„შემთხვევა რიო-დე-ჟანეიროში“
ერთხელ ბატონი ლევან ბერძენიშვილი შორეულ ბრაზილიაში აღმოჩნდა და სრულიად მოულოდნელად ერთ კრიმინალურ ისტორიაში გარეული აღმოჩნდა. ამ ამბავს მოგვიანებით შემდეგნაირად იგონებდა.
„რიო-დე-ჟანეიროში პლაჟზე მივსეირნობდით მე, ივლიანე ხაინდრავა და კიდევ ერთი რუსი მეგობარი. აზრზე მოსვლა ვერც მოვასწარით, რომ დანებით შეიარაღებული შვიდი - რვა აფროამერიკელი ბიჭი გვეძგერა და პირწმინდად გაგვფცქვნეს.
პოლიციამ მოახერხა, მძარცველები ეპოვა და განყოფილებაში ჩვენი ნივთები დაგვიბრუნეს. გამოვდივართ გარეთ და ხაინდრავა მეუბნება:
- ლევან, არ გეწყინოს და შენს გვერდით სეირნობა შარია.
- რატომ? - დავიბენი.
- სანამ 100 კილოს არ ჩამოსცდები, ბრაზილიაში აღარ წამოგყვები.
- ეგ რა შუაშია?
- პოლიციელმა მითხრა, ბრაზილიაში რაც უფრო მსუქანია ადამიანი, მით უფრო მდიდარი ჰგონიათო და ამ 170 - კილოგრამიან კაცს რომ გდიო, ყელის გამოჭრა გარანტირებული მაქვს.“