„სპეცჩამოსხმის ბორჯომი“

ა კიდო

„სპეცჩამოსხმის ბორჯომი“

16 სექ. 2018, 11:35:59

ლეიბორისტები - სოსო შატბერაშვილი და პაატა ჯიბლაძე ბატონ სააკაშვილთან სამკვდროდ-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულები. გაგიკვირდებათ და ამ სამეულს ერთხელ „სპეცჩამოსხმის ბორჯომი“ ერთად დაუჭაშნიკებია. სოსო შატბერაშვილი ამ ისტორიას არაერთხელ იხსენებდა.

„როდესაც სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ძალიან უყვარდა გამსვლელი სხდომების ქალაქგარეთ ჩატარება. იგი კომფორტის დიდი მოყვარულია. ხშირად გუდაურში, „მარკო პოლოში“ აწყობდა სხდომებს.

ერთხელაც, მორიგი სხდომის შემდეგ, საღამოს ვახშამზე მე და პაატა ჯიბლაძემ დალევა გადავწყვიტეთ. არადა, სპირტიანი სასმელი აკრძალული იყო. ამიტომ არაყი „ბორჯომის“ ბოთლში ჩავასხით და ისე ვსვამდით. სააკაშვილი მოპირდაპირე მაგიდასთან იჯდა. მიშა ხედავდა, რომ ჩვენ თანდათან კარგ ხასიათზე ვდგებოდით. უცებ, ჩემთან მოვიდა და მკითხა: „რას სვამთ, ბატონო სოსო?“ მეც ვუპასუხე - სპეცჩამოსხმის ბორჯომს-მეთქი.

სააკაშვილმა მისი გასინჯვა მოისურვა და ჩვენც დავუსხით. ორი ჭიქის შემდეგ მიშა კარგ ხასიათზე დადგა. საუბარი მედიცინაზე ჩამომიგდო. მაშინ მე ვკურირებდი ამ საკითხს, კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. დავიწყეთ კამათი. სააკაშვილი ნათელაშვილს გადასწვდა და მისი აზრები გააკრიტიკა. შალვას მედიცინის არაფერი გაეგება, მე კი სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის შვილიშვილი ვარო. ნათელაშვილს უთხარით, მედიცინაში ცხვირის ჩაყოფას ურჩევნია, დუშეთში ძროხები დაითვალოსო. ეს ისეთი ბავშვური გულუბრყვილობით თქვა, გაბრაზების ნაცვლად გამეცინა“.




