შეშფოთებული სესილია თაყაიშვილი

ა კიდო

შეშფოთებული სესილია თაყაიშვილი

11 ივნ. 2017, 19:41:06

რამდენჯერმე მსახიობების გარემოცვაში მოვხვდი… ამ პროფესიის ადამიანებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია „სახალისო ისტორიების” მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ აქტიორები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ. მაგალითად პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, მსახიობების მიერ ნათამაშევი როლები კი დროის ყველა გამოცდას უძლებს და მაყურებლის გულებშიც ადგილს მუდმივად იკავებს.

დღევანდელ წერილში ტრადიციულად ქართული სცენისა და ეკრანის მთავარი მომქმედი გმირების მორიგ „თავგადასავლებს” შემოგთავაზებთ.

თავდაპირველად სიტყვას ბატონ ზურაბ ქაფიანიძეს მივცემ, რომელიც ქალბატონ სესილია თაყაიშვილთან დაკავშირებულ ერთ სახალისო მოგონებას გაიხსენებს.

„საზანოს თავზე ჩემი და სესილიას გავლას ვიღებთ, აპარატი გაფუჭდა, სესილიას სავარძელი მოართვეს, დააბრძანეს, მე – ნაბადი და წამოვწექი სესილიას გვერდით, ჩეროში, გზის პირას. ამ დროს ჩვენ გვერდით შავი „ვოლგა“ გაჩერდა და კინოსტუდიის ფინანსების დირექტორი სახეჩიძე გადმოვიდა – იქაური ყოფილა. ატყდა – როგორ ხარ, ჰაი და ჰუი... სესილია, როგორ უყვარხართ ჩემს მეუღლეს და როგორ უნდა თქვენი გაცნობა.

– დაუძახე!

გადმოვიდა ქალბატონი – საოცრად სათნო, ზრდილი, აი, ისეთი მწყაზარი, ქართველი ქალები რომ არიან. სახეზე გაწითლდა, სესილია რომ დაინახა, ლამის ხელზე აკოცა სესილიას, ისეთი მოკრძალებით, სითბოთი და კდემამოსილებით შეხვდა! ამ დროს სახეჩიძე ეკითხება სესილიას:

– ქალბატონო სესილია, გადაღების საქმე როგორ მიდის?

– აპარატს დაენძრა, – თქვა სესილიამ. სახეჩიძის მეუღლე გაშრა, შეცბა. სესილიამ შეამჩნია და უკან არ დაიხია: – თქვენა ხართ ამის ცოლი?

– ჩემი ცოლია, ქალბატონო სესილია.

სესილია გამშრალ და ფერდაკარგულ ქალს მიუტრიალდა:

– მერე, არ გეშინია, კინოსტუდიაში ამდენი ბოზები რომ არიან და შენი ქმარი იქ მუშაობს?!

ქალი წავიდა, მანქანაში ჩაჯდა.

– ქალბატონო სესილია, ხვალ ან ზეგ ამოგივლით და ჩვენს ოჯახში ვივახშმოთ.

ათმა ხვალემ და ზეგმა გაიარა და სახეჩიძე აღარ გამოჩენილა“.

ბატონი ზურაბი იპოლიტე ხვიჩიასთან დაკავშირებულ ერთ „ისტორიასაც“ მოგვიყვება.

 „როცა კინოსტუდიის ბიჭებს ფული არ გვქონდა, იპოლიტე რომ შემოვიდოდა ეზოში, თვალით მანიშნებდნენ, მიდიო. მეც მივეპარებოდი, იპოლიტეს ზურგიდან ხელს შემოვხვევდი, გავაკავებდი, ბიჭები 20-კაპიკიან „პასტას“ ამოუღებდნენ და 25 მანეთად ვუბრუნებდით თავის „პასტას“. ჩვენ ღვინოზე გავრბოდით, იპო გვლოცავდა: „რა უნდა ელაპარაკო ამ ვირებს, ამათა“. ერთხელაც ახალი კინოსტუდიის დიდ ეზოში მივედი, იპოლიტე ხალხში დგას. მე ხელები გავშალე და იპოლიტესკენ მისასალმებლად, მოსახვევად წავედი. იპომ ამოიღო ჩინური, გრძელი ჯაყვა და გამომეკიდა. ორი წრე რომ დავარტყით ეზოს, იპოლიტე მიყვირის:

– შეჩერდი, შე ვირო, დავიღალე!

– რა იყო, იპო, დანით რატომ მომდევ?

– არ მომეკარო და იმიტომ! – თურმე წინა დღით ნასვამს ცოტა მაგრად მომიჭერია ხელი, ნეკნები სტკენია და ეს ჯაყვაც ჩემ გამო ჩაუდია ჯიბეში. შევრიგდით, ჩემს მარანში ჩემი ღვინით და იპოს პურმარილით!“

დღევანდელი წერილის დასასრულს ზურაბ ქაფიანიძე ცნობილ ფსიქიატრ ავლიპი ზურაბაშვილსაც გაიხსენებს... ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ „ამბავში“ თვით ბრიჯიტ ბარდო, სოფი ლორენი და ჯინა ლოლობრიჯიდა ფიგურირებენ.

 „რა ანეკდოტებს არ უგონებდნენ ფსიქიატრ ავლიპ ზურაბაშვილს. ზოგი ამბობდა, მართალიაო, ზოგი – უგონებენო.

სხვისი არ ვიცი და, მე ორ ნამდვილ ამბავს მოგახსენებთ, რაც, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს.

ამბავი პირველი

ავლიპი შემოვლაზეა პალატებში. ერთ პალატაში ერთ პაციენტს ჩამოუჯდა საწოლთან და ალერსიანად ეკითხება:

– აბა, ჯემალიკო, როგორა ხარ, თავს როგორა გრძნობ?

