ბატონო, იქ დარეკვა რად გინდათ, ახლავე ყველაფერს მოვაგვარებო. იმ წამს დარეკა, ახლავე მომიყვანეთ ესა და ეს ინსპექტორიო. სულ ორი წუთი მომიწია ცდა. შემოსვლისას, დამინახა თუ არა, გაეცინა და გამომძახა – ჰო ვიცოდი, მე თუ არა, სხვა მაინც მოგიყვანდა აქო. ამაზე უფროსი წამოუხტა: ვის ეუბნები მაგას! ახლავე განცხადება დაწერე და გათავისუფლებული ხარ სამსახურიდანო. ინსპექტორი გაშავდა, ენა დაება, ვერც განძრევა მოახერხა, ვერც დაჯდომა. უფროსი კი ლანძღავდა – ეს უპატიოსნესი მოქალაქე როგორ გამინაწყენეო. უცებ ავდექი და უფროსს ვუთხარი, არ მინდა ამ კაცის გათავისუფლება, ოღონდ მე შემეშვას-მეთქი.

მოკლედ, ისევ მე დავტოვე სამსახურში. ამის მერე, თუ სადმე დამინახავდა, მართლაც გამეცლებოდა ხოლმე, რამდენჯერ ქუჩიდან მეორე მხარეს გადასულა. ერთხელ ქეიფში შევხვდით და, უკვე შეზარხოშებული რომ ვიყავით ყველანი, გვერდით მომიჯდა და მითხრა: ერთი ის ვიცი, რომ ვანო ხარ, შორაპანში ცხოვრობ, აქ უცხოვრია შენს გვარსა და ჯიშს, აქ გიმუშავია და, თუ რამე გიკეთებია, აქ გიკეთებია... მეტი ვინ ხარ ასეთი, ერთი ეს მითხარი, თუ ძმა ხარო. ჯერ შიშით რას ვეტყოდი, მეორეც, თვითონაც არ ვიცოდი, ვინ ვიყავი და მისთვის რა უნდა მეთქვა“.




 ახალი ამბები
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...
  • ავარია ქვაბღასთან _ როგორია დაშავებულების მდგომარეობაბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან. „ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე. ჩვენს კითხვაზე, ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ნოდარ ირემაძე გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად. „წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია. მთავარია, მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე. 6 დაშავებულიდან 2 _ მამაკაცი და ქალი "ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე: „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ. 4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" შეიყვანეს. „მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 პაციენტი უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას. „4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 _ უკვე გავწერეთ და 3 _ რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში მასაც გავწერთ“, _ ამბობს ... ...
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...
  • შაქარაშვილის საქმე- დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ უკვე არსებულ კლასიფიკაციას  დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მცხეთაში, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მაშველებმა მის ცხედარს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში მიაგნეს. "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • რა სახელდება ექსპერტიზის დასკვნით შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზად"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების შესახებ და, აქედან გამომდინარე, მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილების თაობაზე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურის მიერ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რის შესახებაც წინასწარ აუცილებლად გაიმართება კონსულტაცია გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან. საქმის სირთულის და სენსიტიურობის გათვალისწინებით, პროკურატურა სთხოვს ყველას თავი შეიკავონ გადაუმოუწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცეს შესაძლებლობა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად და შესაბამისად, პროკურატურას სამართლებრივი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სრული სიმკაცრით აგონ პასუხი კანონის წინაშე. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ფოტოვიზუალური ნაწილის გარეშე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც შაქარაშვილის გარდაცვალებასთან ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების გასაჯაროების შესახებ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...