 ახალი ამბები
  • „კრწანისი ვილა რეზიდენსის" სამშენებლო პროექტს „დომუს ქონსთრაქშენი" განახორციელებს. პროექტის მხარდამჭერია თიბისი (R)საცხოვრებელ კომპლექს "კრწანისი ვილა რეზიდენსსა" და სამშენებლო კომპანია „დომუს ქონსთრაქშენს" შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპლექსის ახალი სივრცის - „კრწანისი რესორტ რეზიდენსის" IV ფაზის სამშენებლო ნაწილს, „დომუს ქონსთრაქშენი" განახორციელებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია თიბისი. ინოვაციური პროექტი - „კრწანისი რესორტ რეზიდენსი" მრავალფუნქციური უბანია, რომელიც საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს. უბნის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება.  საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ გოლფის მანქანებით, საფეხმავლო და ველობილიკებით იქნება შესაძლებელი. ტერიტორიაზე უკვე დასრულდა 1 ჰექტარი ფართობის სკვერის მოწყობა. გამოწვევებით სავსე პერიოდში თიბისისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის შეუფერხებლად განვითარება. სამშენებლო და დეველოპერული მიმართულება კვლავ ერთი-ერთ პრიორიტეტად რჩება, სადაც თიბისის ჯამური ინვესტიცია 722 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკში დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიების მხარდასაჭერად ერთიანი სისტემა მოქმედებს, რომელიც იპოთეკურ ცენტრს, სექტორულ კვლევებს, დაფინანსების ინსტურმენტებსა და სხვადასხვა სახის შეთავაზებებს აერთიანებს. თიბისისთვის ღირებულია ისეთი პროექტის მხარდაჭერა, რომელიც ქალაქის სწორ დაგეგმარებასა და იერსახეზე ზრუნავს, მოსახლეობას კი საცხოვრებლად ეკოლოგიურად სუფთა გარემოს სთავაზობს. ... ...
  • "არ ვიცით, რა მოხდა" - პოლიციელები ოზურგეთში მომხდარ ყაჩაღობაზეცოტა ხნის წინ, ოზურგეთში სავაჭრო ცენტრი "მოდერნი" დააყაჩაღეს. წაღებულია, დაახლოებით,1000 ლარი. ამ დრომდე შსს პრესსამსახურიდან მხოლოდ ინფრომაციას გვაწვდიან, რომ საქმე აღძრულია 179 მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ინტესიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე მისულებმა მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ ცივი იარაღის მუქარით შეძლო ერთმა პირმა თანხის წაღება. პოლიციელები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. "არ ვიცით, რა მოხდა. მიმართეთ პრესსამსხურს", _ პასუხობენ ისინი ... ...
  • ოზურგეთში სავაჭრო ცენტრი „მოდერნი“ დააყაჩაღესახლახან, დღისით, ოზურგეთში სავაჭრო ცენტრი „მოდერნი“ დააყაჩაღეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ხდება გარკვევა, რა  არის წაღებული. „გურია  ნიუსის“ ინფორმაციით, წაღებულია საკმაო რაოდენობის ... ...
  • გიორგი სახოკია: „საშვი არის დროებითი ნებართვა და არაა მიბმული თანამდებობაზე“გურიის გუბერნატორი  გიორგი სახოკია , „გურია ნიუსს“ ესაუბრა ოზურგეთში, რამდენიმე  სამსახურის  ხელმძღვანელისთვის საშვის გაუქმების თაობაზე. მან დაადასტურა, რომ მოხდა საშვების გაუქმება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს არის დროებითი ნებართვა და ის არ არის თანამდებობაზე მიბმული: _მე არ ვიცი, რამდენი იყო, არ მიმიქცევია ყურადღება, კონკრეტულად ვინ  იყო.  ეს არის ჩვეულებრივი რუტინა, დროებითი ნებართვა და თანამდებობაზე არაა მიბმული. რაღაც უქმდება, რაღაც ემატება. ეს არის დინამიური პროცესი. თუ საჯარო მოხელეს, სამსახურიდან გამომდინარე, არ სჭირდება ღამით გადაადგილება, ან პანდემიიდან გამომდინარე, ასევე  სჭირდება გადაადგილება, შესაძლებელია, გაუქმდეს. საშვი შესაძლოა იყოს ერთჯერადი, შეიძლება გაუქმდეს კვირის ბოლოს, შეიძლება დღის ბოლოსაც. ვიმეორებ, ეს არის ჩვეულებრივი რუტინა, დროებითი ნებართვა, რომელიც თანამდებოაზე არაა მიბმული, _ გვითხრა გიორგი სახოკიამ. ამავე თემაზე: გურიის გუბერნატორის „მარიფათი“ _ „ორკვირიანი მუშაობის თავზე, ორი საშვი ... ...
  • საექიმო ამბულატორია სასაფლაოს ეზოში - რა გადაწყდა ჭაჭიეთში2021 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭიეთში 10 000 ლარი დაიხარჯება. სოფლის მცხოვრებლებს, მერის წარმომადგენელს და მერის მოადგილეებს შორის შეხვედრა იმის გადასაწყვეტად, თუ რას მოხმარდება აღნიშნული თანხა, უკვე შედგა. მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული 10 000 ლარი ამბულატორიის აშენებას მოხმარდება. „ჭაჭიეთის მოსახლეობას შორის ერთსულოვნება იყო და სხვა პრობლემას არც განიხილავდნენ.  ადმინისტრაციული შენობა რომ იდგა ადრე ცენტრში, იქ უნდათ პატარა შენობის დადგმა ამბულატორიის სახით. გამოყოფილია 10 000 ლარი. ეს თანხა თავიდან ბოლომდე არ ეყოფა, მაგრამ ამ ეტაპისთვის შენობის აშენებას და გადახურვას ჰყოფნის“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ზურა მათითაიშვილმა. ცნობისთვის,  იმ ადგილზე,  სადაც სოფლისთვის ამბულატორია აშენდება, ადრე სკოლა იყო, შემდეგ შენობა დაშალეს.  დროთა განმავლობაში კი, სასაფლაოს ტერიტორიაც გაფართოვდა. მერის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას  ამბობს, რომ სასაფლაო დახურულია. „დაშალეს სკოლის შენობა და იმ ადგილას უნდა აშენდეს ამბულატორია. სასაფლაო არასდროს  იყო. დახურულია ეგ სასაფლაო“,_ გვითხრა მათითაიშვილმა.    ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...