– რა ვიცი, აბა... ძალიან მაგარ გასაჭირში ვარ, ექიმო.

 – რათა, რა მოხდა?

– გადამრევენ ეს ქალები (ეტყობა, ამ „პროფილით“ მოხვდა სტაციონარში)!

– რაო, რა უნდათ?

– მეც კაცი ვარ, ადამიანი... განა ამდენი შემიძლია?

– რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია, შეიძლება, მიამბო?

– კი, ბატონო, ოღონდ, არ გამთქვათ... ერთ ღამეს სოფი ლორენთან ვწევარ, მეორე ღამეს – ლიზა ტეილორთან, მესამე ღამეს – ჯინა ლოლობრიჯიდასთან...  აგე, წუხელ ბრიჯიტ ბარდოსთან ვიწექი, ამაღამ მირეი მატიესთან უნდა დავწვე, მიცდის... ხვალ საღამოს კიდევ, ანი ჟირარდო და მილენ დე მონჟო ერთად მელოდებიან... შემიძლია მე ამდენი?!

ავლიპმა ცოტა ხანში „გამოსავალი იპოვა“.

– კარგი... შენა ამაღამ მიდი იმ შენს მირეი მატიესთანა, ხვალ საღამოსა ანი ჟირარდოსთან და მილენ დე მონჟოსთან მე მივალ... შეგენაცვლები, გაიგე შენა?

– აგაშენა ღმერთმა, – გაიხარა პაციენტმა.

– შენ როგორ ხარ? – ახლა მეორეს ეკითხება, ჟორჟიკას.

– ცუდად, ექიმო... მატარებლის მემანქანე ვარ და სამ-სამი სმენა გადაბმულად ვმუშაობ. ამაღამაც მატარებელი უნდა ჩავიყვანო ქუთაისში, ხვალ საღამოს ისევ უნდა წამოვიყვანო. გავსავათდი კაცი, აღარ შემიძლია, ბატონო, აღარც ეგეთი ხელფასი მინდა, რა!..

აბა, ანალოგს რაღა მოფიქრება უნდოდა?

– მოკლედ, შენ ჩაიყვანე ამაღამ მატარებელი ქუთაისში და ხვალ საღამოს იქიდან მე წამოვიყვან.

– მართლა? – ამოისუნთქა ჟორჟიკამ.

– ჰო, მართლა, მართლა... თუმცა, მოიცა, ხვალ საღამოს არ მცალია, ორი ფრანგი ქალი მიცდის და, ხომ არ მოვატყუებ? იჰ! – გამოერკვა მაშინვე, – ნეტა მეც არ გამაგიჟებდეთ თქვენა და... – წამოხტა და გავარდა პალატიდან“.




 ახალი ამბები
  • ბახმაროში ჩარჩენილები _ ხელის თხოვნა 2050 მეტრის სიმაღლეზე"ჩემს ტყუპს სიგიჟემდე რომ უყვარს ბახმარო, ალბათ, ყველამ იცის. მისი სიყვარულის ისტორიაც აქ დაიწყო, ჰოდა, უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ამ საოცარ ადგილას აღვნიშნავთ მის გაბედნიერებას და ჩვენს "ოქროს დაბადების დღესაც", გილოცავ ტყუპჩიკ, ეს რაღაც სხვა გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოვთქვამ. ვულოცავ საკუთარ თავს და ყველას, ვისაც შენი ბედნიერება უხარია. ასეთი თვალებგაბრწყინებულები იყავით სიცოცხლის ბოლომდე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!"  _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩოხატაურელი ხატია პაიჭაძე. გიგა პაიჭაძემ და სალომე შერგელაშვილმა ერთმანეთი დიდი ხნის წინ ბახმაროში გაიცნეს, ამიტომ სიმბოლურია, რომ შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს ხელი სწორედ ბახმაროში სთხოვა, სადაც სალომე "მაყრიონთან" ერთად ტყუპების 22 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ეს სიურპრიზი მოულოდნელი იყო მისთვის, მაგრამ იუბილარ სატრფოს როგორ გააწბილებდა. დაქორწინდნენ და მაყრიონიანად ჩარჩნენ ბახმაროში და ახლა გზის გახსნას ელოდებიან, რომ თავიანთი სიხარული სხვებსაც გადასდონ. "გურია ნიუსი" ულოცავს ახლად დაქორწინებულ წყვილს და ბედნიერებას და შვილთა სიმრავლეს უსურვებს ... ...
  • ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, თუ რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე. ცნობისთვის, ბახმაროში მისასვლელ გზაზე დღეს   მეწყერი ... ...
  • “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში“ამ საღამოს დაბა გომისმთაზე გამოიდარა. ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი  მცხოვრები  მერაბ სანიკიძე ამბობს, რომ დაბა გომისმთაზე ახლა სამი ადამიანი იმყოფება. “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში. დიდი თოვლი არის მოსული. ამ საღამოს გამოიდარა და ყინავს“, - გვითხრა ... ...
  • ბახმაროში გზის გახსნას ელოდებიანგურიაში, კონკრეტულად ბახმაროში  მოსულმა თოვლმა გზა ჩაკეტა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურის, იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კურორტზე 50 მანქანა და 200-მდე ადამიანი იმყოფება ამ დროისთვის. ისინი გზის გახსნას ... ...
  • გომისმთაზე 80 სმ თოვლი მოვიდადაბა გომისმთაზე თოვლი მოვიდა. ეს ფოტოები “გურია ნიუსს“ დაბის მკვიდრმა მერაბ სანიკიძემ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...